
ამ ბლოგის მკითხველმა მეტ-ნაკლებად იცის თუ როგორ ვემტერები არაკვალიფიციურ მომსახურე პერსონალსა და სხვადასხვა სუპერმარკეტებისა და მაღაზიების მიერ დადგენილ უაზრო წესებს. “ჯიმარტის” შემდეგ სხვისი ჯერიც დადგა
დღეს საჭმლის საყიდლად შევედი “იოლის” მაღაზიაში ვაჟაზე, მეტრო დელისთან. მინდოდა ძეხვის ყიდვა, რომელსაც ეწერა ფასი 1კგ 14.50 ლარი. ავაწონინე გარკვეული რაოდენობის და უცებ დაიწყო ფიქრი ნეტავ რა ღირსო. ვეუბნები, რომ წინა მხრიდან 14.50 ლარი აწერია. დაიწყო ყვრილი: ირაკლი, ირაკლი…. 5 წუთის შემდეგ მოვარდა ირაკლიც და 2 წუთი განიხილავდნენ რა ღირდა ძეხვი. ბოლოს მორიგდნენ და გამყიდველმაც რაღაც ფასი ამობეჭდა და ზედ ძეხვს მიაკრა. დავხედე და 1 კილოგრამის ფასი 19.50 ლარი მიუწერია, ანუ 5 ლარით მეტი. რომ გავაპროტესტე მითხრა, ეს ძეხვი ეს ფასი ღირს, ის წარწერა კი ალბათ(!) სხვა ძეხვის არისო. გადავყლაპე.
ამის შემდეგ მაცივრიდან ავიღე გაყინული გულ-ღვიძლი და მივედი სალაროსთან. მოლარე ატრიალებს ამ გაყინული გულღვიძლის შეკვრას და ვერსად უპოვა ვერც ფასი და ვერც სპეციალური კოდი. ახლა ამან დაიწყო ყვირილი: ირაკლი! თამუნა! ნათია! ამის კოდი რა არის? 2 წუთი არავინ გასცა ხმა.
მომიტრიალდა და მეუბნება: ცოტა ხანი დაელოდეთ, თქვენს უკან ვინც არიან ჯერ იმათ გავატარებ და თქვენ მოგვიანებით გაგისტუმრებთო. უკან მივიხედე და სურსათით დატვირთული 5 კაცი მაინც იდგა რიგში.
გმადლობთ, მაგრამ თქვენთვის დასაკარგი დრო არ მაქვს-მეთქი, მოლარეს წინ დავუყარე რაც კი ნაყიდი მქონდა და მაღაზია დავტოვე. შევედი სხვა მაღაზიაში და ჩემი ფულიც იქ დავხარჯე.
ჰოდა, ამ “იოლის” მაღაზიაში მეორედ ფეხის შემდგმელი არა ვარ, “ჯიმარტის” სერვისის ამათთან შედარება არც შეიძლება.
შემდეგი პოსტი აუცილებლად “პოპულს” მიძღვნება და არამარტო პოპულს. ამ ხალხს(სუპერმარკეტების მფლობელებს,მენეჯერებს) ჰგონია, რომ ყველაფრის გაყიდვა შეუძლიათ, რაც ნაგავია. უკაცრავად, მაგრამ მე თქვენგან ნაგავს არ ვიყიდი, ის სერვისი კი რასაც თქვენ გვთავაზობთ ნამდვილი ნაგავია!




ჯიმარტში ერთხელ მეც გამაგიჟეს ჯერ იყო და იმ უაზრო ბონუს ბარათებზე ძალით ჩამაყენეს რიგში მერე სანამ ანკეტას ვავსებდი გოგო გავიდა და ზუსტად ხუთი წუთი ველოდებოდი მეც დავტოვე შევსებული ანკეტა და რომ დარეკა ვუსაყვედურე არაპროფესიონალობისთვის. ახალი გახსნილი იყო მაშინ ახლა შედარებით მომწონს ხარისხი პოპულის საჭმელს მირჩევნია
ყველაფერი ეზარებათ რა, ფასის მიკრობას რაღა უნდოდა :დ
ძალიან ბევრ მაღაზიაში მოვსწრებივარ კაკ რაზ ანალოგიურ სიტუაცუას…
მენეჯმენტი უნდა იყოს მაღალ დონეზე
uh me xshirad vxvdebi xolme mand magram egeti araferi momsvlia
etyoba zalian martivad dasafasoebel saqonels vetanebi : ) erti unda davakcvirde aba
უიმე, ერთხელ “იბისიშიც” შედი, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, არასოდეს 5 ლარზე მეტის ხურდა არ აქვთ!!!! ჭკუიდან მშლიან!!
მიმაქვს ფბ-ზე…. დააა საერთოდ,რატომ მიაჩნიათ (არაერთხელ მაქვს მოსმენილი/წაკითხული),რომ თუ მსგავს თემებზე წერს/საუბრობს ადამიანი ან მეწვრილმანეა ან მეტი საქმე არ აქვს?! საოცარი პირდაპირ….. თაზო,კარგა ხანი ვეღარ ვადევნებდი შენს ბლოგს თვალს და რამოდენა წასაკითხი დამხვდა,თან როგორი საინტერესეო….მმმმმ ჩავუჯექი….
tazo,boso chemtan moxval xolme sachmelad,egeti piri gichans
:*
bosso nishnavs bolos-s
)
კანონით ვალდებულები არიან იმ ფასად მოგყიდონ, რომელიც პროდუქტს აწერია.
ასეთ შემთხევევაში არ უნდა დაგეზაროთ, დაუძახეთ მენეჯერს და დიდხნას უმტკიცეთ რომ რაც ეწერა, ის უნდა გადაიხადოთ. შედეგად, სხვა დროს უფრო ყურადღებით დააკრავენ ფასებს!
საერთოდ ქართულ საბაზრო მომსახურების სფეროში ნაკლებად არსებობენ პროფესიონალები. არ ვიცი ეს რისი ბრალია, მაგრამ კარგი იქნება თუ კი ზოგიერთი ცნობილი კომპანია გადაამზადებს საკუთარ პერსონალს.
რავი ვერ ქაჩავენ ჯერ ჩვენთან კიდე მგონი =/
გამოსწორდება სად წავა.
”პოპულში” მომსვლია ასეთი რამ ხშირად. ფასი რაც ეწერა 10 თეთრით მეტი მომთხოვეს. ხოდა რამდენჯერაც მივწერე ამის შესახებ ფეისბუქზე ”პოპულს”, იმდენჯერ წაშალეს ჩემი ნაწერი
მაგრამ მგონი გამოასწორეს ახლა. ბოლოს რომ ვიყავი, ზუსტად ის ფასი გადავიხადე, რაც ეწერა პროდუქტს.
velodebi posts populze
თუ შეგინიშნავთ, რომ “პოპულში” გადასახდელ თანხას მოლარე ყოველთვის მისთვის სასარგებლოდ ამრგვალებს, მაგ. 1ლ. 52 თ. და გეუბნება 1ლ. 55თ., როცა შენიშვნა მივეცი( რამდენჯერმე) ასე მიპასუხეს, რა ვქნათ, არ გვაქვს 2 თეთრიანებიო, არ მაინტერესებს, მე რომ დამაკლდეს 4 თეთრი მომყიდით რამეს-მეთქი, არაო. ჰოდა, რომ “გავჯიქდი”, ზუსტად დამიბრუნეს ხურდა, დავუტოვე, ეს თქვენი ტიპი იყოს, მაგრამ ნუ მომატყუებთ, გამოდით საბჭოთა აზროვნებიდან-მეთქი. უცხოეთში ქუჩაში გამოგეკიდებიან 1 ცენტი რომ დაგრჩეს მოლარესთნ(უმეტეს შემთხვევაში).