Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ძალადობა’

მე ვარ “ბათუმელები”!

ბოლო ერთი კვირის მანძილზე ჯერ ბი-ბი-სის ჟურნალისტის, მერე კი სახალხო დამცველის ოფისის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს ვესწრებოდი. ამ დღეების მანძილზე ყველაზე ხშირად მესმოდა სიტყვები: გამოხატვის თავისუფლება, სტანდარტები, პროფესიული ღირსება, ზეწოლისგან თავის დაღწევა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, ადამიანის უფლებები, შანტაჟი, ძალადობა, ჰომოფობია, დისკრიმინაცია და ა.შ. გარდა ამისა, მოვისმინე ათობით პრეცედენტული სასამართლო ისტორია და უფრო [...]

Read Full Post »

ბლოგის მკითხველმა კარგად იცის, რომ წინა ორ პოსტში(ანტიპრესაI და ანტიპრესა II) სრულ იდიოტიზმში ვამხილე ერთი გაზეთი, რომლის სახელს მე ამ ბლოგზე ხელმეორედ არ გავიმეორებ. პასუხიც მივიღე რედაქციისგან: მოზომილი, მშვიდი და კორექტული. თავად ნახეთ: ბატონო თამაზ (თაზო) ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვთ. გმადლობთ, რომ (თუნდაც უნებურად) ასე მონდომებით ეწევით ჩვენი გაზეთის რეკლამას. რაც შეეხება თქვენს გულისწყრომას – [...]

Read Full Post »

ჰომოფობიური, დისკრიმინაციული, რუსეთის სიყვარულ-მონატრება შეპარული, ანტიდასავლური,  ანტიქართული,  ანტიქრისტიანული,  ანტილიბერალური, ანტიჟურნალისტური – მხოლოდ ასეთი შეფასება მემეტება დღეს აღმოჩენილი გაზეთისათვის “საქართველო და მსოფლიო” .  თვალის ერთი გადავლება საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჩემში გულისრევის შეგრძნება გამოეწვია(უკაცრავად, სხვა სიტყვებით ვერ აღვწერ იმ წამს მიღებულ ემოციას). საფუძვლიანად გადათვალიერების შემდეგ ეს შეგრძნება უფრო გამიძლიერდა. საბოლოოდ, ცნობისმოყვარეობამ მძლია და რამფდენიმე პუბლიკაციას გავეცანი. მაშ, [...]

Read Full Post »

დღეს, ჰაინრიხ ბიოლის ფონდში დისკუსიას დავესწარი. დისკუსიის თემა იყო “ჰომოფობია საქართველოში.” მომხსენებლები იყვნენ ფონდ “ინკლუზივიდან” პაატა საბელაშვილი და ეკა აღდგომელაშვილი. მათ ოპონირებას უწევდა ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე(ამჟამად ქრისტიან-დემოკრატების წევრი). თავდაპირველად ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა.  მომხსენებლები “ინკლუზივიდან” საუბრობდნენ ჰომოფობიაზე საქართველოში, სახელმწიფო პოლიტიკაზე ჰომოსექსუალთა მიმართ, ჰომოფობიაზე მედიაში და ა.შ.  გაიხსენეს  ”რუსთავი 2-თან” დაკავშირებული გეი პარადის ამბავი, გია ჭანტურიას ჰომოფობიური [...]

Read Full Post »

“ეკლესია  სოდომ-გომორისტებს ანუ ჰომოსექსუალებს ყოველთვის თვლიდა ფსიქიურად შეშლილებად და სათანადო დაწესებულებაში მკურნალობდა ეკლესიურად(არა კომუნისტური მეთოდებით). საერო კანონებიც, ანუ მთელი ერი ამ რწმენით იყო გამსჭვალული. ვარდების რევოლუციამ ლეგალური გახადა ჰომოსექსუალიზმი”. ეს სიტყვები ჩემი არ გეგონოთ. ეს არის ამონარიდი სლაიდშოუდან, რომელსაც დღეს გადავაწყდი ერთ-ერთ ქართულ საიტზე.  ამ ვიდეოში ქარველთა დღევანდელი ყოფა, სამომავლო გეგმები, დიადი წარსული და ამქვეყნიური [...]

Read Full Post »

ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სამყარო ისეთი არ არის როგორც ჩვენ გვგონია ან გვინდა რომ იყოს. არა, არა, ნუ დაფრთხები, რაღაც არაამქვეყნიური და ფილოსოფიური პოსტის წერას არ ვაპირებ. უბრალოდ ჯერ კიდევ ტრენინგზე მიღებული შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. 2-3 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციამ “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში”, ევროკავშირის დაფინანსებით  სტუდენტი ჟურნალისტებისთვის ტრენინგი ჩაატარა თემაზე: “მედია და ფსიქიკური ჯანმრთელობის [...]

Read Full Post »

პიველი ნაწილი ნახეთ აქ . დღეს რომ ეკლესიის სახელით ადამიანები ძალადობას სჩადიან, ეს დიდწილად მასმედიის ბრალიც არის.  ალბათ იცით გადაცემა “ახალგაზრდული ექსპრესი”-ბავშვები ჰელოუინის ზეიმის გადასაღებად წავიდნენ და  დარბევის მომსწრენი გახდნენ.  ამაზე სიუჟეტიც კი მოამზადეს, მაგრამ ტელეკომპანია “იმედმა” ეთერში არ გაუშვა. არც სხვა ტელეკომპანიებმა გააშუქეს ეს ფაქტი. არადა დარბევამდე “რუსთავი 2-მა” ჩართვაც კი გააკეთა ერეკლეს მოედნიდან [...]

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.