Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘სოლიდარობა’

გუშინ, საჩხერიდან დამირეკეს, 60-მდე ოჯახი 7 სექტემბრის მერე ქუჩაში ვართ დარჩენილი და იქნებ ჩამოხვიდეთ, ჩვენი ამბავი გააშუქეთო. რედაქტორს(ელისო ჩაფიძეს) დავურეკე… მოკლედ, ცოტა ყოყმანის შემდეგ გადავწყვიტე, წავსულიყავი.  დილით ადრე გავედი, 10 საათზე უკვე მანდ ვიყავი. მივედი და თვალებს არ ვუჯერებდი: ლამის დანგრეული ხუთსართულიანი სახლი, კარვებში, ვაგონებსა და ხის ქვეშ გაშლილი ლეიბები, ფარდულში დაბინავებული ორი კვირის დაბადებული [...]

Read Full Post »

ბლოგის მკითხველმა კარგად იცის, რომ წინა ორ პოსტში(ანტიპრესაI და ანტიპრესა II) სრულ იდიოტიზმში ვამხილე ერთი გაზეთი, რომლის სახელს მე ამ ბლოგზე ხელმეორედ არ გავიმეორებ. პასუხიც მივიღე რედაქციისგან: მოზომილი, მშვიდი და კორექტული. თავად ნახეთ: ბატონო თამაზ (თაზო) ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვთ. გმადლობთ, რომ (თუნდაც უნებურად) ასე მონდომებით ეწევით ჩვენი გაზეთის რეკლამას. რაც შეეხება თქვენს გულისწყრომას – [...]

Read Full Post »

ამ პოსტში ვისაუბრებ მეორე სტატიაზე, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთში “საქართველო და მსოფლიო”. სტატიის სათაურია “ლიბერალური დემოკრატია ჩემთვის იქ მთავრდება, სადაც პედერასტების უფლებები ჩემსას უთანაბრდება”. საინტერესოა, რომ გეი საიტების გარდა ავტორი სტატიაში ახსენებს გიგი თევზაძეს, განათლების რეფორმას, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტს. გეი საიტებსა და გიგი თევზაძეს შორის, მე პირადად კავშირი ვერ დავინახე. ეს იქით იყოს, ყველაზე მთავარი ამ [...]

Read Full Post »

ჰომოფობიური, დისკრიმინაციული, რუსეთის სიყვარულ-მონატრება შეპარული, ანტიდასავლური,  ანტიქართული,  ანტიქრისტიანული,  ანტილიბერალური, ანტიჟურნალისტური – მხოლოდ ასეთი შეფასება მემეტება დღეს აღმოჩენილი გაზეთისათვის “საქართველო და მსოფლიო” .  თვალის ერთი გადავლება საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჩემში გულისრევის შეგრძნება გამოეწვია(უკაცრავად, სხვა სიტყვებით ვერ აღვწერ იმ წამს მიღებულ ემოციას). საფუძვლიანად გადათვალიერების შემდეგ ეს შეგრძნება უფრო გამიძლიერდა. საბოლოოდ, ცნობისმოყვარეობამ მძლია და რამფდენიმე პუბლიკაციას გავეცანი. მაშ, [...]

Read Full Post »

დღეს, ჰაინრიხ ბიოლის ფონდში დისკუსიას დავესწარი. დისკუსიის თემა იყო “ჰომოფობია საქართველოში.” მომხსენებლები იყვნენ ფონდ “ინკლუზივიდან” პაატა საბელაშვილი და ეკა აღდგომელაშვილი. მათ ოპონირებას უწევდა ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე(ამჟამად ქრისტიან-დემოკრატების წევრი). თავდაპირველად ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა.  მომხსენებლები “ინკლუზივიდან” საუბრობდნენ ჰომოფობიაზე საქართველოში, სახელმწიფო პოლიტიკაზე ჰომოსექსუალთა მიმართ, ჰომოფობიაზე მედიაში და ა.შ.  გაიხსენეს  ”რუსთავი 2-თან” დაკავშირებული გეი პარადის ამბავი, გია ჭანტურიას ჰომოფობიური [...]

Read Full Post »

პიველი ნაწილი ნახეთ აქ . დღეს რომ ეკლესიის სახელით ადამიანები ძალადობას სჩადიან, ეს დიდწილად მასმედიის ბრალიც არის.  ალბათ იცით გადაცემა “ახალგაზრდული ექსპრესი”-ბავშვები ჰელოუინის ზეიმის გადასაღებად წავიდნენ და  დარბევის მომსწრენი გახდნენ.  ამაზე სიუჟეტიც კი მოამზადეს, მაგრამ ტელეკომპანია “იმედმა” ეთერში არ გაუშვა. არც სხვა ტელეკომპანიებმა გააშუქეს ეს ფაქტი. არადა დარბევამდე “რუსთავი 2-მა” ჩართვაც კი გააკეთა ერეკლეს მოედნიდან [...]

Read Full Post »

2008 წლის მიწურულს, სახალხო დამცველის ოფისში, ჟურნალ “სოლიდარობის” რედაქტორმა, ნინო ცინცაძემ რამდენიმე სტუდენტი მიგვიწვია მრგვალ მაგიდაზე სასაუბროდ. საუბრის თემა იყო ტოლერანტობა. აღნიშნული საუბარი დაიბეჭდა ჟურნალ “სოლიდარობის” 27–ე  ნომერში. აქ გთავაზობთ ჩემი საუბრის ცოტათი შესწორებულ ვარიანტს ნაწილი 1 ნინო ცინცაძის პირველი კითხვა  ეხებოდა ტოლერანტობის ხარისხს  გარემოში, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ.  რამდენად თავისუფლად ცხოვრობენ საქართველოში უმცირესობები და რა შეიცვალა [...]

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.