Feeds:
Posts
Comments

Archive for October, 2009

ქალი-ქალღმერთი ქალი-ღვთაება ქალი-თვალისჩინი ქალი-ანგელოზი ქალი-ვარსკვლავი ქალი-ტანში ჟურუანტელის მომგვრელი ქალი-მუხამბაზების მუზა ქალი-სიკეთის სამთესველოს ფუძემდებელი ქალი-დირექტორი ქალი-არქიფო სეთური წავიდა ვიდიუ!

Read Full Post »

დღეს ეს უკვე მეორე პოსტია, რომელიც ბავშვებს ეხება. უფრო სწორად, უფროსების დაუდევრობასა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ბავშვების მიმართ. დიდების უპასუხისმგებლობას ორი ბავშვი უკვე ემსხვერპლა, მესამე  სიკვდლის ძლივს გადაურჩა(მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა, მაგრამ გადარჩა). ამ პოსტის მთავარი თემა კი ambebi.ge-ზე გამართული საბავშვო ფოტოკონკურსია. მე არ მესმის, ეს ადამიანები როგორ აზროვნებენ, თავში რა უდევთ, ბავშვებს როგორ ზრდიან? არც ამ [...]

Read Full Post »

გუშინ მეკარის კარის გადმოვარდნისას 9 წლის გიორგი ქინქლაძე დაიღუპა. ანალოგიური შემთხვევა რამდენიმე თვის წინაც მოხდა. სამწუხაროდ, იმ დროსაც გარდაიცვალა ბავშვი – 11 წლის ბექა ქადარია. ბექა ქადარიას შემთხვევაში პასუხი არავის უგია. მისმა მშობლებმა დამნაშავის დასჯის მოთხოვნით სასამართლოები მოიარეს, მაგრამ უშედეგოდ. ისინი ამბობდნენ, რომ ამით სხვებს მაინც ააცილებდნენ მსგავს ტრაგედიას. ეს უკვე ერთ, კონკრეტულ უბედურ შემთვევას [...]

Read Full Post »

Google-ის რუკები ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ინტერნეტ რესურსია. თავს არ შეგაწყენთ მისი ფუნქციების ახსნით, მის შესახებ დღეს ყველამ იცის(იმედია).   ბოლო დროს ამ რუკაზე საქართველოსთან დაკავშირებულ ისეთ ლაფსუსებს ვაწყდები, 21-ე საუკუნის სუვერენულ, ტურიზმისა და ეკონომიკის განვითრებაზე ორიენტირებულ სახელმწიფოს რომ არ ეკადრება. წინა კვირას ვწერდი, რომ საქართველოს დეტალური რუკა  Google map-ზე დატანილი არ არის. დღეს კი აღმოვაჩინე, [...]

Read Full Post »

ეს ჩემი პირველი ვიდეო პოსტია, როგორც იქნა გავბედე .  მომავალში ასეთი ტიპის ვიდეოებს უფრო ხშირად დავდებ. ვიდეოს გარდა ასევე შეგიძლიათ ნახოთ ფოტოები შარდენის ქუჩისა და მისი მიდებარე ტერიტორიიდან. გუშინ იქ ხილის ფესტივალი ჩტარდა. მართლა ლამაზი სანახაობა იყო. დატკბით ესეც ფოტორეპორტაჟი: ესეც “ვარდების მოედანზე” გამართული ავტოშოუ. ვინაიდან და რადგან ძველი მანქანების დიდი ფანი არ ვარ, ჩემში [...]

Read Full Post »

თუ ამ ქვეყანაში ასარჩევი მექნება თეა თუთბერიძის მეგობარი ვიყო თუ მტერი, მე  მეგობრობას ვირჩევ! პრობლემაა რაამე? თუ შეგიძლიათ ადამიანის საქციელს(ეპითეტები თქვენ მოარგეთ)  დაუპირისპიროთ აგრესია, გინება, ლანძღვა, მუქარა, წყევლა და ა.შ, თუ თქვენ ასე მარტივად მიგაჩნიათ ადამიანის გამეტება,  თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თეა თუთბერიძეზე მორწმუნეები და მამულიშვილები ხართ, მე თქვენს გვერდით არაფერი მესაქმება.

Read Full Post »

ოქტომბერი  ზომაზე მეტად “ცხელი” გამოდგა. აქეთ რუსეთის მუქარა ატომური ბომბის გამოყენებაზე, იქით-პატრიარქის წინააღმდეგ და მის დასაცავად აგორებული აქციები,   ….და ბოლოს წლის მოვლენა:  სააკაშვილის ტყავში გახვეული ენდი გარსია. ჰოლივუდის რიგით იაფფასიან პროდუქტზე ასე გაგიჟება შეიძლება? ჯერ ვთქვათ, რატომ იღებს ჰოლივუდი ფილმებს? პირველ რიგში, მწარმოებელმა  მოგება უნდა მიიღოს თან  მაყურებელიც გაართოს-მაქსიმუმ ორი საათის მანძილზე მოწყვიტოს დამღლელ რეალობას.  [...]

Read Full Post »

ალბათ, უკვე გაიგეთ, რომ კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინიციატივით  “ქართველთა ერთობის ტრაქტატი” შიქმნა. მასზე ხელის მოწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. რამდენადაც ვიცი, ამის გაკეთების სურვილი უკვე ათიათასობით ადამიანს აქვს.  სხვადასხვა ეკლესიის მრევლი უკვე რიგშიც კი ჩადგა. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გამოვხატოთ, რომ ვართ ერთი სისხლი და ხორცი და  მუდამ ერთად ვიქნებით. – თქვა ილია მეორემ. ჯერ [...]

Read Full Post »

“სააკაშვილის ხელშეწყობით, “სოროსის ფონდს” რენესანსის ხანა დაუდგა. რაც საქართველოს სჭირს, “სოროსის ფონდის” და მისი წარმომადგენლის დავით დარჩიაშვილის დამსახურებაა. იყიდება ეროვნული სიმდიდრეები, კერძოდ, გასხვისების პროცესშია “საქართველოს რკინიგზა”. უკვე გაიყიდა ფოთის პორტი, “მადნეული” და არაგვის ხეობა. სწორედ “სოროსის ფონდის” მიერ არის მომზადებული საგანმანათლებლო რეფორმის პროგრამა, რომლის მიხედვითაც, მომავალი თაობა ჩამოშორდება ეროვნულ ფასეულობებს და მათი გარყვნა ხდება. რეალურად, [...]

Read Full Post »

დღეს თბილისის მერიის საიტზე დამჭირდა შესვლა და ჰოი საოცრებავ: გამოკითხვას გადავაწყდი. როგორც აღმოჩნდა, თბილისის მერიის მთავარი პრობლემა, ყოფნა-არყოფნა,  ამქვეყნიური გასაჭირი და საუკუნის დილემა მხოლოდ ერთი კითხვით გამოიხატება: უჭერთ თუ არა მხარს გიგი უგულავას? ვთქვათ და ვუჭერ, მერე რა?  ან არ ვუჭერ! მაინც “მერე რა?”  რა მოემატება ამით მერიას, ან რა დააკლდება მსგავსი იდიოტური და უფუნქციო [...]

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.