ალბათ, უკვე გაიგეთ, რომ კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინიციატივით “ქართველთა ერთობის ტრაქტატი” შიქმნა. მასზე ხელის მოწერა
ნებისმიერ მსურველს შეუძლია. რამდენადაც ვიცი, ამის გაკეთების სურვილი უკვე ათიათასობით ადამიანს აქვს. სხვადასხვა ეკლესიის მრევლი უკვე რიგშიც კი ჩადგა.
დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გამოვხატოთ, რომ ვართ ერთი სისხლი და ხორცი და მუდამ ერთად ვიქნებით. – თქვა ილია მეორემ.
ჯერ ერთი, მე ამ ტრაქტატის შექმნის აუცილებლობას და საჭიროებას ვერ ვხედავ. ერთიანობის შენარჩუნებას ფარატინა ქაღალდზე ხელის მოწერა რად სჭირდება? ამის გარეშე საქმე ვერ გაკეთდება?
…და კიდევ, ძალიან მაინტერესებს რას გვიპირებენ იმ ადამიანებს, ვინც “ერთიანობის ტრაქტატს” ხელს არ მოვაწერთ? ალბათ, ან ჯოჯოხეთში გაგვისტუმრებენ, ან მასონებად შეგვრაცხავენ, ან კიდევ ქვეყნიდან “გაგვადეპორტებენ”.
ღმერთო, ჩვენთვისაც გაიმეტე ერთი “ატომი”, plz!





ar movacer, imitom rom shuasaukuneebis sibneled mimachnia
kai bichebis sia gaaketes?
ჯერ ეგ სია არ გაკეთებულა. ხელს რომ მოაწერენ, ისინი იქნებიან “კაი ბიჭები”
ჰო, მართალი ხარ
რა ვქნა, გულით არ მომწონს ჩვენი პატრიარქი და ვერსად ვერ გამომიხატავს, ყველა პირჯვრის წერით გარბის, მე რომ ლაპარაკს ვიწყებ ამ თემაზე
ჰო, dvorsky მართალია ნამდვილად.
Tazo, me shen normaluri megone… :p
არ მესმის რატო გეშლებათ ნერვები? თუ არ გინდათ მოწერა არ მოაწეროთ… ვისაც უნდა მოაწერს, ამით რა შავდება?????
და რომ შეიქმნას რა მერე , რა პრობლემას ხედავ(თ) მოკლედ ყველაფრისგან პრობლემას ქმნი(თ) , არ გინდა ნუ მოაწერ გაიარე რააა…
არც ვაპირებ ამ ტრაქტატზე ხელის მოწერას იმიტომ, რომ ხელს ერთხელაც იქნება მხოლოდ ცოლთან მოვაწერ , სხვასთან არავისთან
.
რაც შეეხება ამაზე “ნერვიულობას”: ცხოვრების ამ ეტაპზე მაინტერესებს ყველა ამბავი, ყველა ტენდენცია, რაც ქართულ საზოგადოებაში ხდება. ეს ინტერესი გადაჭარბებული არ არის, რადგან ჩემი მომავალი ამ ქვეყანას უკავშირდება. ლიბერალური და ტოლერანტული საზოგადოების საძებნელად საზღვარგარეთ გადახვეწას არ ვაპირებ, პირიქით-ყველანაირად ვეცდები ასეთი შეიქმნას საქართველოში.
ეს უბრალოდ, სადღეგრძელოსავით ნათქვამი სიტყვები არ არის. ასეთი გულწრფელი არც არასდროს ვყოფილვარ. ნუ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველას აქვს უფლება თავისი შეხედულებისამებრ მოაწეროს ხელი ნებისმიერ დოკუმენტს და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.
საქმე ისაა, რომ დღევანდელ საქართველოში ეს ყველაფერი მასობრივ ფსიქოზს ემსგავსება, რაც ქვეყნის განვითრებას აფერხებს
თაზო, ასე მგონია, ასეთი სტატიები პიარისა და სკანდალისთვის გჭირდება. არადა არ ხარ ასეთი ადამიანი. აქ არც ტაბუს ახსნის მცდელობაა და საერთოდაც, ეგ ქაღალდი ნაღადად არ წყვეტს, ვინ სამოთხეში მოხვდება და ვინ ჯოჯოხეთში.
პ.ს. ყოველთვის დაწერო, არ ნიშნავს, კარგად წერო
გვეშველება რამე? :კახი_კავსაძის_განწირული_ხმით:
ზურა, დამეთნხმები ალბათ, რომ ბლოგზე რაიმე ღირებული პროფესიული(ჟურნალისტური) თვალსაზრისით, ნაკლებად იქმნება. ჰო და, არც მაქვს ამაზე პრეტენზია. მკიტხველთა დამოკიდებულებამ აჩვენა, რომ ღრმა პროფესიული კვლევა-ძიებები ბლოგის საქმე არაა. “რომ გვინდოდეს შენი ჟურნალისტური სტატიების კითხვა, გაზეთს ვიყიდითო”-აი ასეთი დამოკიდებულებაა ზოგადად ჩემსა და ბლოგის მიმართ.
თუმცა, შენიც მესმის და კრიტიკაც არ მწყინს, ასე გააგრძელე
yvels sheudzlia azris gamotqma magram sheuracxyopas nu ayenebt patriarqs da chvens religias !!!
შევიძინოთ ინდულგენციები კი არა და ჩავეწეროთ კაი ბიჭების სიაში მოკლედ არც ეს არა აბა რა ერთიანობის ტრაქტატზეა საუბარი ვერ ვხვდები პოლიტიკაა აქაც ალბათ შუღლის მიზეზი(მე აპოლიტიკური ადამიანი ვარ მე რა ვქნა?). ან ვერ ვხვდები ვის რაში უნდა ჩემი ავტოგრაფი:)
zviki, მე არც რელიგიას ვაყენებ შეურაცხყოფას და არც პატრიარქს. არამგონია, ამქვეყნად მცხოვრები ადამიანის(ანუ პატრიარქის) ერთ-ერთი ჩემი აზრით მცდარ ნაბიჯზე საუბარი, მას ან რელიგიას ჩრდილს აყენებდეს.
მე რელიგია გაცილებით უფრო “მეტი რამ” მგონია, ვიდრე სიმბოლოებით, ტრაქტატებით, ინდუგლენციებითა და კიდევ ათსი წვრილმანით “თამაში”.
საერთოდ, რელიგიაზე კამათი ჩემთვის მიუღებელია. ვიკამათოთ კონკრეტულ ადამიანებზე და კონკრეტულ მოვლენებზე. საშინლად არ მიყვარს ფაქტების განზოგადება
ოქეი, თაზო, გიყვარს ხოლმე შენ ასეთი თემები, you witty one
მაგრამ სწორადაც იქცევი: რელიგია, პოლიტიკა, სექსი – ყველაზე საინტერესო თემებია ამქვეყნად.
არა მგონია ეს შეურაცხყოფა იყოს, ყველას თავისი აზრი აქვს და გამოხატავს. მჯერა, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ფანატიკოს კათოლიკეებს არასოდეს დაემსგავსება!!!
და ყველა რო მოაწერს ხელს უცებ ერთიანი გახდება საქართველო?
1.აფხაზეთიდან და ოსეთიდან გავა ჯარი?
2. სხვა რელიგიის წარმომადგენლები ქრისტიანები გახებიან?
3. განსხვავებული ორიენტაციის ხალხი აღიარებს შეცდომას?
4. ყველა პრობლემა გადაიჭრება?
5. სააკაშვილი გადადგება?
6. ოპოზიცია და ნაციონალები ერთმანეთს გადაკოცნიან?
გამაგებინეთ რა მიზანი?!
მე იცით რა ვერ გავიგე? აი რა საჭიროა საერთოდ ეს ყველაფერი.. აი ჩემთვის პირადად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ ტრაქტატზე ხელის მოწერა არმოწერას. ვისაც უნდა მოაწეროს ვისაც არ უნდა ნუ მოაწერს. შედეგი მაინც ერთიდაიგივე იქნება ყველასთვის და ეს შედეგი არცერთ ხელმოწერაზე და არცერთ არხელმოწერაზე არაა დამოკიდებული.
და კიდევ სხვა თემაა პატრიარქისადმი მორჩილება არ მორჩილება. ყველა საკუთარ თავში უნდა გაერკვიოს და გააზრებულად ირწმუნოს ყველაფერი რისიც სწამს და არა უბრალოდ ბრმად დამორჩილდეს ყველაფერს რასაც მიაწვდიან.
rodrigo santoro – აქ ლაპარაკია ერის ერთიანობაზე და არა ჩახუტებებზე და მიშას გადაყენებაზე , არავინ დაგიბრუნებს ერთი ხელის მოწერაზე აფხაზეთს და სამაჩაბლოს. ყოველთვის არის აუცილებელი ერის ერთიანობა , გარეშე მტერს ერთიანად უნდა შეებრძოლო. ამაში ორი აზრი არ არსებობს.
ras ar gaigebs kaci
:):)
traqtatio
ხელს მოვაწერ თუ არ მოვაწერ სულ არ განვიცდი მაგას. და სხვები რას იზამენ არც მაგას. საერთოდ ვერ გავიგე აქ ზოგიერთის შეშფოთების მიზეზი. არ გინდათ რაა. სხვა რამით იყავით განსხვავებულები. ეს საეკლესიო და ათეისტური ფანატიზმი რა უბედურებაა
ვაი, მართლა საქართველო, ასეთი ქართველების ხელში….. ”სრულიად ქართველთა ერთიანობის ტრაქტატს” ხელს არ მოვაწერო!!!! რა გინდა მაშინ საერთოდ საქართველოში, თუ, თუნდაც მხოლოდ სურვილის დონეზე ქართველთა ერთიანობა არ გსურს?!!!!!! ღმერთმა ყველას გონება გაგვინათოს…..
შუასაუკენეები ბნელი არ ყოფილა! ის, ბევრად ზნეობრივი და ნათელი იყო ვიდრე დღევანდელი დღე!!!!!!
თუ შენ ტრაქტატსა და ინდულგენციას შორის განსხვავებას ვერ ხედავ, იქნებ კარგად გეკითხა ან ერთი რა არის და ან მეორე?!
რაიმე თემაზე, რომ ისაუბრო, დილეტანტი არ უნდა იყო ამ საკითხში. როცა პატრაიქზე ან რელიგიაზე რამეს წერ, მოდი ჯერ ეკლესიურადაც იცხოვრე (თუ ამას შეძლებ, თუნდაც ერთი თვე), გაიგე რა ხდება ”შიგნით” ეკლესიაში, იმიტომ, რომ რაც არ უნდა განათლებული იყო, და რაც არ უნდა თავი კიტრი გეგონოს…. ეკლესიაში ”მისვლისას” აღმოაჩენ, რომ ხარ აბსოლუტური უვიცი და რომ ქვეყანა მთლად ისე არაა მოწყობილი, როგორც მანამდე გეგონა… ღმერთმა ხელი მოგიმართოთ
ამ კომენტარების შემდეგ ძნელია საქართველოს მომავალზე ფიქრი ქართველები რომ უმადურები ვართ იმიტომ ვართ ამ დღეში ან საქათველოს ისტორია არ წაგიკითხავთ ან საერთოდ წიგნი თუ წაგიკითხავთ?თქვენ ვაი ქართველებო.მტერი კარს მოგვადგა საქართველოს მიწებს გვაგლეჯს თვენ კი მეტი საქმე არ გაქვთ.
მოდით ერთი რამე ვთქვათ: ათეისტები ყველგან არიან და ამის გამო არ აქვთ უფლება ღმერთი და ერის მამა, არამარტო სულიერი, შეურაცხყონ. იცით, ჩვენი ქვეყანა რომ უსაზიზღრეს დღეშია, პირველ რიგში, ხალხის ბრალია. არაერთ ქვექანაში ვარ ნამყოფი და ასეთი სიბინძურე არსად მინახავს. იცით რაზე ვამბობ? საქართველოში თავისუფალი თემა გონიათ სრულიად ბინძური რამ, ანუ რაც გინდა, ილაპარაკე, რაც გინდა მოჩმახე, დაჭორე, აგინე, უარყავი. ჩვენთან თავისუფალ სიტყვას ეძახიან ისეთ რამეს, რასაც ხალხი არ ახმოვანებს და გვინდა, რომ პირველები ვიყოთ და პირველად ჩვენგან წამოვიდეს ესა თუ ის აზრი ან მსჯელობა. ეს არის სრული სიბინძურე და ნაგვის სუნი ასდის. თავისუფალი თემა არ ნიშნავს იმას, რომ საც გინდა, ილაპარაკო. მით უმეტეს, რომ თუ ქართველი გქვია, ადამიანს, რომელსაც მთელ მსოფლიოში (ამაზე ვერ შემედავები!) უდიდესი ავტორიტეტი აქვს და ქვეყნისთვის უზარმაზარ როლს თამაშობს, შეურაცხყო. თუ რამე არ მოგწონს პაქტრიარქში, შენთვის დაიტოვე და ამის გამომზეურება არაა სწორი. ყველაფერზე არ უნდა ილაპარაკო. ახლა მეტყვი, საქართველოში სიტყვის თავისუფლებააო, მაგრამ მინდა შეგახსენო, რომ არსებობს მორალური და ეთიკური ნორმები, რომელსაც არ უნდა გადასცდე. თუ გაქვს გრიგოლ ხანძთელი წაკითხული, თავიდანვე დიდი ფრაზაა, გირჩევ წაიკითხო. მე არ მაქვს უფლება ვინმეს რჯული ჩავუდო თავში, არ სჯერა, ნუ რას უზამ. მაგრამ, პატივი მაინც უნდა სცე სხვას, თუ მოგაქვს თავი ქართველ პატრიოტად. ვისაც ამ წერილით ვეხები, ალბათ მიხვდა და ერთი რამ მინდა ვუთხრა მას–მე შენ არავითარ შეურაცხყოფას არ გაყენებ ნამდვილად, ეს შენი აზრია, მე ჩემს აზრს გიზიარებ, მეტი არაფერი და ეს არც დასაძრახია, და არც დამღუპველი.
რატომღაც მგონია, რომ ამის ადრესატი მე ვარ, აბა სხვა ვინ იქნება
შეგეძლოთ პირდაპირ გეთქვათ.
მოდი, ერთ რამეზე შევთანხმდეთ: მე ათეისტი არ ვარ, თავს ვთვლი მართლმადიდებლად. შეურაცხყოფასაც არავის ვაყენებ, არავის ვაგინებ, მითუმეტეს პატრიარქს. ჩემს ნაწერებშიც ვერ ვხედავ სიბინძურეს. უბრალოდ, მაქვს ჩემი პერსონალური დამოკიდებულება კონკრეტული პიროვნების კონკრეტული საქციელისადმი. ძალიან მაინტერესებს, რას ხედავთ ამაში ანტიმართლმადიდებლურს და ანტიქართულს?
ძალიან კარგია, თუ ამას მიხვდი. ილია მეორე არის ერის სულიერი მამა და უდიდესი ავტორიტეტის მქონე ადამიანი დღეისათვის, იმედია ამაში მაინც მეთანხმები.და კიდევ ერთიც– მწყდება გული, რომ შენს ნაწერებში, რომელიც პირადად მე ამორალურად მიმაჩნია, ცუდს ვერაფერს ხედავ. კითხვა მაქვს შენთან–1.რას ეძახი სიტყვის თავისუფლებას? 2. რა აზრის ხარ თეა თუთბერიძის გამოსვლებთან დაკავშირებით, რომელიც ნანა ლეჟავას საავტორო გადაცემაში გავიდა, ასევე 3 დეკემბერს გაკეთებულ კომენტარზე “უცნობ კავკასიაზე” და ყოვლად ამორალური და ანტიმართლმადიდებლური წერილის მის უწმინდესობასთან შეტანასთან დაკავშირებით? მოდი, ერთ რამეს ვიტყვი–დედამიწაზე არ დადის ადამიანი, არ არსებობს ბოროტების გამოვლინება, რომელიც ილია მეორის სახელზე ჩირქის მოცხებას შეძლებს. გთხოვ ამ კითხვებზე მიპასუხო.
1. ამ ბლოგზე ძალიან ბევრი მისაუბრია სიტყვის თავისუფლებაზე, შეიგძლიათ გადახედოთ ჩემს პოსტებს და დასკვნაც თავად გამოიტანოთ.
2. რაც შეეხება თეა თუთბერიძეს, მასზეც ზომაზე მეტი დავწერე და საკმაოდ გასაგებადაც. შეგიძლიათ გადახედოთ ძველ ნაწერებს, მართლა ბევრი მიწერია.
3. ამ გადაცემაზე არ მიყურებია და შესაბამისად, აზრზე არ ვარ რა თქვა და საერთოდ რა ხდებოდა იქ.
ra ubedurebaa es adamianebis fetiSi ???? ar vici ramdenad kargia yvelafris TvaldaxuWuli miReba, mgonia, rom ara. me mgonia, rom dRevandeli eklesiis mimarT kritikuli azris miuRebloba 2 ramis gamo xdeba:
1. rom sabWoTa ,,ganaTlebam” Rrma kvali dautova qarTul sazogadoebas
2. postsabWoTa periodSi xalxis nawili ,,moeqca” religiisken, magram es moxda meqanikurad da ara gaazrebulad.
da kidev erTi dRes patriarqs da zogadad eklasias is adamianebi icaven, romelTac mwiri warmodgena aqvT zogadad qristianul Rirebulebebze.
p.s. momiteveT inglisuri shriftisTvis
ხატია, რას ნიშნავს მწირი წარმოდგენა? საერთოდ, ბიბილია ან სახარება წაგიკითხავს? გამოგიტანია დასკვნები? თუ კი, მაშინ მიხვდები, რა არის ქრისტიანული ღირებულებები, რას ნიშნავს იყო ქრისტიანი მართლმადიდებელი. როდესაც საქართველოს სულიერ მამაზე მძლავრი (როგორც თავად ეძახიან) ანტი კამპანია მიდის, ეს პირველ რიგში ქრისტიანებთანაა დაპირისპირება. მე ჩემი რჯული მაქვს, ჭეშმარიტი რჯული და სხვა რელიგიას არ ვცნობ, მაგრამ ყველას რწმენას პატივს ვცემ. არ ვაღიარებ არ ნიშნავს, რომ მე იგი უნდა მძულდეს და დავიწყო დევნა ან მათი შეურაცხყოფა. მრწამსის თავისუფლებაა. პირადად მე არ მძულს სექტანტები, მაგალითად იეღოველები, მაგრამ მათ აზრს არ ვიზიარებ, მარ რჯულს არ მივიჩნევ ჭეშმარიტად. რაც შეეხება საბჭოთა დროს. სამწუხაროდ, წითლებმა რწმენა შეურყიეს ქართველებს მრავალი მანქანებით, ეს შეიძლება იყოს ეკლესიების დანგრევა, ან მათ ადგილას წიგნების საცავის გაკეთება და ათასი სიბინძურე. სწორედ ასეთი სიბოროტის გამო დაიშალა სსრკ, ვერ გაამართლა. მოწრმუნე ხალხი ვერ აჩენდა რელიგიას, რადგან დაისჯებოდნენ. მათ, ვისაც სჯეროდა ღმერთის, ეს გრძნობა ჭეშმარიტი რომ არ ყოფილიყო, დამიჯერე, ამდენი ბოროტების ნახვის შემდეგ ხელს აიღებდნენ ღვთის რწმენაზე, ანუ ძალიან მდაბიო ენაზე რომ ვთქვათ–ღმერთი რომ არსებობდეს, ამდენ ბოროტებას არ დაუშვებდა. ალბათ დამეთანხმები, რომ ასეთი ადამიანი არც თუ ისე იშვიათად იყო. ხალხი ბრბოა და სჯერა მხოლოდ იმისი, რასაც ხედავს, რომ კარგია.
ქართველებო, ვინც უნდობლობას უცხადებთ მის უწმინდესობას, თქვენ მოგმართავთ–მის სახელს ვერაფერი დააკლდება, რადგან მის უკან დგას მოაზროვნე ხალხის უდიდესი არმია. ილია მეორე, რაღა თქმა უნდა, არ იკადრებს და არ მოუწოდებს ერს დამიცავითო, ეს ზღაპარია. მაგრამ, თუ ხალხი მიხვდა, რომ უწმინდესობას უქმნიან პრობლემებს, ისინი სულიერ მამას გადაეფარებიან, მეც მათ შორის ვარ. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ილია მეორის ავტორიტეტს ვერაფერს დააკლებს თვით ეშმაკიც კი. საქმე სულ სხვა რამეშია–როდესაც ხალხი ისმენს ასეთ ბინძურ ბრალდებებს, რომელიც ტელევიზიით და ინტერნეტით არც თუ ისე იშვიათად ქვეყნდება, უჩნდება მოღმა, ნერვების მოთოკვა ბევრს უჭირს და გროვდება უდიდესი ზიზღი. თვითონ, ვინც ამას ავრცელებს, გამოდის მშრალზე. ვინ მოიგო? არაა რთული გამოსაცნობი. მოგიწოდებთ, არ აყვეთ ბრალდებებს, გჯეროდეთ ღმერთის, გაიმტკიცეთ რწმენა,რაც ახლა ყველაზე საჭიროა და გახსოვდეთ, რომ ილია მეორეს ვერავინ გაუმკლავდება.
მოდით თავისუფალ სიტყვას, თავისუფალ აზრს სხვანაირად შევხედოთ, სხვანაირად გავიგოთ. თვით თავისუფალ სიტყვას გარკვეული ნორმები აფერხებს, პირველ რიგში, ადამიანური, ეთიკური და მორალური. ამიტომ რაც გინდა ილაპარაკე, ასე არ არის. ამჯერად არ ვეხები ბატონ თაზოს, ადრესატი მთელი ერია. იმედია ამ თემაზე დისკუსიას აღარ გავმართავთ. სიმართლე გითხრათ, საინტერესო იყო თქვენი აზრის მოსმენა, მაგრამ არ ვიზიარებ და ვგმობ კიდეც.
ძვირფასო აკაკი, მგონი ძალიან აღელვებული ხართ. დაწყნდარდით, ყველაფერი კარგად იქნება (ცინიზმის გარეშე).
დიახ, ბიბლიაც წაკითხული მაქვს და სწორედ მაგიტომ ვამბობ, რომ დღევანდელ მრევლს მწირი წარმოდგენა აქვს ქრისტიანულ ღირებულებებზე.
ხოლო ის, თუ რას ნიშნავს მწირი წარმოდგენა აბა, როგორ გითხრათ მწირი წარმოდგენა მწირ წარმოდგენას ნიშნავს… სხვანაირად როგორ ავხსნა.
ხო, ახლა გამახსენდა მამა ბასილი იეჰოვას მოწმეებს თავში ჯვარს რომ ურტყავდა, ჩვენი მართლმადიდებელი (!) საზოგადოების ნაწილი ამას მიესალმებოდა… არ არის ეს მწირი წარმოდგენა ქრისტიანულ ღირებულებებზე?!
და კიდევ, ჩემ პოსტში რა დაინახეთ პატრიარქის შეურაცხმყოფელი?
მე მჯერა, უფრო სწორად იმედი მაქვს, რომ პატრიარქს არავის დაცვა სჭირდება. ვფიქრობ, გამოვა და პასუხს თავად გასცემს ამ კითხვებს. (და იმედია პასუხებს თავს არ აარიდებენ).
ასე რომ, მორალის კითხვა და სრულიად ერის სახელით მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვა არ გვინდა
პ.ს. მომიტევეთ დიდი პოსტისთვის
სხვათა შორის, ალბათ თქვენთვის უცნობია, რომ ე.წ მამა ბასილი არ იყო მღვდელი, მას ეს “ტიტული” ჩამოართვეს და სხვათა შორის, მე ვიყავი ერთ–ერთი პირველი ადამიანი, რომელიც მის საქციელს არ მიესალმებოდა. თქვენ სწორად აღნიშნეთ, როცა თქვით, რომ საზოგადეოების ნაწილი ეთანხმებოდა. მოდით, პირდაპირ ვთქვათ–ეგეთი ხალხი მუდამ არის და ხალხის მასებთან მათი გაიგივება, მგონი დანაშაულიც კი არის. თავად პატრიარქს რაც შეეხება, არ სჭირდება მას ჩვენი დაცვა და თავადაც არ აყვება ამ ბინძურ ბრალდებებს, რომელიც უკვე ასე აქტიურად მუშაობს მისი უწმინდესობის წინააღმდეგ. პასუხის გაცემას, თვით საპატრიარქოც, არ იკადრებს. საბედნიეროდ, საზოგადოების უდიდესი მორწმუნე და მოაზროვნე ნაწილი მიხვდება, რომ ამ ნაბიჯით საპატრიარქო არ ირიდებს პასუხისმგებლობას და არ ეშინია არაფრის. ამ ინსტიტუციასთან დაპირისპირება დიდი ხანია არსებობს. ირანის დროსაც ვერაფერი დააკლეს მას და, ტყუილა ჰგონია ზოგიერთ “მართლმორწმუნე პატრიოტს”, რომ ოდესმე მისი როლი შემცირდება და საპატრიარქოს გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს. ამ თემაზე პოლემიკის გაგრძელება, ჩემი მხრიდან, სრული უაზრობა იქნება. უბრალოდ, მარაზმია და უთქმელობაც არ ვარგა. თქვენ კი, ძვირფასო თანამემამულენო, ეცადეთ რამდენიც გინდათ, არაფერი გამოგივათ, მაგრამ რამდენად გამართლებულია ამ საკითხების წამოჭრა თქვენი სულისათვის, ეგ უკვე სხვა თემაა და ამაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. მინდა გამოგეთხოვოთ მეგობრებო. ჩემი აზრი ალბათ გაიგეთ და არ იზიარებთ. გასაგებიცაა. ჩემი მხრიდან კიდევ ახალი განცხადებების გაკეთებას არ მივიჩნევ სწორად. სათქმელი ითქვა. რუბიკონი გადალახულია.
შენ კი, ბატონო თაზო, კარგია, რომ ტრაქტატად გადააკეთე ეგ ბინძური სიტყვა. ნამდვილად მივესალმები.
ara mama basili rom gankveTili iyo rogor ar vicodi, da swored eg makvirvebda maSin, rom am adamianis, romelic eklesiisgan gankveTili iyo, saqcieli moswondaT imaT nawils , vinc Tavs marTlmadideblebad miichnevdnen…
Zalian avcdiT am azrTa gacvla-gamocvlaSi Temas. : ) erT rames vityvi mxolod, rom Tuki me piradad rame SeniSvnebi maqvs samRvdeloebis da mrevlis mimarT, amas mxolod eklesiisadmi keTilganwyobis gamo vaxmovaneb…
SeiZleba vcdebi, magram am Chemi azrebiT, aramgonia, rom vinmes Seuracxyofas vayenebde.
p.s. tazo shen ras dadumebulxar? :d Tu shoridan gvakvirdebi ? :d:d
ხატია, ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არაერთხელ გავამჟღავნე “მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო” პრინციპით. საბოლოოდ, ეს დისკუსიები ყოველთვის იარლიყების მოკვრით მთავრდება. თან, დროთა განმავლობაში რაღაცეებს ვსწავლობ. უკვე ვხვდები, რომ რაც უფრო ნაკლებკატეგორიული იქნები, მით უფრო კარგად გააკეთებ შენს საქმეს, უფრო კარგად მიიტან სათქმელს ადრესატამდე.
geTanxmebi
zomiereba ar unda davkargot arafershi
p.s. iqneb facebookze shemomexmiano da tuar dagezareba bazaletis fotoebi minda raa
da mec gamogigzavni chemebs
simartle gitxrat bolomde ar camikitxia es komentarebi, magram erti ramis tkma msurs. ar vici vinme caikitxavs tu ara chems dacerils magram me mainc davcer:
am blogis gamketebels mivmartav, rom cota gaaxilos tvalebi, cota tetri ferit shexedos dgvandel cxovrebas. nuravin nu itkvis sasuliero pirebze cuds. nuraavin nu itkvis aset patriotul da sasuliero gadackvetilebebze uars. me piradad uars ar vambob magram ver vaxerxeb samcuxarod xelis moceras am traktatze, tumca survili didi maqvs. kvelas gtxovt dafiqrdis sanam rames moimoqmedebt. sanam rames dacert da sanam raime temas camochrit. es tama araraobad mimachnia mxolod imitom rom temis avtori am traktats aufasurebs !
me movawere kheli,patriarqi aris dzalian ganatlebuli da icis qartvelebistvis ra jobia.
პატრიარქი მონებს სჭირდებათ
თავისუფლებს თავისუფლება