Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘ინტერნეტი’ Category

როგორც იქნა გავბედე კამერის წინ გამოჩენა. ვიდეოს შინაარსზე კომენტარს არ გავაკეთებ(ტყუილად ვიწვალე ამდენი? ) P.S. მეგრულ-ქუთაისურ-გლდანური კილო არ შეიმჩნიოთ, მალე დავხვეწ საუბარს

Read Full Post »

ფეისბუქზე გავრცელდა ფონდ “ინკლუზივის” მიმართვა. აქ დეტალურადაა აღწერილი  რა როგორ მოხდა. დაპატიმრებულია ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პაატა საბელაშვილი. მგონი, უკვე აღარა აქვს მნიშვნელობა ვინ ჰომოსექსუალია და ვინ ჰეტეროსექსუალი, ვინ მართლმადიდებელი და ვინ ათეისტი, მაჰმადიანი ან კათოლიკე. ბოლო დროს ამ ქვეყანაში ცხვრება სულ უფრო მუქ ფერებში მესახება. მომკალით და ჩემი ყველა პოზიტიური იმედი საქართველოსთან დაკავშირებით ნელ-ნელა უფერულდება. [...]

Read Full Post »

“რეზონანსიდან”  წამოვედი. მგონი, წერტილი დაესვა ჩემს უხელფასო მუშაობას.  სხვა არანაირი მიზეზი არ მქონია ამ სამსახურის დასატოვებლად. იდეალური რედაქტორები მყავდა-მკაფიო დავალებები, ზუსტი შენიშვნები, მეგობრული დამოკიდებულება. თუმცა, დღეს რომ  თავი გაიტანო, ეგ საკმარისი არ არის. უკვე კარგა ხანია მოტივაციას ვეძებ. ვინც ეძებს პოულობსო-ნათქვამია. მეც ვიპოვე, უფრო სწორად თავად მიპოვა უკვე მედიაპორტალ www.media.ge-ს ჟურნალისტი ვარ.  კონტრაქტიც კი გამიფორმეს.  [...]

Read Full Post »

მე ვარ “ბათუმელები”!

ბოლო ერთი კვირის მანძილზე ჯერ ბი-ბი-სის ჟურნალისტის, მერე კი სახალხო დამცველის ოფისის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს ვესწრებოდი. ამ დღეების მანძილზე ყველაზე ხშირად მესმოდა სიტყვები: გამოხატვის თავისუფლება, სტანდარტები, პროფესიული ღირსება, ზეწოლისგან თავის დაღწევა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, ადამიანის უფლებები, შანტაჟი, ძალადობა, ჰომოფობია, დისკრიმინაცია და ა.შ. გარდა ამისა, მოვისმინე ათობით პრეცედენტული სასამართლო ისტორია და უფრო [...]

Read Full Post »

დღეს რედაქტორმა ნიუსი მანახა და მითხრა, ამის შესახებ მოკლე სტატია დაწერეო. აი ნიუსიც: “ნატოს წევრებმა საქართველო ალიანსში უნდა გააწევრიანონ, რათა რუსეთმა დაინახოს, რომ სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმის გამო მას საფასურის გადახდა მოუწევს”, – აღნიშნული განცხადება ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანეთის წარმომადგენელმა ჯორჯ ბრუსმა რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ნიუსი სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ. პირველი რაც გავაკეთე, ეს [...]

Read Full Post »

აზერბაიჯანის პირველი ინსტანციის სასამართლომ ორ ბლოგერს,  რომლებიც ასევე ახლაგზარდული მოძრაობის აქტივისტებიც არიან,  განაჩენი გამოუტანა. ადნან ჰაჯიზადეს 2 წლით, ხოლო ემინ აბდულაევს(იგივე მილი) 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა ხულიგნობისთვის მიუსაჯა. მიუხედავად ოფიციალური ბრალდებისა, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ისინი თავს პოლიტიკურ პატიმრებად თვლიან.  ადნან ჰაჯიზადემ და ემინ მილმა ინტერნეტ სივრცეში ცნობილები მას შემდეგ გახდნენ, რაც სოციალურ ქსელებსა და [...]

Read Full Post »

ძალიან მალე მე და ჩემი მეგობრები ცოტა არ იყოს ამბიციურ პროექტის დაწყებას ვაპირებთ, უფრო სწორად-გაგრძელბას.  ჯერ კიდევ მაშინ, როცა სტუდენტები ვიყავით, სასწავლო კურსის ფარგლებში გამოვუშვით საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი “რაკურსი”, სულ სამი ნომერი.  აქედან მხოლოდ მესამე ჰგავდა ჟურნალს. ძალიან ბევრი შეცდომა და ხარვეზი ახლდა ამ გამოცემას. ეს ბუნებრივია, ჩვენ ვსწავლობდით.  სულ ბოლოს დიზაინიც “დავამუღამეთ”, შინაარსიც და ფუნქციების [...]

Read Full Post »

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს  კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის შეურაცხმყოფელი და უხამსი ვიდეორგოლების დამზადებისა და ინტერნეტით გავრცელების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარი გამოძიება დაიწყო. გამოძიებამ დაადგინა, ორი   პირი, რომლებმაც   ვიდეორგოლების დამზადებასა და  განთავსებაში მიიღეს მონაწილეობა. გამოძიება არ ასახელებს ამ პირების ვინაობას. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ერთი მათგანი თბილისის საშუალო სკოლის მოსწავლეა, მეორე [...]

Read Full Post »

დღეს ეს უკვე მეორე პოსტია, რომელიც ბავშვებს ეხება. უფრო სწორად, უფროსების დაუდევრობასა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ბავშვების მიმართ. დიდების უპასუხისმგებლობას ორი ბავშვი უკვე ემსხვერპლა, მესამე  სიკვდლის ძლივს გადაურჩა(მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა, მაგრამ გადარჩა). ამ პოსტის მთავარი თემა კი ambebi.ge-ზე გამართული საბავშვო ფოტოკონკურსია. მე არ მესმის, ეს ადამიანები როგორ აზროვნებენ, თავში რა უდევთ, ბავშვებს როგორ ზრდიან? არც ამ [...]

Read Full Post »

Google-ის რუკები ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ინტერნეტ რესურსია. თავს არ შეგაწყენთ მისი ფუნქციების ახსნით, მის შესახებ დღეს ყველამ იცის(იმედია).   ბოლო დროს ამ რუკაზე საქართველოსთან დაკავშირებულ ისეთ ლაფსუსებს ვაწყდები, 21-ე საუკუნის სუვერენულ, ტურიზმისა და ეკონომიკის განვითრებაზე ორიენტირებულ სახელმწიფოს რომ არ ეკადრება. წინა კვირას ვწერდი, რომ საქართველოს დეტალური რუკა  Google map-ზე დატანილი არ არის. დღეს კი აღმოვაჩინე, [...]

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.