ევროპის სახლი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა, 19-20 ივნისს ატარებს ტრენინგს ბლოგერებისთვის, სტუდენტი ჟურნალისტებისა და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებისთვის. ტრენინგს გაუძღვებიან ბრიტანეთიდან მოწვეული სპეციალისტები. მე ამ პროექტის ხელმძღვანელის, კახა თოლორდავას ასისტენტი ვარ. ჩემს მოვალეობებში შედის პროქეტის ხელმძვანელს შევთავაზო თემები, რაზეც ტრენინგის ჩატარება იქნება საინტერესო. ასევე, მოვიძიო ჯამში 10-მდე ბლოგერი და ბლოგინგით დაინტერესებული სტუდენტი ჟურნალისტი. ტრენინგის შესახებ [...]
Posts Tagged ‘ბლოგი’
ბლოგერებისა და სტუდენტი ჟურნალისტბის საყურადღებოდ!
Posted in ბლოგი, საზოგადოება, ტრენინგები, TOP ნიუსი, tagged ბლოგი, ბლოგინგი, ევროპის სახლი, ჟურნალისტები, ტრენინგი on May 26, 2010 | 28 Comments »
ფსიქო-ფიზიკური რეაბილიტაცია
Posted in ბლოგი, პირადი ცხოვრება, საზოგადოება, TOP ნიუსი, tagged ანალიზები, ბლოგი, ფსიქო-ფიზიკურ რეაბილიტაცია on February 9, 2010 | 2 Comments »
აღნიშნული ბლოგის ავტორი გადის ფსიქო-ფიზიკურ რეაბილიტაციას, რის გამოც ფრილანდია ზამთრის ძილის მდგომარეობაში იმყოფება. ძალების აღდგენისა და განმეორებითი ანალიზების არადეპრესიული პასუხების შემთხვევაში, ბლოგი გააგრძელებს ჩვეულებრივ, პროვოკაციულ ცხოვრებას. უწი-პუწი პოსტებს კი ისევ ძილი სჯობს გმადლობთ, რომ მკითხულობთ!
თავისუფალი სიტყვის ბლოგი ერთი წლისაა :)
Posted in ბლოგი, TOP ნიუსი, tagged ბლოგი, სამსახური, სტატისტიკა on December 29, 2009 | 13 Comments »
გუშინ ჩემს ბლოგს ერთი წელი შეუსრულდა მგონი დროა განვლილი წელი შევაჯამო: 1. ბლოგზე ჯამში დაიწერა 103 პოსტი 2. გამოქვეყნდა 1353 კომენტარი 3. გამოყენებულია 555 ტეგი 4. პოსტები დაყოფილია 55 კატეგორიად ყველაზე რეიტინგული სამი პოსტი: 1. ჰომოსექსუალების, “უზრდელი ჰეტეროსექსუალების” და მართლმადიდებელი მშობლების “უზნეო” თავყრილობა 2. მე მინდა მარინა სალუქვაძესთნ სექსი, შენ? 3. ფოტოკონკურსი შიშველი ბავშვების ფოტოებით ყველაზე ხშირად გამოყენებული [...]
წინ, პროგრესისკენ!
Posted in ბლოგი, დღევანდელი ისტორია, ინტერნეტი, პირადი ცხოვრება, პრესა, პროტესტი, საზოგადოება, ტელეკრიტიკა, tagged ახალი მედიის ფორუმი, ბლოგერი, ბლოგი, კრეატივი, მედია on October 13, 2009 | 8 Comments »
დღეიდან ჩემი ბლოგი უფრო დინამიური, უფრო განახლებადი და უფრო საინტერესო გახდება. საინტერესო რჩევების მიღების შემდეგ უკვე ვიცი ცვლილებები რა მხრივ გავატარო. წარსულს ჩაბარდა დაუსრულებელი პოსტები, გაზეთში გამოქვეყნებული სტატიები და ა.შ. დღეიდან აქ იქნება უფრო ბევრი ფოტო, უფრო ბევრი ვიდეო, უფრო მეტი კრეატივი, უფრო მეტი ცინიზმი და კრიტიკა. ბლოგზე შემოსვლა და ახლი პოსტის წაკითხვა დღეში მაქსიმუმ [...]
The change my Blog needs!
Posted in ბლოგი, TOP ნიუსი, tagged ახალი მედიის ფორუმი, ბლოგერი, ბლოგი, მთაწმინდის პარკი, ცვლილება, www.media.ge on October 12, 2009 | 8 Comments »
ალბათ, უკვე ყველამ იცით, რომ მთაწმინდის პარკში “ახალი მედიის ფორუმი” ტარდება. ქართველ ბლოგერთა მოხსენებები უკვე ბევრჯერ მქონდა მოსმენილი და შესაბამისად, ჩემთვის ნაკლებ საინტერესო იყო. მიუხედავად ამისა, მაინც ვუსმენდი-სტატიისთვის მასალა მჭირდებოდა . მათი მოხსენებები ძირითადად დამწყები ბლოგერებისთვის იყო გათვალისწინებული. აი, ჩემთვის და ჩემი ბლოგისთვის ყველაზე სასარგებლო და საინტერესო საუბარი ლანჩისას შედგა. www.media.ge-ს რედაქტორმა ჩემს ბლოგთან დაკავშირებით [...]
პოსტი განახლებულ ბლოგსა და პირველ სამსახურზე
Posted in პრესა, რეზონანსი, tagged ბლოგი, ესპანეთი, ვებგვერდი, ჟურნალისტი, რეზონანსი on August 30, 2009 | 13 Comments »
ერთთვიანი შესვენების შემდეგ ბლოგს დავუბრუნდი და პატარა ცვლილებებიც განვახორციელე. წავშალე ყველა პოსტი, რომელიც ჩემს პირად ისტორიებს, მეგობრებს და სხვ. უკავშირდებოდა. აწი ამ ბლოგზე მხოლოდ სერიოზულ(არაპირადულ) თემებზე დავწერ. სექტემბრიდან უფრო აქტიურად მიმოვიხილავ სატელევიზიო გადაცემებს, პრესას და ა.შ. გარდა ამისა, გავაკეთე ახალი ბლოგი “ჩანაწერები ესპანეთზე”, რომელიც სულ სხვა შინაარსისა და დატვირთვის იქნება. სექტემბრიდან კიდევ ერთი სიახლეა: უნივერსიტეტის [...]
Web VS რეგიონული პრესა(ნაწილი 2)
Posted in ბლოგი, ინტერნეტი, პრესა, საზოგადოება, tagged "ადგილის დედა-ახალციხე", "ბოლნისი", "ბორჯომი", "განახლებული მესხეთი", "გურჯაანი", "დიდგორი", "თრიალეთი", "ივრის განთიადი", "იმედი", "კახეთის კარიბჭე", "კახეთის ხმა", "ლომჭაბუკი", "პროგრესი", "რაკურსი", "რუსთავი"., "სამხრეთის კარიბჭე", "ტაიმერი", "ქართლის ქრონიკა" და "ახალი განთიადი", "ქართლის ხმა", "ქიზიყი"., "შირაქი", "წალკის უწყებანი", "ხალხის გაზეთი", აღმოსავლეთ საქართველო, ბლოგი, ვებგვერდი, პრესა, www.regions.ge on July 19, 2009 | 2 Comments »
ვაგრძელებ რეგიონული პრესის ვებგვერდების მიმოხილვას. ამჯერად, ყურადღებას აღმოსავლეთ საქართველოს ჟურნალ-გაზეთებზე გავამახვილებ. აგრეთვე, მიმოვიხილავ რეგიონული პრესის პორტალს www.regions.ge. რეგონული პრესის დაკვირვებისას, ჩემთვის უფრო თვალსაჩინო გახდა ქართულ მედიაში არსებული კრიზისი. თვალს თუ გადაავლებთ ჩემს წინა პოსტებს, მიხვდებით, რომ არაფერს ვაზვიადებ. ფაქტები თავად მეტყველებენ არსებულ მდგომარეობაზე კახეთი აქ, დაახლოებით ათამდე პერიოდული გაზეთი გამოდის(არცერთი ჟურნალი). მათი პერიოდულობაც განსხვავებულია. ზოგი [...]
ტაიმაუტი
Posted in ბლოგი, პირადი ცხოვრება, tagged ბლოგი on June 12, 2009 | 5 Comments »
ბლოგზე ერთკვირიან ტაიმაუტს ვიღებ. როგორც იცით, უკვე სწავლას ვამთვრებ და შესაბამისად, გამოცდების კვირაც დადგა. თან, სადიპლომო ნამუშევარი ერთ კვირაში გვაქვს ჩასაბარებელი. წინ ძალიან ბევრი სამუშაო მელოდება. ამ დღეებში ბლოგისთვის ნამდვილად ვერ მოვიცლი. ერთი გამოცდა უკვე ჩვაბარე და კმაყოფილი ვარ. როგორც ვატყობ, მომავალი კვირის გატარება უნივერსიტეტში მომიწევს. სახლში, ალბათ, მხოლოდ დასაძინებლად თუ წამოვალ. ბოლო დროს ერთმა [...]
ბლოგერი თუ ჟურნალისტი?
Posted in "რაკურსი", ბლოგი, პირადი ცხოვრება, პრესა, უნივერსიტეტი, ცხელი შოკოლადი, tagged ბლოგერი, ბლოგი, ჟურნალი "რაკურსი", ჟურნალისტი, სამაგისტრო პროგრამა, ტყვიავი, უნივერსიტეტი, GIPA on June 4, 2009 | 19 Comments »
ჩემი ბლოგი რაც უფრო პოპულარული(ხოხ! ) ხდება, პასუხისმგებლობაც პირდაპირპროპორციულად იზრდება. ამან ცოტა არ იყოს დამაბნია. -რატომ? -იმიტომ, რომ ყველა ვიზიტორმა იცის, ის სტუმრობს ჟურნალისტის ბლოგს. ადამიანებს ამის გამო განსხვავებული მოლოდინები უჩნდებათ ჩემი პოსტების მიმართ. მაგ: წინა პოსტს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ამ ბლოგზე, ისე თბილისის ფორუმზე. ხალხი წერდა, რომ ჟურნალისტი ასე არ უნდა წერდეს, რომ [...]
დებიუტი
Posted in დღევანდელი ისტორია, პირადი ცხოვრება, პრესა, ცხელი შოკოლადი, TOP ნიუსი, tagged ბლოგი, სკანდალი, სტატია on May 25, 2009 | 25 Comments »
“ცხელმა შოკოლადმა” ივნისის ნომერში ჩემი ბლოგიდან ერთ-ერთი პოსტი დაბეჭდა. სწორედ ის, ბიოლის ფონდში მომხდარ შეხლა-შემოხლას რომ ეხებოდა. მოკლედ, ძალიან გამიხარდა მიუხედავად იმისა, რომ სპეციალურად ჟურნალისთვის არ დამიწერია. სხვა შეგრძნებაა შენს სტატიას ერთ-ერთ წარმატებულ ჟურნალში რომ ნახავ. ესეც რომ არ იყოს, ჯერ ჩემი სტატია არცერთ გაზეთსა და ჟურნალში არ დაბეჭდილა, თუ არ ჩავთვლით სტუდენტურ პრესას. ამ [...]



