Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ლიბერალი’

მე ვარ “ბათუმელები”!

ბოლო ერთი კვირის მანძილზე ჯერ ბი-ბი-სის ჟურნალისტის, მერე კი სახალხო დამცველის ოფისის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს ვესწრებოდი. ამ დღეების მანძილზე ყველაზე ხშირად მესმოდა სიტყვები: გამოხატვის თავისუფლება, სტანდარტები, პროფესიული ღირსება, ზეწოლისგან თავის დაღწევა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, ადამიანის უფლებები, შანტაჟი, ძალადობა, ჰომოფობია, დისკრიმინაცია და ა.შ. გარდა ამისა, მოვისმინე ათობით პრეცედენტული სასამართლო ისტორია და უფრო [...]

Read Full Post »

ამ პოსტის იდეა  “საკანი #5-ის” ყურების შემდეგ გამიჩნდა. “უცნობის” სტუმარი მამუკა არეშიძე იყო. გადაცემა სრულად არ მინახავს, მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდს შევავლე თვალი. მამუკა არეშიძე ჰყვება, რომ ცოტა ხნის წინ lenta.ru-ზე ჰქონდა ონლაინ კონფერენცია. შეკითხვების რაოდენობამ ოთხმოცის რომ გადააჭარბა, მან ხალხს სთხოვა, კითხვები მის ელ.ფოსტაზე გაეგზავნათ. რამდენიმე საათის მანძილზე არეშიძის ფოსტაში 200-ზე მეტი წერილი დაგროვდა. მოქალაქეები [...]

Read Full Post »

გუშინ, საჩხერიდან დამირეკეს, 60-მდე ოჯახი 7 სექტემბრის მერე ქუჩაში ვართ დარჩენილი და იქნებ ჩამოხვიდეთ, ჩვენი ამბავი გააშუქეთო. რედაქტორს(ელისო ჩაფიძეს) დავურეკე… მოკლედ, ცოტა ყოყმანის შემდეგ გადავწყვიტე, წავსულიყავი.  დილით ადრე გავედი, 10 საათზე უკვე მანდ ვიყავი. მივედი და თვალებს არ ვუჯერებდი: ლამის დანგრეული ხუთსართულიანი სახლი, კარვებში, ვაგონებსა და ხის ქვეშ გაშლილი ლეიბები, ფარდულში დაბინავებული ორი კვირის დაბადებული [...]

Read Full Post »

ბლოგის მკითხველმა კარგად იცის, რომ წინა ორ პოსტში(ანტიპრესაI და ანტიპრესა II) სრულ იდიოტიზმში ვამხილე ერთი გაზეთი, რომლის სახელს მე ამ ბლოგზე ხელმეორედ არ გავიმეორებ. პასუხიც მივიღე რედაქციისგან: მოზომილი, მშვიდი და კორექტული. თავად ნახეთ: ბატონო თამაზ (თაზო) ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვთ. გმადლობთ, რომ (თუნდაც უნებურად) ასე მონდომებით ეწევით ჩვენი გაზეთის რეკლამას. რაც შეეხება თქვენს გულისწყრომას – [...]

Read Full Post »

ქართულ მედიაბაზარს კიდევ ერთი ჟურნალი შეემატა საკმაოდ ხმამაღალი და ამბიციური განაცხადით: “ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ მართლა სამყაროს გადარჩენა გვინდა.” მე პირველივე დღეს შევიძინე ეს ჟურნალი და წაკითხვის შემდეგ გარკვეული შეფასებები გავაკეთე. ამ პოსტშიც სწორედ ჩემს შეფასებებს გთავაზობთ ამ ჟურნალზე. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ლიბერალი არის “News Magazine-ის” ტიპის ჟურნალი, რომლის ანალოგი ქართულ ბაზარზე არ [...]

Read Full Post »

დღეს “ცხელი შოკოლადის”  რედაქციაში ვიყავი გასაუბრებაზე.  სხვათა შორის, ეს პირველი გასაუბრება იყო  ჩემთვის. საინტერესო და დასამახსოვრებელი. შედეგი რომც არ მოყვეს, მაინც კარგ მოგონებად დამრჩება. აქამდე  მსგავს შეხვედრაზე არ ვყოფილვარ. მოკლედ, სჯობს თავიდან მოვყვე, რატომ, რისტვის და როგორ აღმოვჩნდი იქ. ორშაბათს “შოკოლადის” ჟურნალისტის,  ნინო ბექიშვილის წერილი მივიღე მეილზე.  მწერდა, რომ შოკოლადის რედაქცია ახალ ჟურნალს უშვებს. ჟურნალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური [...]

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.