Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘რეზონანსი’

“ძველ სამსახურზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს”-მივიღე მეგობრული რჩევა. მიზეზი ჩემი წინა პოსტია, სადაც საწყენი ეს ფრაზა გახდა: “რეზონანსიდან”  წამოვედი. მგონი, წერტილი დაესვა ჩემს უხელფასო მუშაობას. ბევრჯერ უთქვამთ ჩემთვის, რომ შიდასარედაქციო “ჭუჭყის” გარეთ, საჯაროდ  გატანა  არ შეიძლება, რომ ეს არაეთიკურია და ა.შ. სიმართლე გითხრათ, არც კი მიფიქრია, რომ ამ ფრაზით რაიმე მსგავსს ვაკეთებდი. თავში აზრადაც [...]

Read Full Post »

“რეზონანსიდან”  წამოვედი. მგონი, წერტილი დაესვა ჩემს უხელფასო მუშაობას.  სხვა არანაირი მიზეზი არ მქონია ამ სამსახურის დასატოვებლად. იდეალური რედაქტორები მყავდა-მკაფიო დავალებები, ზუსტი შენიშვნები, მეგობრული დამოკიდებულება. თუმცა, დღეს რომ  თავი გაიტანო, ეგ საკმარისი არ არის. უკვე კარგა ხანია მოტივაციას ვეძებ. ვინც ეძებს პოულობსო-ნათქვამია. მეც ვიპოვე, უფრო სწორად თავად მიპოვა უკვე მედიაპორტალ www.media.ge-ს ჟურნალისტი ვარ.  კონტრაქტიც კი გამიფორმეს.  [...]

Read Full Post »

დღეს რედაქტორმა ნიუსი მანახა და მითხრა, ამის შესახებ მოკლე სტატია დაწერეო. აი ნიუსიც: “ნატოს წევრებმა საქართველო ალიანსში უნდა გააწევრიანონ, რათა რუსეთმა დაინახოს, რომ სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმის გამო მას საფასურის გადახდა მოუწევს”, – აღნიშნული განცხადება ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანეთის წარმომადგენელმა ჯორჯ ბრუსმა რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ნიუსი სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ. პირველი რაც გავაკეთე, ეს [...]

Read Full Post »

ჟურნალისტის ანაზღაურება-ეს ის თემაა, რაზეც არავინ საუბრობს. თვით ყველაზე თამამი და სკანდალური ჟურნალისტებიც ერიდებიან ამას. ზოგისთვის ამ საკითხზე საუბარი არაეთიკურია, ზოგს კი კონტრაქტი უკრძალავს. ჩემი  მეგობრები დღესდრეობით სხვადასხვა ქართულ მედიაორგანიზაციაში მუშაობენ და მეტ-ნაკლებად ვიცი, სად რამდენი ანაზღაურებაა.  ყველაზე ცუდ დღეში მაესტროსა და ჟურნალ-გაზეთების ჟურნალისტები არიან(რა თქმა უნდა, რედაქტორებისა და პროდიუსერების გამოკლებით).  გადასარევი მდგომარეობა არც “დიდ [...]

Read Full Post »

დღეს შიდსის ცენტრში სისხლის ანალიზი ჩვაბარე, პასუხი ორშაბათს მეცოდინება. უფასო და  ძალიან მარტივი პროცედურაა. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვის საფუძველი არ მაქვს, პასუხის მოლოდინში ხანდახან ძალიან ცუდი შეგრძნება მეუფლება.  ვთქვათ, პასუხი დადებითი აღმოჩნდა, რა უნდა ვქნა? აზრზე არ ვარ !  ანალიზის გაკეთების იდეა სპონტანურად გამიჩნდა.  წარმომიდგენია, შიდსით ინფიცირებულები როგორი სტრესის გადატანა უწევთ. ალბათ, მართლა საშინელებაა. გუშინ, [...]

Read Full Post »

ამ პოსტის იდეა  “საკანი #5-ის” ყურების შემდეგ გამიჩნდა. “უცნობის” სტუმარი მამუკა არეშიძე იყო. გადაცემა სრულად არ მინახავს, მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდს შევავლე თვალი. მამუკა არეშიძე ჰყვება, რომ ცოტა ხნის წინ lenta.ru-ზე ჰქონდა ონლაინ კონფერენცია. შეკითხვების რაოდენობამ ოთხმოცის რომ გადააჭარბა, მან ხალხს სთხოვა, კითხვები მის ელ.ფოსტაზე გაეგზავნათ. რამდენიმე საათის მანძილზე არეშიძის ფოსტაში 200-ზე მეტი წერილი დაგროვდა. მოქალაქეები [...]

Read Full Post »

“ყოველდღე ვხედავ, როგორ მატულობს ბზარების რაოდენობა, სახურავიც უფრო და უფრო იწევა გვერდზე” საჩხერეში, სამოცამდე ოჯახი, ერთ კვირაზე მეტია ღია ცის ქვეშ ცხოვრობს. 7 სექტემბერს, გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, არცერთ მათგანს ღამე სახლში არ გაუთევია. ამ ინფორმაციის მიღებისთანავე საჩხერის რაიონისკენ გავემართე.  ადგილზე ჩასულს, ღია ცის ქვეშ დარჩენილი მოსახლეობა დამხვდა. საჩხერის ავტოსადგურიდან ორმოებიანი, დანგრეული გზით გავემართეთ აღმაშენებლის [...]

Read Full Post »

გუშინ, საჩხერიდან დამირეკეს, 60-მდე ოჯახი 7 სექტემბრის მერე ქუჩაში ვართ დარჩენილი და იქნებ ჩამოხვიდეთ, ჩვენი ამბავი გააშუქეთო. რედაქტორს(ელისო ჩაფიძეს) დავურეკე… მოკლედ, ცოტა ყოყმანის შემდეგ გადავწყვიტე, წავსულიყავი.  დილით ადრე გავედი, 10 საათზე უკვე მანდ ვიყავი. მივედი და თვალებს არ ვუჯერებდი: ლამის დანგრეული ხუთსართულიანი სახლი, კარვებში, ვაგონებსა და ხის ქვეშ გაშლილი ლეიბები, ფარდულში დაბინავებული ორი კვირის დაბადებული [...]

Read Full Post »

“ახლა, შენ ამას რომ დაწერ, სააკაშვილი წაიკითხავს?” 63 წლის ელზა მახათაძე გლდანში, მეტრო ახმეტელთან გაზეთის სტენდთან პრესას ყიდის. მისი დღიური ანაზღაურება ხუთი ლარია. სულ მალე, შესაძლოა, ის, ამ საარსებო წყაროს გარეშე დარჩეს. ამის შესახებ მან რამდენიმე დღის წინ პრესის ფურცლებიდან შეიტყო. ქალაქის  ვიცე მერის, მამუკა ახვლედიანის ინიციატივით, თბილისის ქუჩები სრულად უნდა გაიწმინდოს გაზეთის სტენდებისგან.  მათ [...]

Read Full Post »

ქართულ საზოგადოებაში შიში მეფობს, თან როგორი შიში!  ამას ყოველდღე ვგრძნობ. ვგრძნობ ოჯახში, სამეგობროში,  ქუჩაში. ვერ გეტყვით, ამ ხალხს კონკრეტულად რისი ეშინია, ასე რატომ არიან დამფრთხალნი.  ვერ ვიგებ, არ მესმის.  ბავშვობაში მეშინოდა  სასაფლაოზე შესვლის, ახლა სიმაღლის შიში მაქვს, კიდევ, ქვეწარმავლების.  ზოგადად, ქართული საზოგადოების  შიში კი, არც ერთ ტრადიციულ ფობიას არ უკავშირდება.  ჩემს ზოგიერთ მეგობარს ტელეფონზე სერიოზულ [...]

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.