1990-იანი წლების დასაწყისი იყო. დაახლოებით 5-6 წლის ვიქნებოდი. იმ დროს აბაშაში ვცხოვრობდით. მახსოვს, რომ იმ წლებში მაღალმთიანი აჭარიდან ჩვენს სოფელში ძალიან ბევრი ეკომიგრანტი ჩამოასახლეს. უმრავლესობა მაჰმადიანი იყო. წლების განმავლობაში რამდენიმე ოჯახმა მეგრულ სოფელში ინტეგრაცია ისე შესანიშნავად შეძლო, რომ მას ”აჭარლებს” არც კი ეძახიან ახლა და ”მეგრელებად” – თავისიანად მიიჩნევენ. მათ ისწავლეს მეგრული, მოინათლნენ მართლმადიდებლური წესით. სანამ ეს მოხდებოდა, ჩვენს სოფელში ”აჭარელი” ლამის სალანძღავი სიტყვა იყო – თურქებს, ბინძურებს, უჯიშოებს და კიდევ ვინ იცის რას არ ეძახდნენ. ეს ყველაფერი კი მეგრულის სწავლამდე და მონათვვლამდე გრძელდებოდა. რამდენიმე ოჯახმა ჩვენი სოფელი ჩამოსახლებიდან მალევე დატოვა. ზოგმა – ნებით, ზოგი კი გააგდეს. ჰო, გააგდეს!
ეკომიგრანტების ჩამოსახლების შემდეგ პირველი აღდგომა იყო. სოფელში ჩვეულებრივი სამზადისი და საზეიმო განწყობა იყო. არ ზეიმობდნენ მხოლოდ ჩამოსახლებულები. ჰოდა, აღდგომა დილით ერთმა ადგილობრივმა ღობის გაღმიდან ახალ მეზობელს გადასძახა:
-ქრისტე აღსდგა!
-ამ ჩემს ყლეს! – იყო ”აჭარელის” პასუხი.
იქ როგორ იჩხუბეს და რა ამბავი დატრიალდა, დეტალებში არ მახსოვს. ერთი ის ვიცი, რომ იმ დღეს ”აჭარელის” სახლი სოფელმა დაარბია, ”თურქი” მაგრად გაილახა. მეორე დილით ის ოჯახი უკვე სოფელში არ ცხოვრობდა. გააგდეს!
მას შემდეგ მთელი ბავშვობა მაინტერესებდა, ეს ოჯახი სოფელმა ასე რატომ დასაჯა. კი, ვიცოდი, რომ რაღაც დაააშავეს, უზრდელურად მოიქცნენ, მაგრამ – გადასახლება? აი ეს რ მესმოდა. ბავშვები როცა ამაზე ვსაუბრობდით სულ ვამბობდი, კარგად მიეჟეჟათ, საკმარისი არ იყო-მეთქი?
-გადასახლება რა არის, მადლობა უთხრას ღმერთს, რომ ცოცხალი გადარჩაო! – თანატოლებისა და უფროსების უმავლესობისგანაც იგივე მესმოდა.
ეს ყველაფერი კი იმდენად შეუთავსებელი იყო იმასთან, რასაც სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ სანამ სკოლა არ დავამთავრე არაფერი არ მესმოდა. ახლა კი გაუგებარი არაფერია და მე თვითონაც მიკვირს, აღდგომა დღეს ის ”აჭარელი” სიკვდილს როგორ გადაურჩა. ალბათ, მართლაც ღმერთმა იხსნა, ოღონდ რომელმა? -საკითხავი აი ეს არის!
-ქრისტე აღსდგა! -თქვენ რას უპასუხებდით?
- ………



















ჰაჯიზადეს 2 წლით, ხოლო ემინ აბდულაევს(იგივე მილი) 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა ხულიგნობისთვის მიუსაჯა.
განაჩენის გამოცხადებისთანავე ბლოგერებმა დარბაზში მყოფ მეგობრებს სოციალურ ქსელებში მათი მხარდამჭერი კამპანიის აგორებისაკენ მოუწოდეს. რამდენიმე წუთში ფეისბუქსა და ტვიტერზე ელვის სისწრაფით გავრცელდა დაპატიმრებული ბლოგერების მხარდამჭერი განცხადებები. გარდა ამისა, მხარდამჭერებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაიწყეს საპროტესტო აქციების ორგანიზება. მათ შორის აღმოჩნდნენ ფეისბუქის ქართველი მომხმარებლები. ისინი უახლოეს დღეებში საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს წინ საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ.






















