Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘პროტესტი’ Category

დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ვიყავი. შესაბამისად, ფოტოაპარატიც თან მქონდა . ბევრი ”გმირობა” აღვბეჭდე კადრზე, გთავაზობთ საუკეთესოებს. 1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10. P.S. სასაფლოსთან იყო ძალიან დიდი საცობი. ასეულობით პატარა მანქანას გზა ჰქონდა ჩახერგილი. თქვე დალოცვილებო, რა იქნება, რომ წელიწადში ერთ-ორჯერ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და თქვენი კომფორტის გამო ნუ შეუქმნით პრობლემებს [...]

Read Full Post »

დღეიდან ამ ბლოგზე ძალიან ხშირად ნახავთ ქუჩაში დაგდებული ნაგვის, ტროტუარზე გაჩერებული მანქანების, გადავსებული მიკროავტობუსების, მიწისქვეშა გადასასვლელში მოკუკულის, მოშარდულის, ძირს დაგდებული სიგარეტის ნამწვავების, ნახევრად შეჭმული ხაჭაპურის, აალებული ნაგვის, ავტობუსის დამტვრეული სკამების  და კიდევ ბევრი გულისამრევი რაღაცის სურათებს, რომელსაც თითოეული ჩვენგანი აკეთებს ქუჩაში. რა დემოკრატია, რის ევროკავშირი, ნატო, სტაბილურობა და ა.შ. სანამ ამათ მოვითხოვთ, ჯერ საკუთარი სახლის [...]

Read Full Post »

ფეისბუქზე გავრცელდა ფონდ “ინკლუზივის” მიმართვა. აქ დეტალურადაა აღწერილი  რა როგორ მოხდა. დაპატიმრებულია ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პაატა საბელაშვილი. მგონი, უკვე აღარა აქვს მნიშვნელობა ვინ ჰომოსექსუალია და ვინ ჰეტეროსექსუალი, ვინ მართლმადიდებელი და ვინ ათეისტი, მაჰმადიანი ან კათოლიკე. ბოლო დროს ამ ქვეყანაში ცხვრება სულ უფრო მუქ ფერებში მესახება. მომკალით და ჩემი ყველა პოზიტიური იმედი საქართველოსთან დაკავშირებით ნელ-ნელა უფერულდება. [...]

Read Full Post »

დღეს კინოთეატრ “ამირანთან” გაზეთ “ბათუმელების” მხარდამჭერი აქცია მოვაწყვეთ.  ბევრი ადამიანი მოვიდა: ჟურნალისტები, რედაქტორები, სრულიად ქართული ბლოგოსფერო,  ქართული მედიის გულშემატკივრები. უცხო თვალისთვის მართლა ბევრნი ვიყავით, სინამდვილეში კი ყველა ერთმანეთის ნაცნობი და მეგობარი იყო.  “ბათუმელების ” ჟურნალისტებზე უკვე დიდი ხანია ხორციელდება ზეწოლა. ზეწოლის ფორმები კი განსხვავებულია. ამის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. აქცია “ამირანთან” იმიტომ დაიგეგმა, რომ [...]

Read Full Post »

მე ვარ “ბათუმელები”!

ბოლო ერთი კვირის მანძილზე ჯერ ბი-ბი-სის ჟურნალისტის, მერე კი სახალხო დამცველის ოფისის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს ვესწრებოდი. ამ დღეების მანძილზე ყველაზე ხშირად მესმოდა სიტყვები: გამოხატვის თავისუფლება, სტანდარტები, პროფესიული ღირსება, ზეწოლისგან თავის დაღწევა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, ადამიანის უფლებები, შანტაჟი, ძალადობა, ჰომოფობია, დისკრიმინაცია და ა.შ. გარდა ამისა, მოვისმინე ათობით პრეცედენტული სასამართლო ისტორია და უფრო [...]

Read Full Post »

აზერბაიჯანის პირველი ინსტანციის სასამართლომ ორ ბლოგერს,  რომლებიც ასევე ახლაგზარდული მოძრაობის აქტივისტებიც არიან,  განაჩენი გამოუტანა. ადნან ჰაჯიზადეს 2 წლით, ხოლო ემინ აბდულაევს(იგივე მილი) 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა ხულიგნობისთვის მიუსაჯა. მიუხედავად ოფიციალური ბრალდებისა, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ისინი თავს პოლიტიკურ პატიმრებად თვლიან.  ადნან ჰაჯიზადემ და ემინ მილმა ინტერნეტ სივრცეში ცნობილები მას შემდეგ გახდნენ, რაც სოციალურ ქსელებსა და [...]

Read Full Post »

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს  კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის შეურაცხმყოფელი და უხამსი ვიდეორგოლების დამზადებისა და ინტერნეტით გავრცელების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარი გამოძიება დაიწყო. გამოძიებამ დაადგინა, ორი   პირი, რომლებმაც   ვიდეორგოლების დამზადებასა და  განთავსებაში მიიღეს მონაწილეობა. გამოძიება არ ასახელებს ამ პირების ვინაობას. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ერთი მათგანი თბილისის საშუალო სკოლის მოსწავლეა, მეორე [...]

Read Full Post »

გუშინ მეკარის კარის გადმოვარდნისას 9 წლის გიორგი ქინქლაძე დაიღუპა. ანალოგიური შემთხვევა რამდენიმე თვის წინაც მოხდა. სამწუხაროდ, იმ დროსაც გარდაიცვალა ბავშვი – 11 წლის ბექა ქადარია. ბექა ქადარიას შემთხვევაში პასუხი არავის უგია. მისმა მშობლებმა დამნაშავის დასჯის მოთხოვნით სასამართლოები მოიარეს, მაგრამ უშედეგოდ. ისინი ამბობდნენ, რომ ამით სხვებს მაინც ააცილებდნენ მსგავს ტრაგედიას. ეს უკვე ერთ, კონკრეტულ უბედურ შემთვევას [...]

Read Full Post »

თუ ამ ქვეყანაში ასარჩევი მექნება თეა თუთბერიძის მეგობარი ვიყო თუ მტერი, მე  მეგობრობას ვირჩევ! პრობლემაა რაამე? თუ შეგიძლიათ ადამიანის საქციელს(ეპითეტები თქვენ მოარგეთ)  დაუპირისპიროთ აგრესია, გინება, ლანძღვა, მუქარა, წყევლა და ა.შ, თუ თქვენ ასე მარტივად მიგაჩნიათ ადამიანის გამეტება,  თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თეა თუთბერიძეზე მორწმუნეები და მამულიშვილები ხართ, მე თქვენს გვერდით არაფერი მესაქმება.

Read Full Post »

ალბათ, უკვე გაიგეთ, რომ კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინიციატივით  “ქართველთა ერთობის ტრაქტატი” შიქმნა. მასზე ხელის მოწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. რამდენადაც ვიცი, ამის გაკეთების სურვილი უკვე ათიათასობით ადამიანს აქვს.  სხვადასხვა ეკლესიის მრევლი უკვე რიგშიც კი ჩადგა. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გამოვხატოთ, რომ ვართ ერთი სისხლი და ხორცი და  მუდამ ერთად ვიქნებით. – თქვა ილია მეორემ. ჯერ [...]

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.