Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘უნივერსიტეტი’

ამბავი პროვოკატორი და ტუტუცი ჟურნალისტების უზნეო საქციელისა თსუ-ს ჟურნალისტიკის მიმართულების დეპარტამენტში 2008 წლის ოქტომბერში დიდი სკანდალი მოხდა.  მიმართულების იმდროინდელმა ხელმძღვანელმა დავით პაიჭაძემ,  ამავე მიმართულების პროფესორი მარინა ვეკუა პლაგიატში დაადანაშაულა. ოფიციალურად ითქვა, რომ მარინა ვეკუას პლაგიატორობას სპეციალური საბჭო დაადგენდა. ამ ამბავს შედეგად ის მოჰყვა, რომ თანამდედობიდან გაანთვისუფლეს დავით პაიჭაძე, მის ადგილზე კი მარინა ვეკუა დანიშნეს.  წიგნის ამბავი, რა [...]

Read Full Post »

ჰო, ნუ ცქვიტეთ ახლა ყურები, მერე რა, რომ  უკვე დიპლომიანი სასიძო ვარ, ასეთად კიდევ კარგა ხანს ვაპირებ დარჩენას. გუშინ  დიპლომი დავიცავი, ჯგუფური პროექტი ფაქტობრივად მაქსიმალური ქულით შეგვიფასეს. არ აღმოჩნდა “13″ თარსი რიცხვი. ესეც ჩემი დასრულებული სტუდენტობა ბოლო თვეების მანძილზე იმდენად მივეჩვიე აქტიური რეჟიმით ცხოვრებას, მოსალოდნელი რამდენიმეკვირიანი დასვენება “მაშფოთებს”.  ვეცდები, ეს არდადეგები რაც შეიძლება ხანმოკლე იყოს [...]

Read Full Post »

ბლოგის მკითხველმა კარგად იცის, რომ წინა ორ პოსტში(ანტიპრესაI და ანტიპრესა II) სრულ იდიოტიზმში ვამხილე ერთი გაზეთი, რომლის სახელს მე ამ ბლოგზე ხელმეორედ არ გავიმეორებ. პასუხიც მივიღე რედაქციისგან: მოზომილი, მშვიდი და კორექტული. თავად ნახეთ: ბატონო თამაზ (თაზო) ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვთ. გმადლობთ, რომ (თუნდაც უნებურად) ასე მონდომებით ეწევით ჩვენი გაზეთის რეკლამას. რაც შეეხება თქვენს გულისწყრომას – [...]

Read Full Post »

ამ პოსტში ვისაუბრებ მეორე სტატიაზე, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთში “საქართველო და მსოფლიო”. სტატიის სათაურია “ლიბერალური დემოკრატია ჩემთვის იქ მთავრდება, სადაც პედერასტების უფლებები ჩემსას უთანაბრდება”. საინტერესოა, რომ გეი საიტების გარდა ავტორი სტატიაში ახსენებს გიგი თევზაძეს, განათლების რეფორმას, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტს. გეი საიტებსა და გიგი თევზაძეს შორის, მე პირადად კავშირი ვერ დავინახე. ეს იქით იყოს, ყველაზე მთავარი ამ [...]

Read Full Post »

პირველი დღე, პირველი წელი, პირველი …. პირველ დღეს, “თსუ-ში”,  უპატრონო პირველკლასელივით ვიყავი.  პირველი თვეების მანძილზეც ვერ ვაგნებდი სხვადასხვა კორპუსებს, აუდიტორიებს. სკოლიდან ჯერ კიდევ შემორჩენილი მქონდა  ბეჯითი მოსწავლის მსოფლმხედველობა. არა-გაცდენილი და დაგვიანებული ლექციები,  ხუთიანზე შესრულებული დავალებები და საკუთარი თავით აღფრთოვანება-რა მაგარი ვარ, რომ ვსწავლობ თსუ-ში.   და კიდევ: აღფრთოვანება ლექტორებით, ლამის გაფეტიშება და ა.შ. …და პირველი [...]

Read Full Post »

პირველი გვერდი ბოლო გვერდი როგორც იქნა გვეღირსა! რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, ჟურნალ “რაკურსის” მეორე ნომერი გამოვიდა.  ვეცადეთ, ის ხარვეზები გამოგვესწორებინა, რაც წინა ნომერში გვქონდა. დამკაბადონებლის “წყალობით” პირველი ნომერი ვიზუალურად საშინელება იყო. სწორედ ამიტომ, მეორე ნომერი საკუთარი ხელით დავაკაბადონე და მთლიანად საკუთრ ფანტაზიას მივენდე. ამაყ!  შარშანდელი პრეტენზიები დამკაბადონებელთან, გაუთვებელი ხვეწნა, “ფოტო ტექსტში ჩამისვი”, ხაზი აწიე, დაამოკლე” და [...]

Read Full Post »

როგორც იქნა მოვახერხეთ ნანატრი და ნაწვალები სიუჟეტის გადაღება.  შეგახსენებთ, რომ ოთხკაციანმა ჯგუფმა გადავიღეთ სიუჟეტი. ის ეხება  ინტერნეტისა და ტელევიზიის თავისუფლების ხარისხს სექსუალური და რელიგიური საკითხების გაშუქებისას.  სიუჟეტისთვის ეს თემა რამდენიმე მიზეზის გამო ავირჩიეთ(ინიციატორი მე ვიყავი და ჯგუფში კენჭი ვუყარეთ): საზოგადოებას მედია თავისუფალი ჰგონია,  თუ ის დააღწევს თავს პოლიტიკურ ზეგავლენას. ჩვენი აზრით, მედიის თავისუფლება უფრო მეტია, [...]

Read Full Post »

ჩემი ბლოგი რაც უფრო პოპულარული(ხოხ! ) ხდება, პასუხისმგებლობაც პირდაპირპროპორციულად იზრდება.  ამან ცოტა არ იყოს დამაბნია. -რატომ? -იმიტომ, რომ  ყველა ვიზიტორმა იცის, ის სტუმრობს ჟურნალისტის ბლოგს. ადამიანებს ამის გამო განსხვავებული მოლოდინები უჩნდებათ ჩემი პოსტების მიმართ. მაგ: წინა პოსტს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ამ ბლოგზე, ისე თბილისის ფორუმზე. ხალხი წერდა, რომ ჟურნალისტი ასე არ უნდა  წერდეს, რომ [...]

Read Full Post »

“ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის მიცემული დაპირებები სრულდება”-ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია გაზეთმა “თბილისის უნივერსიტეტი”.  ეს იმ შეხვედრის გამოძახილია, მე და სოფი რომ ვწერდით მარტის თვეში.  მაშინ ბატონმა რექტორმა იმდენი დაპირება გასცა, ნეტარ მიშას რომ შეშურდებოდა. დღეს  ვიგებ, რომ ოცნებების ასრულება დაწყებულა, მე კი, რატომღაც ვერაფერი ვერ გავიგე. აღნიშნული სტატიის ავტორია ვინმე თამარ მარუაშვილი. ციტატა სტატიიდან: საინტერესოა რა [...]

Read Full Post »

პარასკევს, თსუ-ში ხუბუასთან შეხვედრა მოეწყო-რექტორი ჟურნალისტებისთვის მიღებას მართავსო!!!   წასვლას არც მე ვაპირებდი. თათიამ(მეექვსე კორპუსის დიასახლისი) შემახსენა, ხომ მოდიხარო.  რედაქციის შეკრება გვაქვს დღეს და ვერ გადმოვალ-მეთქი… ბევრი რომ არ გავაგრძელო, “რაკურსის”  მთელი რედაქცია გადავბარგდით მეორე კორპუსში.  ამ შეხვედრაზე დაწვრილებით არ ვისაუბრებ, უბრალოდ ჩემთვის საინტერესო რამდენიმე მომენტს ავღნიშნავ. ამაზე სოფიმაც დაწერა  ჩემზე გაცილებით ადრე.  მთელი მეექვსე კორპუსი სტუდენტ-ლექტორებიანად [...]

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.