Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘მოგზაურობა’ Category

ფეისბუქზე ლექსო მაჭავარიანმა დაწერა ერთი სტატუსი: “შემოვდივარ ინიციატივით ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს შეეძლოს წელიწადში ერთი ტაქსისტის მოკვლა …” ოოოოოო, როგორ მომეწონა ეს იდეა ვერ წარმოიდგენთ. რამდენჯერ მინანია სწორედ “იმ ტაქსში” ჩაჯდომა, ვინ დათვლის. მოკლედ, ერთ განსაკუთრებულ შემთხვევას გავიხსენებ. ზახულში საქართველოში ერთი გერმანელი გამომძიებელი  ჟურნალისტი, იუტა რაბე(Jutta Rabe) იყო ჩამოსული. რამდენიმე ადამიანს მასთან მოგვიწია მუშაობა. ორი თვის [...]

Read Full Post »

დამღლელი ტრენინგის მერე კარგადაც რომ გამოვიძინე და გემრიელადაც გავიზმორე, დილით ტელევიზორი ჩავრთე. “დღეს სიღნაღში პირველად ტარდება ფესტივალი “სიღნაღობა 2009″. დაგეგმილია გამოფენა-გაყიდვა, კონცერტები და ბევრი გასართობი ღონისძიება. ნებისმიერს შეგიძლიათ დაიძარათ სიყვარულის ქალაქისაკენ და შაბათი სასიამოვნოდ გაატაროთ”-შეგვატყობინა “რუსთავი  2″-ის მხცოვანმა წამყვანმა. “-ვაა, რა მაგარია, ცოტას გავერთობით”-გავიფიქრე და ენაგამოგდებული გამოვვარდი სასტუმროდან. თან მიხაროდა, სიღნაღობას რომ დაემთხვა ჩემი სიღნაღში [...]

Read Full Post »

როგორც გუშინ დავწერე, სოროსის ფონდის ოფისში “რეზონანსის” ჟურნალისტებს დუგლას არენალესმა ტრენინგი ჩაგვიტარა. ბევრ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად ისეთ პრობლემაზეც გვესაუბრა, პირი ღიად დამრჩა. წესით, ამის შესახებ ადრეც უნდა მცოდნოდა, მაგრამ ყურადღება არასდროს მიმიქცევია. Google Map-ის შესაძლებლობებზე საუბრისას გვაჩვენა რუკაზე მონიშნული ადგილები, სადაც ის თავის მეგობრებთან ოდესღაც მაინც ყოფილა, ყავა დაულევიათ და ა.შ. მონიშნულ ადგილებზე კი ფოტოები [...]

Read Full Post »

ბევრი ფოტო და ცოტა კომენტარი.  გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ფესტივალიდან “ნუკრიანი 2009″, რომელიც “კავკასიური სახლისა” და სათემო ორგანიზაცია “ნუკრიანის” ორგანიზებით გასულ კვირას ჩატარდა სიღნაღის რაიონის სოფ. ნუკრიანში. ფესტივალზე, ადგილობრივ სახელოსნოებში დამზადებული თექისა და მინანქრის ნამუშევრები გასაყიდად იყო გამოფენილი. ნატურალური ჩითის თავშალები ძალიან მომინდა ამ სათამაშოს ყიდვა. ვინაიდან და რადგან ჯერჯერობით ხელფასი არ ამიღია, თავის შეკავება ვამჯობინე ეს [...]

Read Full Post »

გუშინ ფშავში ვიყავი, სოფ. შუაფხოში, ჩარგლის მახლობლად. “კავკასიური სახლიდან” ორი მიკროავტობუსით გავედით. მე რედაქტორმა გამიშვა. საქმე ისაა, რომ “კავკასიურმა სახლმა” ფშავში ფილიალის გახსნა გადაწყვიტა, აგრეთვე, შუაფხოს სკოლაზე მეურვეობაც იკისრა. სოფლის სკოლაში, სადაც 21 ბავშვი სწავლობს, ჩაიტანეს  სასწავლო წიგნები, სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა, მუს.ცენტრი და ა.შ. ამ თემაზე სტატია “რეზონანსში” ორშაბათს გამოქვეყნდება, მანამდე კი, ჩემს შთაბეჭდილებებზე [...]

Read Full Post »

ჰო, ნუ ცქვიტეთ ახლა ყურები, მერე რა, რომ  უკვე დიპლომიანი სასიძო ვარ, ასეთად კიდევ კარგა ხანს ვაპირებ დარჩენას. გუშინ  დიპლომი დავიცავი, ჯგუფური პროექტი ფაქტობრივად მაქსიმალური ქულით შეგვიფასეს. არ აღმოჩნდა “13″ თარსი რიცხვი. ესეც ჩემი დასრულებული სტუდენტობა ბოლო თვეების მანძილზე იმდენად მივეჩვიე აქტიური რეჟიმით ცხოვრებას, მოსალოდნელი რამდენიმეკვირიანი დასვენება “მაშფოთებს”.  ვეცდები, ეს არდადეგები რაც შეიძლება ხანმოკლე იყოს [...]

Read Full Post »

რატომაც არა? ბოლო დროს სახლიდან გამოსვლა მეზარება. თუ მაინც გამოვედი, მთელი დღის მანძილზე მინიმუმ 2-3 საათს ტრანსპორტში ვატარებ.  ყველგან საცობებია. დიდუბეში ახლა დაიწყეს გზის გაყვანა. გუშინ ზუსტად 40 წუთი ვიჯექი “მარშუტკაში”. როგორც იქნა გავცდით დიდუბეს და ახლა კოსტავა…   აუხვია, ჩაუხვია, მიუხვია, მოუხვია და ნახევარ საათის შემდეგ ძლივს აღმოვჩნდი გმირთა მოედანზე. როგორც იქნა მივაღწიე უნივერსიტეტამდე. წამოსვლისას [...]

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.