1990-იანი წლების დასაწყისი იყო. დაახლოებით 5-6 წლის ვიქნებოდი. იმ დროს აბაშაში ვცხოვრობდით. მახსოვს, რომ იმ წლებში მაღალმთიანი აჭარიდან ჩვენს სოფელში ძალიან ბევრი ეკომიგრანტი ჩამოასახლეს. უმრავლესობა მაჰმადიანი იყო. წლების განმავლობაში რამდენიმე ოჯახმა მეგრულ სოფელში ინტეგრაცია ისე შესანიშნავად შეძლო, რომ მას ”აჭარლებს” არც კი ეძახიან ახლა და ”მეგრელებად” – თავისიანად მიიჩნევენ. მათ ისწავლეს მეგრული, მოინათლნენ მართლმადიდებლური წესით. სანამ ეს მოხდებოდა, ჩვენს სოფელში ”აჭარელი” ლამის სალანძღავი სიტყვა იყო – თურქებს, ბინძურებს, უჯიშოებს და კიდევ ვინ იცის რას არ ეძახდნენ. ეს ყველაფერი კი მეგრულის სწავლამდე და მონათვვლამდე გრძელდებოდა. რამდენიმე ოჯახმა ჩვენი სოფელი ჩამოსახლებიდან მალევე დატოვა. ზოგმა – ნებით, ზოგი კი გააგდეს. ჰო, გააგდეს!
ეკომიგრანტების ჩამოსახლების შემდეგ პირველი აღდგომა იყო. სოფელში ჩვეულებრივი სამზადისი და საზეიმო განწყობა იყო. არ ზეიმობდნენ მხოლოდ ჩამოსახლებულები. ჰოდა, აღდგომა დილით ერთმა ადგილობრივმა ღობის გაღმიდან ახალ მეზობელს გადასძახა:
-ქრისტე აღსდგა!
-ამ ჩემს ყლეს! – იყო ”აჭარელის” პასუხი.
იქ როგორ იჩხუბეს და რა ამბავი დატრიალდა, დეტალებში არ მახსოვს. ერთი ის ვიცი, რომ იმ დღეს ”აჭარელის” სახლი სოფელმა დაარბია, ”თურქი” მაგრად გაილახა. მეორე დილით ის ოჯახი უკვე სოფელში არ ცხოვრობდა. გააგდეს!
მას შემდეგ მთელი ბავშვობა მაინტერესებდა, ეს ოჯახი სოფელმა ასე რატომ დასაჯა. კი, ვიცოდი, რომ რაღაც დაააშავეს, უზრდელურად მოიქცნენ, მაგრამ – გადასახლება? აი ეს რ მესმოდა. ბავშვები როცა ამაზე ვსაუბრობდით სულ ვამბობდი, კარგად მიეჟეჟათ, საკმარისი არ იყო-მეთქი?
-გადასახლება რა არის, მადლობა უთხრას ღმერთს, რომ ცოცხალი გადარჩაო! – თანატოლებისა და უფროსების უმავლესობისგანაც იგივე მესმოდა.
ეს ყველაფერი კი იმდენად შეუთავსებელი იყო იმასთან, რასაც სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ სანამ სკოლა არ დავამთავრე არაფერი არ მესმოდა. ახლა კი გაუგებარი არაფერია და მე თვითონაც მიკვირს, აღდგომა დღეს ის ”აჭარელი” სიკვდილს როგორ გადაურჩა. ალბათ, მართლაც ღმერთმა იხსნა, ოღონდ რომელმა? -საკითხავი აი ეს არის!
-ქრისტე აღსდგა! -თქვენ რას უპასუხებდით?
- ………




-ჭეშმარიტად აღსდგა!
მე ვუპსაუხებდი:
- აღსდგა კიარა, აღგდა ბიჯო! :დდ
ფბს სტატუსზეც მეწერე, ერთმა მესიჯზე ასე მიპასუხა:
- ხო, ვიცი ეგ! :დდ
მართლა?:) მე ასე ვუპასუხებდი! დღეს ერთ ყველაზე “ბლატნოი” სუპერმარკეტში მითხრა მოლარემ, ქრისტე აღსდგაო და მე მივუგე, მიდით, მიდით მიანგარიშეთ-მეთქი და მას უხერხულად გაეღიმა…
am chems yles
)))
მოგატყუეო- ასე მითხრეს, ჭეშმარიტად-თქო რო ვუთხარი ერთს.
ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
ჭეშმარიტად!
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
- ხო მეც გავიგე
ვპასუხობდი ხოლმე ადრე, მერე დავიღალე მუდმივი კამათით, ან ვუღიმი ან ვულოცავ
mogesalmebit yvelas. ekomigrantebi roca samegreloshi ajarlebi chamoasaxles rato tvlidnen turkebat? an megrelebi ritia vinmeze meti an naklebi? me ajareli var guliashi gavizarde uamravi diskusia mkonia religiastan dakavshirebit magram es arasodes kompliktshi ar gadazrdila da tu mimteveblebi cxovrobdnen im sopelshi rato moekcnen ase mat? adamiani sheidzleba briyvi agmochndes an ertma ojaxis wevrma dagishavos magram amitom mteli ojaxi gadaasaxlo es sad weria an kartulshi an bibliashi an kacurshi aris amixseni egeti ram? dapikrdit da warmoidginet erti wamit mis adgilze tavi.
me musulmani kartveli var da tu vinmes survili akvs shemejibros patriotizmshi da sakartvelos siyvarulshi.
martmadidebloba kartvelobas ar nishnavs da arc musulmanobaa turkoba es kargad gavaanalizot da kveyanis siyvarulshi ertad movkvdet.
gmerti gparavdet yvela
mikela-s: ყველას აქვს თავისუფალი ნება, რაც უნდა ის სწამდეს, მაგრამ თვისი თავისუფალი ნებით უნდა აირჩიოს.. აჭარაში მუსულმანობის გავრცელების ისტორიას თუ გაითვალისწინებ, ვერ იტყვი, რომ მუსულმანობა კარგია.