მგონი, უკვე ყველამ იცით რაც ბოლო დღეებში საქართველოში ხდება: მმკ(მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი), სმმ(საქართველოს მართლმადიდებლური მოძრაობა) და საზოგადოების ნაწილი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ლანძღვა, გინება, მუქარა, ცემა-ტყეპა-ეს ყველამ ვნახეთ. ასობით ფოტო-ვიდეო მასალა გავრცელდა ინტერნეტში. საინტერესო ისაა, რომ ამ ყველაფერში რამდენიმე სასულიერო პირიც აქტიურადაა ჩართული.
არ ერიდებიან ისეთ ფრაზებს, როგორიცაა:
“შენი მკვლელი გავხდები!”
“უკანასკნელ ნეირონს მიგასხმევინებ კედელზე!”
“ძირფესვიანად ამგძირკვავთ!”
მომხდარ ამბავზე სტატია უკვე დავწერე და მის ხელმეორედ გადამღერებას არ ვაპირებ, უბრალოდ ჩემს განწყობას გაგაცნობთ.
ილიაუნის წინ გამართულ აქციაზე ორი ნასვამი ბიჭი პოლიციელს “ეკაჩავებოდა”. სურათებს ვუღებდი. შემაგინეს, ნუ გვიღებო. წესით და რიგით ორივესთვის სახე უნდა ამეხია. მოვერეოდი, ეჭვიც არ შეგეპაროთ-ჯერ ერთი ნასვამები იყვნენ და ფეხზე ძლივს იდგნენ. და კიდევ, ფიზიკურადაც არ ჰგავდნენ დევგმირებს. შორიდან მხოლოდ ხელი დავუქნიე და გავუღიმე. ამაზე კინაღამ გაგიჟდნენ. პოლიცია აკავებდა. მაინტერესებს, რომ გამოეშვათ რას მიზამდნენ.
-პასუხი რატომ არ გავეცი?
-არ გეგონოთ დედა არ მიყვარს და მისი შეგინება ადვილი გადასაყლაპია ჩემთვის.
მოტივი 1: ხალხი ისედაც გადარეული იყო, ვის რომელ კუთხეში სცემდა გადარეული მასა, ვერ გაიგებდი. მეც რომ ერთი ამბავი ამეტეხა, დაძაბულობის კერა ერთით გაიზრდებოდა. პოლიცია მხოლოდ მშვიდი გამშველებლის როლს ითავსებდა და რეალურად ვერ ახერხებდა სიტუაციის დაწყნარებას.
მოტივი 2: დაპირისპირება ხდებოდა საჯარო სივრცეში. ნებით თუ ძალით, მეც ამის ხელშემწყობი ვიქნებოდი. არადა, მიმაჩნია, რომ ძალადობას ძალადობით არ უნდა უპასუხო.
არცერთი იდეოლოგია, არცერთი პრინციპი, არცერთი პიროვნება, არცერთი რელიგია და არცერთი ღმერთი იმად არ ღირს, რომ ჩვენ, ადამიანებმა ერთმანეთს ცხვირპირი დავალეწოთ და მერე დუჟმორეულებმა გამარჯვება ვიზეიმოთ. აზრზე არ ვარ რა მოხდება უახლოესი დღეებისა და თვეების მანძილზე საქარველოში. დაპირისპირება გამწვავდება, უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს, თუ ყველაფერი ჩაწყნარდება და დავიწყებას მიეცემა. როგორ არ მინდა სიტუაციის გამწვავება, ვერ წარმოიდგენთ. არ მინდა ყირგიზეთსა და ირანს დავემსგავსოთ, სადაც ადამიანებს განსხვავებული შეხედულებების გამო დღემდე დაუნანებლად კლავენ.
ამ სიტუაციაში თითოეულ ადამიანს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. ჩემ წილ პასუხისმგებლობას ცოტა არ იყოს გადამეტებულადაც კი ვგრძნობ. ბოლო დროს სწორედ ამიტომ არ ვერთვები რელიგიურ თემატიკაზე გამართულ დისკუსიებში. ვიღაცამ ფეისბუქზე მომწერა გუშინწინ:
“-ასე რატომ გძულს პატრიარქი და ჩვენი რელიგია, იქნებ ამიხსნა?”
-არ მძულს, საიდან მოიტანე, უბრალოდ ცოტა გავიხუმრე(ვიგულისხმე ერთი მეგობრის სტატუსზე დატოვებული კომენტარი)
-კარგი ძმაო, კარგად იყავი!
-გაიხარე”
როგორც მერე გავიგე ეს ადამიანი სმმ-ს ერთ-ერთი წევრი აღმოჩნდა. წარმოვიდგინოთ, რომ მე დამეწყო მისთვის რაღაცების მტკიცება, ის თავისას დაიწყებდა, ვიკამათებდით, დამემუქრებოდა, დავემუქრებოდი…
პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება განურჩველად სქესისა, ორიენტაციისა, რელიგიისა და ა.შ. ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად.
არ შემიძლია ორიოდე სიტყვა არ ვთქვა იმ ადამიანებზე, რომლებიც საქართველოში დღეს მიმდინარე ამბებს “გვერდიდან”უყურებენ და ირონიულად ამბობენ: “ვაი ლიბერალებმა და ვაი მართლმადიდებლებმა გადააფსით ერთმანეთს”.
არაფერს არ გავალდებულებთ და არ გთხოვთ. ყველას აქვს უფლება, რაც უნდა ის აკეთოს: უყუროს საყვარელ სატელევიზიო შოუს, უსმინოს მუსიკას, ხატოს ჩიტები, დარგოს ყვავილები, გული შეეკუმშოს სადღაც ტროპიკულ ტყეში დაღუპული ოპოსუმის უდროო გარდაცვალებაზე, თვალები გაუფარდოვდეს ავსტრალიის ზოპარკში დაბადებული ტყუპი კენგურუს ნახვაზე… უბრალოდ, მერე არ აღვარღვაროთ ცრემლები, როცა თქვენს დარგულ ყვავილებს გადათელავენ, საყვარელი მუსიკის მოსმენას აგიკრძალავენ და ქუჩაში პანღურსაც ამოგცხებენ იმიტომ, რომ თქვენი ვარცხნილობა არ მოეწონათ.
აბა სხვა რა ვთქვა. ფრთიანი ანგელოზი არც მე ვარ და სხვაზე არანაკლებ მკრეხელური აზრები მიტრიალებს თავში. უბრალოდ მინდა, ცოტათი მაინც უკეთესი იყოს ის გარემო, სადაც ვცხოვრობ.




Yo! First!
ჯიგრული პოსტია!
არცერთი იდეოლოგია, არცერთი პრინციპი, არცერთი პიროვნება, არცერთი რელიგია და არცერთი ღმერთი იმად არ ღირს, რომ ჩვენ, ადამიანებმა ერთმანეთს ცხვირპირი დავალეწოთ და მერე დუჟმორეულებმა გამარჯვება ვიზეიმოთ. >>> anu shen ginebas gana imito ar upasuxe, rom amit areulobas gamoiwvevdi, ubralod es sheni principia da rogorc wesi arc pasuxob xolme sheuracxyofas. ras vizamt, zogs rogori tavmoyvareoba gvaqvs, zogs rogori : ))
როგორც წესი, ვპასუხობ ხოლმე, გააჩნია სიტუაციას. ჯერ ერთი, მე ამ აქციაზე ჟურნალისტად ვიყავი მისული და როგორც მინიმუმ, ჟურნალისტი ხალხს საცემად არ უნდა დასდევდეს. ეს იყო ჩემი მთავარი შემაკავებელი ფაქტორი. ისე ნაწილობრივ მართლი ხარ, კონფლიქტური სიტუაციების შექმნა მაინცდამაინც არ მიყვარს და ნერვების მოთოკვაც შემიძლია
უნდა ვიყოთ თავისუფალი აზროვნების !!! სანამ ამას ბოლომდე არ გაითავისებენ მანამდე არაფერი ეშველებათ .
მთლიანად თავისუფალი უნდა გავხდეთ და არა ნახევრად თავისუფალი.
Tazik ki xar martali maagram yoveltvis rom ar shvelis msgavsi qmedeba da meore loyis mishvera da es yvelaferi rom imatebs da imatebs da zvavisgan agorebul masas emsgavseba?
gamosavali ra aris ar vici magrams adgac ragac albat aris!
ბოლო აბზაცს ვეთანხმები. დანარჩენისა კი რა გითხრათ, პასუხისმგებლობა ყველას აქვს, მაგრამ რატომღაც ყველა (გარეთ)უფლებებზე საუბრობს და უფლებებს მოითხოვს
მდა
ცუდი ამბები ხდება მანდ. პროვოკაციაა, არ ვიცი, ვისი მხრიდან, მაგრამ…
ფაქტია, რომ პრობლემა არსებობს და ბრბოს კიდევ ვერ შეაკავებ ღიმილით.
თითქოს ადვილია, დაეთანხმო ან ამ აზრს, ან – სხვას, მაგრამ ყველაზე დიდი საშინელება ისაა, რომ ამით ქვეყანა არ იხვეწება, არც ახალგაზრდები სწავლობენ რამე მნიშვნელოვანს – გრძელდება და გრძელდება უაზრო ცემა-ტყეპა, კაი ბიჭების “კაჩავი”…
ღმერთი ვინ არის, სად არის, რა უნდა – ამის აზრზე რომ არცერთი მხარე, მუმუკუ, სუმუკუ, ლიბერალები, არ არის, თქმა არ უნდა. მომავალი თაობა ძალიან ცუდ დღეში იქნება, აი ეს ზუსტად ვიცი, როცა ვეღარ გაიგებენ საით წავიდნენ. ნუ, სლოტ კლუბები კი სულ ღიაა პრინციპში…
ლოყის მიშვერა საჭიროა არაა, მაგრამ ცეცხლზე ნავთის დასხმას ხშირად ჯობია.
თუ შენი თავმოყვარეობის შელახვის გამო გამწვავებით საფრთხეს არავის უქმნი, შეიძლება თავი შეაკლა, მაგრამ თუ შენმა ქმედებამ შეიძლება სხვების ჩართვაც (მითუმეტეს ასეთ, საზოგადოებრივად აქტუალურ საკითზე) გამოიწვიოს, მაშინ სწორედ პასუხისმგებლობის შეგრძნებაა საჭირო და უკან დახევა.
ეს, ბატონ ფეძიასთვის (fedzia)
ukacravad, cota qvevit gipasuxe.. shemtxvevit
getanxmebit, rom yvelam tavisi cili pasuxismgebloba unda igrznos, tumca akve vityodi, rom ‘mtlianad tavisupali’ tu gindat naxot, albat asatianze unda sheiarot. araertxel mitkvams, rom kartvelebs gviyvars ukiduresobashi gadavardna da es tazos blogshic igrznoba. tu adamiani chems gmerts sheuracxyops da me amas ver avitan es imas ar nishnavs, rom me iranis msgavs saxelmciposhi vcxovrob. yvelas akvs upleba ipikros ise, rogorc unda, ilaparakos ise, rogorc unda magram tu es pikri da laparaki sxvis sheuracxyopashi gadadis, mapatiet da amas tavisupleba ki ara, uzrdeloba kvia. ‘evropisken scrapva’ ar nishnavs kartuli xasiatis cashlas. evropashic da amerikashi ertmanets dedas upro xshirad agineben vidre gamarjobas amboben. kartvelistvis ( da ara marto) dedis gineba rasac nishnavs es yvelastvis gasagebia. nutu ar sheizleba ise vcerot, rom ertmanetis sicmindeebs sheuracxyopa ar mivayenot? ikneb vpikrobt, rom tu patriarks augad movixseniebt es liberalobis da tavisupali azrovnebis damadasturebelia? shemizlia gadmogigzavnot masalebi ra moyva NY times-shi gamokveynebul musulmanebistvis sheuracxmyopel karikaturas. xom vambobt, rom amerikashi demokratiaa…scadet da romelime religiis sicmindes sheexet. damijeret, zalian cud dgeshi agmochndebit da minimum monanieba da sajarod bodishis moxda mogicevt. tazo, ar shemizlia ar gamovexmauro prazas ‘ქუჩაში პანღურსაც ამოგცხებენ იმიტომ, რომ თქვენი ვარცხნილობა არ მოეწონათ’. amerikashi pangurs ar amogcxeben, magram vercert normalur kompaniashi ver daicyeb mushaobas, tu tmis peri axlos ar aris naturalur pertan. amerikashi umushevrobas isev panguri jobia
)) damercmune, tmebis citlad shegebvis shemtxvevashi gagaprtxileben da tu mainc ar gadaigebe natular perze, aucileblad dagatovebinebe samsaxurs. ar ipikrot, rom im romelime organizaciis carmomadgenels vamartlebde, romelic cema-tyebit upisirpirdeba vinme ‘mcerals’. arc im ‘mcerals’ vayeneb sheuracxyopas. tumca mkonda beniereba camekitxa nabodvaris (ukacravad magram mec xom makvs azris gamoxatvis upleba:) ragac nacili da vtvli, rom yvelaze kargi pasuxi ikneboda am ‘liberali mcerlia’ sruli ignorireba. mapatiet, rom gamigrzelda komentari
da shen realurad migachnia is, rac aq ewera? yvelafers rom tavi davanebot avdgebodi da gverdze gaviyvandi pasuxis gacema rom mdomoda kacs. imis shishit vinmes rame ar daushavdeso, yvelas gadafurtxebuli ar unda aloko! modi da ar dametanxmo : ))
pasuxis pasuxi Katiee.Ge-s
Sophie Golden,
ღმერთი ვინ არის – siyvaruli da tavisupleba
sadac vikaipeb gay sazogadoebaze darcmunebuli var ‘kartveli liberalebi’ iset ambavs damacevt, rom ‘one way ticket’-is shovna momicevs asap
sazogadoebis ragac nacili xom aktiurad icavs adamianis uplebebs. akve vxedav, rom igive nacili agshpotebulia mkk-s da skk-s (netav scorad tu vcer) kmedebebit. ar gegonot me vamartlebde mat sakciels. vtvli rom isini yvelaze did reklamas uketeben ‘norchi mcerlis shemokmedebas’ tumca arcerti ‘liberali’ ar ambobs, rom sxvisi sicmindeebis sheuracxyopa daushvebelia da tu adamianis uplebebze saubari, mashin gaixsenet, rom martlmadideblebic adamanebi arian
da mati uplebebic und aiyos daculi. kidev erti shekitxva makvs. nutu ilia chavchavadzis saxelobis universitetshi sxva upro saintereso araferi akvt gasaketebeli, vidre sazogadoebis didi nacilis nervebze tamashi?
სად არის – yvelgan da yvelafershi
რა უნდა – chveni kargad yopna
es chemi azria. roca vlaparakobt azris gamoxatvis tavisuplebaze da adaminis uplebebis dacvaze erti shekitxva minda davsva. me rom davcero cigni (yvela cers da me ra davashave)
თაზო,
arc me var didad konfliqtebis moyvaruli, gamovirchevi kidec samegobroshi simshvidit, tumca eg imas ar nishnavs yvelaferze tvalis da yuris daxuchva martebuli iyos. tu jurnalistad iyavi misuli da shengan chxubi miugebeli iyo isev shentvis, vigas da ragatom uxsni imas, rom shegedzlo orive gecema, tumca tavi sheikave?
“-არ გეგონოთ დედა არ მიყვარს და მისი შეგინება ადვილი გადასაყლაპია ჩემთვის”
ამ თემაზე: ერთ-ერთი უწყინარი მარგალიტი ამ ”საიდუმლო სირობიდან” რომელსაც მე ”პერსონალურ სირობას” უფრო დავარქმევდი:
”მე მიდგებოდა, როცა დედა პირჯვარს იწერდა. ყოველთვის მეუფლებოდა განცდა, თითქოს ცერა, საჩვენებელი და შუა თითები შუბლთან მიტანის შემედეგ, მუცლის ნაცვლად ბოქვებთან გადაინაცვლებდნენ… ო, როგორ მძულხარ, დედა! შენ ერთხელაც არ გაგიმართლებია ჩემი იმედი…”
ეს არის თავისუფლება და აზრის გამოხატვა???????????????? და ამას ჰყავს დამცველები გიგი თევზაძის და სხვათა სახით. პრინციპების, ღმერთისა და დედის გულისთვის, ნამდვილად ღირს ცხვირპირის დამტვრევა ერთმანეთისთვის, თუმცა ყოველთვის მშვიდობიანი ადამიანი მეგონა საკუთარი თავი.
არ არის პრობლემა, მოგწემდეთ და ანძრიეთ საკუტარ დედბზე, მაგრამ ამას თავისუფლების, მაღალი იდეალებისა და ინტელექტუალობის პრეტენზიის ჩარჩოებში ნუ გააკეთებთ. იყავით უბრალოდ ”პერსონალური სირები”
kati, საერთოდ წაიკითხეთ ეს პოსტი და მიხვდით რა წერია აქ? ჯერ ერთი: დეისაძის წიგნის შესახებ არაფერი მსენოდა ამ აქციამდე და სიმართლე გითხრა, ახლაც არ მაქვს სურვილი ეგ იდიოტობა წავიკითხო. თქვენგან განსხვავებით, ამ წიგნის პოპულარიზების სურვილიც არ გამჩენია.
ადამიანი როცა წერ რამეს, ცოტა ზრდილობა უნდა იქონიო, მითუმეტეს როცა მორალისტობ. ერთხელ რომ არ გავეცი უზრდელ ადამიანს პასუხი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ ასე მოვიქცევი. ვინც მუშტს ითხოვს, მიიღებს კიდეც.
“ნამდვილად ღირს ცხვირპირის დამტვრევა ერთმანეთისთვის, თუმცა ყოველთვის მშვიდობიანი ადამიანი მეგონა საკუთარი თავი”-ამ კომენტარზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: ფაშისტების ჯინაზე უფრო დიდი ფაშისტი ვერ გავხდები.
ისე ცოტათი კი დამაფაქირეთ, იქნებ მართლა უნდა დამელეწა ცხვირი იმ ორი მთვრალი ღლაპისთვის?
თაზო,
ar vici vin caikitxa es posti magram me namdvilad cavikitxe da gipasuxet kidec. getanxmebit, rom ‘არცერთი იდეოლოგია, არცერთი პრინციპი, არცერთი პიროვნება, არცერთი რელიგია და არცერთი ღმერთი იმად არ ღირს, რომ ჩვენ, ადამიანებმა ერთმანეთს ცხვირპირი დავალეწოთ და მერე დუჟმორეულებმა გამარჯვება ვიზეიმოთ’, magram isev ukiduresobashi vardebit. ar aris aucilebeli cema-tyepit vupasuxot. tkveni postebidan gamomdinare sheizleba davaskvna, rom adamianis uplebebis shelaxva gagelvebt. es gadasarevia, magram gaitvaliscinet, rom seksualuri umciresobebis garda kidev arian adamianebi, romlis uplebebic ilaxeba. roca xedavt rogor igineba ori nasvami kuchashi, kargia, rom pasuxad mxolod ugimit, akve mianishnebt, rom es ori nasvami pirovneba deisadzis ‘shemokmedebis’ mocinaagmdegeta gundidan iyvnen (mixvdit albat me razec miganishnebt), ikneb isic agnishnot, rom rac am ‘mceralma’ dacera es aris yvela im adamiani sheuracxyopa, vistvisac sarcmunoeba aris zalin cminda da xelsheuxebeli. mainteresebs, es cigni musulmanur sicmindeebs rom shelaxavdes (carmomidgenia ra ambavs atexavdnen sakartveloshi mcxovrebi musulmanebi) tkven xom ‘xmalamogebuli’ daicavdit religiuri umciresobebis upelbes??????????????? zalian gtxovt gulcrfelad mipasuxet. roca mianishnebt ‘მერე არ აღვარღვაროთ ცრემლები, როცა თქვენს დარგულ ყვავილებს გადათელავენ, საყვარელი მუსიკის მოსმენას აგიკრძალავენ და ქუჩაში პანღურსაც ამოგცხებენ იმიტომ, რომ თქვენი ვარცხნილობა არ მოეწონათ’, ikneb imazec gepikrat ratom uketebs prezentacias msgavs najgabns ilia chavhcavadzis universitetis xelmzgvaneloba????? ar damicyot axla liberalebio da ase shemdeg. eg universiteti visi saxelobisac aris, im geniosis shemokmedebas rom gacnoboda vinme deisadze an misi cignis prezentaciis organizatorebi uketesi ikneboda. getanxmebi imashic, rom chven vuketebt reklamas am umsgavsobas da yveaze kargi gamosavali ikneboda sruli ignori msgavsi idiotizmis. tumca nu gvavicydeba rom kartvelebi emociurebi da temperametiani xalxi var. nurc is dagvavicydebat, rom kartvelistvis gvtismshobeli cminda da xelsheuxebelia, rom dedis sheuracxyopa sheizleba minimum cema -tyepit dasruldes, rom sheizleba yvelaze mshvidma kartvelmac ki ver sheikavos tavi da im vinme deisadzes (mapatiet magram unda vtkva) saxe sheulamazos. ar var zaladobis momxre, tumca idiots unda utxra rom idiotia!!!!!!!!!!!!!!!! xshirad unda umeoro torem idiotia da rom daavicydes isev cignis ceras da prezentaciaze pikrs daicyebs. tazo, roca davinaxav, rom yvela adamianis upebas icavt, gulcrfelad davijereb, rom zogadad adaminis upelbebis dacva gagelvebt. is ori nasvami axalgazrda sheaginebs vinmes, cava mere saxlshi, daizinebs, didlit isev dalevas gaagrzelebs da amit tavis tavs vnebs. idiotebi ‘liberaluri gamometyvelebit’ daceren (isev mapatiet) sirobebs, sxva idiotebi am sirobebis prezentaciaze izruneben (chvenc xom liberalebi varto) , kidev sxva idiotebi sirulad daukraven tashs( aha kidev upro meti liberali) da vicxovrebt yvela ertad liberalur sasiretshi. gasagebia rom iranis msgavs saxelciposhi cxovreba ar gindat, magram ar mgonia liberaluri sasireti uketesi iyos. ar gvinda radikalizmi. ikneb shualedi mogvezebna……….ara? ramxela komentari damiceria
საერთოდ ყველაფერში შუალედია საუკეთესო გზა, მაგრამ ჩვენთან პრობლემა იმაშია, რომ მმკ და მსგავსი ორგანიზაციები რადიკალურად უდგებიან სხვების წარმოდგენას ცხოვრებაზე და თავისუფლებაზე.,რადიკალური მიდგომა კი ხშირად ასეთივე პასუხს იწვევს.
ძალიან ხშირად მაქვს მომენტი ცხოვრებაში, როცა იმის მიუხედავად, რომ ყველაფერში შუალედი და ბალანსი მიყვარს, რადიკალურ პასუხებს და შეურაცხყოფის მიყენებასაც კი ვიწყებ იმის გამო, რომ მეორე მხარე მელაპარაკება რადიკალური თეზისებით.
მმკ-ს წევრი რომ მოვიდეს და მითხრას, ქართველი რომ ხარ ამიტომ ასე და ასე უნდა იცხოვროო, შეიძლება ისე ამეშალოს მაგაზე ნერვები რომ სამსაათიანი უცენზურო ტექსტი გავუშალო წინ იმის შესახებ, როგორი გულისამრევი ერია ქართველები; მერე გამახსენდება, რომ ჭკვიანი, განათლებული და ზომიერი ქართველებიც არსებობენ და მთლად ბოლომდე უიმედო ქვეყანა არ ვართ.
khatia.geo მოგმართავთ თქვენ და ბლოგის სხვა მკითხველს. შეიძლება თქვენ გგონიათ, რომ მე მიკერძოებულად ვიცავ ვინმეს უფლებას ან მიკერძოებულად ვწერ. ასე ფიქრი თქვენი ნებაა. მე არაფერზე გეკამათებით, მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ: გადაავლეთ თვალი უკანასკნელი დღეების მოვლენათა ქრონოლოგიას, ნახეთ რა მოხდა დღეს საღამოს კავკასიაზე. ამის შემდეგ კი უმორჩილესად გთხოვთ მითხრათ: სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი მოქმედებენ თუ არა კანონის ფარგლებში.
[...] http://freelandia.wordpress.com/2010/05/06/1635/ [...]
ამ დღეებში ძალიან ბევრი საუბარი იყო ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და ა.შ. ყველა ამ ღირებულებას თავის თავში მოიცავს დემოკრატია.
რა არის დემოკრატია: მისი ერთ-ერთი მთავარი პრინციპია
უმრავლესობის მართვა, უმცირესობის უფლებების და ინტერესების გათვალისწინებით. მაგრამ ეს უფლებები მთავრდება იქ, სადაც იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებების შელახვა, როცა შეურაცყოფას აყენებენ იმას, რაც საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის არის წმინდა და ხელშეუხებელი, ეს ძალიან სცილდება ე.წ. ლიბერალური დემოკრატიის ჩარჩოებს.
არ ვიცი რა წერია ხელისუფლების მიერ საპატრიარქოსთან გაფორმებულ კონკორდატში და საერთოდ როგორია ჩვენი საკანონმდებლო ბაზა, მსგავს სიტუაციებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემი აზრით აუცილებლია დეისაძის და მსგავსი ადამიანისმაგვარი არსებების შეზღუდვა სისხლის სამართლის კოდექსით და ესეთი კანონი უნდა იცავდეს, არამარტო მართლმადიდებლობას, არამედ საქართველოში არსებულ ისეთ ტრადიციულ რელიგიებს, როგორიცაა: იუდაიზმი, ისლამი, კათოლიციზმი.
აბსოლუტურად ვიზიარებ იმ აზრს რომ მმკ-მ გააპიარა ეს გულის ამრევი ნაჯღაბნი, მაგრამ ამავდროულად ძნელია თავის შეკავება იმ ქვეყნის შვილისთვის, რომელსაც უგინებენ, როცა მარტო ერთ დღეს 100 000 კაცმა შესწირა მართლმადიდებლობას. რაც შეეხება იმას რომ მსგავსი მარაზმი დაეწერა ვინმეს თუნდაც ისლამზე, რაც ჩემთვის ასევე მიუღებელია, იგივე ფსევდო ლიბერალები ატეხდნენ ერთ ამბავს, რომ ქვეყანაში არ არის დაცული რელიგიური უმცირესობების უფლებები
Georgia – 70-80-ია წლებში უკვე გამოვიარე, როცა ადამიანებს არა მხოლოდ ნაწერისთვის, არამედ აზრის თავისუფლად გამოხატვისთვის პერმის “ლაგერებში” უშვებდნენ. მაშინ კომუნიზმის კრიტიკა იყო მიუღებელი, დღეს… ათასჯერ უთქვამთ და ახლაც ვიმეორებ – ვინ იყო დეისაძე ვინმემ იცოდა ამ კონფლიქტამდე? ასევე, იმ ეპოქაში 1000-დან 1 თუ იცოდა ვინ იყო პროტოპრესვიტერი ალექსანდრე მენი, სუვოროვი, ბუკოვსკი, სოლჟენიცინი. მათი წიგნების წაკითხვისათვის 7-წლიანი “სროკი” იყო + 5 წლიანი გადასახლება. 70 წლების ბოლოს რისკითა და შიშით ჩამომქონდა საქართველოში სპეციალურ პაპიროსის ქაღალდზე შვეიცარიაში დაბეჭდილი ჯიბის ბიბლიები და მეგობრებში ვავრცელებდი. ამ წიგნის საშუალებით ეზიარა ბევრი ადამიანი საღვთო წერილს. ჩემი მეგობრის და კი, ასევე ჩემი ჩამოტანილი წიგნების ზეგავლენით მონასტერში წავიდა და დღეს უმაღლეს იერარქიას მიაღწია. მე კი, რომლისთვისაც უმაღლესი თავისუფლება გამოხატვის თავისუფლებაა, 17-25 წლის ახალგაზრდებმა მამთმავალი და ღვთის მგმობი მიწოდეს და კარგადაც მომარტყეს ორივე ლოყაში…
მოგესალმებით ბატონო გაბო,
საბედნიეროდ ჩემი დაბადებიდან 6 წლის შემდეგ ბოროტების იმპერიამ არსებობა ოფიციალურად შეწყვიტა და მაგ საშინელ პერიოდს ვერ მოვესწარი თუმცა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ თქვენი ნათქვამის სისწორეში. აქ რის საუბარი დემოკრატიის ორ ფუნდამენტურ პრინციპზე, ადამიანის ორ ყველაზე მნიშვნელოვან
უფლებაზე: ეს არის გამოხატვის თავისუფლება და რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს, არამხოლოდ იმას რომ ადამიანს უფლება აქვს იყოს იმ რელიგიის მიმდევარი რომელსაც თავად სურს რომ მისდევდეს, არამედ ის რომ მისი, როგორც ამა თუ იმ რელიგიის მიმდევრის უფლებები და ღირსება იყოს დაცული, ეს კი იმას ნიშნავს რომ თუ მაგალითად ადამიანი არის ისლამის მიმდევარი და მე კი ამ დროს შეურაცხყოფას ვაყენებ ალაჰს, მუჰამედს, წმინდა ფატიმას და ა.შ. ვარღვევ მის უფლებას და რა ქნას ამ შეურაცხყოფილმა და ღირსება შელახულმა ადამიანმა, თუ მას და მის რელიგიურ უფლებებს კანონი არ იცავს? გადაყლაპოს შეურაცხყოფა? მას ისღა დარჩენია რომ სიტყვიერად მაინც დაიცვას თავის უფლებები, რა დროსაც პატარა პროვოკაციაც საკმარისია რომ მშვიდობიანი პროტესტი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდოს, სადაც მტყუან მართლის გარკვევა უკვა ფაქტიურად შეუძლებელია. სამწუხაროდ და სავარაუდოდ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდით თქვენც
P.S. დღეს ძალიან მოგვიმრავლდა ქართველებს ნეოლიბერალიზმის მქადაგებლები, ტოლერანტობას და ლიბერალიზმს ”გვასწავლიან”
არადა ქართველებს არც ერთი არ გვესწავლება და არც მეორე და ამის დასტურად ისიც კმარა, რომ XII საუკუნეში დავით აღმაშენებლის თბილისში გატარებული რეფორმების შემდეგ აიკრძალა ღორის დაკვლა მუსულმანთა და ებრაელთა უბნებში, ხოლო
თავად დავით IV, უფლისწულ დემეტრესთან ერთად ყოველ პარასკევს მეჩეთში დადიოდა და როგორც არაერთი მუსულმანი არაბი ისტორიკოსი ამბობს რომ დავითი მუსულმან მმართველებზე მეტად პატრონობდა მუსულმანებს, ასევე თამარ მეფის სამეფო კარზე, პირველი ვეზირი, თანამედროვე გაგებით პრემიერ მინისტრი
ივანე მხარგრძელი ეროვნებით ქურთი იყო, ხოლო როცა შოთა რუსთაველი მეცამეტე საუკუნეში წერდა: ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია, ანუ ამბობდა რომ ქალი და მამაკაცი არიან თანასწორ უფლებიანები, ხოლო ამერიკაში 19 საუკუნის ბოლომდე ქალებს ხმის მიცემის უფლება არ ქონდათ.
და როცა ადამიანმა ეს ყველაფერი იცის, ბოლო ბოლო უხერხულად იგრძნობს თავს რომ ესეთი ისტორიის მქონე ერს ტოლერანტობა ასწავლოს, მაგრამ ამის ცოდნისთვის საჭიროა წიგნის კითხვა და განათლების მიღება, OSGF-ის ტრენინგები არ არის საკმარისი
არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რა [იყო]. სახელმწიფო თუ ოდესმე რამეს აკეთებდა, ეგ არ ნიშნავს რომ იგივეს სწავლა მეორედ, მეათედ და მეასედ არ მოუწევს – ეს მაგ სახელმწიფოში მცხოვრები ერის გონიერებაზე და საკუთარი ისტორიიდან სწორი დასკვნების გამოტანაზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში ამ ორივე კომპონენტის მწვავე დეფიციტია და “ვეფხისტყაოსნის” ფრიალით დღეს ვერაფერს დაამტკიცებ. [დღეს] უნდა აკეთო საქმე, თუ გინდა რომ არ გესწავლებოდეს.
გონიერება სხვა არის, ცოდნა, განათლება კიდევ სხვა და დღე მგონი უფრო ცოდნის და განათლების დეფიციტია, ვიდრე გონიერების, ის მაგალითები რაც მოვიყვანე ბევრნაირად შეიძლება იქნას გაგებული,
და ზუსტად მაგას ვამბობ რომ უნდა დასკვნების გამოტანაა საჭირო, მაგრამ დასკვნები რის საფუძველზე უნდა გააკეთო?როცა მთელი ცხოვრების განმავლობაში წიგნი, იგივე ვეფხისტყაოსანი არ წაგიკითხია, საკუთარ ისტორიას არ იცნობ და მერე დასავლეთიდან ჩამოთესლებულ Uncle Sam-ს OSGF-ის ტრენინგებზე პირდაღებული რო უსმენ და რო გგონია რო ცხოვრების ახალ საფეხურზე ახვედი და მერე გამოდიხარ და შენზე ბევრად მაღალი დონის, ინტელექტის და განათლების მქონე ადამიანს ტოლერანტობას ასწავლი მაგაშია უბედურება, ასეთ ადამიანებსზე მაქვს საუბარი, მათ რო იცოდნენ საკუთარი ისტორია, იცოდნენ საკუთარი მწერლობა და ა.შ. როგორც მინიმუმ ძია სემის ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია კულტურულ შოკს არ მიაღებინებთ და კარგ შემთხვევაში კი ასეთი ტრენინგების საწიროება საერთოდ არ ექნებათ. რა თქმა უნდა არანაკლები უბედურებაა როცა ადამიანი არც მაგ ტრენინგზე დადის, არც კითხულობს და არც ცოდნა აქვს, ასეთი ადამიანი ყველაზე საშიშია თუნდაც იგივე ემოკრატიული საზოგადოებისთვის
P.S. ზუსტად მაგიტომაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა იყო და როგორ იყო, იმიტომ რომ ერმა მაგის საფუძველზე უნდა გამოიტანოს დასკვნები. ილიას სიტყვებს შეგახსენებთ: აწმყო შობილი წარსულისგან, არის მშობელი მომავლის!!!
მგონი გასაგებად დავწერე – რა იყო, იმას მნიშვნელობა აქვს [მაშინ], როდესაც ერს იქიდან გამოაქვს დასკვნები და ამ დასკვნებს ცხოვრებაში იყენებს. საერთოდ არ არის საჭირო ისტორია თქო, ეგეთი რამე არ დამიწერია და ტყუილად ნუ მომაწერთ : )
გაუგებარი ნამდვილად არაფერი ყოფილა და ჩემი კომენტარი მარტო თქვენს საპასუხოდ არ ყოფილა, და აბსოლუტურად ვეთანხმები თქვენს კომენტარს!!!
ჩვენი უბედურება სწორედ იქედან მოდის, რომ მხოლოდ უკან ვიხედებით. “200 წლის ბალი მიდგას ეზოში და ამერიკელმა რა უნდა მასწავლოს” -ცნობილი ფრაზა გაუნათლებელი და ხეპრე ქართველისა. და, აი, სავალალო შედეგი “უკან” ყურებისა -კანონის უგელველყოფა ყოველ ნაბიჯზე (“ეგღა მაკლია წითელზე გავჩერდე”), რელიგიური ეთნოცენტრიზმი, ძალადობა განსხვავებული აზრის გამომთქმელზე. შედეგად – გაპარტახებული სულისა და ეკონომიკის ქვეყანა. ყველაფერ ამას დაერთო ნაცისტური განწყობების მომძლავრება საზოგადოებაში, რასაც ზოგიერთი (ხაზს ვუსვამ – ზოგიერთი) სასულიერო პირიც უწყობს ხელს. ასევე, პარტიებისა და ხელისუფლების (მათ შორის სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან) გულისამრევი კეკლუცი რელიგიასთან. ყველაფერი ამის პროტესტი მყისიერად იწვევს იარლიყების მიკერებას და ძალადობას, რის მაგალითებიც ბოლო ათი დღის განმავლობაში მრავლად გამოვლინდა. შედეგი – თავი მოგვაქვს 3000 წლიანი ისტორიით და 21-ე საუკუნეში ნამიბიის უკან მივჩანჩალებთ…
ბატონო გაბო, ალბათ მეთანხმებით რომ ადამიანი თავისი არსით პროგრესისკენ ორიენტირებული არსებაა და მხოლოდ უკან ყურება მის რეგრესს გამოიწვევს. ჩვენს საამაყო წინაპრებს (ჩემს საამაყო წინაპრებს) სულ რომ უკან ეყურათ არც შუშანიკის წამება გვექნებოდა, არც ვეფხისტყაოსანი, არც სტუმარ-მასპინძელი და საერთოდ, ფარნავაზმა რომ ანბანი შეგვიქმნა დღესაც იქ ვიქნებოდით. ამერიკელმა რა უნდა გვასწავლოს? მე და თქვენ მარკეტინგი, ბიზნესის კეთება, ვისაც ჯერ არს იმას საკუთარი მოსახლეობის, გნებავთ გადასახადების გადამხდელების და ამომრჩევლების პატივისცემა, მაგრამ ნუ გვასწავლის იმას რომ დღეს რელიგია, მითუმეტეს მართლმადიდებლური ქრისტიანობა მოძველებული ფასეულობაა და ბევრად პრიორიტეტულია პიდარასტების უფლებები.
ალბათ კანონთან დაკავშირებით იმაზეც დამეთანხმებით რომ გიორგი ბრწყინვალის ხელმწიფის კარის გარიგება და ძეგლისდება რომ დაიწერა მასეთი ”კოდექსით” იმ პერიოდის მსოფლიოს ვერცერთი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის, ეს უბრალოდ, მაგალითისთვის მოვიყვანე რომ ქართველებს გვახსოვდეს ”რანი ვიყავით გუშინ” და თავჩაქინდრულები არ ვიჯდეთ დემოკრატიის ლექციებზე და როგორც თორნიკემ აღნიშნა დასკვნები გავაკეთოთ საკუთარი წარსულიდან, ხოლო ის რომ დღეს კანონის პატივისცემის მხრივ ერთ-ერთ ბოლო ადგილზე ვართ ეს უფრო იმ პერიოდი გავლენა უნდა იყოს, რომელზეც თქვენს პირველ კომენტარში საუბრობდით, გაპარტახებულ სულს რაც შეეხება გეთანხმებით, ესე სულში ჩაფურთხებულები ბოლოს რომელ საუკუნეში ვიყავით არც მახსოვს, ყველაზე რთულ პერიოდშიც კი არ გვყავდა სირები, რომლებიც თავიანთ საიდუმლო სირობებზე დაწერდნენ, ხოლო ეკონომიკას რაც შეეხება ალბათ დამეთანხმებით რომ საპატრიარქოს ბრალი არ არის ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა, სავარაუდოდ არც თქვენი და ჩემი დაქცეული უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკა. რაც შეეხება ნაცისტურ განწყობილებას რომელი ერების მიმართ გვაქვს ასეთი დამოკიდებულება? დაგისვიათ ეს კითხვა საკუთარი თავისთვის მიგიღიათ პასუხი???
პარტიებისა და ხელისუფლების (მათ შორის სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან) რელიგიასთან გულისამრევ კეკლუცზეც
გეტყვით ორიოდე სიტყვას, დიახ ეს ნამდვილად გულისამრევია როცა ხდება იმიტომ რომ ეს არის რეიტინგისთვის, საზოგადოების გაუნათლებელი ნაწილის გულის მოსაგებად, თორემ ერთი ხელით პირჯვარს იწერდე და მეორეთი ეკლესიას ანგრევდე მასეთი რწმენა არ გამიგია მე
misasalmebeli da qebis ghirsia is adamini, romelic ambobs imas rasac fiqrobs da ganicdis, vidre is, romelic yviris da saxes ixokavs imis gamo, rom vighacam raghaca saashkaraoze gamoitana da adamianebis sulis sibindzure samzeoze dado…
“მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” და გულაშვილის მოძრაობა სახელს უტეხენ ეკლესიას. თუმცა სიმართლე რომ ითქვას ილიას უნივერსიტეტი არ უნდა აძლევდეს უფლებას შიზოიდ დეისაძეს თავისი ნაბოდვარი (რომლის ერთადერთი გამართლება მისივე სიგიჟეა და სხვა არაფერი) სახალხოდ გამოაჭენოს და პრეზემტაციები მართოს.
დემოკრატია–––სიგიჟეს არ ნიშნავს, თანაც საქართველოში 82% მართლმადიდებელი ცხოვრობს და ის რაც დეისაძეს უწერია–––ესაა უდიდესი შეურაცყოფა უფლის და ჩვენი ეკლესიის. რატო ამაზე არავინ არ იღებს ხმას?
ილიას უნივერსიტეტმა და იქ მოკალათებულმა მარგინალებმა კარგად იციან რასაც აკეთებენ. სპეციალურად ააგორეს ეს ამბავი რომ გულაშვილი მივარდნილიყო და ამითი კიდევ ერთი ლახვარი ჩაეცათ ეკლესიისათვის. მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.
პ.ს. მე რომ შემეძლოს დავნიშნავდი დეისაძის ფსიქიკურ ექსპერტიზას და მას სათანადო დაწესებულებაში მოვათავსებდი.
ისე ილიას დევიზი იყო –––ენა, მამული, სარწმუნოება და საოცარია მისივე სახელის მატარებელი უნივერსიტეტი ფეხქვეეშ რომ თელავს მის იდეალებს. რატო ამაზე არავინ არ იღებს ხმას? ყველა ტვ და რადიო და აქაც თითქმის ყველა გულაშვილს ლანძღავენ (რაც სწორია), მაგრამ რატომ არავინ ეხება ჩემს მიერ ზემოჩამოთვლილ საკითხებს? დეისაძის მიერ ჩემი სიწმინდეების შეურაცყოფა რატოა დემოკრატია? რატომ არ უნდა აგოს ამაზე არავინ პასუხი(რა თქმა უნდა ცივილური ფორმით)?
რომელ დემოკრატიულ კოდექსაში წერია ადამიანების რელიგიური გრძნობების შეურაცყოფა?
თაზო,
მაპატიე რომ პასუხი დამიგვიანდა
კითხვების იგნორირება არ არის ჩემი სტილი.
სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი მოქმედებენ თუ არა კანონის ფარგლებში – რა თქმა უნდა არა!
მაგრამ ეს არ ამართლებს ‘ლიბერალების თავდადებას’!!!!!!!!!!!!! სანამ სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი რამეს მოიმოქმედებდნენ, მანამ ვიღაც თავხედმა ითავხედა. როცა ‘ერთს’ ამბობ ‘მეორეზე’ თვალს ნუ დახუჭავ.
mogitkant tavisupali azrovneba, tkve kleebo akamde rom moxvedit da ar gadashendit tavisupali azrovnebisa da trakismimcemebis damsaxurebaa ara? ram gamogaylevat, cota gonze modit, magram ara mgonia rame geshvelot.
mogitkant demikratiuli kodeqsi da azrovneba puh….