მაღაზიაში სნიკერსს ან ალუმინის ქილაში ჩამოსხმულ კოკა-კოლას როცა ხედავ, შეიძლება თუ არა გაგახსენდეს ომი, ლტოლვილები და წითელი ჯვარი?
ან როცა მათ აგემოვნებ, შეიძლება თუ არა პირში გასული საუკუნის 90-იანი წლების უჟმური გემო ჩაგყვეს?
ერთი წამით დაფიქრდი და გაიხსენე, რა შეიძლება გაგახსენდეს სნიკერსისა და კოკა-კოლას გასინჯვისას, ან სახელის გაგონებისას?
ალბათ, პირველ რიგში ამერიკა, მხიარული რეკლამები, სლოგანები „Always Coca-Cola”, „წაუსნიკერსე“, ტრანსფორმერები, თოვლის ბაბუები, მოჟღარუნე საახალწლო მანქანები, მაკდონალდსი და ა.შ.
ახლავე გეტყვი რა შუაშია ომი, წითელი ჯვარი და ლტოლვილები.
1993 თუ 94 წლის ზამთარი იქნებოდა. აბაშაში, სოფელში, ბაბუაჩემის სახლი სავსე იყო გაგრიდან და სოხუმიდან გამოქცეული ჩემი ბიძების ოჯახებით. სახლში ათამდე ბავშვი ვიქნებოდით, მეორე ამდენი იყვნენ უფროსები. იმდროინდელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის წარმოდგენა კი თქვენთვის მომინდვია, ეს უცემოდაც იცით.
ერთხელ, სოფელში წითელი ჯვრის დიდი სატვირთო მანქანა გამოჩნდა. ფქვილი, ზეთი და ყავისფერ პაკეტში დაფასოებული ლობიო მოიტანეს, რომელსაც რატომღაც მხიარული კურდღელი ეხატა. ტრაილერს თან თეთრი ჯიპიც მოჰყვა, მასაც წითელი ჯვრის ემბლემა ჰქონდა მიკრული.
ჯიპიდან რამდენიმე კაცი და ერთი მაღალი, ქერათმიანი უცხოელი ქალი გადმოვიდა. „ამერიკელები არიან, ამერიკელები“-გვითხრეს ბავშვებს და ჩვენც დაჭყეტილი თვალებით ვუყურებდით „უცხოპლანეტელებს“, რომლებიც აქამდე მხოლოდ ტელევიზორში თუ გვყავდა ნანახი. ისე, ნამდვილად არ მახსოვს, იმ დროს სახლში ტელევიზორი მუშაობდა თუ არა.
უცხოელები საკვების განაწილებით იყვნენ გართულები და ლტოლვილებს თარჯიმნის დახმარებით ესაუბრებოდნენ.
ბავშვები მონუსხულები ვუყურებდით თეთრ ჯიპს. როცა დავრწმუნდით, რომ ყურადღებას არავინ გვაქცევდა, მივუახლოვდით, ცერებზე დავდექით და მანქანაში ჩავიხედეთ.
დაბლებს და უფრო პატარებს არ გაუმართლათ
. პირველი რაც შევამჩნიეთ ეს უკანა სავარძელზე დადებული… ტფუი ამის… სნიკერსის თავახდილი, ნახევრად სავსე კოლოფი და რამდენიმე ქილა კოკა-კოლა იყო. არ ვიცი რამდენი წუთი ვუყურებდით. ვიდექით და ვოცნებობდით იმ ყუთისთვის ხელის შეხებაზე, დაყნოსვაზე… ხან სნიკერსის გახსნის ჭრიალი ჩაგვესმოდა, ხან ალუმინის ქილისგან ხმაურით გამოშვებული გაზის ხმა…
მერე დავინახეთ მანქანისკენ როგორ წამოვიდა ის უცხოელი ქალი, თან რაღაცას გვეძახდა, თან იცინოდა, თან ხელსგვიქნევდა… ისე მოვკურცხლეთ, საღამომდე ვერ გვიპოვეს მშობლებმა. შეგვეშინდა, გვეგონა რაღაცაში გამოგვიჭირეს. წითელმა ჯვარმა სოფელი მალე დატოვა. მერე დიდი დრო გავიდა, ომიც ასე თუ ისე დავივიწყეთ, ახალი ომიც მოვინელეთ და სოფლიდან გადმოსახლებაც მოვასწარით. ბიძაშვილები იმ წლებს ხანდახან ღიმილითაც კი ვიხსენებთ, მაგრამ როცა ამ ოხერ, თხილიან ნუგას თვალს მოვკრავ, ის დრო ისევ მახსენდება, თავიდან არ ამომდის. უამისოდ სნიკერსი ვერ მიჭამია. ხანდახან სწორედ ამ მიზეზის გამოც არ ვყიდულობ, მირჩევნია სხვა გავსინჯო, რომელსაც მართლა შოკოლადის გემო ექნება და არაფერს გამახსენებს:) .
ისე, საინტერესოა ახლა სად არის და რას აკეთებს ის უცხოელი, ქერათმიანი ქალი. მახსოვს, შორიდან სურათებსაც კი გვიღებდა. ალბათ წარწერაც კი გაუკეთა იმ ფოტოებს “Poor Georgian children after the war”, ან რამე მსგავსი.
სნიკერსი ომის არომატით
August 29, 2010 by თაზო






და სნიკერსი და კოკა კოლა არ შეგხვდათ???
მაგარი პოსტია
ara gabo, ar shegvxvedria
. etyoba is kali ver mixvda ratom vixedebodit mis mankanashi, an idzunca. Ra vici aba…
ოხ თაზო, შენ რა გითხარი, რამდენი ვიცინე:)))
კიდე ერბო იყო დიდი ქილით, იმას USA ეწერა, ეგ ვიცოდი რაც იყო
მართლა რა დრო იყო.. იმ დროინდელი მახსოვს რვეული, ეგეც ჰუმანიტარული დახმარების იყო, ცისფერი, განა ჩვენს მწვანე 12–ფურცლიან რვეულს ჰგავდა, თეთრი და მაგარი ფურცლები ჰქონდა. ხოდა ინგლისურზე სიარული ახალი დაწყებული მქონდა, ასოებს უვკე ვარჩევდი და ამ რვეულზე ეწერა unicef ხოდა ყველას ვეკითხებოდი ეს unicef რას ნიშნავს–მეთქი და არ იცოდნენ
:/
არც ვიცი, რა დავწერო. მოდი და ასეთი ბავშვობის მერე, როგორიც ჩვენ გვქონდა, მოსთხოვე ფსიქიკურად მდგრადი იყოს
eh, sofi chven kidev ara gvishavs. Axla gaixsene erayeli, avganeli, checheni da sxva bavshvebis cxovreba. Amasac tu bavshvoba hkvia.
Irinka, unicef-is rveulebi da is rzis fxvilit savse yuti mec gamaxsenda, shav-yviteli kolofi iyo.
Samagierod es yvelaferi samomavlod cotati mainc gamogvadgeba. Msgavsi ramis ganmeoreba am kveyanashi ar unda davushvat aravitar shemtxvevashi.
ვაიმე, გუშინ მოყვა ანეკდოტი, მგონი რუსო ფანოზიშვილიმა, თოვლის ბაბუა ჩავა სომალიში, დაესევიან ბავშვები და თოვლის ბაბუს ტექსტი: ვინც საჭმელს არ ჭამს, ის ვერ მიიღებს საჩუქრებს
)))))))))))))))))))))))))))
აუ რამდენი რაღაცა გამახსენა შენმა პოსტმა… ეჰ თაზო, ომი ყველაზე საშინელი რაღაცაა რაც სეიძლება ერს დაემართოს. ხშირად ვიძახი ხოლმე რომ ჩვენ კიდე გაგვიმართლა ჩვენზე უფროს თაობასთან შედარებით ვისთვისაც ომს სნიკერსის გემო კი არა, ჭრილობები და სვხა მტკივნეული რაღაცეები ახსენებს. მოკლეთ მგონი ჩვენ მაინც არ ვართ დაკარგუი თაობა. იმ ამერიკელს კიდე შეერგოს ის თავისი სნიკერსი, ახლა უკვე შენც შეგიძლია ჭამო რამდენიც გინდა
omi dzalian cudia:( snikersi ki kargia
chemtvis snikersi gasuqebastan asocirdeba. sul mgonia, rom yvelaze meti kaloria am shokolads aqvs.. magram es ar aris sababi imistvis,rom ar vchamo
):))
ise minda aseti momentebi amovagdo chemi mexsierebidan.. martla arc tu ise kargi periodi iyo
ეჰ რა პერიოდი იყო
( მახსოვს მაშინ ნათლიამ მომიტანა სნიკერსი და ბაუნტი, ქვეყანა ჩემი მეგონა
DD