ჩემს 11 წლის ძმას, რომელიც უკვე მეხუთე კლასში გადავიდა, ექიმმა სასკოლო ჩანთის ტარება ზურგით აუკრძალა. გიომ
ზურგის არეში ყრუ ტკივილი რამდენიმე კვირის წინ იგრძნო. ქუთაისელმა ექიმებმა საგანგაშო არაფერია, მაგრამ თუ არ უმკურნალეთ ხერხემალი გაუმრუდდებაო. უახლოეს დღეებში თბილისში უფრო სრულყოფილი გამოკვლევებისთვის უნდა ჩამოვიყვანოთ. ეს ყველაფერი კი სწორედ სასკოლო ჩანთის სიმძიმემ გამოიწვია. მეოთხე კლასის მოსწავლის ჩანთა, რომელშიც ერთი სასწავლო დღისთვის საჭირო წიგნები და რვეულები აწყვია დაახლოებით 7 კილოგრამს იწონის. ჩემი ჩანთა, რომელშიც ლეპტოპი, დამტენი და ბლოკნოტები მიდევს, სამსახურში ყოველდღე დამაქვს. მისი წონა 4-4.5 კგ-ია. სახლში რომ ვბრუნდები, მხარი საშინლად დაღლილი მაქვს ხოლმე. ახლა წარმოიდგინეთ 11 წლის ბავშვის ზურგზე 7 კილოიანი ჩანთის ტარება როგორ იმოქმედებს.
პოსტის დაწერამდე მცირე მოკვლევის ჩატარება ვცადე. მინდოდა გამერკვია საქართველოში თუ არსებობდა რაიმე სტანდარტი, რომლელიც განსაზღვრავდა ბავშვისთის ყოველდღიურად რამდენი კილოგრამის ტარებაა დასაშვები. მსგავსი ვერაფერი ვიპოვე. ზოგიერთ ინგლისურ ფორუმზე კი განსხვავებული ინფორმაციები დევს.
მე მაინტერესებს ბლოგის მკითხველმა რამე თუ იცის ამის შესახებ, ან საზღვარგარეთ როგორ რეგულირდება ეს საკითხი? ან თქვენ თუ შეგქმნიათ მსგავსი პრობლემა?
ვფიქრობ, ამ საკითხით აუცილებლად უნდა დავინტერესდეთ, რადგან როგორც გავიგე ჩემი ძმის რამდენიმე კლასელსაც და სხვა ბავშვებსაც მსგავსი პრობლემა აქვთ. გამოსავალი კი ამ ეტაპზე მხოლოდ გორგოლაჭიანი ჩანთის ყიდვა და მკურნალობის დაწყებაა.





ძალიან ბევრს აწუხებს ეგ პრობლება უკვე. მე-12 კლასში ვარ და ვერაფერს ვამბობ ხოლმე ჩემი ჩანთის სიმძიმეზე, პატარებს რომ ვხედავ… თავისზე დიდი ჩანთები რომ ჰკიდიათ და თან იმსიმძიმე, უკან გადაზნექილები დადიან ნეელი ნაბიჯებით…
წიგნებია იმდენად “კარგი” ხარისხის, პრიალა ფურცლებიანი, რომ თხელსაც კი წონა აქვს… დაბეჭდონ ცოტა მსუბუქ ფურცლებზე. მე გამოსავალს ვპოულობ, ვანაწევრებ და “ნაწილ-ნაწილ” დამაქვს ხოლმე, მაგრამ, ფაქტობრივად, ვანადგურებ და მერე ერთჯერადი გამოყენების ხდება… არ ვიცი, ჩემი აზრით, ამაზეც სამინისტრომ უნდა იზრუნოს.
გორგოლაჭი 4ევა!
განვითარებულ ქვეყნებს აუცილებლად ექნებათ სტანდარტები, ისევე როგორც ყველაფერზე აქვთ ხოლმე.
მგონი ეს პრობლემა გადაჭრილია ასე – სკოლაში ყველა ბავშვს აქვს საკუთარი კარადა/სეიფი, რომელშიც ინახავს ნივთებს და მათ შორის, წიგნებსაც.
ჩვენთანაც ხომ არ ჰა?
samwuxarod araferi gamigia amaze..
damafiqra am problemam. 7 kilo ra ubedurebaaa
ოზურგეთში ამაზე წერდნენ მოსწავლეები ჯერ კიდევ 2 წლის წინ
http://apk.ge/rva/30.pdf
მასწავლებლების რეაქცია ასეთი იყო, მიგცლიათო
შოკირებული ვარ! 7 კილო რა უბედურებაა?! 11 წლის ბავშვი კი არა, მე ვერ ვათრევ ყოველ დღე მაგხელა წონას, ერთი ლეპ-ტოპი მკლავს, წაღება თუ დამჭირდა! დვორსკის ვეთანხმები, სეიფების იდეა ყველაზე უკეთესი გამოსავალი მგონია! ხარისხის შემცირების ხარჯზე წიგნების გამსუბუქებას ეგ ჯობია!
პრობლემა ის არის, რომ:
ა) მასწავლებლები ითხოვენ მოსწავლეებისგან, რომ ყველა წიგნი ატაროს ყოველ დღე სკოლაში… რაც იმის მაჩვენებელია, რომ სწავლების მეთოდები, რომელსაც იყენებენ მოძველებულია
ბ) შეიძლება დღის განმავლობაში გქონდეს 6 გაკვეთილი, მაგრამ ეს არ იყოს 6 სხვადასხვა საგანი (მაგ. შეწყვილებული გაკვეთილები)
ბ) საქართველოში სახელმძღვანელოები გაცილებით უფრო მცირე მოცულობის და წონისაა ვიდრე მაგ. იგივე აშშ-ში, მაგრამ იქ კარგ სკოლებში ბავშვებს წიგნები სკოლებში არ დააქვთ, ან აქვთ ორი წიგნი, რომელიც ერთი სკოლაშია ერთი სახლში, ან სკოლაში მიდიან მანქანით. არავითარი რეგულირება სახელმწიფოს მხრივ იქ არ არის. არსებობს მშობელთა ორგანიზაციები, რომლებიც ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნავენ. რაც შეეხება კვლევებს და დასაშვებ წონას აი საინტერესო სტატია
http://news.bbc.co.uk/2/hi/uk_news/education/2950475.stm
ჩემს დას გორგოლაჭები არ უშველის, საირმის კიბე აქვს ასავლელი ყოველდღე. ამიტომ, წიგნებს ვატოვებინებ სახლში
rais gorgolacebi me tu mkitxav wignebis tareba skolashi sul ar aris aucilebeli
da ucxoetshi eg ragac sayvarlad regilurdeba imit rac dvorskim dacera : ) miitane sheded da idos : ) tu mainc da mainc bibliotekes aqvt mixval aigeb iqve amoicer caikitxav da daabruneb da saxlshi gulianad chaujdebi cigns
ეგ მართლა კარგი ვარიანტია, მაგრამ ამის ელემენტარული პირობაც არ არსებობს. გარდა ამისა, მასწავლებელი ითხოვს, რომ ბავშვს ყველა წიგნი და რვეული თან ჰქონდეს. თან რვეულები ლამის წიგნზე დიდია, რომელიც წიგნს დამატებასავით მოყვება.
auh eg mascavleblebi ver arian , chems drosac mase iyo
axsna ezarbodat da chven gvakitxebdnen cignidan yvela pparagrafs tu rac iyo.
degeneratebi egeni. magas saxlshic ki vkitxulobdit da is moeyoola jobda rasac iq ver gavigebdit.
xoda ho karadebi ki ara bavchvebs ai shesanaxi merxebi rom aris egec ar aqvt (shignit satavsoebi rom aris)
hoda me mainc mgonia rom eg mascavleblebi ganrisxebul mshoblebs unda shexvdnen , mere yvela bavshvis (mtliani klasis) zurgchantebi moikidon da ise ataron yvela gakvetili :@ naxaven rogoria
http://blog.zwergenzone.de/2008/04/11/wie-schwer-darf-ein-schulranzen-sein/
ეგ პრობლემა ჩვენც გავწუხებდა, აქაო და “დიდები”ხართ და უნდა შეგეძლოთ ამდენის თრევაო, მერე ყველა საგნის მასწავლებელი თავისი საგნის წიგნს ითხოვდა და სხვისი არ ატაროო.. მერე შევთანხმდით და დღეგამოშვებით დაგვქონდა თანა-მერხელებს.. დარწმუნებული ვარ, პატარებისთვის ეს ყველაფერი მართლა უფრო რთულია და დროულად უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა განათლების სამინისტროში.. თორე მერე ყველანი ჩემნაირად ხერხემალდაგრეხილები იქნებიან ^^
gorgolachebiani chanta arafers moagvarebs… chveni gzebis gadamkide isic mainc unda awios bavshvma………..
radiosiujeti gavaketet radios jgufma universitetshi am temaze, saministrom komentaris gaketebisgan tavi sheikava da shemogvtavaza, tu gindat im temaze gaaketet romel cignebs mienicha cels grifio
chemi sacyali moscavleebi unda naxot ra dgeshi arian, inacileben da sagnebis mixedvit morigeobit daatareben cignebs. me ert sagans vascavli da imisi 3-4 cignis tareba mklavs xolme, iseti mdzimea.
ახლა მერვე კლასში გადავედი და წინა წელს იმდენი წიგნები მქონდა, მშობლებმა ძალით ამომიყარეს ჩანთიდან და მხოლოდ რვეულები დამქონდა. ამიტომ ჩემი მერხის მეგობრის წიგნებით “ვიკვებებოდი”. თან 10-ოსანი მოსწავლე ვარ და ხანდახან პრობლემებიც მექმნეობოდა. ცოტა ხანში კი აღმოვაჩინეთ, რომ სკოლიოზის ერთ-ერთი ფორმა-კიფოზი მქონდა დაწყებით სტადიაში და ახლა უკვე მძიმე ჩანთებს ვუფრთხი და ხერხემლის გასასწორებლად სპეციალურ რეჟიმებს ვიცავ. ისეთი მძიმე ჩანთა მქონდა, მამაჩემი ძლივს წევდა ხელში. დამიჯერეთ ძალიან ცუდია, რომ სასკოლო წიგნების უმეტესობა სქელია და მძიმე
me vaketeb exla kvlevas tu ramdenad iwvevs sqoliozs zemot agnishnuli Chantebi tareba.da unda aikrzalos tu ara.