Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘პრესა’ Category

ფეისბუქზე ლექსო მაჭავარიანმა დაწერა ერთი სტატუსი: “შემოვდივარ ინიციატივით ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს შეეძლოს წელიწადში ერთი ტაქსისტის მოკვლა …” ოოოოოო, როგორ მომეწონა ეს იდეა ვერ წარმოიდგენთ. რამდენჯერ მინანია სწორედ “იმ ტაქსში” ჩაჯდომა, ვინ დათვლის. მოკლედ, ერთ განსაკუთრებულ შემთხვევას გავიხსენებ. ზახულში საქართველოში ერთი გერმანელი გამომძიებელი  ჟურნალისტი, იუტა რაბე(Jutta Rabe) იყო ჩამოსული. რამდენიმე ადამიანს მასთან მოგვიწია მუშაობა. ორი თვის [...]

Read Full Post »

როგორც იქნა გავბედე კამერის წინ გამოჩენა. ვიდეოს შინაარსზე კომენტარს არ გავაკეთებ(ტყუილად ვიწვალე ამდენი? ) P.S. მეგრულ-ქუთაისურ-გლდანური კილო არ შეიმჩნიოთ, მალე დავხვეწ საუბარს

Read Full Post »

ფეისბუქზე გავრცელდა ფონდ “ინკლუზივის” მიმართვა. აქ დეტალურადაა აღწერილი  რა როგორ მოხდა. დაპატიმრებულია ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პაატა საბელაშვილი. მგონი, უკვე აღარა აქვს მნიშვნელობა ვინ ჰომოსექსუალია და ვინ ჰეტეროსექსუალი, ვინ მართლმადიდებელი და ვინ ათეისტი, მაჰმადიანი ან კათოლიკე. ბოლო დროს ამ ქვეყანაში ცხვრება სულ უფრო მუქ ფერებში მესახება. მომკალით და ჩემი ყველა პოზიტიური იმედი საქართველოსთან დაკავშირებით ნელ-ნელა უფერულდება. [...]

Read Full Post »

“რეზონანსიდან”  წამოვედი. მგონი, წერტილი დაესვა ჩემს უხელფასო მუშაობას.  სხვა არანაირი მიზეზი არ მქონია ამ სამსახურის დასატოვებლად. იდეალური რედაქტორები მყავდა-მკაფიო დავალებები, ზუსტი შენიშვნები, მეგობრული დამოკიდებულება. თუმცა, დღეს რომ  თავი გაიტანო, ეგ საკმარისი არ არის. უკვე კარგა ხანია მოტივაციას ვეძებ. ვინც ეძებს პოულობსო-ნათქვამია. მეც ვიპოვე, უფრო სწორად თავად მიპოვა უკვე მედიაპორტალ www.media.ge-ს ჟურნალისტი ვარ.  კონტრაქტიც კი გამიფორმეს.  [...]

Read Full Post »

დღეს კინოთეატრ “ამირანთან” გაზეთ “ბათუმელების” მხარდამჭერი აქცია მოვაწყვეთ.  ბევრი ადამიანი მოვიდა: ჟურნალისტები, რედაქტორები, სრულიად ქართული ბლოგოსფერო,  ქართული მედიის გულშემატკივრები. უცხო თვალისთვის მართლა ბევრნი ვიყავით, სინამდვილეში კი ყველა ერთმანეთის ნაცნობი და მეგობარი იყო.  “ბათუმელების ” ჟურნალისტებზე უკვე დიდი ხანია ხორციელდება ზეწოლა. ზეწოლის ფორმები კი განსხვავებულია. ამის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. აქცია “ამირანთან” იმიტომ დაიგეგმა, რომ [...]

Read Full Post »

მე ვარ “ბათუმელები”!

ბოლო ერთი კვირის მანძილზე ჯერ ბი-ბი-სის ჟურნალისტის, მერე კი სახალხო დამცველის ოფისის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს ვესწრებოდი. ამ დღეების მანძილზე ყველაზე ხშირად მესმოდა სიტყვები: გამოხატვის თავისუფლება, სტანდარტები, პროფესიული ღირსება, ზეწოლისგან თავის დაღწევა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, ადამიანის უფლებები, შანტაჟი, ძალადობა, ჰომოფობია, დისკრიმინაცია და ა.შ. გარდა ამისა, მოვისმინე ათობით პრეცედენტული სასამართლო ისტორია და უფრო [...]

Read Full Post »

დამღლელი ტრენინგის მერე კარგადაც რომ გამოვიძინე და გემრიელადაც გავიზმორე, დილით ტელევიზორი ჩავრთე. “დღეს სიღნაღში პირველად ტარდება ფესტივალი “სიღნაღობა 2009″. დაგეგმილია გამოფენა-გაყიდვა, კონცერტები და ბევრი გასართობი ღონისძიება. ნებისმიერს შეგიძლიათ დაიძარათ სიყვარულის ქალაქისაკენ და შაბათი სასიამოვნოდ გაატაროთ”-შეგვატყობინა “რუსთავი  2″-ის მხცოვანმა წამყვანმა. “-ვაა, რა მაგარია, ცოტას გავერთობით”-გავიფიქრე და ენაგამოგდებული გამოვვარდი სასტუმროდან. თან მიხაროდა, სიღნაღობას რომ დაემთხვა ჩემი სიღნაღში [...]

Read Full Post »

დღეს რედაქტორმა ნიუსი მანახა და მითხრა, ამის შესახებ მოკლე სტატია დაწერეო. აი ნიუსიც: “ნატოს წევრებმა საქართველო ალიანსში უნდა გააწევრიანონ, რათა რუსეთმა დაინახოს, რომ სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმის გამო მას საფასურის გადახდა მოუწევს”, – აღნიშნული განცხადება ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანეთის წარმომადგენელმა ჯორჯ ბრუსმა რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ნიუსი სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ. პირველი რაც გავაკეთე, ეს [...]

Read Full Post »

ჟურნალისტის ანაზღაურება-ეს ის თემაა, რაზეც არავინ საუბრობს. თვით ყველაზე თამამი და სკანდალური ჟურნალისტებიც ერიდებიან ამას. ზოგისთვის ამ საკითხზე საუბარი არაეთიკურია, ზოგს კი კონტრაქტი უკრძალავს. ჩემი  მეგობრები დღესდრეობით სხვადასხვა ქართულ მედიაორგანიზაციაში მუშაობენ და მეტ-ნაკლებად ვიცი, სად რამდენი ანაზღაურებაა.  ყველაზე ცუდ დღეში მაესტროსა და ჟურნალ-გაზეთების ჟურნალისტები არიან(რა თქმა უნდა, რედაქტორებისა და პროდიუსერების გამოკლებით).  გადასარევი მდგომარეობა არც “დიდ [...]

Read Full Post »

ძალიან მალე მე და ჩემი მეგობრები ცოტა არ იყოს ამბიციურ პროექტის დაწყებას ვაპირებთ, უფრო სწორად-გაგრძელბას.  ჯერ კიდევ მაშინ, როცა სტუდენტები ვიყავით, სასწავლო კურსის ფარგლებში გამოვუშვით საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი “რაკურსი”, სულ სამი ნომერი.  აქედან მხოლოდ მესამე ჰგავდა ჟურნალს. ძალიან ბევრი შეცდომა და ხარვეზი ახლდა ამ გამოცემას. ეს ბუნებრივია, ჩვენ ვსწავლობდით.  სულ ბოლოს დიზაინიც “დავამუღამეთ”, შინაარსიც და ფუნქციების [...]

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.