ჰო, ნუ ცქვიტეთ ახლა ყურები, მერე რა, რომ უკვე დიპლომიანი სასიძო ვარ, ასეთად კიდევ კარგა ხანს ვაპირებ დარჩენას. გუშინ დიპლომი დავიცავი, ჯგუფური პროექტი ფაქტობრივად მაქსიმალური ქულით შეგვიფასეს. არ აღმოჩნდა “13″ თარსი რიცხვი.
ესეც ჩემი დასრულებული სტუდენტობა
ბოლო თვეების მანძილზე იმდენად მივეჩვიე აქტიური რეჟიმით ცხოვრებას, მოსალოდნელი რამდენიმეკვირიანი დასვენება “მაშფოთებს”. ვეცდები, ეს არდადეგები რაც შეიძლება ხანმოკლე იყოს
. წინ უფრო საინტერესო პერსპექტივები სჩანს, რომელზეც რამდენიმე თვის წინ ვერც ვიოცნებებდი. გეგმები, გეგმები და კიდევ გეგმები… ყოველგავრი იმედგაცრუება უკან დარჩა(უფრო სწორად, ჩამოვიტოვე
), უახლოეს რამდენიმე კვირაში, ალბათ, ერთ-ერთ საკამოდ ნორმალურ რედაქციაში შევძვრები(შანსი 99,99%), კიდევ, შეიძლება, მე და ჩემმა მეგობრებმა სერიოზული პროექტის დაფინანსებასაც გამოვკრათ ხელი. ბოლო დროს, თავი ცოტა არ იყოს უცნაურ რაღაცაში” დავიჭირე”. თითქოს, ვიღაცას ვეჯიბრები, რაღაცის დამტკიცებას ვცდილობ. შეიძლება, ეგოიზმის შემოტევა მაქვს
. მინდა, რომ ბოლო თვეების დროს განცდილი ერთი-ორი წარუმატებლობა, რაც შეიძლება დიდი წარმატებით გადავფარო. მოკლედ, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ვარ. სანამ საქმეში თავით გადავმხტარვარ, ივლისის ბოლოს ათდღიანი არდადეგებს ვიწყობ. მე და ჩემი ჰარამხანა რაჭას მივემგზავრებით. ნუ, ხუთი გოგო ერთ საწყალ ბიჭს მიათრევს ტყეში. მიშველეეეეეეეეეეეეეეეთ!
ჰარამხანაო?
ვინც არ იცით რას ვგულისხმობ, ხვალ შემომიარეთ, ამაზე ხვალ დავწერ







გილოცავ )))
მეც დავამთავრე უკვე
გუდ ლაქ ტყეში (იუ ნოუ ვოტ აი მინ)
თაზო, გილოცავ და დიიიდ წარმატებებს გისურვებ, ეს განწყობა მთელი ცხოვრება შეგენარჩუნებინოს და თამამად გაუყევი გაუკვალავ ბილიკებს, ასე უფრო საინტერესოც იქნება და სახალისოც და მჯერა რომ წარმატებებსაც ეს მოგიტანს. ჰარამხანა მომიკითხე და გაერთე უმაღლეს დონეზე
გილოცავ უნივერსიტეტის დამთავრებას…!
აბა შენ იცი, წარმატებები..
პ.ს. რაღაც ისეთი დასკვნები გამოვიტანე, რომ ეჭვი მაქვს, კოლეგები ვართ.. :ღრმააზროვანიფიქრისსმაილი:
გილოცავ!
უსაქმოდ დარჩენა და ხანგრძლივი მოცალეობა მგონი ჩემსავით გაშინებს
gilocaaaav! momwons aseti shemartebit rom xar da pozitiurad ganwyobili, yvelaferi gamova
rawashi sad midixarT? ara mgonia chems sofelshi, magram ise
kai dro atareT
nwnwnw, shenc rogor gezareba da rogor ar ginda “haramxanastan” ertad wasvla
:D:D
))))
gatutucebul-gatamamebuli ro yavxar 5 gogos magis bralia eg
aqac gilocav