“იაშვილის კლინიკაში ექიმები 13 წლის გოგონას გადარჩენისთვის იბრძვიან.
ბავშვს სასტიკად თავისი თანატოლები, ასევე გოგონები გაუსწორდნენ. უმძიმესი ჭრილობები მოზარდს დანით აქვს მიყენებული. ჩხუბის სავარაუდო მიზეზი ბიჭია, რომელიც ორივე გოგოს უყვარდა”
სწორედ ამ სენსაციური ინფორმაციით დაიწყო “კურიერი” 21 სექტემბერს, საღმოს ცხრა საათზე. დიანა ჯოჯუას შესავლის შემდეგ საუბარს ჟურნალისტი ნათია ტრაპაიძე აგრძელებს: “ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ არც დაზარალებული და არც ბრალდებულის სახელს და გვარს, თუმცა ფაქტია, რომ არასრულწლოვანთა სისხლიან გარჩევაზე საქმის ზიება მიმდინარეობ…”
…და უცებ მიჩნდება იმედი, რომ ჟურნალისტი სიმართლეს ამბობს. ვფიქრობ, რომ სკანდალი “რუსთვის 2-ის” გაგებით დღეს ვერ შედგება. აქამდე, ასეთი ამბის მოყოლისას არასრულწლოვანთა ვინაობა პირდაპირ თუ ირიბად მუდმივად მჟღავნდებოდა. ახლა კი, ჟურნალისტი აცხადებს, რომ მათ ვინაობას შეგნებულად არ ასახელებს. განა ეს უმნიშვნელო ამბავია ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში? პირველად ხდება, რომ ჟურნალისტი(მითუმეტეს, “რუსთვი 2-ის” თანამშრომელი) ანგარიშს უწევს პროფესიულ ეთიკასა და საქართველოს კანონს “მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ”.
აი, რას ამბობს კანონი:
V1 თავი: “ამ თავის შესაბამისად: დაუშვებელია არასრულწლოვანთა კონფიდენციალურობის დარღვევა ისეთი დანაშაულის მედიაში გაშუქებისას, როდესაც არასრულწლოვანი წარმოადგენს ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, განსასჯელს, მსჯავდებულს, დაზარალებულს, მოწმეს, პირს, რომელსაც არ გააჩნია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სტატუსი, თუმცა პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება იმ დანაშაულს, რაც წარმოადგენს მედიის გამოხატვის საგანს. ასევე დაუშვებელია მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობის გარეშე არასრულწლოვანისგან აღებული ინტერვიუს გამოქვეყნება/გავრცელება არასრუწლოვანის იდენტიფიცირების დარღვევით, თუკი ინტერვიუ ეხება კონკრეტულ დანაშაულს. “ წყარო: http://chairman.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=251&info_id=22124
აღნიშნული დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორება გამოიწვევს საჯარიმო თანხის გაორმაგებას”
საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული ცვლილება კანონში, 2009 წლის 17 ივლისს მეორე მოსმენით მიიღო.
ცვლილების ინიციატორი იყო პარლამენტარი გია არსენიშვილი. საინტერესოა, რომ მან კანონპროექტი თვდაპირველად გააცნო ჟურნალისტებს: ვახო სანაიას, დავით პაიჭაძესა და ნათია ტრაპაიძეს. წყარო
დიახ, ეს ის ნათია ტრაპაიძეა, რომელიც კანონპროექტის გაცნობიდან რამდენიმე თვეში ამზადებს სიუჟეტს არასრულწლოვანთ დანაშაულზე. თითქოს, არც კი სმენია იმ კანონის შესახებ, რომლის განხილვაშიც ერთ დროს მონაწილეობასაც იღებდა.
დაიწყო სიუჟეტი. ჩემი იმედები და ილუზიები კი რამდენიმე წამში დაიმსხვრა. თურმე, სულ ტყუილუბრალოდ მეგონა, რომ კანონის “კარგად მცოდნე” ჟურნალისტი(და ტელევიზია) არასრულწლოვანთა საკითხს პროფესიული სტანდარტისა და კანონის შესაბამისად გააშუქებდა. მართალია, ეჭვმიტანილისა და დაზარალებულის გვარ-სახელები არავის დაუსახელებია, სამაგიეროდ, მათი ვინაობა სხვაგვარად გაიშიფრა. აჩვენეს სკოლა, სადაც ეჭვმიტანილი სწავლობდა. აგრეთვე, საკლასო ოთახი, მერხიც კი, სადაც გოგონას ამოკვეთილი ჰქონდა სხვადასხვა წარწერები. მასზე ალაპარაკეს კლასის დამრიგებელი, დირექტორი, ასევე 7-8 წლის ბავშვები. ამ ბავშვებს სახეები დაფარული ჰქონდათ, მაგრამ მეეჭვება, ვინმეს მათი მშობლებისგან აეღო ინტერვიუს ნებართვა. მითხარით, ამის შემდეგ ვინმეს გაუჭირდება ეჭვმიტანილის ვინაობის დადგენა? ან, რა აზრი აქვს მისი სახელის დამალვას თუ მასთან დაკავშირებულ ყველა ნიუანს დაუფარავად აჩვენებ მაყურებელს? სიუჟეტში ნაჩვენები გარემოებებით, სულაც არ არის ძნელი მისი პიროვნების იდენტიფიკაცია. (სიუჟეტი შეგიძლიათ ნახოთ აქ: http://www.myvideo.ge/?video_id=624699)
როცა ტელევიზიებში ასეთი ამბები ხდება, ხომ უნდა არსებობდეს სტრუქტურა, რომელიც მონიტორინგს გაუწევს მათ საქმიანობას? ასეთი სტრუქტურა საქართელოში ან არ არსებობს, ან კიდევ ბუზების დათლით ისე გაერთო, თავისი ფუნქცია-მოვალეობა საერთოდ დაავიწყდა. პრინციპში, როცა მარეგულირებელ კომისიას “ალანიას” რამდენიმეწლიანი ულიცენზიო მაუწყებლობა “გამოეპარა”, რა გასაკვირია, ტრაპაიძის სიუჟეტი გამოჰპარვოდა?
ამ შემთხვევაში ალბათ, ხმა ისევ იმ კანონმდებლებმა უნდა ამოიღონ, ვისი ინიციატივითაც კანონი მიიღეს. აგრეთვე, სახალხო დამცველმა და ბავშვთა უფლებათა დამცველებმა. შეიძლება, ზოგიერთებს ეს ფაქტი ასეთი აჟიოტაჟის ატეხვის საფუძვლად არ მიაჩნიათ. ვერ დაგეთნხმებით, ეს ტელევიზიების მხრიდან არც პირველი შემთხვევაა და არც-უკანასკნელი. ჰოდა, თუ არ შეიქმნა კანონის აღსრულების პრეცენდენტი, მაშინ ასეთი ფაქტები დაუსრულებლად გაგრძელდება, დაზარალებულები კი მუდამ ჩვენ დავრჩებით.




+ bevri beevri!!
idiotebi!!
dgevandel realobashi me normaluri juralisti erti shemxvda isic patara gogo romeligac gazetshi stajorad. zalian chkvianuri kitxvebit romlebic ar meordeboda sxvadasxva nairad gadacyobili da namdvilad axerxebda am kitxvebshi azris datanebas.
სუუფტა იდიოტები არიან, პროფესიულ ეთიკაზე ხომ საუბარი ზედმეტია!
ლეგალური თვალსაზრისით, მიჭირს თქმა, კანონი დაირღვა თუ ჟურნალისტებმა კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპს მოქნილად გვერდი აუარეს.
კანონმდებლების ნაცვლად ვარჩევდი მედია-საბჭო არსებობდეს.
ამ შემთხვევაში მშობლებს რომ ეჩივლად, ბუნებრივი იქნებოდა
კოდექსის დარღვევას მთლად ვერ იტყვი, სხვა დროს რომ სახელებს და გვარებს ამბობდნენ, ახლა მართლა გაძვრნენ; სამაგიეროდ – სკოლა აჩვენეს
რაც ასევე არასწორია, ჩემი აზრით.
მაგრამ ყველაზე საშინელი ის იყო, როცა ამ ბავშვის მერხს აჩვენებდნენ და იქ ეწერა: ‘mad about it’ – ამ დროს ჟურნალისტი ამბობს, “ის წერს, რომ მასზე [ბიჭზე] გიჟდებაო”
არადა, უბრალოდ რაღაც წინადადება იყო და არა – ბიჭზე გაგიჟება, ელემენტარულად, ინგლისურის ცოდნაა საჭირო.
მარაზმი იყო, საშინლად არ მესიამოვნა, თან პირველ სიუჟეტად რომ გაუშვეს.
აღარ ვუყურებ ტელევიზიებს ომის მერე, ნახ! ბლოგებიდან უფრო კარგად ვიგებ რამეებს, ვიდრე ტელევიზიიდან. აი ეს ბლოგიც კარგი ბლოგია ამ მხრივ.
ხო, აქვე იმის თქმა მინდა, რომ არც ვიცოდი თუ იყო მასეთი კანონი.. ანუ ისე შევეჩვიე ტელევიზიით პიროვნების “დაფარვას”, რომ მეგონა ასეც იყო მიღებული.
რუსთავი2 და ადამიანის უფლებების დარღვევა ხომ სინონიმებია!!!!
მართალი ხარ სოფი. საერთოდ, ძირითადი ტელეკომპანიების ბავშვების პრობლემებისადმი მიძღვნილი რეპორტაჟები განსაკუთრებული, წარმოუდგენელი სიბნელით გამოირჩევა ხოლმე (ერთი-ორი გამონაკლისის გარდა). არ ვიცი, რატომ
გეთანხმები, მაგრამ ტრაპაიძე თუ არ გააკეთებდა, სხვას დაავალებდნენ,. ან მოსთხოვდნენ რომ ასე გაეკეთებინათ, პროდიუსერები და სხვა ხელმაძღვანელი პირებისთვის უნდა იყოს ეს საკიტხი ასე დაყენებული, ჟურნალისტმა რომც თქვას, მათ უნდა გააკონტროლონ და არ გაუშვან ეთერში, მაგრამ როცა მათჳ სურვილები სხვაა და სკანდალზე, ინტრიგაზეა აგებული მაუწყებლობა, ერთეული ჟურნალისტების სურვილს არავინ მიაქცევს ყურადღებას. თუმც, ერთეულებსაც თავის პროფესიული ეთიკა კარნახობს როგორ მოიქცნენ..
ოჰ ნათია, ნათია. რამდენადაც გულუბრჱვილო გამომეტყველება აქვს ამ გოგოს იმდენად დიდი საზიზღრობა აქვს ჩაფიქრებული. მგონია ეს პროფესიული თვითდამკვიდრების სურვილითაა ნაკარნახები. თუმცა ამას ყველა ჟურნალისტი ნებისმიერ ფასად არ აკეთებს.
ნათია ისე ურცხვად და სიამოვნებით იტყუება – მოგწონს კიდევაც ის ფაქტი, რომ დააჯერო, რომ მოგატყუა. რა ცოდოები არიან ახალაგაზრდები, რომელთაც ამ ყველაფრის გარეშე კარიერული ზრდა ხლეს არ ეწიფებათ.
ამ კონკრეტული სიუჟეტის გამო რომ უჩივლოს 55-ე სკოლის მოსწავლემ ურიგო არ იქნება. იქნებ ომბუდსმენმაც მიხედოს ამ საკითხს.
ბაბისა, დარწმუნებული ვარ ეს სიუჟეტი სწორედაც რომ თვითდამკვიდრების სურვილითა ნაკარნახები და არა-უფროსობისგან. ეს ისეთი მნიშვნელობის ამბავი არ არის, რომ “ზემოდან” გადაწყდეს. უბრალოდ, ჟურნალისტს როგორც უკარნახა პროფესიონალიზმმა და ეთიკამ, ისე გააშუქა.
უნივერსიტეტში მასწავლიდნენ, რომ “შენ, ჟურნალისტს თუ საიდანღაც გამოგაგდებენ, იმავე ოთხში ფანჯრიდანაც უნდა შეძვრე კომენტარის მოსაპოვებლადო”. ეს შეგონება ბევრმა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო, თუნდაც ამ შემთხვევაში. დაჭრილი გოგოს დამრიგებელი უარს ამბობს ეკრანის წინ გამოჩენასა და კომენტარის გაკეთებაზე. ამ დროს რას აკეთებს ჟურნალისტი? ჩართული კამერით ქვემოდან უღებს . რა სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო ამის გაკეთება? რა გავიგეთ ახალი და არსებითდ საინტერესო? ამით, უბრალოდ კიდევ ერთი დეტალი შემატა სიუჟეტს, რაც აადვილებს არასრულწლოვანთ იდენტიფიცირებას.
დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფრის მერე, ნათია ტრაპაიძე ყველაზე ბედნიერი ჟურნალისტი იყო საქართველოში. მოიპოვა სკანდალური მასალა, მისი სიუჟეტი რიგით პირველი იყო კურიერში და მაყურებლის წინაშე მცირე მონოლოგითაც კი წარსდგა. განა ცოტა ამბავია? პროდიუსერსაც თავი მოაწონა
უი 55 სკოლა, ჩემი სკოლაა, შორენაც მასწავლიდა ადრე ისტორიას :-> საშინელი ისტორიაა და სიუჟეტიც არ მომეწონა
ეს ის პონტია, პატრულში დაზარალებულებს სახეზე რო აფარებენ რარაცეებს და სახელს და გვარს რო მაინც წერენ
)
მედიის თვითრეგულირებისთვის რაღაც ორგანიზაციაა საჭირო, რომელიც კონკრეტული ჟურნალისტის “ბრალეულობას” განიხილავს, იქნება ეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, ეთიკის ნორმების უგულებელყოფა თუ სხვა რამ.
დასავლეთში ამის დიდი გამოცდილებაა და კარგადაც მუშაობს.
რუსთავი 2 – სგან არ ველოდი
ძალიან კარგი პოსტია :ბის:
მე ეგეთი დარღვევები არ მიკვირს
სადაც ჯეო სტარის საწყალ კონკურსანტებს დასაცინად იმეტებენ და სადაც “ნუ მიღებ” კადრები მაინც გადის ეთერში (არადა, ხომ შეუძლია უჩივლოს კიდევაც იმ ადამიანმა) არც ეგ მიკვირს
მედიის თვითრეგულირების ინსტიტუტები მართლაც კარგი იდეაა, თუმცა არა მგონია საქართველოში გაამართლოს. ზუსტად გუშინ ვწერდი ბლოგზე, მედია ცალკე ხომ ვერ განვითარდება, თუ გარშემო ეკონომიკა არ ყვავის….
პ.ს. თაზო, შენს ბლოგს ყოველთვის ვკითხულობ, ოღონდ ჩუმად…
))
kargia,rom amaze gaamaxvileT yuradgeba,radgan mec momavali jurnalisti var, agniSnuli kanonic gansakutrebuli mondomebit gagvacno media samartlis leqtorma da roca amgvar siujetebs vuyureb,chemi protesti da gagizianeba sad wavigo agar vici xolme.
sxvatashoris,rustavi 2 iqit iyos da magalitistvis,iset prestijul jurnalshic ki iyo amgvari upatiebeli shecdoma gaparuli(?), rogoric “cxeli shokoladia”. ert-erti saswavleblis leqtoris komentari iyo dabechdili,sadac respondenti ambobda,rom ar surda vinaobis gamxela,samagierod misi foto saxis dafarvis gareshe “didsulovnad”iyo warmodgenili jurnalis furcelze.