სემინარი
“Promoting Critical Thinking in Social Problems of Georgia”-სწორედ ასე ჰქვია ამერიკული საბჭოების მიერ მომზადებულ სემინარს, რომელსაც დღეს “New art cafe-ში” დავესწარი. უფრო კონკრეტულად, სემინარზე განიხილება რასიზმის, გენდერული ძალადობისა და ჰომოფობიის პრობლემები საქართველში. პირველმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა. აჩვენეს ფილმი “The American History X”, რომლის შემდეგ რასიზმის შესახებ დისკუსიაც გაიმართა. სამწუხაროდ, გენდერის თემაზე მომზადებული ფილმის სანახავად ვერ დავრჩი. გადაუდებელი საქმის გამო სემინარი ნაადრევად დავტოვე.
The American History X
“The American History X”-ეს არის ამერიკული ფილმი ნეონაცისტი ბიჭის, დერეკის შესახებ, რომლის როლსაც ედვარდ
ნორტონი თამაშობს. ნეონაცისტური იდეებით დახუნძლული დერეკი თანამოაზრეებთან ერთად აფრო და ლათინოამერიკელებს ავიწროვებს, არბევს მათ მაღაზიებს. ხო მართლა, ის ნეონაცისტი მას შემდეგ გახდა, რაც მამა რომელიღაც შავკანიანმა მოუკლა. ერთხელაც, სამი შავკანიანის მოკვლის გამო დერეკს ციხეში სვამენ. იქ კი ნელ-ნელა აზრზე მოდის და ბოლოს თვითონაც თანამოაზრე ნეონაცისტების მსხვერპლი ხდება-მას აუპატიურებენ.
ციხიდან გამოსული დერეკი აღმოაჩენს, რომ უმცროსი ძმაც მისი გავლენით ნეონაცისტი გამხდარა. ის ყველანაირად ცდილობს ძმის, დენის, ჭაობიდან ამოთრევას, თუმცა საბოლოოდ დენი შავკანიანი შურისმაძიებლის მსხვერპლი ხდება. -აი ეს არის ამ ფილმის მოკლედ, ზერელედ და უინტერესოდ მოყოლილი შინაარსი. საინტერესო ფილმი ნამდვილად არის, ფიქრის საშუალებასაც იძლევა, თუმცა შედევრი არის-თქო, ნამდვილად ვერ ვიტყვი.
ფილმი არაფერს არ ამტკიცებს, პირიქით-ის ათასგვარი ინტერპრეტაციის საშუალებასაც კი იძლევა. შეიძლება, გარკვეულ მომენტში დერეკის ნეონაცისტური იდეები გაამართლო კიდეც-მას შავკანიანებმა ჯერ მამა მოუკლეს, მერე-ძმა, მის უბანში ნარკოტიკებით ვაჭრობდნენ და ა.შ. არის მეორე მხარეც: მის ნაცისტურ იდეებს რამდენიმე შავკანიანისა და მისი ძმის სიცოცხლე ემსხვერპლა. სწორედაც რომ სადიკუსიო ფილმია.
დისკუსია
დისკუსია ძირითადად იმაზე იყო, დღევანდელ საქართველოში არის თუ არა რასიზმი, ქსენოფობია. ეს პრობლემაა, ასე თუ ისე ყველა შეთანხმდა. მონაწილეების განსაკუთრებულ დაპირისპირებას პირადად მე არც ველოდი. აბსოლუტურად ყველა მონაწილე ამერიკის საბჭოების პროგრამებით აშშ-ში ერთლიანი სასწავლო პროგრამით არის ნამყოფი და ალბათ, ამ საკითხისადმი მეტ-ნაკლებად ჯანსაღი დამოკიდებულება აქვთ. სიტუაცია ყველაზე მეტად მაშინ გაცხელდა, როცა საქმე სომხებსა და ჩინელებზე მიდგა(როგორც წესი, ამ დროს ყველაზე თავმოყვარე ქართველიც კი კარგავს წონასწორობას). ტელეფონში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოსაზრება ჩავინიშნე. ზოგიერთმა თქვა, რომ ქართველების დიდ ნაწილს სომხების მიმართ ქსენეოფობიური დამოკიდებულება აქვს და პირიქით, სომხებს-ქართველებისადმი. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ენობრივი ბარიერიაო. სომხებს ქართულის სწავლა და ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება არ უნდათო. მათ თუ საქართველოში უნდათ ცხოვრება, კეთილი ინებონ და ქართულიც ისწავლონო. ზოგი დაეთანხმა, ზოგი-არა.
დისკუსიას ერთი კალიფორნიელი მოხალისე ესწრებოდა, რომელმაც თქვა, რომ ადამიანთა ურთიერთობებში ენა ერთ-ერთი დამატებითი ელემენტია და არა-ერთადერთიო. ანუ, თუ სომხებსა და ქართველებს ერთმანეთთან მაინცდამაინც მეგობრული დამოკიდებულება არა აქვთ, ეს ენის არცოდნის ბრალი სულაც არისო.
ერთმა მონაწილემ ჩინელებისადმი ქართველების “ლეგიტუმურ შიშზეც” ისაუბრა. ჩვენ ვართ ოთხმილიონიანი სახელმწიფო. თუ ჩვენთან 5-6 წლის მანძილზე რამდენიმე მილიონი ჩინელი ჩამოვა, ქართველები გავქრებითო(ნუ, ზუსტად ასე არ უთქვამს, უბრალოდ, ცოტას ვაბუქებ :დ) ეს ამერიკელი ქალბატონიც არც დაფიქრებულა ისე გვითხრა: ქართველებმა ჯერ უნდა გადაწყვიტოთ სამოქალაქო ნაციონალიზმის გზას ირჩევთ თუ ეთნიკური ნაციონალიზმისო. მერე იყო საქართველოს უახლესი ისტორიის, ასევე ზვიად გამსახურდიას “გახსენება”, “საქართველო ქართველებისთვის” და სხვა ქსენოფობიური განცხადებები. კიდევ ერთმა ამერიკელმა(რომლის სახელიც არ ვიცი) თქვა, რომ საქართველოში არაქართველებისადმი რასისტული დამოკიდებულება ნამდვილად იგრძნობა. თბილისი უფრო მულტიკულტურული ქალაქია, ექ ეს ნაკლებად შესამჩნევია, რეგიონებში კი იცოცხლეთ, მსგავსი შემთხვევები უფრო ხშირიაო. ამის თავი და თავი კი თქვენი გაურკვეველი წარმოშობის სიამაყეაო(ცოტას ვაზვიადებ
).
მოკლედ, ბარემ აქაც ვიდისკუსიოთ: ვართ თუ არა ქართველები რასისტები? მითები ჩვენი ტოლერანტობის შესახებ ცოტა არ იყოს ნაყალბევად ხომ არ გეჩვენებათ? მე კი მგონია სწორედაც რომ ეგრეა, ქსენოფობია ძვალსა და რბილში გვაქვს გამჯდარი. ახლაც თვალწინ მიდგას ქუთაისის “მარშუტკაში” ბავშვივით ატირებული ოთხი ჩინელი ქალის სახე, რომლებსაც “ქუთეისელი”, “აქანე-იქანე” ქალბატონები ეუხეშნენ.
ესეც ნანახი ფილმის თრეილერი
P.S. ჰო, კინაღამ დამავიწყდა, ხვალ “Milk” უნდა ვნახოთ და შესაბამისად, დისკუსიაც ჰომოფობიაზე იქნება. მანამდე კი რასიზმზე ვიფიქროთ
.




hm sainteresoa erti unda vuyuro mag films.
rasistebi ar vici magram mxolod is fraza -” rac kargebi vart qartvelebi vart” me mgoni yvelafers ambobs ara??
hoda trakul situacias ras ezaxi? mgoni FB-s ar gamoyeneba ar gadachris aranair problemas garda imisa rom Fbs agar gamoiyeneb
xoda isa mashasadame eg idea ar momecona mxolod postshi danarcheni kargia
ეს ფილმი როცა ვნახე პირველად, კარგა ხანს გაშტერებული დავდიოდი, ჩემთვის იმდენად უცხო იყო რასიზმი და თანაც ასეთი ძალადობრივი. რაც უნდა თქვან, საქართველოში არის სომხებისადმი “არასიყვარული”, მაგრამ მაინც ვერ იტყვი, რომ ვინმე ძალადობდეს მათზე. ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგია და იმედია, არც გავიგებ.
პ.ს. მესმის შენი, რომ ფეისბუქის “ტ”–ული სიტუაცია გაღიზიანებს, მაგრამ მითხარი, სად არ არის ასეთი სიტუაცია და სად გესვრიან ვარდებს? ცხოვრება ასეთია, ბლინ. მთავარია შენ როგორი ხარ და არა – ის ფეისბუქზე როგორი “ტ”–ები დაბოგინობენ.
1. amerikeli stumrebis saxelebi: Saul A. Hernandez – Cultural Affairs Officer, U.S. Embassy to Georgia–es is kaci iko, bebiachemma inglisuri ar iciso
Cynthia Whittlesey – Public Affairs Officer, U.S. Embassy to Georgia –es kali homopobiaze ijda
Timothy Blauvelt–satvalebiani kaci, rasizmis bolos movida, amdenni xart da chinelebi rogor mogereviano
moxalise–katelyn finley
2. es mteli filmi rom mokevi, ikneb vinmes nanaxi ara akvs da axla kvelaferi icis
3. genderis filmZe rom ar darchi, problema araa, chven kvelas dagvedzina
4. chemtan after partyze rom ar moxvedi, cudia, mezoblebis shecuxebamde vertobodit.
visag gonia rom rasizmi ara aris sakartveloshi, gaixsenos cota xnis momxdari shemtxveva, rodesac shavi pexburtelis coli kartvelta bichebis jgrom gaaupatiura. sadgac regionshi moxda. da mere seminarze,vigacam tkva, chkviani xalxi rasisti ver iknebao. xoda es ambavi dzaanac chkvianma ESM-lebma momikves, bichbma, tan xitxitebdnen, armaturit gaaupatiures, armaturito.
temomac tkva rom chventan nel-nela dzalas ikrepen neo-nacisturi dajgufebebio. tak chto tavis motkuebaa es kvelaferi.
da kidev…gaxsovt monaniebashi rogoraa, shen jer adamiani xar da mere ki tanamdebobis piro, xoda me ase vitkodi: CHVEN JER ADAMIANEBI UNDA VIKOT DA MERE KI KARTVELEBI!
და როგორ ფიქრობ, ასეთი ფაქტები სხვა ქვეყნებში არ ხდება? თუ აქ რომ ოფიციალური პირები ჩამოდიან ყველა ამერიკელი მასეთი გგონიათ? თბილისშია ხო შავკანიანების უბნები… მოკლედ მე იცი რა მეჩვენება ნაყალბევად? ეს ამერიკანიზმი და მათი ნათქვამის გაუაზრებლად მიღება. ძალიან ბევრი სომეხი მეგობარი მყავს, ერთი ძმაკაცი ნახევრად ინგლისელია, მეორე ესპანელი, მაგრამ მაინც მეჩვენება, რომ ისეთი პატარა ერისთვის როგორიც საქართველოა, ამდენი ჩინელის ჩამოსვლა სერიოზულ რისკთანაა დაკავშირებული. თქვენთვის თუ არაფერს ნიშნავს სისხლი, წარმომავლობა, ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია და იმით ვამაყობ რომ ქართველი ვარ და არა საქართველოს მოქალაქე!
mec vamakob rom kartveli var. icit, me sul ar mgonia rom amerikelebi ar arin rasistebi da es filmic amaze metkvelebs.
ubralod icit risi tkma minda, tu kartveli var, ar nishnavs rom msoflioshi kvelaze magari var.
rac sheexeba chinelebs…ar vici ratom, am sakitxs martivad vukureb…arsebobs adgilebi sadac bevri adamiani cxovrobs da ver etava. arsebobs adgilebi sadac cota adamiani cxovrobs da kvela nel-nela tovebs aset adgilebs…humanuria rom carieli adgilebi udabnos ki ar daemsagavsos, aramed ik vinme dasaxldes.
rogorc vtkvi, me pirvel rigshi adamiani var da meore righsi ki-kartveli
pasumonok, რაც შეეხება ფართიზე მოსვლას, ძალიან მინდოდა, მაგრამ თავს ვერ ვგრძნობდი რაღაც ჯანსარად. ჰოდა, მეორე დილით გამთენიისას სასწრაფოც გამოვიძახე და მთელი დრე რესპუბლიკურში გავატარე. ახლა კარგად ვარ
vaime, Zalian vcuxvar, mit umetes dasafasebelia rom mteli weekendi chventan gaatare da ragaceebs usmendi da monacileobdi da postic maleve dacere. kochag!
მოიცა, ჯერ გენდერსა და ჰომოფობიაზე არ დამიწერია. მილკმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგაზე რომ არ დავწერო საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ.:)
thanks
საინტერესო პოსტია
იმ ქარტველებს სწორედაც სიმართლე უთქვიათ საჭიროა გენის შენარჩუნება ფერადკანიანების უკან დეპორტაცია და სომხების შევიწროება
საქართველო ქართველებს!!!
ევროპა ევროპელებს!!1
ჰომოსექსუალებს ლიბერალებს და ყველა ანტინაცისტს საკონცენტრაციო ბანაკები და დიდი გაზის კამერები
ჩვენი სიმართლე ჩვენი ღირსებაა!!!
SIEG HEIL