აზერბაიჯანის პირველი ინსტანციის სასამართლომ ორ ბლოგერს, რომლებიც ასევე ახლაგზარდული მოძრაობის აქტივისტებიც არიან, განაჩენი გამოუტანა. ადნან
ჰაჯიზადეს 2 წლით, ხოლო ემინ აბდულაევს(იგივე მილი) 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა ხულიგნობისთვის მიუსაჯა.
მიუხედავად ოფიციალური ბრალდებისა, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ისინი თავს პოლიტიკურ პატიმრებად თვლიან. ადნან ჰაჯიზადემ და ემინ მილმა ინტერნეტ სივრცეში ცნობილები მას შემდეგ გახდნენ, რაც სოციალურ ქსელებსა და ბლოგებზე აქტიურად დაიწყეს აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკა.
ადნან ჰაჯიზადე 26 წლისაა და ის ახალგაზრდული მოძრაობა OL –ის დამფუძნებელია. ემინ მილმა კი აზებაიჯანში შექმნა Alumni Network და ინტერნეტ ტელევია.
ახალგაზრდების დაპატიმრებას მეორე დღესვე გამოეხმაურნენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები. მათ უარყოფითი შეფასება მისცეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ქმედებებს და ის ადამიანის უფლებების უხეშად დარრვევაში დაადანაშაულეს. აღსანიშავია, რომ ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2008 წელს გამოაქვეყნა პრესის თავისუფლების ანგარიში, სადაც 173 ქვეყანას შორის აზერბაიჯანს 150-ე ადგილი უკავია.
ბლოგერებს 2009 წლის 9 ივლისს ბაქოს ერთ-ერთ კაფეში ორი სპორტული აღნაგობის კაცი დაესხა თავს. თვითმხილველების თქმით, მათ ახალგაზრდებს ცემა დაუწყეს, თან უყვიროდნენ “რატომ აკრიტიკებთ მთავრობას?”
თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, პოლიციამ კი ადნან ჰაჯიზადე და ემინ მილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა. ადვოკატების თქმით, პოლიციამ დროული სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინა ნაცემ აქტივისტებს, რითაც მათი უფლება კიდევ ერთხელ დაირღვა. დარღვევებით წარიმართა მათი სასამართლო პროცესი. მისი არაერთხელ გადადების მიზეზად კი დაზარალებულის გამოუცხადებლობა დასახელდა. 10 ნოემბერს, გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ სასამართლო პროცესი შუადღის ნაცვლად, დილის 10:30 წუთზე გაიმართებოდა. შესაბამისად, სასამართლოს შენობის წინ ბრალდებულთა მხოლოდ რამდენიმე მეგობარმა აქტივისტმა შეძლო პროტესტის გამოხატვა. მათთვის პოლიციას ხელი არ შეუძლია.
განაჩენის გამოცხადებისთანავე ბლოგერებმა დარბაზში მყოფ მეგობრებს სოციალურ ქსელებში მათი მხარდამჭერი კამპანიის აგორებისაკენ მოუწოდეს. რამდენიმე წუთში ფეისბუქსა და ტვიტერზე ელვის სისწრაფით გავრცელდა დაპატიმრებული ბლოგერების მხარდამჭერი განცხადებები. გარდა ამისა, მხარდამჭერებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაიწყეს საპროტესტო აქციების ორგანიზება. მათ შორის აღმოჩნდნენ ფეისბუქის ქართველი მომხმარებლები. ისინი უახლოეს დღეებში საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს წინ საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ.
აღსანიშნავია, რომ ადნან ჰაჯიზადე და ემინ მილი ინტერნეტ სივრცეში ხელისუფლებას მოურიდებლად აკრიტიკებდნენ. მათი ერთ-ერთი ბოლო ვიდეო ნამუშევარი მთავრობის სატირულ კრიტიკას მიეძღვნა. ვიდეოში ხელისუფლების წარმომადგენელს ვირის ფორმაში გადაცმული ადამიანი ანსახიერებს. დაპატიმრებული ბლოგერების მხარდამჭერი აქციები მათი დაპატიმრებიდან მეორე დღესვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო. საპროტესტო აქციები გაიმართა ჰააგაში, ლონდონში, ბრიუსელში, ვაშინგტონსა და სხვა დიდ ქალაქებში. აქტივისტები აზერბაიჯანის ხელისუფლებისაგან სიტყვის თავისუფლების დაცვას მოითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.
არზუ გეიბულაევა, აზერბაიჯანელი ბლოგერი : “ვერდიქტი, რომელიც გვერდს უვლის საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციათა პროტესტს, ცხადს ხდის, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს იმის კეთებას, რაც თავად სურს.”
მსჯავრდებულთა ადვოკატის, ელტონ გულიევის თქმით, ბლოგერების განაჩენის შესახებ გადაწყვეტილება ხელისუფლებამ სასამართლომდე მიიღო კაბინეტში. ამით აზერბაიჯანის მთავრობამ სხვა ახალგაზრდებს აჩვენა, რომ გააქტიურების შემთხვევაში ისინიც იგივე ბედს გაიზიარებენ.
ბლოგერებისთვის განაჩენის გამოტანას იმწამსვე გამოეხმაურა “მსოფლიო ბლოგინგის ფორუმი”, რომელიც რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 9-12 ნოემბერს ჩატარდა. ფორუმის მონაწილეებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს. მათ დაგმეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ქმედება და მხარდაჭერა გამოუცხადეს დაპატიმრებულებს.
მსოფლიო ბლოგინგის ფორუმს ბუქარესტში ორი ქართველი ბლოგერიც ესწრებოდა. გიორგი ჯახაია, იგივე “სუხუმი” ფორუმზე მონაწილის სტატუსით იმყოფებოდა, დოდი ხარხელი(www.dodka.ge) კი მიწვეული სტუმარი იყო.
გიორგი ჯახაიამ ფორუმზე საკუათარ გამოცდილებაზე ისაუბრა, თუ როგორ გახდა ის რუსული კიბერ შეტევის მსხვერპლი. 2007 წელს, აგვისტოს ომის დროს, ის სოციალურ ქსელებსა და ბლოგებზე ავრცელებდა ინფორმაციას, რაც რუსების გაღიზიანებას იწვევდა. შესაბამისად, რუსმა ჰაკერებმა მისი ბლოგი და სოციალური ქსელების ანგარიშები არაერთხელ დაბლოკეს.
აღსანიშანავია, რომ საქართველოში ჯერჯერობით ბლოგერებს სიტყვის თავისუფლების მხრივ სერიოზული პრობლემები აქამდე ჯერ არ ჰქონიათ. მიუხედავად ამისა, რამდენიმე კვირის წინ იუტუბის რამდენიმე მომხმარებელს მცირე პრობლემები მაინც შეექმნათ. გასულ თვეში ვიდეოპორტალზე გავრცელდა პატრიარქის გაშარჟებული ვიდეოები, რასაც საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. დაიწყო გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეოების გავრცელებაში ბრალდებული ორი ახალგაზრდა დაკითხა და ნივთმტკიცების სახით მათ კომპიუტერები და ფოტოაპარატები ჩამოართვა, აგრეთვე გაჩხრიკეს მათი სახოვრებელი სახლები.
პრესის თავისუფლების ანგარიშში საქართველო აზერბაიჯანს უსწრებს. ჩვენი ქვეყანა 173 სახელმწიფოს შორის 120-ე ადგილზე იმყოფება, რაც 2007 წელთან შედარებით უარესი მაჩვენებელია. საქართველო ამ წელს ამავე ანგარიშში 66-ე ადგილზე იმყოფებოდა.
სტატია გამოქვეყნდა “რეზონანსში”, 13/10/2009
ვიდეო, რომლის გამოც ბლოგერებს პატიმრობა მიუსაჯეს




კარგია!
გიგა, სიმართლე გითხრა, კახეთიდან რომ დავბრუნდი და შენი პოსტი ვნახე, ძალიან მომხვდა გულზე. გუშინ როგორც კი მივედი სამსახურში, ეგრევე ვუთხარი რედაქტორს ამ საკითხზე დავწერ-მეთქი
.
ხირხელი არა ოღონდ :დ
კარგია, რომ შენ მაინც დაწერე.
თაზო, კარგი სტატიაა.
საპროტესტო აქცია როდისთვის იგეგმება?
დოდი, უკვე ხარხელი ხარ!
ნატოშა, ზუსტი თარიღი არ ვიცი, თუ რამე გადაწყდა აუცილებლად დავწერ.
Social comments and analytics for this post…
This post was mentioned on Twitter by kissie: Yes, AT LAST! Georgian Bloggers about #eminadnan . http://tinyurl.com/ydepvkc , http://tinyurl.com/ycjg8fd…
ეუფ. რა მაგრად ჰქონიათ აზერბაიჯანელებს საქმე?!. იმედია ჩვენ მათთან შეერთება არ გვიწერია. უფრო სწორედ მთავრობა “არ გაგვწირავს”.
[...] arrest of Azeri bloggers. One of the links came from Tazo, Freelandia author, who did one of the longest posts explaining background, current situation and also mentioning of some activist talking about [...]
[...] online journalists such as თავისუფალი სიტყვის ბლოგი made entries on their blogs about the case, pointing out why Georgian bloggers should be concerned. It was also republished in the local [...]
[...] online journalists such as თავისუფალი სიტყვის ბლოგი made entries on their blogs about the case, pointing out why Georgian bloggers should be concerned. It was also republished in the local [...]
[...] alcuni giornalisti online come თავისუფალი სიტყვის ბლოგი hanno rilanciato la notizia sui propri blog [ge], evidenziando perché i blogger georgiani dovrebbero preoccuparsi. Il post è stato anche [...]