დღეიდან ჩემი ბლოგი უფრო დინამიური, უფრო განახლებადი და უფრო საინტერესო გახდება. საინტერესო რჩევების მიღების შემდეგ უკვე ვიცი ცვლილებები რა მხრივ გავატარო. წარსულს ჩაბარდა დაუსრულებელი პოსტები, გაზეთში გამოქვეყნებული სტატიები და ა.შ. დღეიდან აქ იქნება უფრო ბევრი ფოტო, უფრო ბევრი ვიდეო, უფრო მეტი კრეატივი, უფრო მეტი ცინიზმი და კრიტიკა. ბლოგზე შემოსვლა და ახლი პოსტის წაკითხვა დღეში მაქსიმუმ 10 წუთს წაგართმევთ.
მგონია, რომ “ახალი მედიის ფორუმის” ჩატარების შემდეგ ქართული ბლოგოსფერო განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. რა ვქნა, დროს ხომ არ ჩამოვრჩები? გოიმი რედაქციების საშველი დღეს კი არა, 22-ე საუკუნეშიც არ იქნება. იმედია, ქართული ჟურნალისტიკა ოდესღაც მაინც აუწყობს ფეხს მსოფლიოს განვითარების აჩქარებულ ტემპს.





[...] First Tweet 1 minute ago mrtazo Tazo kupreishvili პოსტი განახლებულ ბლოგსა და გოიმ რედაქციებზე: "http://freelandia.wordpress.com/2009/10/13/changes/ view retweet [...]
პირველ რიგში ჰედერი შეცვალე, მაგარი ცუდი ჰედერია, იმენნა ბოოორინგ და ლეიმ და ა.შ., რამე უფრო კრეატიული გააკეთე… ჩართე კრეატივის ზეიმი
.
მადლობა ყვავა! აბა წამოვიდა კიდევ უფრო მეტი შენიშვნები!
მიხარია რომ მაგ ღონისძიებამ ერთ ბლოგერზე მაინც იმოქმედა დადებიდათ და მეტი ენერგიები შეჰმატა მას საკუთარი ბლოგის პოპულარიზაციის და განვითარებისთვის..
იმედია ეს პოსტი “უბრალოდ სიტყვები” არაა და ხვალიდან ისევ იმას არ გააგრძელებ, რასაც აქამდე აქედებდი (ანუ შენივე თქმით დაუსრულებელი პოსტები და ა.შ.) … იმედი მაქ, რო ეს “მუღამი” დროებითი არ არის და არ გადაივლის ხვალ..
იმედი მაქვს ასევე, რომ სხვა ბლოგერებიც მოგბაძავენ შენ..
პ.ს. ისე კი არ ვიცოდი, რო შენც ბლოგერი იყავი, რამდენჯერმე კი შეგნიშნე იქ… გვერდითაც ვიჯექით და რაღაც.. :user:
ხო, წამოსვლისას ზურიუსმა ფოტოები მანახა და მითხრა, ეს ლენდიშა არისო. არადა, შენს ბლოგს ვკითხულობ ხოლმე
რაც შეეხება ცვლილებებს, ეს რეალურია.
ნუ, ბოლო დროს რაღაც პოლიტიკოსივით ნათქვამი ფრაზები გამოდის, ყურადრებას ნუ მომაქცევთ, გადამივლის
ლენდიშას ვანახებ მე მაგას =)))
ლანდიშა ვარ.. მე ლანდიშა
ველი ცვლილებებს შენს ბლოგზე
წარმატებები
[...] თაზოს პოსტი (ვფიქრობ ყველაზე მეტად მასზე იმოქმედა ამ ღონისძიებამ ) [...]