თუ გინდათ, რომ ოდესმე კიდევ შემოვდგა ფეხი თქვენს მაღაზიაში, ვიყიდო სურსათი, მზა საჭმელები და ის გემრიელი
კრუასანები, რომელსაც თქვენს საცხობში აცხობთ, მაშინ ქვემოთ ჩამოთვლილი შენიშვნები გაითვალისწინეთ:
1. დაცვის თანამშრომლებს უთხარით, რომ უფრო ზრდილობიანები იყვნენ! ვაგზალზე მდებარე “ჯი მარტს” ორი კარი აქვს: იდეაში ერთი გამოსასვლელი და ერთიც შესასვლელი. საქმე ისაა, რომ გამოსასვლელი კარი ქუჩის მხარესაა, მაღაზიაში შესასვლელად კი ორი კარის გავლა გჭირდება. ერთხელაც შევედი “გამოსასვლელი” კარიდან. უკვე მაღაზიაში ვარ და დაცვა უხეშად მეუბნება, გარეთ გადი და მეორე კარით შემოდიო. არადა, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ორივე კარს დახლებისგან იზოლირებულ ტერიტორიაზე შეჰყავხარ. საიდანაც არ უნდა შეხვიდე, მაინც სალაროების წინ აღმოჩნდები. თქვენი დაცვის წყალობით იმ კარიდან გამოვედი, მაგრამ მეორე კარში არ შევსულვარ. წავედი და საჭირო სურსათი სხვა მაღაზიაში ვიყიდე.
2. ნუ მატოვებინებთ ხელჩანთას(ლეპტოპის ჩანთას) შემოსასვლელში მდებარე პატარა კარადაში. კარგად დაიმახსოვრეთ: არაფრის მოპარვას არ ვაპირებ! თუ ჩანთას მატოვებინებთ, მაშინ საკმარისი რაოდენობის კარადები მაინც დადგით. “თუ გინდათ დაელოდეთ როდის განთავისუფლდება კარადა და მერე შემოდით, თუ არადა წაბრძანდით”-ესეც თქვენი დაცვის თანამშრომლის პასუხი. დაიმახსოვრეთ , რომ თქვენი კონკურენტები, “პოპული” და “გუდვილი” ხელჩანთებს შემოსასვლელში არ გვატოვებინებენ და პოტენციურ ქურდებად არ აღგვიქვამენ!
3. ფუნთუშეულის გამყიდველ გოგოებს უთხარით, როცა რიგში ხალხი დგას, გვერდიდან მოსულ ადამიანს ყურადღებას ნუ აქცევენ და ნუ მოემსახურებიან! ხელი შეუწყონ რიგის დაცვას. ამაზე პრეტენზია რომ გამოვხატე, ისეთი შემომიბღვირეს, ჭამის მადა დამეკარგა.
4. დაცვის თანამშრომელს(კიდევ!) და მოლარეებს უთხარით, ნუ ერევიან კლიენტის საქმიანობაში და ნუ ცდილობენ ხელი შეუშალონ მას, სურსათი ჩანთაში საკუთარი სურვილისამებრ დაახარისხოს. მან თვითონაც ძალიან კარგად იცის სად რა უნდა ჩაალაგოს. ჩემს წინ ქალმა სალაროში 100 ლარზე მეტი დატოვა. ნავაჭრით დატვირთული რამდენიმე პარკი ეჭირა ხელში. სალაროს რომ გასცდა, ამოიღო უფრო დიდი პარკი(“პოპული” ეწერა) და სურსათის ნაწილი იქ ჩაალაგა. “ჯი მარტის” გამონთავისუფლებული პარკი დაკეცა და ჩანთაში ჩაიდო. ჯერ მოლარე ეცა, ამას როგორ აკეთებთ, ასეთი რამ დაუშვებელია, სხვისი ცელოფნით როგორ ბედავთ მაღაზიაში შემოსვლასო. ხმაურზე დაცვის თანამშრომელი მოვარდა და მოლარის მსგავსად, მყიდველს “საქმის გარჩევა” და მორალის კითხვა დაუწყო. გამოვშტერდი, ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს!
5. ბოლო და ყველაზე მთავარი: მაგალითად, ერთ პაკეტ რძეს როცა აწერია ფასი 3 ლარი და სალაროში 3.50 ლარს ანგარიშობენ, ეს მყიდველის მოტყუება არ არის? არგუმეტი, ეგ პროდუქტი გაძვირდა და წარწერის გამოცვლა ვერ მოვასწარით, თქვენს არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს. შედეგად, როცა მგონია, რომ 25 ლარის სურსათი ვიყიდე, სალარომდე მისვლამდე ყველაფერი 3-4 ლარით ძვირდება.
ამ პრობლემებს როცა მოაგვარებთ, შემეხმიანეთ, იქნებ მერე მაინც გადავწყვიტო კრუასანებზე შემოვლა. მანამდე კი იქვე, სამსახურთან მდებარე პატარა მაღაზიით ვისარგებლებ. როგორც მინიმუმ, ის თავშალწაკრული ქალი მადლობასაც მეუბნება და ღიმილით მაინც მემშვიდობება, როცა მაღაზიას ვტოვებ.




გუდვილში ცხოვრებაში ერთხელ ვიყავი, პოპულში ორჯერ და მახსოვს, იქაც კარგი უჟმური როჟები არიან. ეს ჯი მარტი რა ხილია, არ ვიცი, მაგრამ საქართველოს ნებისმიერ მარკეტშია მსგავსი პრობლემები; ერთხელ ბევრი რაღაც ჩავაწყე კალათაში და სალაროსთან აღმოჩნდა, რომ ფული არ მყოფნიდა, ამიტომ რაღაც ამოვიღე კალათიდან და მეთქი, ამას ვაბრუნებ, გოგო რა დღეში ჩავარდა, იცი? თუ ფული არ გქონდა, რას იღებდიო, მეთქი, сучка ты эдакая, მადლობა თქვი იმისთვის, რაც ვიყიდე და იმ ერთი შამპუნის უკან ადგილზე წაღება, არ მოგკლავს.
აქ კიდევ მთელი მაღაზია რომ აიღო და მერე სალაროსთან მარტო საღეჭი რეზინის ყიდვა გადაწყვიტო, თან გადაგყვებიან.
ზოგჯერ ლამის დავიჯერო იმ ხალხის, რომ ამბობენ “ხე ფესვებიდან მწვანდებაო” :დ
უბრალოდ გაიგნებული დავრჩი როდესაც სტატია წავიკითხე, არ მინდა იფიქროთ, რომ ვტრაბახობ, მაგრამ გეტყვით, უკვე 1 წელზე მეტია საქართველოში არ ვარ და ამ ქვეყანაში, როდესაც მსაგვსი პრობლემა იქმნება, ანუ სალაროსთან მისულს საკმარისი თანხა როცა არ გაქვს, პროდუქციის დაბრუნების დროს, რამდენიმე მადლობას ხომ რიმილით გეუბნებიან და ამავდროულად თავი დამცირებულად რომ არ ოგრძნო ცხდილობენ ამინდზე ან მსგავს რამეზე გადაიტანონ ყურადღება, რომ სიტუაცია განმუხტონ, დაბრუნებული პროდუქტი კი ხელის ერთი მოსმით სად იქრება დახლიდან, რომ ვერც კი ამჩნევ ვინ მოასწრო გატანა…
უუუ მეც შევამჩნიე მსგავსი რაღაც მაგათ.
ჰოდა პოპულში რომ ეგრე ქნეს და გავჩიჩინდი და მეთქი სანამ მენეჯერს არ მომგვრით ფეხს არ მოვიცვლი და რგს დავაყენებ მეთქი მანამდე არ გააბარტყუნეს ყურები. მერე მენეჯერს მივამხვე თავზე დავტოვე სალაროსთან ეგრევერაც მქონდა აკრეფილი და გამოვედი მაღაზიიდან.
ასე რომ ცოტა სახე თუ არ გააძრე დაფიქრება არ უნდათ
1-ზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.
)
))
)
)))))))
მე-2 პუნქტში ვერ დაგეთანხმები, რადგან გუდვილი ვაკესა და პოპულში (კოლმეურნეობაზე) ცელოფნის პარკს ან ზურგჩანთას მეც მატოვებინებენ, მაგრამ იქ ცარიელი კარადა პირადად მე სულ დამხვედრია.
მე-3 – საზიზღრობაა, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ მშიერ თაზოს ჭამის მადას ერთი უზრდელი შემობღვერა უკარგავდეს
მე4 – მე რომ დაცვა ვყოფილიყავი, ქოქოსს ან ანანასს გავუქანებდი სახეში!!! (ვხუმრობ, არ ავარდე
მე-5 – მაგას ჰქვია, დახლსა და სალაროს შორის გაძვირდაო
***
რატომ ემშვიდობება პატარა მაღაზიის თავწაკრული გამყიდველი თაზოს ღიმილით. შესაძლო ვარიანტები:
1- თაზო საყვარელია
2- თაზომ ბევრი ივაჭრა
3- თაზომ მაგრად აცინა
4- თაზო რომ გავიდა, პატარა მაღაზიაში სინათლემ ისევ შემოაღწია
5- ყველა ვარიანტი ერთად
6- არც ერთი ჩამოთვლილი
ზურა, მე ძირითადად თავისუფლებაზე და კუს ტბის ასახვევთან რომ პოპულია, იმით ვსარგებლობ. არასდროს დასცდენიათ ეგ ლეპტოპის ჩანთა მოიხსენი და შიგნით ისე შემოდიო. თავის დროზე გლდანშიც ეგრე იყო. რავი აბა… ვაკის გუდვილშიც ჩანთიანად შევედი და არავის არაფერი უთქვამს.
ase komentari jer ar momconebia, ufro scored ase jer ar micinia komentarze
))
თაზო, მეც ვსარგებლობ ხოლმე კუსტბის ასახვევთან განთავსებული “პოპულით”, რამდენჯერმე უზარმაზარი სპორტული ჩანთით შევედი და არაფერი უთქვამთ..
მომსახურებას რაც შეეხება – ჩასარიცხ აპარატზე ვკითხე – მუშაობს-თქო? და მე რავიციო..
საზღვარგარეთაც ტოვებ დიდ ჩანთებს გარეთ, დაცვა გითითებს, მაგრამ კარადები არის და თუ არ არის, საგორიალოში ჩადებას და ისე შესვლას არავინ აგიკრძალავს.
იბისის სუპერმარკეტში გატოვებინებენ ჩანთას, თუ ისეთია, რომელშიც შეიძლება რამე ადვილად ჩააგდო. ლეპტოპის ჩანთას და ხელჩანთას არ გატოვებინებენ.
სამაგიეროდ კონსულტანტი ჩრდილივით დაგყვება, შემაწუხეწბლად, ნუ საბურთალოს იბისიში ასეა, ყოველ შემთხვევაში.
სამაგიეროდ, კუტუზოვის პოპულში ყველის და პურფუნთუშეულის დახლებს იქეთ არასდროს არავინაა და უნდა სდიო და ალო ალო იძახო, მაგრამ სხვა მხრივ, ძალიან თავაზიანები არიან.
ეს ჯიმარტი არ ვიცი, მაგრამ შენ თუ რამდენიმე ან მით უმეტეს, ერთ შესვლაზე ამდენი მარგალიტი დააგროვე, აი სააღოლ მაგათ!
ეს ბოლო ორი თვის მანძილზე დაგროვებული მარგალიტებია
დიდი ჩანთებისა და სხვაგან ნაყიდი პროდუქტის დატოვება პრობლემა არაა. საქმე ისაა, რომ მე 24 საათი ლეპტოპის ჩანთით დავდივარ. ელემენტარულია რა, კამერებიც არ უყენიათ? ხომ ნახავენ რომ რაღაც მოვტეხე და ჩანთაში ჩავიდევი? მერე მაგებინონ პასუხი. ქალებს ჩვეულებრივ ხელცანტებასც ატოვებინებენ. ერთი ეგაა, რომ არ გჩხრეკენ შესვილას და გამოსვლისას
რა ქნან, კამერების და დეტექტორების დაყენების ფული არ აქვთ, რომ ქურდობისგან დაიცვან თავი, ხოდა უწევთ ამ მეთოდის გამოყენება.
ძალიან დიდი FAIL-ია.
mooomwooons tazoo!!!! ai mase!!! saqatveloshi momsaxurebas verasdros iswavlian. ise ibgvirebian supermarketebshi, ase mgonia chemi bralia mand rom mushaoben…. sadac tavazianad da momgimari saxit ar mxvdebian ar shevdivar!!!!!
ara, kvelaze gasabrazebelia populshi sxva pasebi rom aceria da sinamdvileshi sul sxva girs.
ertxel mominda kakao. ido ragac taroze. kaco, mteli taros pasebi cavikitxe da nu mag brendis kakao arsad iko agnishnuli.
jer es erti taroze kvela produktis pass ratom unda vkitxulobde? dgesac ki vnaxe bagrationis 25 lariani shampaniuri, romelis kveshac ecera “mukhrani 6.5 lari”. eg kidev jandabas, caikitav kuradgebit da mixvdebi rom sxva carceraze sxva produkti devs.
davubrundet kakaos. nu sxva kakoebi girda maximum 6 lari da davtace amas xeli, mivitane salarostan. icit ra girda? 15 LARI! KAKAO GIRDA 15 LARI!!!!
roigor sheidzleba kakao 15 LARI (!!!!!!!!!!) girdes da ar eceros?!
გადასარევია მსგავსი მეტი პოსტი უნდა იყოს
))))))))))))
)))))))
რეალურად გაიგონ და გამოასწორონ იქნებ!
საქართველოში მომსახურების სფერო როდის ავა თავის სიმაღლეზე თუ არავინ არ ეცდება
ისე ჩემმა მეგობარმა ბლოგი გახსნა მსგავს თემაზე სადაც განიხილავს სხვადასხვა დაწესებულების მომსახურებას ობიექტურ-სუბიექტურ ასპეტში ჰოდა ერთ-ერთი პირველი იყო საქ. ბანკის ერთ-ერთი ფილიალის ოფისში მომხდარი ამბავი და მოკლედ ამას დიდი გამოხმაურება მოყვა, ლამის იმ ფილიალიდან ერთ-ერთის განთავისუფლებით დამთვარდა და ამ ბიჭს ვინ არ დაურეკა თხოვნებით იქნებ დახურო შენი ბლოგიო
რა სისულელეა დახუროს არა ის, იქნებ შენ გამოასწორო შენთან საქმე დახურვა–იპოვეს რა მარტივი გამოსავალი
ანაზდად ეს წვაიკითხე და ზალიან გავმხიარულდი _ Zurriuss:4- თაზო რომ გავიდა, პატარა მაღაზიაში სინათლემ ისევ შემოაღწია–ესე დიდია თაზო? თუ_ ესე პატარაა მაღაზიაა?
))
ოოოოოოო, მაღაზიას არაუშავს, საშუალო ზომისაა. ეს თაზო არის მეტისმეტად დიდი ::D
რაც სიგანე და სიმაღლე ბუნებამ სხვას დააკლო, მე დამაბერტყა
იქნებ თქვენი მეგობრის ბლოგის მისამართი გაგვიზიაროთ, საინტერესო იქნება.
თაზოს პოსტს რაც შეეხება, მეორე პუნქტის გარდა ვეთანხმები
) ჩანთების დატოვების პრაქტიკა ძალიან ბევრგან შემხვედრია, უფრო ხშირად დიდი ზომის სათავსებზე აქვთ ხოლმე გართულება, ასე რომ ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. სხვა საქმეა ამას რამდენად უზრუნველყოფენ ტექნიკურად.
blogis misamarti daidos
ჯიმარტში გემრიელ კრუასანებს აცხობენ :უსერ: პოპულზე უფრო გემრიელს…
რაც შეეხება საჩივრებს. რავიცი, დედაჩემი დადის ახალ ქარვასლაში რომ ჯიმარტია იქ და ჯერ–ჯერობით კმაყოფილია.
ეს მე5 პუნქტი პოპულშიც იყო და აქაც თუ დაიწყეს არ ვიცი
ვერ ვგუობ .. არანაირი ეთიკა და მომსახურების გამოცდილება… როდემდე?
პ.ს. ხო, დედაჩემმა თქვა, ჯიმარტს ცუდი პარკები აქვსო, ასე რომ ძალიანაც კარგი თუ პოპულის პარკით მივიდა ის ქალიო :დ :დ :დ
გამარჯობა,
გეხმიანებით ჯი.მარტის სახელით- მე ვარ ნატო დარჩიაშვილი და თაზო შენც და შეიძლება ბევრსაც აქ ერთი და იგივე ლექტორები გვიკითხავდნენ ლექციებს, (მაგალითისთვის დალი ოსეფაშვილი) და ერთსა და იმავეს გვიმეორებდნენ ეთიკასა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე.(საკუთარ შეხედულებებს და შემდგომ სპეციალიზაციას რომ თავი დავანებოთ.)
პუნქტების მიხედვით გაგცემ პასუხს:
1. ვაგზლის ჯი.მარტი ეგრეა დაპროექტებული სამწუხაროდ და შესასვლელი რომ ქუჩის მხრიდან ჰქონოდა გამოსვლის დროს მაინც ორ კარებში მოგიწევდათ გამოსვლა: ეხლა ვბეჭდავთ მანიშნებლებს, რომ ეგ პრობლემა მოეხსნას თუნდაც თქვენსავით შეწუხებულ მომხმარებელს.
2.მე პირადად ვიყავი “გუდვილის” თანამშრომელი წლები და დამიჯერეთ, “გუდვილშიც” გატოვებინებენ ჩანტას-ეს ევროპული სტანდარტია და სადაც არ უნდა წახვიდეთ ყველგან გთხოვენ. სხვაა ჩვენთან რამდენად აქვს ამას თხოვნის ფორმა და ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებ.
3. ფუნთუშას გამყიდველ გოგონაზე იმდენაც სასაცილო კომენტარია, ვეცდები მეც იუმორით ავუხსნა რომ დედმამიშვილიც რომ იყოს ზედ არ შეხედოს გვერდით მდგომს.
4. ეს შენიშვნა იმდენად ამაზზრზენია ჩემთვისაც, რომ ძალიან გთხოვთ გაიხსენოთ რა დღე იყო, რომ გამოვიკვლიო და შესაბამისი პასუხი მოვთოვოთ ყველას.
5. ეს არის ყველაზე შეურაცხმყოფელი ბრალდება ჩვენი ქსელისთვის. შესაბამისად, იქნებ აქაც დამეხმაროთ, გაიხსენოთ რომელ დღეს მოხდა და რომელი რძე იყიდეთ რომ ეს საკითხიც გამოვიკვლიოთ.
პს. ყოველშემთხვევაში დიდი მადლობა იმისთვის, რომ თავისუფლათ აფიქსირებთ თქვენს აზრს. ჩვენ თქვენს შენიშვნებს აუცილებლად გავითვალისწინებთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ობიექტურად იქნება.
მადლობა.
ps. პარკს რაც შეეხება: აღნიშნულ პარკებს, ჯი.მარტშიც და გუდვილშიც დუბაიში ვბეჭდავთ და ვბეჭდავდით. ხშირად სამწუხაროდ ხდება ისე, რომ წყვეტაა, იმ “კარგი პარკების” რომელიც მომხმარებელს ასე მოწონს და არც კი აგდებს:). სწორედ ასეთი მომენტია ეხლა, მოდის გემით და მოხდა შეფერხება. ჩვენც გვეუბნებიან რომ 2 დღეში იქნებაო.
მადლობა,
უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ ჯი-მარტის ხელმძღვანელობამ ნორმალურად მიიღო ეს პოსტი, პასუხიც გაიცა და სამომავლოდ საკითხი გამოსწორდება.
სოცმედიის ძალა FTW
ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის.
რაც შეეხება “პარკთან დაკავშირებულ ინცინდენტს”, ეგ დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა. დაახლოებით იმ დროს იყოს ფასის პრობლემაც. ბევრი რაღაც ვიყიდე და მიახლოებითი ფასი გამოვითვალე. რამდენიმე ლარით ძვირი ჩეკი როცა ამომირტყეს დეტალურად დავითვალე რა რა ღირდა. სწორედ იმ დროს რამდენიმე პროდუქტზე შევატყვე, რომ უფრო ნაკლები ფასები მახსოვდა. მოლარემ მითხრა, რომ დღეს მარაზიაში რაღაცეებს ფასები შეეცვალა და კონულტანტები თანდათან ცვლიან წარწერებსო. სხვათაშორის, მსგავსი პრობლემა პოპულშიც არის ხოლმე.
რაც შეეხება ხელჩანთის კარადაში დატოვებას, ზუსტად ვიცი, რომ მას არ ვტოვებ პოპულის შემოსასვლელში და ვაკის გუდვილში. სხვაგან არ ვიცი რა ხდება.
ობიექტურობისთის დავამატებ, რომ უზომოდ მიყვარს ჯიმარტის სხვადასხვა სახის კრუასანები და ნამცხვრები. სხვებთან შედარებით წარმოუდგენლად იაფიცაა და გემრიელიც. ხო კიდევ, ყველის და ძეხვეულის სექციაში ძალიან კარგი და კულტურული კონსულტატები დგანან.
აწი თუ რამე შენიშვნა მექნება, კონკრეტულ ფაქტებს დავდებ ხოლმე, რომ არც თქვენ და არც ბლოგის მკითხველს პრეტენზიების სამართლიანობაში ეჭვი არ შეეპაროს. ბოლოს ერთს დავამატებდი: კარგი იქნება თუ სხვა კომპანიებიც მოგბაძავენ, მომხმარებლის პრეტენზიებს შესაბამისად უპასუხებენ და გაითვალისწინებენ კიდეც.
gamarjoba!
pirvel rigshi minda gitxra, rom imis miuxedavad rom erti brendia da erti saxeli qviat,qarvaslis da centralis g-martebi bevrad gansxvavdebian ertmanetisagan. momxmarebeltan urtiertobis problema qarvaslashi arasdros ikmneba (tu gansakutrebul shemtxvevebs ar chavtvlit) rac sheexeba dacvis tanamshromlis qmedebebs da momxmarebeltan shexvedras:dacva pirvelia vinc shemosvlisas tvalshi gxvdeba,amitom tamamad shemidzlia vuwodo konkretuli momxmareblistvis brendis saxe. es samsaxuri chveni mxridan zrdilobis dakargvas da uxeshobas ar moitxovs,magram arc gagimebuli siarulis nebas gvrtavs. celopnis parkebis da zurgchantebis datoveba gudvilshic analogiuradaa,rac pirvelrigshi chveni usaprtxoebis da tkveni uxerxuli situaciisgan aridebistvis xdeba. magaziashi dgeshi ramodenime atasi adamiani shemodis,da dametanxmebit sheudzlebelia imis garcheva tu ras unda elode konkretuli pirovnebisgan (aravis ar vayeneb sheurawyopas)darbazshi populis celopani tu nebismieri sxva mnishvneloba ar akvs,ertnairad ikrdzaleba(xshiria shemtxveva chvenive parks vatovebinebt)arsebobs ertjeradi parkebi da urikebi rasac salaromde aucileblad shemogtavazeneb. rac sheexeba molares, produkciis dabrunebis dros uwevs mteli rigi procedurebis gavla,rashic administraciac ereva. tumca arc amazea problema qarvaslashi…
da rac yvelaze mtavaria am wesebs chven ar vadgent,chven mat shesrulebaze vzrunavt da dzalian sawyenia,roca adamians dakisrebuli movaleobis shesrulebisatvis sayvedurebit mimartaven. memgoni pretenziebis porma cota sxva mimartulebit unda sheicvalos. pativiscemit qarvaslis g-martis dacvis tanamshromeli
:)
ეგ შენიშვნები კონკრეტულად დაცვის თანამშრომლისკენ, ან მოლარეებისკენ არც არის მიმართული. პოსტსაც ხომ ჰქვია “ღია წერილი “ჯი მარტის” მენეჯმენტს”. აქედან გამომდინარე, ადრესატიც მენეჯმენტია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისთვის უფრო სასურველი გარემოს შექმნა.
ვაჰ :დ ამ ჩანთის დატოვებაზე ეკამაც თქვა და აგერ ნატომაც ყველგან გატოვებინებენო… არადა, ღმერთი რჯული, ერთხელ არ მოუთხოვიათ ჩემთვის ჩანთის დატოვება, იგივე აშშ-ში, სადაც მინიმუმ 8 ქალაქში მაქვს ნაშოპინგები
ხო ნუ ალბათ ზოგან ასეა ზოგან ისე, მე რაც ევროპა მინახავს (ჩემი მწირი გამოცდილებით)_საფრანგეთში (მაგ. პარიზში და სამხრ. ქალაქ-ტულუზაში, და ბარსელონაში)_უზარმაზარ ჰიპერმარკეტში და მცირე მაღაზიაშიც არსად ჩანთის დატოვება არ მოუთხოვიათ, ჩემი სურვილით შეიძლება მეთხოვა ჩანთას სადმე დავდებ-თქო (თუ დიდი მქონდა რამმე) ან მარტივად კალათაში ჩავდებდი და ვატარებდი ესე, ესე რომ მაქსიმალურად თვაისუფალი ხარ და არც პოტენციურ დამნაშავედ აღგიქვამენ ამიტომ ბედნიერი ადამიანივით აგროვებ შენთვის საჭიროო ნივთებს
პ.ს. ნუ აქ ჩანთის დატოვება ჩემთვის დიდად პრობლემა არაა, ხელსაც მიშლის მოზრდილი ჩანთა რიგებში ბოდიალისას, ხელჩანთას(რომელიც როგორც წესი მინიატურული ზომისაა) კი არავისაც არ ვუტოვებ
dzalian mixaria am temaze rom dawere . yvelaze cudi situacia gayidvebis da momsaxurebis sferoshi gvaqvs.. shens shemartebas viziareb tazuz da mzad var mec vibrdzolo am usamartlobis winashe
)
me mcams blogis dzalis
yochag tazo!
gamarjoba!
pirvel rigshi minda gitxra, rom imis miuxedavad rom erti brendia da erti saxeli qviat,qarvaslis da centralis g-martebi bevrad gansxvavdebian ertmanetisagan. momxmarebeltan urtiertobis problema qarvaslashi arasdros ikmneba (tu gansakutrebul shemtxvevebs ar chavtvlit) rac sheexeba dacvis tanamshromlis qmedebebs da momxmarebeltan shexvedras:dacva pirvelia vinc shemosvlisas tvalshi gxvdeba,amitom tamamad shemidzlia vuwodo konkretuli momxmareblistvis brendis saxe. es samsaxuri chveni mxridan zrdilobis dakargvas da uxeshobas ar moitxovs,magram arc gagimebuli siarulis nebas gvrtavs. celopnis parkebis da zurgchantebis datoveba gudvilshic analogiuradaa,rac pirvelrigshi chveni usaprtxoebis da tkveni uxerxuli situaciisgan aridebistvis xdeba. magaziashi dgeshi ramodenime atasi adamiani shemodis,da dametanxmebit sheudzlebelia imis garcheva tu ras unda elode konkretuli pirovnebisgan (aravis ar vayeneb sheurawyopas)darbazshi populis celopani tu nebismieri sxva mnishvneloba ar akvs,ertnairad ikrdzaleba(xshiria shemtxveva chvenive parks vatovebinebt)arsebobs ertjeradi parkebi da urikebi rasac salaromde aucileblad shemogtavazeneb. rac sheexeba molares, produkciis dabrunebis dros uwevs mteli rigi procedurebis gavla,rashic administraciac ereva. tumca arc amazea problema qarvaslashi…
da rac yvelaze mtavaria am wesebs chven ar vadgent,chven mat shesrulebaze vzrunavt da dzalian sawyenia,roca adamians dakisrebuli movaleobis shesrulebisatvis sayvedurebit mimartaven. memgoni pretenziebis porma cota sxva mimartulebit unda sheicvalos. pativiscemit qarvaslis g-martis dacvis tanamshromeli
ამ პოსტზე რადიოში გაიჟღერა ინფომ;)
samwuxarod ar momismenia… mainc ra mimartuleba qonda am infos?
tazo,kidev ertxel vexmaurebi shens posts… getanxmebi rom arsebuli wesebi ar qmnis maincdamainc komfortul garemos SHESVLIS momentshi,magram shenc unda dametaxmo rom saqartvelo jer kidev ganvitarebis gzazea. mimixvdi albat rac minda vtkva. chven upro dabali donis qveynebs mivekutvnebit,sadac brmad ndoba jer dzalian adrea (chemi azrit) shen ratkmaunda chaxeduli ar xar shida samzareuloshi da arc is ici ra xdeba, ra momxdara da ra problemebi qmnis wesebis gamkacrebis aucileblobas. modi meore mxridanac shexede am situacias da daposte ra daskvnas gamoitan saerto jamshi…
[...] კვირის წინ დავწერე “ღია წერილი ჯიმარტის მენეჯმენტს”. პოსტს მალევე გამოეხმაურა როგორც [...]
ნწ ნწ ნწ
ამ ყველაფერზე ნერვებს აღარ ვიშლი.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჯი მარტში არასდროს ვყოფილვარ ))
მაგრამ ანალოგიური და გაცილებით უარესი მდგომარეობაა იგივე პოპულში.
[...] კვირის წინ დავწერე “ღია წერილი ჯიმარტის მენეჯმენტს”. პოსტს მალევე გამოეხმაურა როგორც [...]
ჯი–მარტთან მეც მაქვს ერთი–ორი პრეტენზია და ძალიან მოხარული ვარ რომ თქვენს ბლოგზე შეიძლება ამის გამოხატვა, თან ისიც, რომ წარმომადგენლები ნახავენ და იმედია, გაითვალისწინებენ.
1. ბარათის ასაღებად საკმარისზე მეტ ინფორმაციას ითხოვენ. ეს პრივატულობის შეზღუდვად შეიძლება ჩაითვალოს. მაგალითად, კითხულებენ დიპლომის მიხედვით პროფესიას, შვილების რაოდენობას, ამჟამინდელ პროფესიას… ეს ინფორმაცია, მართალია ნებაყოფლობითია, მაგრამ ამის გარეშე ბარათს ვერ აიღებ. მე მინდა ვიცოდე რაში გამოიყენება ეს ინფორმაცია და კომპანია ვის, თუ საერთოდ ვინმეს, მიჰყიდის ან გაუზიარებს ამ ინფორმაციას (ე. წ. privacy policy).
2. პრივატულობის ხაზის გაგრძელებით, იყო შემთხვევები, როცა მე კამერებით იღებდნენ მყიდველებს (არ ვგულისხმობ დამონტაჟებულ დაცვით კამერებს, რომლებიც ისედაც მრავლადაა ან როდესაც ტელევიზიაა მისული და სიუძეტს იღებს). არ ვიცი, რისთვის, პრომოუშენისთვის თუ სხვა, მაგრამ არა მგონია ეს ბევრისთვის სასიამოვნო ფაქტი იყოს.
სხვაფრივ, პოპულისთვის ჯიმარტი კარგი ალტერნატივაა. სხვა კომენტარების ავტორებისგან განსხვავებით, მე დაცვასთან და მოლარეებთან პრობლემა არ მქონია. ისინი აქ გაცილებით ზრდილობიანნი არიან, ვიდრე პოპულში ან იბისში. თუმცა, მივიჩნევ, რომ სავალდებულო ჩანთის კარადაში დატოვება ოდნავი დამცირებაა მომხმარებლის (რაც დაცვის ბრალი არაა). ამას ანალოგიურად აკეთებს მაგალითად დანიური სახლი, მაგრამ არა ელიტ–ელექტრონიქსი. ასე რომ, ვურჩევდი, ამაზეც დაფიქრდნენ.
საქონლის ფასის გაზრდას რაც შეეხება, სხვაგან არ ვიცი და გუდვილშიც ეგრეა. ჭიქა ვიყიდე 4 ლარი ეწერა და 6 გადამახდევინეს (გვიან ვნახე ქვითარზე), ტუალეტის ქაღალდი 3.60 და 5.80 ამახიეს.
)))
კარგია. მომეწონა ეს ბლოგი. ზუუსტად საჩემოა
saintereso postia friad, ubralod gamecina roca g-martis konkurentebad goodwil da populia dasaxelebuli. samartlianoba moitxovs itqvas, rom g-marti da goodwil erti menejmentia(tumca maincdamainc ar axmaureben).ai populis konkurenti ki namdvilad aris da aqac samartlianoba moitxovs itqvas, rom populis konkurenti (misi mdareze mdari da kidev mdari xarisxis momsaxurebis shedegad) yvela sheidzleba iyos.
bevri itqva aq cudi momsaxurebaze. magram me vityvi rom mtavari problema aris personalis dabali anazghaureba da faqtiurad trefikingi sakutar qveyanashi. ar vici g-martshi rogor aris, tumca vici ra xdeba populshi am mxriv.
molare romelic jdeba salarostan dilis 8 saatze da momdevno 24 saati zis, dametanxmbit rom verara chkua miyveba rom an sworad iangarishos, an fasi ar sheeshalos, arafers vambob tavazianobasa da ghimilze.
“tu ar unda mushaba vin adzalebs” ifiqrebs vinme.. magram damijeret vinc mushaobs, umetesobas ukiduresad uchirs da sxva gza ar aqvs, amitom aris rom yvela stabilurad 6 tve dzlebs da mere midis an ar midis da itanjeba
mokled sanam adamianebad ar chtvlian personals manamde ghimils ver eghirsebit veraaaa:))))
p.s. madloba g-marts gamoxmaurebistvis bevrisgan gasakviri jestia
ხოო, აი, მე კომენტარებიდან გავიგე, რომ გუდვილსა და ჯიმარტს ერთი მენეჯმენტი ჰყავს, აქამდე არ ვიცოდი. რაც შეეხება დაბალ ანაზღაურებას და სამუშაო გარემოს, ეგ რა თქმა უნდ აპრობლემაა, მაგრამ ამაზე იმათ უნდა ისაუბრონ, ვისაც კონკრეტულად ეხება. აბა, რაც არ ვიცი იმას მე ხომ არ დავწერ
axla davgugle da gadavawkdi shetxvevit am temas

sxvatashoris chvens blogze ukve 2-jer gailanzga gimarti damsaxurebulad tanac 1 veshi
gurjistanuli bizness waagavs
[...] მიერ დადგენილ უაზრო წესებს. “ჯიმარტის” შემდეგ სხვისი ჯერიც [...]
სერვისის კულტურა საქართველოში =0
აი ძალიან იშვიათად რომ ნორმალური დამოკიდბულება იყოს სადმე კლიენტების მიმართ
gamarjobat vexmaurebi tqven pretenziebs romelic absoluturad scoria.chventan jer erti momxmareblis uplebebi irgveva yvela marketshi(tumca myidveli yoveltvis martali ar aris)meore tundac gimartshi goodwilshi an pupulshi dzalian araprofesionali konsultantebi arian arasdros ar ician sad ra ucyviat an ra ristvis gamoiyeneba.amascinat goodwilshi cavacydi portaul shalis saparss romelsac ecera portatuli mtversasruti eseigi vinc eg saqoneli miigo da daaxarisxa arc is yopila konsultantze uketesi.sxva tu araperi carmodgena xom unda kondet ras yidian.xo kidev gaigimet chven tqven magaziashi puls vxarjavt im pulit tqven xelpasi gedzlevat