დღეს კინოთეატრ “ამირანთან” გაზეთ “ბათუმელების” მხარდამჭერი აქცია მოვაწყვეთ. ბევრი ადამიანი მოვიდა: ჟურნალისტები, რედაქტორები, სრულიად ქართული ბლოგოსფერო, ქართული მედიის გულშემატკივრები. უცხო თვალისთვის მართლა ბევრნი ვიყავით, სინამდვილეში კი ყველა ერთმანეთის ნაცნობი და მეგობარი იყო. “ბათუმელების ” ჟურნალისტებზე უკვე დიდი ხანია ხორციელდება ზეწოლა. ზეწოლის ფორმები კი განსხვავებულია. ამის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
აქცია “ამირანთან” იმიტომ დაიგეგმა, რომ დღეს იქ გაიხსნა საერთშორისო კინოფესტივალი, შესაბამისად, ბევრი სტუმარი შეესწრო ამ ამბავს. კომენტარები ჩაიწერა “პირველმა არხმა” , “იმედმა”, “მაესტრომ” და iTV.ge-მ. “რუსთავი 2″ და “რეალ ტვ” ახლოს არ გაგვეკარა.
საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ნაყოფიერი აქცია გამოვიდა. მსგავსი ფორმებით არამგონია აწი ვინმე შეაშინონ. თუ შეაშინებენ, იმ შემთხვევაშიც შესაბამისად ვიმოქმედებთ.
რაც შეეხება “ბათუმელებს”, ისინი ჩვეულებრივ აგრძელებენ მუშაობას და წინ ძალიან რთული ბრძოლა აქვთ გადასატანი-ეს ქართული სასამართლოა. ვანხოთ რა გამოვა ამ ამბიდან.
ესეც ფოტოები აქციიდან. ფოტოები გადაიღო ზურა ბალანჩივაძემ
ლოზუნგები
“გმირი დედა” და ქართული მედიის ყველაზე პატარა გულშემატკივარი. ვილი Rocks!
ნინია კაკაბაძე, ნინო დანელია, თეო ხატიაშვილი
შორენა შავერდაშვილი
P.S აქციას უკვე გამოეხმაურა media.ge, iTV.ge












აუ ძაან მინდოდა მოსვლა, მაგრამ გადაკარგულში ვცხოვრობ და გვიან ვეღარ მივდივარ ხოლმე სახლში
სულიერად თქვენთან ვიყავი :*
ძალიან მინდოდა თქვენთან ერთად ვყოფილიყავი და მეც დამეცვა თავისუფალი სიტყვა და “ბათუმელები”. თუმცა, სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არ მქონდა
თავიდან ვხუმრობდი, ერთი კარგი დარბევა გვაკლია, რომ აქციას ცოტათი ემოცია და მუხტი გაუღვივდეს–მეთქი, მაგრამ მერე დავასკვენი, რომ ეს ერთ–ერთი ყველაზე მართალი და მშვიდობიანი შეკრება იყო, რომელზეც აქამდე ვყოფილვარ.
ვილი რა კაცია, საყვარელი.
zurriuss@ შენი კომეტარი ისე მომეწონა, ნიუსისთვის გამოვიყენებ რა
პერსონალური მადლობა ფოტოებისთვის
“საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ნაყოფიერი აქცია გამოვიდა.”
გეთანხმები. ტელევიზიით საერთოდაც რომ არ გაშუქებულიყო ეს თემა, მაინც მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენი იქ ყოფნა – ”ბათუმელების” გვერდით.
[...] to resist the Special Operations Department’s pressure over the newspaper. Freelandia gives report and photos from the protest, they will help you get the feeling of the protest. [...]
დოდკა და ვილი რა საყვარლები არიან
)
სამწუხაროდ არც ვიცოდი ასეთი გაზეთი თუ არსებობდა, გუშინ გავიგე ნაცნობისგან აქცია ტარდებაო, რ ა თ ქ მ ა უ ნ დ ა არც მე ვყოფილვარ, მაგრამ ”სულით” თქვენთან ვიყავი
))))))) კარგია, კარგია, კარგია ;D წარმატებები
აუ, მეც მინდოდა მოსვლა, მაგრამ ვინაიდან ჩემი სამუშაო დღე დამთავრებული არ იყო, ამბავზე გამიშვეს და ვეღარ მოვახერხე მოსვლა …
auu mec mindoda mosvla da movedi
:D:D
))))
mere tazos erti plakati wavartvi da kai xani videqi
mshvenieri iyo, aegre!
ირინკას: რას მახარბებ რაა , უუუფ (წამოუსვლელობით უკმაყოფილო სმაილი) :p
ოღონდ თქვენ არ გაბრაზდეთ და კიდევ მოვაწყოთ ერთი აქცია
kargi ideaa tazo :d