ბლოგის მკითხველმა კარგად იცის, რომ წინა ორ პოსტში(ანტიპრესაI და ანტიპრესა II) სრულ იდიოტიზმში ვამხილე ერთი გაზეთი, რომლის სახელს მე ამ ბლოგზე ხელმეორედ არ გავიმეორებ. პასუხიც მივიღე რედაქციისგან: მოზომილი, მშვიდი და კორექტული. თავად ნახეთ:
ბატონო თამაზ (თაზო) ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვთ. გმადლობთ, რომ (თუნდაც უნებურად) ასე მონდომებით ეწევით ჩვენი გაზეთის რეკლამას. რაც შეეხება თქვენს გულისწყრომას – შეგეძლოთ და ახლაც შეგიძლია თქვენი მოსარებები (მათ შორის ჩვენი გაზეთის ზოგიერთი პუბლიკაციისა და ავტორის შესახებ) ბლოგზე გამოქვეყნების პარალელურად გამოგვიგზავნოთ ამავე მისამართზე, სიამოვნებით დავბეჭდავთ. რჩება შთაბეჭდილება რომ ბუნებითა და მოწოდებით ლიბერალი ბრძანდებით, ლიბერალიზმი კი გულისხმობს სულ ცოტა შემწყნარებლობას თუნდაც თქვენს მიერ ათვალწუნებული მხეიძის აზრისადმი. დამეთანხმებით რომ ლიბერალიზმი იმ დოზით როგორც ამას თქვენ იჩენთ, ქართულ სინამდვილეში ჯერ-ჯერობით არ დომინირებს. გამოგვიგზავნეთ თქვენი პუბლიკაციები და როგორც უკვე გითხარით სიამოვნებით დავბეჭდავთ და თქვენც დარწმუნდებით რომ გაზეთი თავისუფალ ტრიბუნაა.განსაკუთრებით საინტერესოა თეზა იმის შესახებ რომ არასრულწლოვნებისათვის ნებისმიერი (და არამხოლოდ ჰომოსექსუალური) პორნორესურსი არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, აგრეთვე სხვა მეტად საინტერესო მოსაზრებები. თუ ამ (ან ნებისმიერ სხვა პრობლემაზე) თქვენს აზრს პუბლიკაციის სახით მოგვაწვდით მზად ვართ თანამშრომლობისათვის.
ჩემი პირველი რეაქცია: თვალები გამიფართოვდა, გამიკვირდა, ასეთი თვდაჭერილი პასუხი განსაკუთრებით ისეთი სიძულვილით სავსე სტატიების შემდეგ. ერთი პირობა ვიფიქრე, ასე რადიკალურადაც არ უნდა შემეფასებინა-მეთქი, იქნებ რამე შეეშალათ და რამე…
ამ დილით ვაპირებდი ასევე ზრდილობიანი პასუხის მიწერას, მაგრამ ჩემს პოსტებზე დამხვდა კომენტარები და ჩემი კეთილგანწყობაც იმწამსვე სადღაც გაქრა. შეგიძლიათ იხილოთ კომენტარრები(პირველი, მეორე, მესამე)
კომენტარის წაკითხვა დაგეზარათ, არა? თვიდან მეც დამეზარა, რადგან საშინლად არ მიყვარს ლათინური შრიფტით ქართული სიტყვების წერა და მითუმეტეს, კითხვა. ვინაობის დაფარვის მიუხედავად, ძნელი მისახვედრი არაა, რომ ავტორები ანტიპრესის რედაქციიდან არიან. კომენტარები წაშლა არც მიფიქრია, იმიტომ, რომ ბლოგზე სრული თვისუფლება მეფობს. ლიბერალიზმი და სიტყვის თავისუფლება, რაც მე ასე ძალიან მიყვარს, თქვენთვისაც მინდა ბატონებო.
თქვენს “გაზეთთან” თნამშრომლობის იდეა არც განმიხილავს, რადგან:
- არ მინდა იმ ორგანიზაციასთან რაიმე კავშირის ქონა, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ და ანტილიბერალურ პოლიტიკას ატარებს.
- ჩემთვის, როგორც დამწყები ჟურნალისტისთვის, ჩამოურეცხავი სირცხვილი იქნებოდა თქვენი ავტორების გასწვრივ ჩემი გვარის დაწერა.
- თუნდაც ერთხელ, ჩემი პუბლიკაციის გამოქვეყნება თქვენთან ნიშნავს, რომ ამის შესახებ გაიგებს ჩემი მრავალრიცხოვანი სამეგობრო, რაც თვის მხრივ, თქვენი “გაზეთის” პოპულარობის ზრდას ნიშნავს, რაც ასევე არ მსურს. ისედაც საკმარისად “გაგაპიარეთ”.
- ბლოგით, ჩემი სათქმელის მკითხველთა გაცილებით ფართო აუდიტოტიამდე მიტანა შემიძლია, ვიდრე ამას თქვენი გაზეთის მეშვეობით შევძლებდი. იმედია, ეჭვი არ გეპარებათ, რომ ჩემს ბლოგს გაცილებით მეტი მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე თქვენს გაზეთს.
რაც შეეხება ბლოგზე გამოქვეყნებულ კომენტარებს(კომენტარი პირველი, მეორე, მესამე):
- როცა ქართულად წერთ, პირველ რიგში, ქართული ანბანით უნდა წეროთ, იმ ანბანით, რომლის შერყვნას “გიგი თევზაძეებსა” და სხვებს აბრალებთ.
- “ვინც პიდარასტებს იცავს, პიდარასტია”- წერთ თქვენ. ჯერ ერთი, მე არავის არ ვიცავ. სამწუხაროდ, ამის კომპეტენცია არ მაქვს. ამას სულ მცირე, იურისტის განათლება სჭირდება. მე უბრალოდ, ვამხელ იმ უხარისხობას და იდიოტობას, რასაც ზოგიერთ ქართულ ე.წ. გაზეთში ვხვდები. რა ვქნა, ვერავფრით ვეგუები იმას, რომ თქვენც ჟურნალისტები გქვიათ და სხვა, მართლა ღირსეულ პროფესიონალებს. ვინმემ ხომ უნდა თქვას, რომ რასაც თქვენ აკეთებთ, არ არის ჟურნალისტიკა და არც თქვენ ხართ ჟურნალისტები. მე, ამ შემთხვევაში, ზოგადად ჟურნალისტთა პრესტიჟსა და რეპუტაციას უფრო ვიცავ, ვიდრე კონკრეტულ ადამიანებს. როგორც სჩანს, ზოგმა ჩემი ნაწერები უმცირესობათა უფლებების დაცვად აღიქვა, გულწრფელად მიხარია. თქვენ რომ ჟურნალისტები იყოთ, გეცოდინებათ, რომ პროფესიონალ ჟურნალისტს არცერთ სათაკილო თემაზე წერა არ უნდა ეთაკილებოდეს. მე კი მაქვს პრეტენზია, რომ ბევრი შრომის შემდეგ, ოდესმე ჩემზე თქვან, თავისი საქმის პროფესიონალიაო. ჟურნალისტმა რომ მკვლელზე სტატია მოამზადოს, ის მკვლელია? მითხარით, თქვენ ასე გესმით ჟურნალისტიკა?
- ვერანაირ კომენტარს ვერ გავუკეთებ თქვენს სიძულვილითა და სიბნელით აღსავსე სხვა ფრაზებს, სამწუხაროდ, ამისგან განკურნება წარმოუდგენელია, ეს უფრო თანდაყოლილ ანომალიას ჰგავს, ვიდრე, უბრალოდ გადახრას. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ თქვენთან ყოველგავრი პროფესიული ურთიერთობა ჩემთვის ფანტასტიკის საზღვრებს სცილდება.
- ძალიან ვიცინე თქვენი ფანტაზიის შესაძლებლობებზე. თურმე, ამ ბლოგზე პოსტებს იმ იმტომ ვწერ, რომ მერე გრანტები მივიღო. იცით, როგორ გამეცინა? აი ასე: ბუ-ზუ-ზუ-ზუ…ბუ-ჰე-ჰე-ჰე…
სხვა რა უნდა ვთქვა? თქვენზე ყველაზე უკეთ თქვენი ნაწერები საუბრობენ. თქვენგან განსხვავებით, მე უკვე შევეგუე იმ აზრს, რომ ლიბერალურ საქართველოში, სადაც მე მინდა ვიცხოვრო, თქვენც გაქვთ ცხოვრების უფლება, რაოდენ ანტილიბერალურები და ანტიდემოკრატიულები იყოთ. იმედს ვიტოვებ, რომ ოდესმე თქვენი გაზეთი ჟურნალისტიკის სახელმძღვანელოებში იქნება შეტანილი იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორი არ უნდა იყოს ჟურნალისტიკა. სხვათშორის, ერთ-ერთმა სტუდენტმა სადიპლომო ნაშრომში უკვე შეგიტანათ
.
დარწმუნებული ვარ, 15-20 წლის შემდეგ, ლიბერალურ და მართლა დემოკრატიულ საქართველოში შვილებს ღიმილით მოვუყვები თქვენს შესახებ. უკვე წარმოვიდგინე მათი გაოცებული სახეები და გულუბრყვილო კითხვა: “მამა, ასეთი ადამიანები მართლა არსებობდნენ?”








შემოთავაზებაზე დათანხმება უკეთესი იქნებოდა
თუმცა მესმის შენი
თაზო – გაიხარე. რა თქმა უნდა მათი დაწერილი კომენტარებია და ტექნოლოგიური პროგრესის (უნიკოდი) გაგებაში არ არიან, და აქეთ გვიყვებიან ნიკოლოზის დროინდელ ანეგდოტებს. მათ კომენტარებზე კომენტარის კეთება ნამდვილად არ ღირს, იმიტომ რომ იდიოტიზმის კომენტირება შეუძლებელია, და არა იმიტომ რომ არგუმენტები არ არსებობს. გრანტებს ეს ადამიანები თვითონ იღებენ მშვენივრად კრემლიდანაც და კიდევ რაღაც–რაღაც ადგილებიდან, მათ შორის ჩვენს მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხებიდანაც, დარწმუნებული ვარ, თორემ ასეთი ჰონორით გაზეთებს ვერ დააფუძნებდნენ. ამაშია მთელი საქმე და ეს არის უსამართლობა, რომ ადამიანი, რომელიც თავისი მწირი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამო ისტორიის სანაგვეზე უნდა ეგდოს, აქეთ მოდის და ჭკუას ასწავლის ახალგაზრდობას. თუმცა მე მაინც დიდად შეშფოთებული არ ვარ, რადგან ყველაფერს აქვს თავისი ადგილი და ადრე თუ გვიან აუცილებლად აღმოჩნდება სანაგვეზე ის, ვისი ადგილიც სწორედ რომ იქაა. თაზო, მოდი იცი რა, არა არ გირჩევ, უბრალოდ, რომ დაუმტკიცო ისეთ ადამიანებს, ვინც მათსავით ფიქრობს, სხვა რაიმე საჭირბოროტო თემებზეც წერე, ასევე გულახდილად, როგორც ამ თემაზე. ვნახოთ ამაზე რა პასუხი ექნებათ…
არანაირი შემწყნარებლობა იმ ობსკურანტებს ვინც მერაბ მამარდაშვილი ‘მოღალატე, მოღალატეს” ძახილით მოკლეს, პატრიოტული პათოსით გულანთებულებმა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ეს მამათმადიდებლობა. ჩვენს თაობაში არის კონცენტრირებული ის ინტელექტუალური რესურსი, რომელიც მართლა კუთვნილ ადგილზე გაამგზავრებს ამათ, თავიანთი პრე-მოდერნული ფასეულობებით და ფსევდოპატრიოტულ-შოვინისტურ-ქსენოფობიური ბოდვებით, იქნება ეს ჟურნალისტიკაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში თუ საჯარო ყოფის სხვა ასპექტებში. “მოზომილობით” უკვე გაგანებივრეს 90იანელების ვერშემდგარმა თაობამ. თქვენი უნიჭო ბოგინის დრო გავიდა. თან წაიყოლეთ მაღრაძე-მიშველაძე-ჩარკვიანები. XXI საუკუნეში ამ სააზროვნო სიბრტყის ადგილი არ არის. აეგრე
შოთას ვეთანხმები ყველანაირად. საინტერესო და სამწუხარო ამ ყველაფერში ის არის, რომ ასეთ ადამიანებს (ვაი–გაზეთს ვგულისხმობ) ერთდროულად შეუძლიათ იყვნენ კომუნისტებიც, ცარისტებიც, მონარქისტები და მამათმადიდებლებიც და ყველაფერთან ერთად “დემოკრატებიც” (ალბათ ჟირინოვსკის ლიბერალური დემოკრატია იგულისხმება – თუმცა ჩემი პირადი დაკვირვებით, ჟირინოვსკი ლამაზი ბიჭების ტაკუცუნებს ცუდად სულაც არ უყურებს და თავის ორგიებზე უხვად ჰყავს ხოლმე, როგორც ამას ტელევიზიით ვხედავთ). ვინ არიან საერთოდ ეს ადამიანები, რა უნდათ და ნამუსის ნატამალი თუ გააჩნიათ? (მეც ვთქვი რააა… ნამუსი… რა ნამუსზეა ლაპარაკი, როცა ყველაფერს ისე ატრიალებენ, როგორც მათ აწყობთ, კანონების და ბიბლიის ჩათვლით).
ხოო… მოსალოდნელი იყო ასეთი პასუხი პრინციპში. ძაან სასაცილოა, გავმხიარულდი
სრულიად მოსალოდნელი იყო ასეთ პასუხი
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვერ დამანახა ამ გაზეთმა თავისი სტატიებით-კომენტარებით და ა.შ. თუ რატომ არ არიან ე.წ. “პედერასტები” ნორმალური ადამიანები.
აი ყველაზე უხეშად რომ ვთქვათ. არ აქვთ უბრალოდ არგუმენტი და ალბათ ამიტომ.
თაზო შენ კი ბრავო, ასეთი თავშეკავებული და არგუმენტირებული პასუხებისთვის
ლოლ
ამენ! ამენ! – მოგვეცი გრანტი, სოროსი grandpa! =))
რა უნდა ვთქვა, დემოკრატიაა და დემოკრატია იყოს, თაზო, შენ ხომ იცი, ყველა თავის აზრს გამოხატავს. გაუშვი, გაიხარონ
“Собака лает, караван идет” – вот так-с!
თაზო, respect!
ასეთი მშვიდი, გაწონასწორებული ტონისთვის, იმ უვიცობის საპასუხოდ, რაც აქ კომენტარებში დატოვეს. რა ვქნათ, დემოკრატიულ ქვეყანაში, ყველას აქვს უფლება იყოს… “ცუდი ადამიანი”, რბილად რომ ვთქვათ. იმედი მაქვს, ეს ტიპები უკვე გადაშენების პირას მდგარ ინდივიდებს წარმოადგენენ )
გაგარინ კაცი ხარ!!!
ბლოგის მკითხველებო, როგორც “ამ გაზეთის” რედაქციიდან მომწერეს, მათ არანაირი კავშირი არა აქვთ ბლოგზე გამოქვეყნებულ ლათინური შრიფტით ნაწერ კომენტარებთან. როგორც სჩანს, მე გამიჩნდა არასწორი ასოციაციები. თუმცა, ამის საფუძველი ისევ და ისევ გაზეთში გამოქვეყნებულმა პუბლიკაციებმა მომცა. თუ მე შევცდი, ბოდიში მომიხდია, სხვისი კომენტარი ამ გაზეთს რომ მივაწერე. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ გაზეთის შინაარსსა და აქ გამოქვეყნებულ რამდენიმე კომენტარის პათოსს შორის პრინციპული განსხვავება არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, მე ჩემი გზა მაქვს, ამ გაზეთს-თავისი და მეეჭვება, ოდესმე ჩვენი გზები კვლავ გადაიკვეთოს. კარგად ბრძანდებოდეთ ბატონებო. ისე, ჩემზე ძალიანაც ნუ გაბრაზდებით, ამ ბლოგიდან ასზე მეტმა ადამიანმა გაიგო თქვენი არსებობის შესახებ.
ჯერ კარგად გადაგემოწმებინა მერე კომენტარის ავტორის და რედაქციის ვინაობა
მაგის მეტს რას გვიჩიჩინებენ უნივერსიტეტში:))) ტეხავს თუ უბრალოდ გამოლანძღე
)
“უბრალოდ” არ გამომილანძღავს. გაზეთში სტატიები ისეთი სიძულვილითაა გაჯერებული, რომ რომც არ იყვნენ ამ კომენტარის ავტორები, ამით დიდი არაფერი იცვლება. მათი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი დაახლოებით ასეთივეა.
[...] [...]