Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ჟურნალისტი’

ფეისბუქზე ლექსო მაჭავარიანმა დაწერა ერთი სტატუსი: “შემოვდივარ ინიციატივით ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს შეეძლოს წელიწადში ერთი ტაქსისტის მოკვლა …” ოოოოოო, როგორ მომეწონა ეს იდეა ვერ წარმოიდგენთ. რამდენჯერ მინანია სწორედ “იმ ტაქსში” ჩაჯდომა, ვინ დათვლის. მოკლედ, ერთ განსაკუთრებულ შემთხვევას გავიხსენებ. ზახულში საქართველოში ერთი გერმანელი გამომძიებელი  ჟურნალისტი, იუტა რაბე(Jutta Rabe) იყო ჩამოსული. რამდენიმე ადამიანს მასთან მოგვიწია მუშაობა. ორი თვის [...]

Read Full Post »

ჩაისუნთქეთ! მივუყვები მე-19 საუკუნის გენიალური პუბლიცისტის, სერგეი მესხის სახელობის ქუჩას… მივდივარ მე-20 საუკუნის ცნობილ პუბლიცისტთან, ელიზბარ ჯაველიძესთან… ვარ 21-ე საუკუნის ჟურნალისტი… მარჯვნიდან მთაწმინდა დამყურებს, მარცხნიდან – ქართლის დედა, თავში უამრავი კითხვა მაქვს, ამაღლებულ თემებზე საუბრის  განწყობით კარზე ზარს ვრეკავ, მაგრამ… როგორც ჩვენი პრეზიდენტი ბრძანებდა, “ვერ მოგართვით”, ანუ “ნურას უკაცრავად!”, სადღაა ამაღლებული განწყობა და თემები… ამოისუნთქეთ! [...]

Read Full Post »

ფეისბუქზე გავრცელდა ფონდ “ინკლუზივის” მიმართვა. აქ დეტალურადაა აღწერილი  რა როგორ მოხდა. დაპატიმრებულია ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პაატა საბელაშვილი. მგონი, უკვე აღარა აქვს მნიშვნელობა ვინ ჰომოსექსუალია და ვინ ჰეტეროსექსუალი, ვინ მართლმადიდებელი და ვინ ათეისტი, მაჰმადიანი ან კათოლიკე. ბოლო დროს ამ ქვეყანაში ცხვრება სულ უფრო მუქ ფერებში მესახება. მომკალით და ჩემი ყველა პოზიტიური იმედი საქართველოსთან დაკავშირებით ნელ-ნელა უფერულდება. [...]

Read Full Post »

ჟურნალისტის ანაზღაურება-ეს ის თემაა, რაზეც არავინ საუბრობს. თვით ყველაზე თამამი და სკანდალური ჟურნალისტებიც ერიდებიან ამას. ზოგისთვის ამ საკითხზე საუბარი არაეთიკურია, ზოგს კი კონტრაქტი უკრძალავს. ჩემი  მეგობრები დღესდრეობით სხვადასხვა ქართულ მედიაორგანიზაციაში მუშაობენ და მეტ-ნაკლებად ვიცი, სად რამდენი ანაზღაურებაა.  ყველაზე ცუდ დღეში მაესტროსა და ჟურნალ-გაზეთების ჟურნალისტები არიან(რა თქმა უნდა, რედაქტორებისა და პროდიუსერების გამოკლებით).  გადასარევი მდგომარეობა არც “დიდ [...]

Read Full Post »

ამ პოსტის იდეა  “საკანი #5-ის” ყურების შემდეგ გამიჩნდა. “უცნობის” სტუმარი მამუკა არეშიძე იყო. გადაცემა სრულად არ მინახავს, მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდს შევავლე თვალი. მამუკა არეშიძე ჰყვება, რომ ცოტა ხნის წინ lenta.ru-ზე ჰქონდა ონლაინ კონფერენცია. შეკითხვების რაოდენობამ ოთხმოცის რომ გადააჭარბა, მან ხალხს სთხოვა, კითხვები მის ელ.ფოსტაზე გაეგზავნათ. რამდენიმე საათის მანძილზე არეშიძის ფოსტაში 200-ზე მეტი წერილი დაგროვდა. მოქალაქეები [...]

Read Full Post »

“იაშვილის კლინიკაში ექიმები 13 წლის გოგონას გადარჩენისთვის იბრძვიან. ბავშვს სასტიკად თავისი თანატოლები, ასევე გოგონები გაუსწორდნენ. უმძიმესი ჭრილობები მოზარდს დანით აქვს მიყენებული. ჩხუბის სავარაუდო მიზეზი ბიჭია, რომელიც ორივე გოგოს უყვარდა” სწორედ ამ სენსაციური ინფორმაციით დაიწყო “კურიერი” 21 სექტემბერს, საღმოს ცხრა საათზე.  დიანა ჯოჯუას შესავლის  შემდეგ  საუბარს ჟურნალისტი ნათია ტრაპაიძე აგრძელებს: “ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ არც დაზარალებული [...]

Read Full Post »

“ყოველდღე ვხედავ, როგორ მატულობს ბზარების რაოდენობა, სახურავიც უფრო და უფრო იწევა გვერდზე” საჩხერეში, სამოცამდე ოჯახი, ერთ კვირაზე მეტია ღია ცის ქვეშ ცხოვრობს. 7 სექტემბერს, გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, არცერთ მათგანს ღამე სახლში არ გაუთევია. ამ ინფორმაციის მიღებისთანავე საჩხერის რაიონისკენ გავემართე.  ადგილზე ჩასულს, ღია ცის ქვეშ დარჩენილი მოსახლეობა დამხვდა. საჩხერის ავტოსადგურიდან ორმოებიანი, დანგრეული გზით გავემართეთ აღმაშენებლის [...]

Read Full Post »

გუშინ, საჩხერიდან დამირეკეს, 60-მდე ოჯახი 7 სექტემბრის მერე ქუჩაში ვართ დარჩენილი და იქნებ ჩამოხვიდეთ, ჩვენი ამბავი გააშუქეთო. რედაქტორს(ელისო ჩაფიძეს) დავურეკე… მოკლედ, ცოტა ყოყმანის შემდეგ გადავწყვიტე, წავსულიყავი.  დილით ადრე გავედი, 10 საათზე უკვე მანდ ვიყავი. მივედი და თვალებს არ ვუჯერებდი: ლამის დანგრეული ხუთსართულიანი სახლი, კარვებში, ვაგონებსა და ხის ქვეშ გაშლილი ლეიბები, ფარდულში დაბინავებული ორი კვირის დაბადებული [...]

Read Full Post »

ამბავი პროვოკატორი და ტუტუცი ჟურნალისტების უზნეო საქციელისა თსუ-ს ჟურნალისტიკის მიმართულების დეპარტამენტში 2008 წლის ოქტომბერში დიდი სკანდალი მოხდა.  მიმართულების იმდროინდელმა ხელმძღვანელმა დავით პაიჭაძემ,  ამავე მიმართულების პროფესორი მარინა ვეკუა პლაგიატში დაადანაშაულა. ოფიციალურად ითქვა, რომ მარინა ვეკუას პლაგიატორობას სპეციალური საბჭო დაადგენდა. ამ ამბავს შედეგად ის მოჰყვა, რომ თანამდედობიდან გაანთვისუფლეს დავით პაიჭაძე, მის ადგილზე კი მარინა ვეკუა დანიშნეს.  წიგნის ამბავი, რა [...]

Read Full Post »

ქართულ საზოგადოებაში შიში მეფობს, თან როგორი შიში!  ამას ყოველდღე ვგრძნობ. ვგრძნობ ოჯახში, სამეგობროში,  ქუჩაში. ვერ გეტყვით, ამ ხალხს კონკრეტულად რისი ეშინია, ასე რატომ არიან დამფრთხალნი.  ვერ ვიგებ, არ მესმის.  ბავშვობაში მეშინოდა  სასაფლაოზე შესვლის, ახლა სიმაღლის შიში მაქვს, კიდევ, ქვეწარმავლების.  ზოგადად, ქართული საზოგადოების  შიში კი, არც ერთ ტრადიციულ ფობიას არ უკავშირდება.  ჩემს ზოგიერთ მეგობარს ტელეფონზე სერიოზულ [...]

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.