Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘გეი’

ფეისბუქზე გავრცელდა ფონდ “ინკლუზივის” მიმართვა. აქ დეტალურადაა აღწერილი  რა როგორ მოხდა. დაპატიმრებულია ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პაატა საბელაშვილი. მგონი, უკვე აღარა აქვს მნიშვნელობა ვინ ჰომოსექსუალია და ვინ ჰეტეროსექსუალი, ვინ მართლმადიდებელი და ვინ ათეისტი, მაჰმადიანი ან კათოლიკე. ბოლო დროს ამ ქვეყანაში ცხვრება სულ უფრო მუქ ფერებში მესახება. მომკალით და ჩემი ყველა პოზიტიური იმედი საქართველოსთან დაკავშირებით ნელ-ნელა უფერულდება. [...]

Read Full Post »

ამბავი პროვოკატორი და ტუტუცი ჟურნალისტების უზნეო საქციელისა თსუ-ს ჟურნალისტიკის მიმართულების დეპარტამენტში 2008 წლის ოქტომბერში დიდი სკანდალი მოხდა.  მიმართულების იმდროინდელმა ხელმძღვანელმა დავით პაიჭაძემ,  ამავე მიმართულების პროფესორი მარინა ვეკუა პლაგიატში დაადანაშაულა. ოფიციალურად ითქვა, რომ მარინა ვეკუას პლაგიატორობას სპეციალური საბჭო დაადგენდა. ამ ამბავს შედეგად ის მოჰყვა, რომ თანამდედობიდან გაანთვისუფლეს დავით პაიჭაძე, მის ადგილზე კი მარინა ვეკუა დანიშნეს.  წიგნის ამბავი, რა [...]

Read Full Post »

ბლოგის მკითხველმა კარგად იცის, რომ წინა ორ პოსტში(ანტიპრესაI და ანტიპრესა II) სრულ იდიოტიზმში ვამხილე ერთი გაზეთი, რომლის სახელს მე ამ ბლოგზე ხელმეორედ არ გავიმეორებ. პასუხიც მივიღე რედაქციისგან: მოზომილი, მშვიდი და კორექტული. თავად ნახეთ: ბატონო თამაზ (თაზო) ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვთ. გმადლობთ, რომ (თუნდაც უნებურად) ასე მონდომებით ეწევით ჩვენი გაზეთის რეკლამას. რაც შეეხება თქვენს გულისწყრომას – [...]

Read Full Post »

ამ პოსტში ვისაუბრებ მეორე სტატიაზე, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთში “საქართველო და მსოფლიო”. სტატიის სათაურია “ლიბერალური დემოკრატია ჩემთვის იქ მთავრდება, სადაც პედერასტების უფლებები ჩემსას უთანაბრდება”. საინტერესოა, რომ გეი საიტების გარდა ავტორი სტატიაში ახსენებს გიგი თევზაძეს, განათლების რეფორმას, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტს. გეი საიტებსა და გიგი თევზაძეს შორის, მე პირადად კავშირი ვერ დავინახე. ეს იქით იყოს, ყველაზე მთავარი ამ [...]

Read Full Post »

ჰომოფობიური, დისკრიმინაციული, რუსეთის სიყვარულ-მონატრება შეპარული, ანტიდასავლური,  ანტიქართული,  ანტიქრისტიანული,  ანტილიბერალური, ანტიჟურნალისტური – მხოლოდ ასეთი შეფასება მემეტება დღეს აღმოჩენილი გაზეთისათვის “საქართველო და მსოფლიო” .  თვალის ერთი გადავლება საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჩემში გულისრევის შეგრძნება გამოეწვია(უკაცრავად, სხვა სიტყვებით ვერ აღვწერ იმ წამს მიღებულ ემოციას). საფუძვლიანად გადათვალიერების შემდეგ ეს შეგრძნება უფრო გამიძლიერდა. საბოლოოდ, ცნობისმოყვარეობამ მძლია და რამფდენიმე პუბლიკაციას გავეცანი. მაშ, [...]

Read Full Post »

როგორც იქნა მოვახერხეთ ნანატრი და ნაწვალები სიუჟეტის გადაღება.  შეგახსენებთ, რომ ოთხკაციანმა ჯგუფმა გადავიღეთ სიუჟეტი. ის ეხება  ინტერნეტისა და ტელევიზიის თავისუფლების ხარისხს სექსუალური და რელიგიური საკითხების გაშუქებისას.  სიუჟეტისთვის ეს თემა რამდენიმე მიზეზის გამო ავირჩიეთ(ინიციატორი მე ვიყავი და ჯგუფში კენჭი ვუყარეთ): საზოგადოებას მედია თავისუფალი ჰგონია,  თუ ის დააღწევს თავს პოლიტიკურ ზეგავლენას. ჩვენი აზრით, მედიის თავისუფლება უფრო მეტია, [...]

Read Full Post »

დღეს, ჰაინრიხ ბიოლის ფონდში დისკუსიას დავესწარი. დისკუსიის თემა იყო “ჰომოფობია საქართველოში.” მომხსენებლები იყვნენ ფონდ “ინკლუზივიდან” პაატა საბელაშვილი და ეკა აღდგომელაშვილი. მათ ოპონირებას უწევდა ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე(ამჟამად ქრისტიან-დემოკრატების წევრი). თავდაპირველად ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა.  მომხსენებლები “ინკლუზივიდან” საუბრობდნენ ჰომოფობიაზე საქართველოში, სახელმწიფო პოლიტიკაზე ჰომოსექსუალთა მიმართ, ჰომოფობიაზე მედიაში და ა.შ.  გაიხსენეს  ”რუსთავი 2-თან” დაკავშირებული გეი პარადის ამბავი, გია ჭანტურიას ჰომოფობიური [...]

Read Full Post »

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მიწევს არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება. სულ ვცდილობ, რომ რაც ყველაზე მეტად მიჭირს და არ შემიძლია, ის გამოვასწორო ჩემში. ვცდილობ დავძლიო კომპლექსები და ფობიები. ხან გამომდის, ხან-არა.  საერთოდ, ბოლო ორი წელია შევიცვალე. აბსოლუტურად შეიცვალა ჩემი შეხედულებები სხვადასხვა მოვლენებზე, ქცევებზე და ზოგადად ცხოვრებაზე.  თუმცა, ძირითადი ცხოვრებისეული პრიორიტეტები უცვლელია. უბრალოდ, ამ პრიორიტეტის განხორციელების გზები, [...]

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.