ბოლო რამდენიმე კვირაა “პეპსი” ქართულ ენას მოურიდებლად აუპატიურებს, თან ყველას თვალწინ, ურცხვად და ბოროტად. ქართული ენა კვნესის, ხვნეშის, ტირის და რა ვიცი, რას არ აკეთებს, რომ როგორმე ვინმეს ყურადღება მიიქციოს და შველა ითხოვოს. ჯერჯერობით კი ასეთი არავინ არ გამოჩნდა. საქმე ეხება “პეპსის”ახალ რეკლამას, რომელიც მყიდველს “5 წუთში ერთხელ ახალი ემ-პე-ტრი ფლეერის მოგებას” ჰპირდება.
არა, ერთ რამეში ნამდვილად ვერ შეედავები. პეპსის მომხმარებლები ამ ავადსახსენებელ “ემ-პე-ტრის” დაპირებისამებრ მართლაც 5 წუთში ერთხელ იგებენ. მერე რა, თუ ჩართვიდან ნახევარ საათში ფუჭდება, მთავარია, რომ ადამიანი იგებს და რეკლამაც ტყუილს არ გეუბნება. ხომ არ გპირდებიან, რომ მაინცდამაინც მუშა “ემ-პე-ტრის” მოგცემენ? ჰოდა, პრეტენზიაც ნუ გექნებათ.
ჩემმა მეობარმა მაიკომ ბოლო ერთი კვირის მანძილზე აღნიშნული მოწყობილობა ორჯერ მოიგო და ორივე მათგანი ჩართვიდან ნახევარ საათში გაფუჭდა. გააუპატიურეთ და დააბოლეთ ბებიათქვენი!
Update: 21/12/2010. გუშინ მაიკომ ორივე მპ3 სადღაც მიიტანა და ორივე გამოუცვალეს. ახლა ერთად ვაკვირდებით რამდენ ხანს გასტანს მათი მუშაობა.





მე კიდე დღეში ორ პეპსის ვსვავ მაგის ხათრით და ჯერ ვერაფერი მოვიგე :/
ე.ი. აღარ ვიდარდებ :დ
ეს ,,ტრი,, რა უბედურებაა სამი არ შეიძლება რომ ვთქვათ
მახოვს მეგობარი გერმანიაში იყო დავურეკე და ვთხოვე რომ მპ3 მინდოდა. სამით რომ ვერ მივახვედრე ეს ჯანდაბა ტრი ვუთხარი იმანაც ემ პე ტრი თუ გინოდა ვერ მითხარი რას მაწვალეო.. ადგა მერე ჭკვაინი და გერმანიაში ყველა გამყიდველს ეუნებოდა ემ პე ტრი მინდაო…ისინიც ასავსავებდნე ხელებს ჩვენ ემ მე დრაი გვაქვსო ეგეთ არაფერი ვიცითო (ეს მაშინ ხდებოდა როცა ორი თუ სამი ტიპის პლეიერი არსებობდა ….ზუსტად მაშინ გავხდი mpio-ს მფლობელი სულ რაღაც 500 მარკად…..კაი მანქანას იყიდიდა კაცი რაში გადავყარე ფული მეცინება ეხლა თან 16 მგ ქონდა მეხსიერება.. და მეფე მეგონა თავი …ისე რეკლმაში რომ არ იძახონ ეს ტრი არ შეიძლება..რა უბედურებაა
16 მბ უნდა დამეწერა ზემოთ შემეშალა
ერთხელ ვცადე და ვერ მოვიგე და გული აღარ დამწყდეს, ანუ?
რეკლამა მართლაც მაღიზიანებდა
საწყენია..
გამოდის, რომ გვატყუებენ…
რა არის გასაკვირი, მუქთად კი არა, ფულს რომ იხდი, მაშინაც არ არსებობს გარანტია, რომ ხარისხიან ნივთს იძენ… სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია!
); ჩემმა მეგობარმა მოიგო და მაჩუქა. სალონში რომ მივიტანე, ლენტიც კი არ ჩადეს შიგნით, არ ვარგაო…
არ ვიცი გახსოვთ თუ არა, სამი თუ ოთხი წლის წინ ”პეპსი” ფოტოაპარატებს ათამაშებდა (ლენტი რომ იდება, ისეთები იყო მაშინ მაგარ ”ხოდში”
მოიცა, რა! ვინ რას გაჩუქებს წესიერს
აუ პეპის მე მომეცით და თავსახურიც და მპ3-იც თქვენი იყოს.
მე iPod მაქვს! : )
ყველა მსგავსი გათამაშება სისულელეაა. ან მოიგებ ან არა. თუ მოიგებ გაძლევენ რაღაც ნაგავს, და აი ეს ემპეების არ იყოს, რამდენიმე წლის წინ “პეპსის” რაღაც აქცია ჰქონდა, უნდა გეყიდა 6 ცალი პეპსი და გაძლევდნენ ჩინურ ფოტოაპარატს (ფირზე რომ მუშაობს), ხოდა ვიყიდე და მაგის გადაღებული სურათი მე ჯერ არ მიდევს სახლში.
აი ასეე.. : ))))))
თაზო, შენ ჩემზე უარესი კაპიტალიზმის მტერი ხარ, ლოგიკურად რომ შევხედოთ :დ სულ ჯიმარტზე და “იმპერიალისტურ” კომპანიებზე წერ, ხალხს როგორ ატყუებენ.
მომწონხარ :დ
არ ვიცი კაპიტალიზმის მტერი რამდენად გამოვდივარ, ეგ სხვა საქმეა, მაგრამ მატყუარებზე ყველამ ყველაფერი უნდა იცოდეს
.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მაიკომ გუშინ ორივე მპ3 მიიტანა სადღაც და ორივე გამოუცვალეს. ახლა ერთად ვაკვირდებით რამდენ ხანს გასტანს მათი მუშაობა
.
ტრი D-ს კარგად უყლუწუნებთ
:)
me magalitad 31-shi movige. da kargad mushaobs
[...] ავტორი: თაზო ლეკვეიშვილი [...]
რავიცი რავიცი = //
შეიძლება ეგ ერთი გამოვიდა ესეთი =[
ტრი D-ს კარგად უყლუწუნებთ