Feeds:
Posts
Comments

Archive for November, 2009

მე ვარ “ბათუმელები”!

ბოლო ერთი კვირის მანძილზე ჯერ ბი-ბი-სის ჟურნალისტის, მერე კი სახალხო დამცველის ოფისის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს ვესწრებოდი. ამ დღეების მანძილზე ყველაზე ხშირად მესმოდა სიტყვები: გამოხატვის თავისუფლება, სტანდარტები, პროფესიული ღირსება, ზეწოლისგან თავის დაღწევა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, ადამიანის უფლებები, შანტაჟი, ძალადობა, ჰომოფობია, დისკრიმინაცია და ა.შ. გარდა ამისა, მოვისმინე ათობით პრეცედენტული სასამართლო ისტორია და უფრო [...]

Read Full Post »

დამღლელი ტრენინგის მერე კარგადაც რომ გამოვიძინე და გემრიელადაც გავიზმორე, დილით ტელევიზორი ჩავრთე. “დღეს სიღნაღში პირველად ტარდება ფესტივალი “სიღნაღობა 2009″. დაგეგმილია გამოფენა-გაყიდვა, კონცერტები და ბევრი გასართობი ღონისძიება. ნებისმიერს შეგიძლიათ დაიძარათ სიყვარულის ქალაქისაკენ და შაბათი სასიამოვნოდ გაატაროთ”-შეგვატყობინა “რუსთავი  2″-ის მხცოვანმა წამყვანმა. “-ვაა, რა მაგარია, ცოტას გავერთობით”-გავიფიქრე და ენაგამოგდებული გამოვვარდი სასტუმროდან. თან მიხაროდა, სიღნაღობას რომ დაემთხვა ჩემი სიღნაღში [...]

Read Full Post »

ნოემბრის ბოლო კვირა ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა ჩემთვის: სამი დღის მანძილზე,  ჯერ ბაზალეთში დავესწარი კევინ ბარდენის ტრენინგს, რომელიც ეხებოდა მედიაში არსებულ თითქმის ყველა მნიშვნელოვან საკითხს-დაწყებული პროფესიული ხერხებით, დამთავრებული სხვადასხვა ტიპის ზეწოლის არიდებით. მოკლედ, საინტერესო იყო. გუშინ ბაზალეთიდან პირდაპირ სიღნაღში წამოვედი. აქ სახალხო დამცველის ოფისი ატარებს ტრენინგს ადამიანის უფლებებზე. სიღნაღზე ცოტა მოგვიანებით, ახლა კი ბაზალეთზე მოვყვები ტრენერი: [...]

Read Full Post »

მორიგ საბედისწერო სამშაბათს, შალვა რამიშვილმა “სიმართლის დროში” მსახიობ მიშა მესხს “უხერხული” კითხვა დაუსვა: “გიფიქრია თუ არა მარინა სალუქვაძესთან სექსზე?” ამ დროს, ტელევიზიისგან, “რეიტინგისგან”, “თბილისელებისგან” და ქართული  პრესის სხვა ფლაგმანებისგან მივიწყებული მარინა სალუქვაძე სავარძელში მოწყენილი იჯდა, მუხლებზე შალის პლედი ჰქონდა გადაფარებული, ქვეშ კი  “გრელკა” ამოედო და ძვლებს ითბობდა.  ის-ის იყო ჩათვლიმა და ცხვირიდან სათვალე ჩამოუვარდა, რომ [...]

Read Full Post »

დღეს რედაქტორმა ნიუსი მანახა და მითხრა, ამის შესახებ მოკლე სტატია დაწერეო. აი ნიუსიც: “ნატოს წევრებმა საქართველო ალიანსში უნდა გააწევრიანონ, რათა რუსეთმა დაინახოს, რომ სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმის გამო მას საფასურის გადახდა მოუწევს”, – აღნიშნული განცხადება ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანეთის წარმომადგენელმა ჯორჯ ბრუსმა რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ნიუსი სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ. პირველი რაც გავაკეთე, ეს [...]

Read Full Post »

ეს წუთია მოვრჩი ანდრეი ნეკრასოვისა და ოლგა კონსკაიას ფილმის ყურებას.   რა თქმა უნდა,  ყველა ის ემოცია,  რასაც აგვისტოს ომის დღეებში ვგრძნობდი, ხელმეორედ განვიცადე.  ძალიან მძიმე ადამიანური ისტორიები, კადრები – ყველაფერი რთული საყურებელია. ამ ფილმში არის შედარებით ნაკლებად ემოციური  მომენტი: რუსები  გადიან გორიდან, იქ კი ძალიან ბევრი ჟურნალისტია. რუსი გენერალი ჟურნალისტებს ეუბნება: -ისეთ ადგილას დაგაყენებთ, რომ [...]

Read Full Post »

ჟურნალისტის ანაზღაურება-ეს ის თემაა, რაზეც არავინ საუბრობს. თვით ყველაზე თამამი და სკანდალური ჟურნალისტებიც ერიდებიან ამას. ზოგისთვის ამ საკითხზე საუბარი არაეთიკურია, ზოგს კი კონტრაქტი უკრძალავს. ჩემი  მეგობრები დღესდრეობით სხვადასხვა ქართულ მედიაორგანიზაციაში მუშაობენ და მეტ-ნაკლებად ვიცი, სად რამდენი ანაზღაურებაა.  ყველაზე ცუდ დღეში მაესტროსა და ჟურნალ-გაზეთების ჟურნალისტები არიან(რა თქმა უნდა, რედაქტორებისა და პროდიუსერების გამოკლებით).  გადასარევი მდგომარეობა არც “დიდ [...]

Read Full Post »

აზერბაიჯანის პირველი ინსტანციის სასამართლომ ორ ბლოგერს,  რომლებიც ასევე ახლაგზარდული მოძრაობის აქტივისტებიც არიან,  განაჩენი გამოუტანა. ადნან ჰაჯიზადეს 2 წლით, ხოლო ემინ აბდულაევს(იგივე მილი) 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა ხულიგნობისთვის მიუსაჯა. მიუხედავად ოფიციალური ბრალდებისა, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ისინი თავს პოლიტიკურ პატიმრებად თვლიან.  ადნან ჰაჯიზადემ და ემინ მილმა ინტერნეტ სივრცეში ცნობილები მას შემდეგ გახდნენ, რაც სოციალურ ქსელებსა და [...]

Read Full Post »

ალბათ უკვე იცით, რომ “რუსთავი 2-ზე” დაბრუნდა გადაცემა “ვის უნდა 20 ათასი”. დაბრუნდა, თუმცა, წარუმატებლად. ეს ჩემი პირადი შეფასებაა და არანაირ სტატისტიკას არ ეყრდნობა. ჩემს გარშემო ამ გადაცემას თითქმის არავინ უყურებს. როგორც მითხრეს, წამყვანსაც დაუწუწუნებია სადღაც, ჩვენთან თამაშის სურვილი ხალხს არ აქვსო. მონაწილეები თამაშობენ საქველმოქმედო მიზნით-ნებისმიერი მოგებული თანხა წინასწარ შერჩეულ გაჭირვებულ ადამიანს(ან ოჯახს) გადაეცემა. არ [...]

Read Full Post »

ბოლოს და ბოლოს მეც ავყევი ქართულ ბლოგოსფეროს მოდებულ ტეგ თამაშს.  პირველ შემთხვევაში თავი დავიძვრინე და არაფერი დამიწერია. ახლა კი გადავწყვიტე განტვირთვისთვის მეც ჩავერთო ამ გასართობში.  იმედია, ძია ჯორჯი არამასონური პოსტების წერის გამო არ გამiბრაზდება. ტეგთამაშში ზურამ  ჩამითრია. მიყვარს – ოჯახის წევრების გარდა ჯერჯერობით არავინ. შეგიძლიათ იბრძოლოთ ჩემს გულში არსებული ცარიელი სივრცის შესავსებად. ვოცნებობ – ევროპაში [...]

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.