22 იანვარს გვიან ღამით, თბილისში ჩემს ბიძაშვილი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. 23-ში კი დილით, ჯერ 8:30-ზე, მერე კი ზუსტად 9:00 საათზე კურიერსა და მოამბეში ლამის პირველივე სიუჟეტად გადის ეს ამბავი. როგორც სჩვევიათ ხოლმე, კურიერში თქვეს გარდაცვლილის სახელი, გვარი, ასაკი და ბოლოს ისიც დაამატეს, რომ მარტვილიდან იყო.
კურიერში გასული სიუჟეტი
იცით ამ დროს რა ხდება მარტვილში?
82 წლის ბებიაჩემი უყურებს ტელევიზორს, რომელსაც გვიან ღამით შვილიშვილზე მხოლოდ ის უთხრეს, რომ მსუბუქად დაშავდა. სანამ შვილები არ ჩავიდოდნენ მარტვილში, მანამდე მთავარი ამბის თქმას არ აპირებდნენ, ქალი ავადაა და იმ მომენტში მხოლოდ ჩემი 15 წლის ბიძაშილის ამარა იყო დარჩენილი. სიუჟეტის ნახვისთანავე ბებიაჩემი, რა თქმა უნდა, ხდება ცუდად, გული მისდის და ა.შ. ჩემს ბიძაშვილს ნერვიულობის შედეგად ემართება ეპილეფსიის შეტევა. არადა, ბოლო 6 წელია მსგავს რამეს არ შეუწუხებია და ასე თუ ისე, გამოჯანმრთელებულად მიგვაჩნდა.
მოგვიანებით, როცა სოფელში ჩავედით, ბიცოლაჩემს არაერთხელ დასჭირდა სასწრაფოს გამოძახება. სასწრაფოს დახმარების ექიმებმა თქვეს, რომ 23-ში დილით, კურიერის შემდეგ ისინი მარტვილის თითქმის ყველა სოფლიდან გამოიძახეს. მიზეზი, გულის შეტევა და ნერვული სტრესი იყო. თავად რომ ვერ გაწვდნენ, ხონიდან დამატებით გამოიძახეს 2 ბრიგადა. “ჯანაშია” მარტვილში გავრცელებული გვარია, “გიორგიც” არ არის იშვიათი სახელი. შესაბამისად, ბევრ ადამიანს ის საკუთარი ნათესავი ეგონა. ერთ ქალს სოფელ დიდ ჭყონში ინფარქტიც მიუღია, თურმე შვილი ეგონა.
როგორც კი თბილისში ჩამოვედი, იმ წამს ვნახე პირველმა არხმა როგორ გააშუქა ეს ამბავი. ყველაფერი რიგზე იყო, არცერთი მაიდენტიფიცირებელი დეტალი არ გაუმხელიათ პირდაპირ ეთერში.
პირველ არხზე გასული სიუჟეტი
არ ვიცი, კურიერის მსგავსი სტილის მუშაობა შემთხვევითობაა, დაუკვირვებელი საქციელი თუ მიზანმიმართული მოქმედება. ერთი რამ კი ცხადია: ისინი ამას რეგულარულად აკეთებენ და ამ დროს სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ ეკრანს მიღმა რა ხდება. მთავარია, რომ ვალი მოიხადეს-შუაღამეს მომხდარი ამბავი პირველივე საინფორმაციო გამოშვებაში გაანიუსეს. ხელებიც დაიბანეს. მაყურებელი დილიდანვე დაზაფრული და შოკირებულია.
ახლა ეჭვიც არ მეპარება, რომ მოდელირებულ ქრონიკას 1-2 ადამიანის გარდაცვალება და უფრო მეტის ცუდად გახდომა მოჰყვა.
არანაკლებ გაკვირვებული დავრჩი პირველი არხით. თურმე არც მთლად წყალწაღებული ყოფილა იქაურობა.




მდა. :/
გაცილებით საინტერესოა ოპოზიციის აქციების გაშუქება )
http://liberali.ge/node/4296
dzalian vcuxvar bidzashvilis gamo
gushin vnaxe es posti ro dalinke magram ar minaxavs dgemde. r2is sakcieli ukomentarod
vcuxvar bidzashvilis ambis gamo
mec sakmaod gamikvirda 1-li arxis mier scorad gashukebuli ambavi.
მდა. ვიზიარებ.
არ მიკვირს.
ჩემი ნათესავის 24 წლის ქმარი რომ დაიღუპა და დილას სახლში მიასვენეს, პანაშვიდის პარალელურად ოჯახებმა ვიდეოპატრულში არაერთხელ იხილეს მომაკვდავი ბიჭი საჭესთან, როგორ ითხოვდა დახმარებას. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ვინ მოიგო ამით? არავინ.
ვის აინტერესებდა? არავის.
მამაჩემიც ავარიაში დაიღუპა და არანაირი ინტერესი არ მაქვს, ოდესმე მენახა მისი სიკვდილის მომენტი, გინდ ისე და მითუმეტეს ტვ-ით. რაც ვნახე, ისიც ჯობდა არ მენახა, ანუ სულ რაღაც დალეწილი მანქანა.
მეცოდება ასეთი ხალხი, ვინც ამაყობს იმ საძაგლობით, რასაც აკეთებს.
Mtavari is ar aris ras gaashuqeb. Mtavari is aris tu rogor miacvdi masasam informacias. Am shav kuts sheudzlia rogorc karg aseve cud xasiatze dagvayenos.Zianic ki mogvayenos, rogorc moraluri,aseve fsiqologiuri. Ver davalaike imis gamo,rom veraperi davinaxe dasalaikebeli garda im mcuxarebisa rac am postshi cavikitxe. Viziareb tqveni bidzashvilis gardacvalebas da aseve martla mtkiva, zalian mtkiva adamianebi tkivilis shegrdznebas da gaziarebis unars rom kargaven… Bodishi kvelas tu chemi komentari ak uadgilo iko…
nu ggoniat, rom saz. mauckebeli sxvagvarad ashukebs. orive erti chortia. es aris qartveli jurnalistebis “etika”…
sazogadqoebriv mauckenelze ubralod detalebis arcodnis gamo shukdeba mshrali siujetebi. daezarat saxelis, gvaris da misamartis gageba da imitom ar iyo siujetshi!
mirian jurnalisti var da damercmune,gadagebaze ro midixar,mitumetes sadac adamiani daigupa iq,saxelis da gvaris gageba problema araaa.caikitxe mauckeblis qcevvis kodeqsi da mixvdebi ra gansxvavebaa rustavsa da saz.mauckebels shoris
kargi ra mirian, tu jurnalisti mivida, operatoric, gadaiges da gaashuqes iq gvaris gageba raga iyo, ver gaigebdnen? ubralod etikis ambavia
natii
kargad vici ra xdeba r2-shic da 1-shic… damijere ar gatyueb
მე ტელევიზორს აღარ ვუყურებ ნახევარ წელიწადზე მეტია. მაგრამ, როცა ვუყურებდი, მეც იგივე შეკითხვა მიჩნდებოდა, როცა ჟურნალისტი, გაყინული, უემოციო სახით ამბობდა – იცი წუთის წინ აქ და აქ მოხდა უბედური შემთხვევა თუ რაც იყო, და დაიღუპა ეს და ეს.. და ბლა ბლა
და რო წარმოიდგენ რო დედა უყურებს ამ გადაცემას, ან ვინ,ე ვისაც იგივე სახელის და გვარის ახლობელი ყავს…
შეიძლება ფეხები გაფშიკო ნევიულობით!
შეუძლებელია არ იცოდე, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება.
ან ძააან დებილები არიან, ან უფერო ძაან დებილები!
ან კი არა, არი-ან კიდეც.
dedac movtyan amaTi profesionalizmis. gulis amrevebi arian ukve
ძალიან სამწუხაროა შენი დანაკარგი
რაც შეეხება ტელევიზიებს – ახალი ამბავი არა მგონია იყოს, რომ ყველაფერს აკეთებენ, ოღონდ ხალხი არ დააკლდეთ, სახელი და გვარის გამოცხადება რა არის, სადაც გვამებს და სისხლის ტბებს აჩვენებენ.
dzalian vcuxvar
madlobt rom aseti piradi ram daposte.
სამწუხარო ამბავია,ვიზიარებ
საშინელებაა, როდესაც ისედაც განიცდი ცუდ ამბავს და მერე ტელევიზიით აშუქებენ,ან ჯერ აშუქებენ და მერე გაიგებ–უარესი კიდე.
უბრალოდ რა არის იცით,მე მგონი იმდენად ცოტა რამ ხდება ჩვენს ქვეყანაში, და იმდენად არ ეძებენ კიდეც საინტერესო მოვლენებს ჟურნალისტები ,რომ იმისათვის,რომ ეთერი შეავსონ, იღებენ ამ უბედურ შემთხვევებს,სხვა მასალა არ აქვთ!!!
და მართლაც მაყურებლის ემოცია სულ … არ აინტერესებთ.
ლაიქ
Fუ ბლინ
ISTERIULI CIVII XMIT GADMOCEMULI ISTERIULI AXALI AMBEBI!!!
ის რომ ქართულ ტელევიზიებში არაპროფესიონალები მუშაობენ, დიდი ხანია ნათელია, რადგან გარდაცვალებისა და თვითმკვლელობისა ისეთი გაშუქება როგორც ჩვენთან ხდება კატეგორიულად აკრძალულია სხვა ქვეყნებში.
მხოლოდ საქართველოში კანონი დასაშვებად მიიჩნევს ძალადობის, წამებისა და დაჭრილთა ტანჯვის სცენების ჩვენებას 15 წამის განმავლობაში, ამდენად შეიძლება ვიფიქროთ რომ კომუნიკაციების კომისიასა და ქართულ ტელევიზიებში პათოლოგიური ადამიანებიც მუშაობენ, რომლებიც შეგნებულად აჩვენებენ სისხლის გუბეებს, თვითმკვლელობის დეტალებსა და ძალადობის სცენებს
საჩივარი უნდა შეიტანოთ რუსთავი-2 სა და შემდეგ კომუნიკაციების კომისიაში, პროკურატურაშიც კარგი იქნებოდა.
თუ ამას არ გააკეთებთ, კიდევ უარესსაც გააკეთებენ. “იმედმა” ორი წლის წინ უკვე აჩვენა თბილისში თვითმკვლელობის კადრები თავიდან ბოლომდე ყველა დეტალებით
ყველა ეს ცვლილება კანონში სპეციალურად შეიტანეს “თავისუფლების ინსტიტუტის” ინიციატივით, მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქო და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ეწინააღმდეგობოდა ამას .
რუსთავი–2 ქმედება სამაუწყებლო ქცევის კოდექსის 35–ე მუხლის 22 და 24 პუნქტების დარღვევაა
http://www.gncc.ge/files/7060_7177_768808_%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98%20_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9D%20-%20geo_.pdf
amaswinat imedma achvena siujeti sadac zustad chem qalaqshi chemi asakis chemi sexnia da chemi megvare bichi manqanam gaitana mteli chemi sanacnobo da sanatesao mirekavda da matshoris bebiachemic axlos iyo gulis shetevastan
დასახოცია ეგ ჟურნალისტები! როგორ მოხვდა ერთად, ყველა დეგრადირებული, ერთ ტელევიზიაში?!
პ.ს. ხო ისე საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მეც ვამჩნევ ამ ბოლო დროს, მედიაეთიკის გამონათებებს:)
აბსოლუტუტად გეთანხმებით. კურიერის არის საინფორმაციო გამოშვება და არა კრიმინალური ქრონიკა. არ შეიძლება ასეთი ამბის დროს სახელების და გვარების დასახელება.
[...] თავისუფალი სიტყვის ბლოგი - რატომ არის კურიერი ჯანმრთელობისთვის … [...]
cool
dazafruli var:( vwuxvar:(
avgshpotdi da shevshpotdi … samwuxaroa : ((((
dzalian saintereso postia da kidev ufro saintereso blogi. yochag chemo kargo!
ჩემთანაც სახლში სულ ამაზეა ლაპარაკი = /
საშინელებაა ამათი სმენა, ყველაფერ საზიზღრობას და შემაშინებელს ესენი ამბობენ = /
თლიიან ქარტული ტელე სივრცის 80%-ს მოვარგებდი იგივე სათაურს
ნუ ყურებთ მერე კაცო xD
მართლაც რომ მდაა. არ ვიცი რა სახის კომენტარი დავტოვო მაგრამ რავიი რაა :დ
[...] სიტყვის ბლოგი - რატომ არის კურიერი ჯანმრთელობისთვის … დოინჯი - “Facebook”-მა რა [...]
kurieri sashinelebaa tu rame xdeba sashineleba jer imas acxadebe xalxs anerviuloben da spoben bliad da mere bolos sheileba tqvan kargi ambavi rac ukve xalxs agarc anteresebt ise aqvt nervebi moshlili