Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘რუსთაველის გამზირი’

რამდენიმედღიანი ტაიმაუტის შემდეგ,  გთავაზობთ კიდევ ერთ ფოტორეპორტაჟს რუსთაველის გამზირიდან. ძირითადი აქცენტი სურათების გადაღებისას გავაკეთე საკნის წარწერებზე.  წყევლა, კრულვა, დამშვიდობება, გინება, პოლიტიკური ლოზუნგები, ლექსები, ნახატები, ნაწყვეტები ლიტ.ნაწარმოებებიდან და კიდევ ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ საკნის კედლებზე.  მოკლედ, შეგიძლიათ თავად ნახოთ. საკნების ქალაქის შესასვლელში ომის ფოტოგალერეაა მოწყობილი, რომელსაც დამთვალიერებლები ნამდვილად არ აკლია. “Misha did it!”-აბა რა, გვფარავდეს პუწინის [...]

Read Full Post »

ამჯერად ფოტოზე ავღბეჭდე გზა პარლამენტიდან-პრეზიდენტის რეზიდენციამდე. სხვა დღებისგან განსხვავებით, დღეს აქციაზე განსაკუთრებით  აქტუალური იყო რელიგიური ატრიბუტიკა: სანთლები, ჯვრები, ხატები.  ფოტორეპორტაჟს “გზა გოლგოთამდე” სწორედ ამიტომაც დავარქვი. არაფერს არ ვამტკიცებ,უბრალოდ დაათვალიერეთ.  თუმცა, განწყობისათვის გთავაზობთ ბავშვის ფოტოებს. მან დიდხანს იწვალა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩაეძინა “სანამ ბოლომდე არ დაიწვება, ხელში დავიჭერ, არ ჩავაქრობ”-ეს ამ ქალბატონის სიტყვებია აქტივისტების პრეზიდენტის რეზიდენციისკენ [...]

Read Full Post »

აქციაზე ზოგჯერ ისეთი რამეები ხდება, რასაც ფოტოზე ვერ დააფიქსირებ. ასე მოხდა გუშინაც. აქციაზე სანამ პოლიტიკოსები მოვლენ, ხალხს გართობა ხომ უნდა? -ულაპარაკოდ. ორგანიზატორებმაც არ დააყოვნეს . ერთ-ერთმა იფიქრა, რადგან უცნობი საკანში პოპულარულია, აქციაზე მოსულს ხალხს “მოდი გაიხადე კაბაზე” ავაცეკვებო და წავიდააა…. წლების მანძილზე დაგროვებულმა უცნობის სიმღერებმა, საპროტესტოდ განწყობილი ხალხი ვერ ააცეკვა. პირიქით, ამან ხალხსი აგრეშია გამოიწვია. [...]

Read Full Post »

ვაგრძელებ ფოტორეპორტაჟების სერიას თბილისის ცენტრალურ გამზირზე მიმდინარე აქციიდან. ძირითად აქცენტს ფოტოს გადაღებისას ისეთ ობიექტებსა და ფაქტებზე  ვაკეთებ, რომელიც ტელევიზიით შესაძლოა ვერც კი ნახოთ. პროტესტის მეორე დღე, 10 აპრილი: ჭავჭავაძიდან ავტობუსები მხოლოდ მეტრო რუსთაველამდე მოძრაობდნენ. მეც გზა ფეხით გავაგრძელე. ავტობუსიდან ჩამოსვლისთანავე ეს ბავშვი დავინახე დისლოკაციის ადგილზე დაახლოებით პირველ საათზე მივედი. ჟურნალისტები უსაქმობისგან ბუზებს ითვლიან. ასე აკურატულად [...]

Read Full Post »

მას შემდეგ, რაც სახლში დარბევისა და განადგურების კვალი ვერ აღმოვაჩინე, რუსთაველისკენ გავემართე ფოტოაპარატითა და ნიღბით აღჭურვილი.  გადავწყვიტე, ძირითადი ადგილი პოსტში ფოტოებს დავუთმო. მაშ ასე, დატკბით(სხვათაშორის, არცერთი ფოტო არ არის დამუშავებული,  ამისთვის ბოდიში :დარცხვენილი სმაილი: ) : პარლამენტთან დაახლოებით 11  საათზე მივედი.  ჟურნალისტები ძირითადად უსაქმოდ იყვნენ. მე სცენის მიღმა დავიკავე ადგილი. მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა. ჟურნალისტებს დრო [...]

Read Full Post »

როგორც იქნა 9 აპრილიც გათენდა.  შიშით გამოვიხედე საბნიდან. ვაა, ოთახში ყველაფერი რიგზეა: მობილური ძველებურად ბალიშთან დევს, ტანსაცმელიც თავის ადგილზეა.  ვდგები. არც ფარდებია ჩამოხეული, არც მინებია ჩამსხვერეული. რა ხდება? გავდივარ სხვა ოთახებში.  ბიძაშვილებს მშვიდად სძინავთ. სუნთქავენ.  ვათვალიერებ ოთახებს. კომპიუტერი, ტელეფონი, უთო, ტელევიზორი, მაგიდები, სკამები-ხელუხლებლად დევს. გავდივარ სამზარეულოში. დარბევის არც აქაურობას ეტყობა რამე. ყავა, შაქარი, პური, კარაქი, [...]

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.