Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘აფხაზეთი’

მაღაზიაში სნიკერსს ან ალუმინის ქილაში ჩამოსხმულ კოკა-კოლას როცა ხედავ, შეიძლება თუ არა გაგახსენდეს ომი, ლტოლვილები და წითელი ჯვარი? ან როცა მათ აგემოვნებ, შეიძლება თუ არა პირში გასული საუკუნის 90-იანი წლების უჟმური გემო ჩაგყვეს? ერთი წამით დაფიქრდი და გაიხსენე, რა შეიძლება გაგახსენდეს სნიკერსისა და კოკა-კოლას გასინჯვისას, ან სახელის გაგონებისას? ალბათ, პირველ რიგში ამერიკა, მხიარული რეკლამები, სლოგანები [...]

Read Full Post »

ეს წუთია მოვრჩი ანდრეი ნეკრასოვისა და ოლგა კონსკაიას ფილმის ყურებას.   რა თქმა უნდა,  ყველა ის ემოცია,  რასაც აგვისტოს ომის დღეებში ვგრძნობდი, ხელმეორედ განვიცადე.  ძალიან მძიმე ადამიანური ისტორიები, კადრები – ყველაფერი რთული საყურებელია. ამ ფილმში არის შედარებით ნაკლებად ემოციური  მომენტი: რუსები  გადიან გორიდან, იქ კი ძალიან ბევრი ჟურნალისტია. რუსი გენერალი ჟურნალისტებს ეუბნება: -ისეთ ადგილას დაგაყენებთ, რომ [...]

Read Full Post »

ამ პოსტის იდეა  “საკანი #5-ის” ყურების შემდეგ გამიჩნდა. “უცნობის” სტუმარი მამუკა არეშიძე იყო. გადაცემა სრულად არ მინახავს, მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდს შევავლე თვალი. მამუკა არეშიძე ჰყვება, რომ ცოტა ხნის წინ lenta.ru-ზე ჰქონდა ონლაინ კონფერენცია. შეკითხვების რაოდენობამ ოთხმოცის რომ გადააჭარბა, მან ხალხს სთხოვა, კითხვები მის ელ.ფოსტაზე გაეგზავნათ. რამდენიმე საათის მანძილზე არეშიძის ფოსტაში 200-ზე მეტი წერილი დაგროვდა. მოქალაქეები [...]

Read Full Post »

მას შემდეგ, რაც ორი დღის წინ, რედაქტორის დავალებული მასალის მომზადება შეუძლებელი გახდა, თავად მითხრა, რაც გინდა ის მოიფიქრე და დაწერეო. გუშინ, დილიდანვე ტვინს ვიჭყლეტდი რა გამეკეთებინა, ხან აქეთ ვეცი, ხან-იქით. ამ დროს, ოთახში შემორბის ბიძაშვილი და მეუბნება, ცოტა ხნის წინ, ჩვენი გალელი მეზობელი(პირობითად “ნანა”), გალის ქვედა ზონის რომელიღაც სოფელში დაუყაჩაღებიათ, ბავშვიანად თბილისში მოდის დღესო.  ჩემს [...]

Read Full Post »

ამ პოსტში ვისაუბრებ მეორე სტატიაზე, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთში “საქართველო და მსოფლიო”. სტატიის სათაურია “ლიბერალური დემოკრატია ჩემთვის იქ მთავრდება, სადაც პედერასტების უფლებები ჩემსას უთანაბრდება”. საინტერესოა, რომ გეი საიტების გარდა ავტორი სტატიაში ახსენებს გიგი თევზაძეს, განათლების რეფორმას, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტს. გეი საიტებსა და გიგი თევზაძეს შორის, მე პირადად კავშირი ვერ დავინახე. ეს იქით იყოს, ყველაზე მთავარი ამ [...]

Read Full Post »

პარასკევს, ნინო ჟიჟილაშვილმა ჩვენთან(სტუდენტებთან) სტუმრად მოიყვანა თემურ იაკობაშვილი, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში.  ორსაათიანმა შეხვედრამ  საინტერესოდ ჩაიარა. დავსვით ჩვენთვის საინტერესო კითხვები. მინისტრმა ისეთი რაღაცებიც თქვა, ოცდააათამდე ადამიანს გაკვირვებისგან დროდადრო პირი  ღიად გვრჩებოდა.  მისი ზოგირთი ნათქვამი, შეიძლება, ტალიავინის კომისიას ჩვენი გამამტყუნებელი დასკვნის დადებაში ცოტათი მაინც დაეხმაროს. საუბრის დიდი ნაწილი რა თქმა უნდა, რუსეთზე  საუბარს დაუთმო. და საერთოდ, [...]

Read Full Post »

დაახლოებით ერთი კვირის წინ, აფხაზური ფორუმები დავიარე.   გავხსენი რამდენიმე თემა, სადაც დავწერე: “მე ვარ სტუდენტი, ჟურნალისტი თბილისიდან.  ასევე ვარ სტუდენტური ჟურნალ “რაკურსის” რედაქტორი. თუ რომელიმე აფხაზ ახალგაზრდას სოხუმიდან გაუჩნდა სურვილი, გამოგვიგვიგზავნეთ სტატიები ნებისმიერ თემაზე პოლიტიკის გარდა. ჩვენ ყოველგვარი ცენზურის გარეშე გამოვაქვეყნებთ თქვენს სტატიებს ჩვენს ჟურნალში. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს როგორ ცხოვრობენ აფხაზი ახალგაზრდები, როგორია მათი სამომავლო გეგმები და [...]

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.