ბევრი ფოტო და ცოტა კომენტარი. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ფესტივალიდან “ნუკრიანი 2009″, რომელიც “კავკასიური სახლისა” და სათემო ორგანიზაცია “ნუკრიანის” ორგანიზებით გასულ კვირას ჩატარდა სიღნაღის რაიონის სოფ. ნუკრიანში.
ფესტივალზე, ადგილობრივ სახელოსნოებში დამზადებული თექისა და მინანქრის ნამუშევრები გასაყიდად იყო გამოფენილი.



ნატურალური ჩითის თავშალები


ძალიან მომინდა ამ სათამაშოს ყიდვა. ვინაიდან და რადგან ჯერჯერობით ხელფასი არ ამიღია, თავის შეკავება ვამჯობინე

ეს ნუკრიანელი ხელოვანის ნამუშევრებია. დამტვრეულ თიხის ჭურჭელზე ისე ხატავს, გაგიჟდები. თან, საკმაოდ იაფადაც ჰყიდის. მისი ნამუშევრების ფასები 8-დან 50 ლარამდე მერყეობს.

გარდა ხელნაკეთი ნივთებისა, გამოფენილი იყო სოფლის ნაწარმი და ხილ-ბოსტნეული. უცხოელმა სტუმრებმა იმდენი რამ იყიდეს, ალბათ, ორი კვირა ეყოფათ საჭმელად

ეს ქალი კი ჩურჩხელებს ადგილზე ავლებდა. ასევე ჰქონდა რამდენიმე დღის წინ ამოვლებულიც და 2,5 ლარად ყიდდა. ორი ცალი მეც ვიყიდე. რის სნიკერსი, რა სნიკერი, წაუჩურჩხელე!

აქ კი გემრიელი თონის პური ცხვება. როგორც აღმოჩნდა, ფული მხოლოდ ტკბილეულისა და საჭმლისთვის მეყო. არის ამაში რაღაც ლოგიკა, არა?

ოოოო, მწვად-ხინკალ!
ამ თეფშზე დევს ოსპის, ცულისპირასა და მუხუდოსგან(სოიოსგან) დამზადებული საჭმელი. ასევე, დოლისპური და ყველი. ალბათ იცით, რომ ოსპი და ცულისპირა საქართველოში სიმინდის, ლობიოს და სხვა თანამედროვე მარცვლეულის შემოსვლამდე მოჰყავდათ და საკმაოდ პოპულარულიც იყო. გადაშენების პირას მყოფ ამ მარცვეულის გამრავლებასა და პოპულარიზაციაზე ორგანიზაცია “ელკანა” ზრუნავს.
ჭამა-სმის პარალელურად იყო სანახაობა. ესეც ძველი ქართული საბრძოლო ხელოვნების ოსტატები
ფალავნები:). აქ ერთი პატარა კახური კურიოზიც მოხდა. წამყვანმა დაიწყო იმ ბავშვების სახელების გამოცხადება, რომლებიც საჭიდაოდ უნდა მომზადებულიყვნენ. მათ შორის ახსენა ვინმე ფალავანდიშვილი. უცებ, ერთი ბავშვი დაფაცურდა, ხან აქ მიაწყდა, ხან იქ, ბოლოს მივიდა წამყვანთან და კახურად ჰკითხა: “ფალავანდიშვილი ვარ?” – მეტს არ გავაგრძელებ

ამ ბავშვმა 6 კილოიანი სიმძიმის აწევა დაიწყო, თან, უფროსი ძმა ამხნევებდა. 200-ჯერ რომ ასწია, ძმამ უთხრა, აბა ახლა თავიდან ასწიეო და დათვლაც ხელახლა დაიწყო. ამ ბავშვს თვალიც კი არ დაუხამხამებია, ისე გააგრძელა სიმძიმის აწევა. საბოლოოდ, ზუსტად 400-ჯერ აზიდა. ჯუმბერ ლეჟავამ პატარას გინესის რეკორდსმენობა უწინასწარმეტყველა

აბა, ამის გარეშე კახური ფესტივალი ხომ არ ჩაივლიდა?

ესეც ანსამბლი ზედაშე და მარინას დაწუნებული სიღნაღელი სვანი. აღმოჩნდა, რომ ეს ანსამბლი გასტროლებზე ნამყოფია აშშ-ში, ჰოლანდიაში, დიდ ბრიტანეთში. მომავალი წლიდან კიდევ იწყებენ მსოფლიო ტურნეს. მართალია რა ის მარინე, რა უნდოდა ამ ოჯახაშენებულ ჯეოსტარზე? მითხარით აბა…

შუადღეს, ფესტივალზე დაუპატიჟებელი სტუმრებიც გამოჩნდნენ. სიღნაღის გამგებელი, ღუბერნატორი და მოლამაზო ქალბატონები. “დაუპატიჟებელი” იმიტომ, რომ ფესტივალის ორგანიზებაში მცირედი წვლილიც კი არ შეუტანიათ. როგორც ორგანიზატორებმა მითხრეს, მათ დახმარებისთვის ბევრჯერ მიმართეს გამგეობას, მაგრამ სულ ტყუილად. ნახერხიც კი არ მოიტანეს სტადიონზე დასაყრელადო. სადაც ისინი სხედან(სურათზე), იქ მათ მოსვლამდე ბავშვები ისხდნენ. შავსათვალიანმა ტიპებმა ყველანი მიყარ-მოყარეს, თან ეუბნებოდნენ, ეს ერთი დღე დაგვაცალეთო. ჰო, კიდევ, სტუმრებმა ფაცხაში მოითხოვეს სუფრის გაშლა. გაუშალეს. “ზედაშე” ზედ სუფრასთნქეიფისას განწყობის შესაქმნელად ამღერეს . ამასობაში, “კავკასიური სახლის” შაბათ-კვირის სკოლის 40-ზე მეტი ბავშვი მშიერი დარჩა. მათთვის შეკვეთილი ხინკალი “დაუპატიჟებელმა დელეღაციამ” იმსხვერპლა. არა, რა, უნდა “ვიჩალიჩო” და გავხდე გუბერნატორი(ნაკლები არ მინდა). მერე ხინკალიც ჩემი იქნება, მწვადიც, შავსათვალიანი დაცვის არმია, დიდი, ასევე შავი ჯიპები, წმინდა გიორგის ორდენი, პატრიარქის კურთხევაც და ლამაზ-მოლამაზო ქალბატონებიც.

ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ თუ შეგრჩათ რამის ნერვები, შეგიძლიათ ამ ამბის საგაზეთო ვერსია აქ წაიკითხოთ.




თაზ, მაგარი ფოტოებია, კარგი ფესტივალიც ყოფილა ვატყობ..
ერთი რჩევა რა, Spanshots-ები გამორთე რა… საშინელებაა..
აუაუ რა კაია..
ეგ სვანი კაი როჟა იყო :შ
რა ლამაზი ნაქსოვ–ნაკეთობებია, სიამოვნებით შევიძენდი რაღაც–რაღაცეებს
კარგი ფოტოები და სიუჟეტია ძალიან
რა კაი იქნებოდაა:)) მომინდა იქ (და მომშივდა კიდეც)
~~~~~~~~~~
“40-ზე მეტი ბავშვი მშიერი დარჩა. მათთვის შეკვეთილი ხინკალი “დაუპატიჟებელმა დელეღაციამ” იმსხვერპლა. არა, რა, უნდა “ვიჩალიჩო” და გავხდე გუბერნატორი(ნაკლები არ მინდა). მერე ხინკალიც ჩემი იქნება, მწვადიც, შავსათვალიანი დაცვის არმია, დიდი, ასევე შავი ჯიპები, წმინდა გიორგის ორდენი, პატრიარქის კურთხევაც და ლამაზ-მოლამაზო ქალბატონებიც”
( უკომენტაროდ…
~~~~~~
“ესეც ანსამბლი ზედაშე და მარინას დაწუნებული სიღნაღელი სვანი. აღმოჩნდა, რომ ეს ანსამბლი გასტროლებზე ნამყოფია აშშ-ში, ჰოლანდიაში, დიდ ბრიტანეთში. მომოვალი წლიდან კიდევ იწყებენ მსოფლიო ტურნეს. მართლია რა ის მარინე, რა უნდოდა ამ ოჯახაშენებულ ჯეოსტარზე? მითხარით აბა…”
1. მართლა კარგად მღეროდა, იმ უცხოურსაც, უბრალოდ ხალხურთან შედარებით ნაკლებად კარგად;
2. სცენას მოუხდებოდა განსხვავებული სტილის და ტიპაჟის მომღერალი და მარკეტინგულად მომგებიანი იქნებოდა ჯეოსტარისთვის, თუმცა მარკეტინგული აზროვნება და იქს-ფაქტორის დანახვა ჩვენს ჟიურის უჭირს. უფრო კონსერვატორიის პოტენციურ სტუდენტებს ან ცნობადი ქართველი პედაგოგების პოტენციურ მოსწავლეებს ხედავენ კონკურსანტებში;
3. ეს თუ გინდათ სუბიექტურობაშ ჩამომართვით, მაგრამ რადგან კუთხეების მიხედვითაა ყოველთვის წარმოდგენილი, თვითონ უნდა დაებალანსებინათ და თუნდაც სიღნაღში მცხოვრები სვანეთის წარმომადგენელი არ გაეშვათ ხელიდან
ვაა შერგილი : ), აქეტაც მისი ძმები დგანან ბეთქილი და შმაგი. არა ისე რეალურად რა უნდოდა ჯეოსტარზე, არც არაფერი. რაც მთავარია თავის საქმე 5-იანზე იცის კაცმა : )
მთავარი ეგაა რომ კარგად იცის, არც სწყენია, ზოგმა კი ბღავილი დაიწყო
მერე ხინკალიც ჩემი იქნება, მწვადიც, შავსათვალიანი დაცვის არმია – ესენი მეც მინდა :> რომ გავიზრდები, ღუბერნატორი უნდა გამოვიდე.
ისე რატომ ვიგებ ასეთი ფესტივალებზე მას მერე რაც ყველაფერი მოთავდება და მორჩება?!
ისე დარწმუნებული ვარ სოფლის მოსახლეობისათვის ამ შენთვის და ჩემთვის გამაღიზიანებელი სვიტის სტუმრობა ძალიან დიდი სიხარულის მომტანი იქნებოდა. ჰოდა, ნურც გაიკვირვებ თაზო.
რა თავხედები იყვნენ ის დაუპატიჟებელი სტუმრები:|სიღნაღელი სვანი ძალიან მომეწონა ჯეოსტარზე ))
P.S ძალიან საინტერესო ფესტივალს დასწრებიხარ თაზო. მეც დიდი სიამოვნებით წავიდოდი იქ ))
tqven wels naxet ra iqnebaaa msoplio gaigebsss nukrianis saxels
ახლა სრულიად შემთხვევით ვნახე ეს რეპორტაჟი და კომენტარები;
თაზო მადლობ ფესტივალის გაშუქებისტვის და ყველას მადლობა გამოხმაურებისთვის; მე ვარ ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი და წელს იგივე ფესტივალი ჩარატება 19 სექტმებრეს; ვეცდებით გამოვასწოროთ შარშანდელი ხარვეზები; იმედი გვაქვს გვესტუმრებით
თაზო, თუ შეიძლება გამოვიყენო ეს ფოტოები და ფესიბუქზე ნუკრიანის სახელოსნოების გვერდზე გადავდო?
ეს ფესტივალი წელს უკვე 2 ოქტომბერს, ანუ ხვალ ტარდება
აქ იყო გინება და ამიტომაც წაიშალა.
გინების ავტორს: სად დაინახე, რომ ვინმე კახელებს დასცინის? იქნებ ამიხსნა
visac ar ukvars kaxeli imas sheveci 9 xeli
ra ospi, ris muxudo sad iko nukrianshi ospi da muxudo, erti sitkvit visac ar ukvars qiziyi, chems klestan qondes viziti ra, mokled da konkretulad…
es saxelosnoebic xom magari kleobaa da vapshe es gverdic kide ufro magari kleoba, tavi taanebet nukrianelebs , cota puri cota mcvanili cota gvino, ai chveni chin-mendlebi, trakshi gaiketet tkveni pestivalebi.
churchxela 2.5 lario, sad naxe?
tan cauchurchxele:):) dagecvas mokle kaba:):0:)
amodena yleebi ro modian kargia kaco, imodena zemuchka gavasage. es chemi bichi kide klea, amodena mutloba aqa iyo da dge da game andzrevs.
neta es zuzuebiani naira rom ar gvyavda rogor vcxovrobdit?