Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘პრესა’

ფეისბუქზე გავრცელდა ფონდ “ინკლუზივის” მიმართვა. აქ დეტალურადაა აღწერილი  რა როგორ მოხდა. დაპატიმრებულია ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პაატა საბელაშვილი. მგონი, უკვე აღარა აქვს მნიშვნელობა ვინ ჰომოსექსუალია და ვინ ჰეტეროსექსუალი, ვინ მართლმადიდებელი და ვინ ათეისტი, მაჰმადიანი ან კათოლიკე. ბოლო დროს ამ ქვეყანაში ცხვრება სულ უფრო მუქ ფერებში მესახება. მომკალით და ჩემი ყველა პოზიტიური იმედი საქართველოსთან დაკავშირებით ნელ-ნელა უფერულდება. [...]

Read Full Post »

ამ პოსტის იდეა  “საკანი #5-ის” ყურების შემდეგ გამიჩნდა. “უცნობის” სტუმარი მამუკა არეშიძე იყო. გადაცემა სრულად არ მინახავს, მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდს შევავლე თვალი. მამუკა არეშიძე ჰყვება, რომ ცოტა ხნის წინ lenta.ru-ზე ჰქონდა ონლაინ კონფერენცია. შეკითხვების რაოდენობამ ოთხმოცის რომ გადააჭარბა, მან ხალხს სთხოვა, კითხვები მის ელ.ფოსტაზე გაეგზავნათ. რამდენიმე საათის მანძილზე არეშიძის ფოსტაში 200-ზე მეტი წერილი დაგროვდა. მოქალაქეები [...]

Read Full Post »

ქართულ საზოგადოებაში შიში მეფობს, თან როგორი შიში!  ამას ყოველდღე ვგრძნობ. ვგრძნობ ოჯახში, სამეგობროში,  ქუჩაში. ვერ გეტყვით, ამ ხალხს კონკრეტულად რისი ეშინია, ასე რატომ არიან დამფრთხალნი.  ვერ ვიგებ, არ მესმის.  ბავშვობაში მეშინოდა  სასაფლაოზე შესვლის, ახლა სიმაღლის შიში მაქვს, კიდევ, ქვეწარმავლების.  ზოგადად, ქართული საზოგადოების  შიში კი, არც ერთ ტრადიციულ ფობიას არ უკავშირდება.  ჩემს ზოგიერთ მეგობარს ტელეფონზე სერიოზულ [...]

Read Full Post »

2 სექტემბერი ჩემს კარიერაში წარმატებულ თარიღად ვაცხადებ! დღეს პირველად მივედი “რეზონანსში” სამუშაო განწყობით. ძალიან ბევრჯერ მივსულვარ ამ რედაქციაში, მაგრამ დღეს ყველაფერს “სხვა თვალით” ვუყურებდი, იქაურობა სულ სხვანაირი მომეჩვენა . სტუმრების გასტუმრების შემდეგ ელისო ჩაფიძემ ჩემთვისაც მოიცალა და პირველ რიგში ის მკითხა, თუ რა იდეები მქონდა, რაზე მსურდა მეწერა. “იმდროინდელივით” არ ავრეულ-დავრეულვარ.  გვერდითი მოვლენები და უცნობი [...]

Read Full Post »

ვაგრძელებ რეგიონული პრესის ვებგვერდების მიმოხილვას. ამჯერად, ყურადღებას აღმოსავლეთ საქართველოს ჟურნალ-გაზეთებზე გავამახვილებ. აგრეთვე, მიმოვიხილავ რეგიონული პრესის პორტალს www.regions.ge. რეგონული პრესის დაკვირვებისას, ჩემთვის უფრო თვალსაჩინო გახდა ქართულ მედიაში არსებული კრიზისი. თვალს თუ გადაავლებთ ჩემს წინა პოსტებს,  მიხვდებით, რომ არაფერს ვაზვიადებ. ფაქტები თავად მეტყველებენ არსებულ მდგომარეობაზე კახეთი აქ, დაახლოებით ათამდე პერიოდული გაზეთი გამოდის(არცერთი ჟურნალი). მათი პერიოდულობაც განსხვავებულია. ზოგი [...]

Read Full Post »

სადმე ტელევიზიაში რომ არ ვმუშაობ, ოდესმე თუ გამიხარდებოდა ნამდვილად არ მეგონა. ვისაც არ ეზარება ყველა უტევს ტელეჟურნალისტებს: ხაინდრავა ატერორებს “პირველი არხის” ჟურნალისტს, ხელისუფლება “მაესტროს” მიკროფონიანებს დასცინის,  კიდევ ვიღაც “რუსთავი 2-ელ” ნატა მახვილაძეს პირდაპირი ჩართვისას მუჯლუგუნს ჰკრავს, “პირველ არხელ” გიგა მაქარაშვილს  ვანო მერაბიშვილის აგენტობას აბრალებენ,  “იმედის” მთელ “სასტავს” პირდაპირი ეთერიდან აპანღურებენ,  სულ მალე “პირველ არხს” მიტინგზე [...]

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.