Feeds:
Posts
Comments

Archive for September, 2009

ამ პოსტის იდეა  “საკანი #5-ის” ყურების შემდეგ გამიჩნდა. “უცნობის” სტუმარი მამუკა არეშიძე იყო. გადაცემა სრულად არ მინახავს, მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდს შევავლე თვალი. მამუკა არეშიძე ჰყვება, რომ ცოტა ხნის წინ lenta.ru-ზე ჰქონდა ონლაინ კონფერენცია. შეკითხვების რაოდენობამ ოთხმოცის რომ გადააჭარბა, მან ხალხს სთხოვა, კითხვები მის ელ.ფოსტაზე გაეგზავნათ. რამდენიმე საათის მანძილზე არეშიძის ფოსტაში 200-ზე მეტი წერილი დაგროვდა. მოქალაქეები [...]

Read Full Post »

“იაშვილის კლინიკაში ექიმები 13 წლის გოგონას გადარჩენისთვის იბრძვიან. ბავშვს სასტიკად თავისი თანატოლები, ასევე გოგონები გაუსწორდნენ. უმძიმესი ჭრილობები მოზარდს დანით აქვს მიყენებული. ჩხუბის სავარაუდო მიზეზი ბიჭია, რომელიც ორივე გოგოს უყვარდა” სწორედ ამ სენსაციური ინფორმაციით დაიწყო “კურიერი” 21 სექტემბერს, საღმოს ცხრა საათზე.  დიანა ჯოჯუას შესავლის  შემდეგ  საუბარს ჟურნალისტი ნათია ტრაპაიძე აგრძელებს: “ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ არც დაზარალებული [...]

Read Full Post »

ადგილობრივებს ხეობის გადარჩენის ერთ-ერთ გარანტად სკოლის აღორძინება მიაჩნიათ 17 სექტემბერს, “კავკასიურმა სახლმა” ფშავში, დუშეთის რაიონ სოფელ შუაფხოში ჩაატარა კონფერენცია სახელწოდებით “ეძღვნება ვაჟასა და ანას”. ღონისძიებაზე დასასწრებად “კავკასიურ სახლთან” ერთად თბილისიდან გაემგზავრნენ მეცნიერები, ხელოვანები და ნაციონალურ უმცირესობათა წარმომადგენლები. კონფერენციის მიზანი იყო “კავკასიური სახლის” ფილიალის გახსნა ფშავში, შუაფხოს  საშუალო სკოლაზე მეურვეობის აღება, აგრეთვე, შუაფხოსა და ნუკრიანის სკოლების [...]

Read Full Post »

გუშინ ფშავში ვიყავი, სოფ. შუაფხოში, ჩარგლის მახლობლად. “კავკასიური სახლიდან” ორი მიკროავტობუსით გავედით. მე რედაქტორმა გამიშვა. საქმე ისაა, რომ “კავკასიურმა სახლმა” ფშავში ფილიალის გახსნა გადაწყვიტა, აგრეთვე, შუაფხოს სკოლაზე მეურვეობაც იკისრა. სოფლის სკოლაში, სადაც 21 ბავშვი სწავლობს, ჩაიტანეს  სასწავლო წიგნები, სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა, მუს.ცენტრი და ა.შ. ამ თემაზე სტატია “რეზონანსში” ორშაბათს გამოქვეყნდება, მანამდე კი, ჩემს შთაბეჭდილებებზე [...]

Read Full Post »

“ყოველდღე ვხედავ, როგორ მატულობს ბზარების რაოდენობა, სახურავიც უფრო და უფრო იწევა გვერდზე” საჩხერეში, სამოცამდე ოჯახი, ერთ კვირაზე მეტია ღია ცის ქვეშ ცხოვრობს. 7 სექტემბერს, გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, არცერთ მათგანს ღამე სახლში არ გაუთევია. ამ ინფორმაციის მიღებისთანავე საჩხერის რაიონისკენ გავემართე.  ადგილზე ჩასულს, ღია ცის ქვეშ დარჩენილი მოსახლეობა დამხვდა. საჩხერის ავტოსადგურიდან ორმოებიანი, დანგრეული გზით გავემართეთ აღმაშენებლის [...]

Read Full Post »

გუშინ, საჩხერიდან დამირეკეს, 60-მდე ოჯახი 7 სექტემბრის მერე ქუჩაში ვართ დარჩენილი და იქნებ ჩამოხვიდეთ, ჩვენი ამბავი გააშუქეთო. რედაქტორს(ელისო ჩაფიძეს) დავურეკე… მოკლედ, ცოტა ყოყმანის შემდეგ გადავწყვიტე, წავსულიყავი.  დილით ადრე გავედი, 10 საათზე უკვე მანდ ვიყავი. მივედი და თვალებს არ ვუჯერებდი: ლამის დანგრეული ხუთსართულიანი სახლი, კარვებში, ვაგონებსა და ხის ქვეშ გაშლილი ლეიბები, ფარდულში დაბინავებული ორი კვირის დაბადებული [...]

Read Full Post »

მას შემდეგ, რაც ორი დღის წინ, რედაქტორის დავალებული მასალის მომზადება შეუძლებელი გახდა, თავად მითხრა, რაც გინდა ის მოიფიქრე და დაწერეო. გუშინ, დილიდანვე ტვინს ვიჭყლეტდი რა გამეკეთებინა, ხან აქეთ ვეცი, ხან-იქით. ამ დროს, ოთახში შემორბის ბიძაშვილი და მეუბნება, ცოტა ხნის წინ, ჩვენი გალელი მეზობელი(პირობითად “ნანა”), გალის ქვედა ზონის რომელიღაც სოფელში დაუყაჩაღებიათ, ბავშვიანად თბილისში მოდის დღესო.  ჩემს [...]

Read Full Post »

ამბავი პროვოკატორი და ტუტუცი ჟურნალისტების უზნეო საქციელისა თსუ-ს ჟურნალისტიკის მიმართულების დეპარტამენტში 2008 წლის ოქტომბერში დიდი სკანდალი მოხდა.  მიმართულების იმდროინდელმა ხელმძღვანელმა დავით პაიჭაძემ,  ამავე მიმართულების პროფესორი მარინა ვეკუა პლაგიატში დაადანაშაულა. ოფიციალურად ითქვა, რომ მარინა ვეკუას პლაგიატორობას სპეციალური საბჭო დაადგენდა. ამ ამბავს შედეგად ის მოჰყვა, რომ თანამდედობიდან გაანთვისუფლეს დავით პაიჭაძე, მის ადგილზე კი მარინა ვეკუა დანიშნეს.  წიგნის ამბავი, რა [...]

Read Full Post »

ორშაბათს, “რეზონანსის” საკვირაო გამოცემაში “მთელი კვირა”, დაიბეჭდა ჩემი სტატია, რომელიც ეხებოდა გაზეთების გამყიდველ მოხუც ქალს. “კავკასიამ”  გადაწყვიტა, გადაცემა “პრესექსპრესი” სწორედ პრესის პრობლემებისთვის მიეძღვნა. პრობლემა, რომლის შესახებაც გადაცემა გაკეთდა, მდგომარეობს შემდეგში:  შესაძლოა, სულ მალე, თბილისში სტელაჟები აიკრძალოს. მერიის მოტივი: ამახინჯებს ქალაქის იერსახეს.  ეს კი, უმუშევრად დატოვებს არამარტო პრესის გამყიდველებსა და დისტრიბუტორებს, არამედ, პრობლემებს შეუქმნის რედაქციებსაც. დეტალურად [...]

Read Full Post »

“ახლა, შენ ამას რომ დაწერ, სააკაშვილი წაიკითხავს?” 63 წლის ელზა მახათაძე გლდანში, მეტრო ახმეტელთან გაზეთის სტენდთან პრესას ყიდის. მისი დღიური ანაზღაურება ხუთი ლარია. სულ მალე, შესაძლოა, ის, ამ საარსებო წყაროს გარეშე დარჩეს. ამის შესახებ მან რამდენიმე დღის წინ პრესის ფურცლებიდან შეიტყო. ქალაქის  ვიცე მერის, მამუკა ახვლედიანის ინიციატივით, თბილისის ქუჩები სრულად უნდა გაიწმინდოს გაზეთის სტენდებისგან.  მათ [...]

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.