Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘1’ Category

უნივერსიტეტში რომ ვსწავლობდი, ჟურნალისტების კორპუსის ფოიეში, თაროებზე უხვად ელაგა ხოლმე “თავისუფლების ინსტიტუტის” გამოცემული ჟურნალი “თვისუფლება”. ძირითადად  2002, 2003, 2004 წლის ნომრები იყო. ტრადიციასავით დამკვიდრდა, რომ არდადაგებიდან დაბრუნებულებს თაროებზე უხვად გვხვდებოდა ეს ჟურნალი. რამდენიმე დღეში კი ცარიელდებოდა-სტუდენტებს მიგვქონდა წასაკითხად. ბევრ საინტერესო რამეს ვკითხულობდი სახელმწიფო რეკეტზე, კორუფციაზე, სიტყვის თავისუფლებასა და ა.შ. ტრადიცია არც წელს დარღვეულა: უნივერსიტეტში მეგობრების [...]

Read Full Post »

ამ პოსტში,  დაპირებისამებრ, ვისაუბრებ რეგიონული მედიის ვებგვერდებსა და ბლოგებზე.  როგორც აღმოჩნდა, ამ მხრივ, საქართველოს რეგიონებში  დედაქალაქზე უკეთესი მდგომარეობა ნამდვილად არ არის, თუმცა, არც უარესია.  რეგიონულ  პრესაზე ინფორმაციის მოძიება იმაზე გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა.  ფაქტობრივად,  ვერ ვნახე სრულყოფილი ონლაინ კატალოგი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ გამოცემებზე ინფორმაციის მოძიება. რამდენიმესაათიანი ძებნის შედეგად, ზოგიერთ მათგანს მაინც მივაგენი. აუცილებლად [...]

Read Full Post »

ამ პოსტში ვისაუბრებ მეორე სტატიაზე, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთში “საქართველო და მსოფლიო”. სტატიის სათაურია “ლიბერალური დემოკრატია ჩემთვის იქ მთავრდება, სადაც პედერასტების უფლებები ჩემსას უთანაბრდება”. საინტერესოა, რომ გეი საიტების გარდა ავტორი სტატიაში ახსენებს გიგი თევზაძეს, განათლების რეფორმას, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტს. გეი საიტებსა და გიგი თევზაძეს შორის, მე პირადად კავშირი ვერ დავინახე. ეს იქით იყოს, ყველაზე მთავარი ამ [...]

Read Full Post »

მას შემდეგ, რაც სახლში დარბევისა და განადგურების კვალი ვერ აღმოვაჩინე, რუსთაველისკენ გავემართე ფოტოაპარატითა და ნიღბით აღჭურვილი.  გადავწყვიტე, ძირითადი ადგილი პოსტში ფოტოებს დავუთმო. მაშ ასე, დატკბით(სხვათაშორის, არცერთი ფოტო არ არის დამუშავებული,  ამისთვის ბოდიში :დარცხვენილი სმაილი: ) : პარლამენტთან დაახლოებით 11  საათზე მივედი.  ჟურნალისტები ძირითადად უსაქმოდ იყვნენ. მე სცენის მიღმა დავიკავე ადგილი. მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა. ჟურნალისტებს დრო [...]

Read Full Post »

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მიწევს არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება. სულ ვცდილობ, რომ რაც ყველაზე მეტად მიჭირს და არ შემიძლია, ის გამოვასწორო ჩემში. ვცდილობ დავძლიო კომპლექსები და ფობიები. ხან გამომდის, ხან-არა.  საერთოდ, ბოლო ორი წელია შევიცვალე. აბსოლუტურად შეიცვალა ჩემი შეხედულებები სხვადასხვა მოვლენებზე, ქცევებზე და ზოგადად ცხოვრებაზე.  თუმცა, ძირითადი ცხოვრებისეული პრიორიტეტები უცვლელია. უბრალოდ, ამ პრიორიტეტის განხორციელების გზები, [...]

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.