Feeds:
Posts
Comments

Archive for December, 2009

გუშინ ჩემს ბლოგს ერთი წელი შეუსრულდა მგონი დროა განვლილი წელი შევაჯამო: 1. ბლოგზე ჯამში დაიწერა 103 პოსტი 2. გამოქვეყნდა 1353 კომენტარი 3. გამოყენებულია 555 ტეგი 4. პოსტები დაყოფილია 55 კატეგორიად ყველაზე რეიტინგული სამი პოსტი: 1.  ჰომოსექსუალების, “უზრდელი ჰეტეროსექსუალების” და მართლმადიდებელი მშობლების “უზნეო” თავყრილობა 2.  მე მინდა მარინა სალუქვაძესთნ სექსი, შენ? 3.  ფოტოკონკურსი შიშველი ბავშვების ფოტოებით ყველაზე ხშირად გამოყენებული [...]

Read Full Post »

ფეისბუქზე გავრცელდა ფონდ “ინკლუზივის” მიმართვა. აქ დეტალურადაა აღწერილი  რა როგორ მოხდა. დაპატიმრებულია ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პაატა საბელაშვილი. მგონი, უკვე აღარა აქვს მნიშვნელობა ვინ ჰომოსექსუალია და ვინ ჰეტეროსექსუალი, ვინ მართლმადიდებელი და ვინ ათეისტი, მაჰმადიანი ან კათოლიკე. ბოლო დროს ამ ქვეყანაში ცხვრება სულ უფრო მუქ ფერებში მესახება. მომკალით და ჩემი ყველა პოზიტიური იმედი საქართველოსთან დაკავშირებით ნელ-ნელა უფერულდება. [...]

Read Full Post »

“ძველ სამსახურზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს”-მივიღე მეგობრული რჩევა. მიზეზი ჩემი წინა პოსტია, სადაც საწყენი ეს ფრაზა გახდა: “რეზონანსიდან”  წამოვედი. მგონი, წერტილი დაესვა ჩემს უხელფასო მუშაობას. ბევრჯერ უთქვამთ ჩემთვის, რომ შიდასარედაქციო “ჭუჭყის” გარეთ, საჯაროდ  გატანა  არ შეიძლება, რომ ეს არაეთიკურია და ა.შ. სიმართლე გითხრათ, არც კი მიფიქრია, რომ ამ ფრაზით რაიმე მსგავსს ვაკეთებდი. თავში აზრადაც [...]

Read Full Post »

“რეზონანსიდან”  წამოვედი. მგონი, წერტილი დაესვა ჩემს უხელფასო მუშაობას.  სხვა არანაირი მიზეზი არ მქონია ამ სამსახურის დასატოვებლად. იდეალური რედაქტორები მყავდა-მკაფიო დავალებები, ზუსტი შენიშვნები, მეგობრული დამოკიდებულება. თუმცა, დღეს რომ  თავი გაიტანო, ეგ საკმარისი არ არის. უკვე კარგა ხანია მოტივაციას ვეძებ. ვინც ეძებს პოულობსო-ნათქვამია. მეც ვიპოვე, უფრო სწორად თავად მიპოვა უკვე მედიაპორტალ www.media.ge-ს ჟურნალისტი ვარ.  კონტრაქტიც კი გამიფორმეს.  [...]

Read Full Post »

დღეს კინოთეატრ “ამირანთან” გაზეთ “ბათუმელების” მხარდამჭერი აქცია მოვაწყვეთ.  ბევრი ადამიანი მოვიდა: ჟურნალისტები, რედაქტორები, სრულიად ქართული ბლოგოსფერო,  ქართული მედიის გულშემატკივრები. უცხო თვალისთვის მართლა ბევრნი ვიყავით, სინამდვილეში კი ყველა ერთმანეთის ნაცნობი და მეგობარი იყო.  “ბათუმელების ” ჟურნალისტებზე უკვე დიდი ხანია ხორციელდება ზეწოლა. ზეწოლის ფორმები კი განსხვავებულია. ამის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. აქცია “ამირანთან” იმიტომ დაიგეგმა, რომ [...]

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.