ამ პოსტში ვისაუბრებ მეორე სტატიაზე, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთში “საქართველო და მსოფლიო”. სტატიის
სათაურია “ლიბერალური დემოკრატია ჩემთვის იქ მთავრდება, სადაც პედერასტების უფლებები ჩემსას უთანაბრდება”. საინტერესოა, რომ გეი საიტების გარდა ავტორი სტატიაში ახსენებს გიგი თევზაძეს, განათლების რეფორმას, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტს. გეი საიტებსა და გიგი თევზაძეს შორის, მე პირადად კავშირი ვერ დავინახე. ეს იქით იყოს, ყველაზე მთავარი ამ სტატიაში არის სიძულვილის ენა, ძალადობისკენ მოწოდება, წახალისება და დაუცხრომელი შური რუსეთისადმი, სადაც ხელისუფლება, თურმე, უფრო ეფექტურად იცავს ერის ღირსებას. თუმცა, მივყვეთ უფრო კონკრეტულად.
პირველი პოსტი ამ თემაზე ნახეთ აქ.
პუბლიკაციის ავტორია ვინმე “დავით მხეიძე, გურჯი, გრუზინი, ქართველი”(რა ვქნა, თავად უწერია ასე).
სტატია ქვესათაურებაა დაყოფილი. პირველი ქვესათაური:
“ნუ გაპიდარასტდები, ნუ გაიეღოველდები, ანუ ნუ გადაგვარდები”
ამ ნაწილში საუბარია თითიდან გამოწოვილ სკანდალზე, რომელიც ოდესღაც გეი აღლუმის ჩატარებას ეხებოდა. “გურჯი, გრუზინი, ქართველი” სწუხს, რომ იმ დროს ეს პარადი არ გაიმართა და “ჭკუა ვერ ვასწავლეთ” სოდომელებს. აი ციტატაც: ” რა არის ეს, თუ არა პედერასტების პარადი 24 საათიან რეჟიმში, თანაც, რუსთაველს ვინღა ჩივის, მთელი საქართველოს მასშტაბით? ამას არ სჯობდა, ორი წლის წინათ გაებედათ და რუსთველზე ცხვირპირი დაგველეწა ამ ამ უწმინდურებისთვის, როგორც უფრო ადრე მოსკოვში, წითელ მოედანზე დაალეწეს რუსებმა იქაურ პედერასტებს? ახლა მიდი და სდიე ვირტუალურ სივრცეში ინტერნეტპრაიდებს.”
ამის შემდეგ, ავტორს უჩნდება “ლეგიტიმური” ინტერესი, არსებობს თუ არა რამე მარეგულირებელი, რომელიც ზღუდავს “ვისაც რა მოეპრიანება ისეთი საიტების” კეთებას. მას აგრეთვე უკვირს, თუ რატომ არ ბლოკავენ “ნაცები” “ასეთ საიტებს”.
“ამ ყველაფერს” ბატონი მხეიძე ქართველი კაცის მენტალიტეტის შეცვლის მცდელობად მიიჩნევს. ციტატა: “ქართველი კაცის მენტალიტეტის შეცვლას, რაც ვერავინ შეძლო ათასწლეულების მანზილზე, არცთუ წარუმატებლად ცდილობენ ისეთი ნაციდეოლოგები, როგორიცაა გიგი თევზაძე -ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი”. მცირე შენიშვნა ავტორს: “ილია ჭავჭავაძის სახელობის” და არა ილია ჭავჭავაძის.
შემდეგ აბზაცებში საუბარია განათლების რეფორმაზე, თუ როგორ “ანგრევენ” ყოველგვარ ქართულს, ეროვნულს, რყვნიან ერს და ა.შ. ნაცნობი რიტორიკაა, არა? მეც მეცნო. თურმე “ისინი”(თევზაძეები და მისთანანი) ეწევიან სექტანტობისა და პედერასტობის პროპაგანდას, რადგან, მართალია ერთი მეორეს ავტომატურად არ გულისხმობს, მაგრამ არც კრძალავს”. არ შემიძლია, სტატიის ბოლო ნაწილი, უცვლელად არ შემოგთავაზოთ. ვფიქრობ, ამის კომენტირება ზედმეტია:
“ყველა ადამის შვილი ვართ, თათარიც ჩემი ძმა არის
ეს სტრიქონები ჯერ კიდევ როდის უთქვამს ქართველ კაცს. ასე, რომ თევზაძისგან არ გვესწავლება ტოლერანტობა და რელიგიური შემწყნარებლობა. “კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცე,” – ესეც ქართველი კაცის ნათქვამია, მაგრამ ამ ლოცვასა და კაცობაში სექტანტობა კი არა, ის ტრადიციული რელიგიები იგულისხმება, რომლებიც ძველ და ახალ აღთქმაზეა აღმოცენებული.
იქნებ, რუსეთში მართლა არიან ისეთები, ვისაც საქართველო რესტორანი ჰგონია, მაგრამ , საბედნიეროდ არსებობს სხვა რუსეთი-ერთმორწმუნე, ტოლსტოის, დოსტოევსკის, ბულგაკოვის, პასტერნაკის, ესენინის რუსეთი….
გიგი თევზაძეების უნივერსიტეტებში, მიშას პატრიოტთა ბანაკებში ბოლო 5-6 წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, წარმატებით მოახერხეს სულ ცოტა, ერთი თაობის გახრწნა, მაგრამ ეგ არაფერი. ადრე თუ გვიან, ეს ხელისუფლებაც დალევს ჩაილურის წყალს და შევძლებთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, რის გარეშე ტერიტორიულ მთლიანობაზე ოცნებაც კი არ შეიძლება.
ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და უფლის ნებით საქართველო გამთლიანდება და გაბრწყინდება.
“ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ თუნდაც, შემდეგ თაობაში ეს დარჩეს ანეკდოტად, რომ საქართველო რესტორანია”, – ბაქიბუქობს თევზაძე.
ანეკდოტის არ ვიცი, მაგრამ იმედია, მომავალ თაობას კოშმარულ სიზმრად მოეჩვენება ის, რასაც დღეს სჩადიან ხელისუფლება და მისი იდეოლოგები. მანამდე კი მინდა, წერილი დავამთავრო ფრაზით რუსული გენიალური კომედიიიდან “იღბლიანი ჯენლტმენები”: “а вам не кажется, что ваше место возле параши?!” სექსტანტებო, ხლისტებო და პედერასტებო! “
დავით მხეიძე, გრუზინი, გურჯი, ქართველი
P.S. “რესტორნის” ალტერნატივად რას გვთავაზობენ “გრუზინ-გურჯებს”-ნავთობსადენს და მის გასწვრივ ჩარიგებულ ბორდელებს, პედერასტების აღლუმებს?
რა ვქნა, ისეთი “ბნელი” ვარ, რომ ე.წ. ლიბერალური დემოკრატიის ხიბლი ჩემთვის იქ მთავრდება, სადაც პედერასტების უფლებები ჩემსას უთნაბრდება.”
სტატიის დასასრული
უკეთ რომ გაისიგრძეგანოთ თუ რა დონის გადახრასთან გვაქვს საქმე, გთავაზობთ გაზეთის მხოლოდ ერთ ნომერში გამოქვეყნებული სტატიის სათურებსა და მოკლე აღწერას:
ზემოხსენებული სტატიის გასწვრივ ორი “ნიუსია” გამოქვეყნებული:
1. ” ერაყში მამათმავლებს უსასტიკესად სჯიან”
2. “რუსეთში პედერასტებს არ ახარებენ.”
გავაგრძელოთ:
- “Back in the USSR?” სტატიაში გამუქებულია ეს ადგილი: “საერთოდ, მოსკოვი ვაშინგტონისთვის ძნელად მოსახელთებელი მოწინააღმდეგე გახდა. ცხადია, მას არ აქვს კრიტიკული დამოკიდებულება ენერგომატარებლების იმპორტზე, ამასთანავე, მან თვითონ მოახერხა იმ მნიშვნელოვანი პრობლემების გადალახვა, რომელიც მის წინაშე ათიოდე წლის წინ იდგა. კრემლმა შეძლო ხელისუფლების კონსოლიდაცია, ეკონომიკის ფეხზე დაყენება და შიდა საფრთხეების მეტ ნაკლებად განეიტრალება”
შენიშვნა: ჰო, კარგად მახსოვს შარშან როგორ გაგვანეიტრალა, შეგიძლიათ დამშვიდდეთ, საქართველო რუსეთს აწი საფრთხეს ვერ შეუქმნის
- “არნო ხიდირბეგიშვილი:”ქართველ ხალხს არ უნდა ნატოში, მას რუსეთთან მეგობრობა სურს! “ გამუქებული ადგილი: “ჩვენ უნდა დავუბრუნოთ აფხაზებსა და ოსებს მათი მშობლიური საქართველო – მაშინ ისინი დაგვიბრუნებენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ჩვენი მშვიდობის გარანტი კი რუსეთი უნდა იყოს.”
შენიშვნა: ვიცი, თითქმის ოცი წლის მანძილზე რუსების დამყარებული მშვიდობის ამბავი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. ნუთუ, ამის შესახებ არაფერი გაგიგიათ?
- “დენიზა დუმბაძე: აშშ-ს მცდელობა, რომ საქართველო გადააქციოს რუსეთთან დაპირისპირებულ და მეომარ ქვეყანად, სრული უგუნურებაა”. გამუქებული ადგილი: “აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატის პატრიკ ბიუკენონისთვის დასავლეთი, როგორც მორალური ღირებულების ავანგარდი, კვდება. რა გვინდა ჩვენ დასავლეთისგან, ვიცით?”
შენიშვნა: სწორად აღნიშნეთ ქალბატონო დენიზა, “ყოფილი კანდიდატი”. თვექნგან განსხვავებით, ამერიკელები მიხვდნენ, რომ ბიუკენონს თეთრ სახლში არაფერი ესაქმებოდა.
- “ბალტიისპირეთი სულს ღაფავს”. ციტატა: ერთი სიტყვით, დასავლეთის ფრონტზე სერიოზული ცვლილებებია და და გაუმჯობესების პერსპექტივა ქათამივით ჩანს ჰორიზონტზე”
შენიშვნა: პერევში დღეს დადებულ რუსი ოკუპანტის კვერცხს, ჰორიზონტზე ბუნდოვნად გამოჩენილი დასავლური ქათამი მირჩევნია, ეს ისე, ცნობისთვის.
- “სტალინის იდეა თანამედროვე ევროპაში ამოქმედდა”. სტატია რუსეთ-გერმანიის ურთიერთობას ეხება
შენიშვნა: უკომენტაროდ
- “ტროცკის ბრიტანელი მემკვიდრეები, ანუ როგორი იქნება მსოფლიო გლობალიზაციის შემდეგ”. სტატია ეხება დასავლეთში მოქმედ კანონმდებლობას ოჯახის მოწყობასთან, ბავშვების გაშვილებასთნ და სხვ. დაკავშირებით. სტატიის მიზანია მკითხველს დააჯეროს, თუ როგორი გახრწნილი ოჯახები ცხოვრობენ დიდ ბრიტანეთში.ციტატები: “ყოფილ მფლობელს(ქმარს) უნარჩუნდება უფლება, ურიგოდ ისარგებლოს თავისი ცოლით, იმ შემთხვევაში, თუ ქმარი ამ დეკრეტის ცხოვრებაში შესრულებას რამენაირად შეუშლის ხელს, დაკარგავს ამ სტატიაში მოცემულ უფლებას. მამაკაც მოქალაქეებს უფლება აქვთ გამოიყენონ ქალი კვირაში არაუმეტეს ოთხჯერ და არაუმეტეს 3 საათისა”
შენიშვნა:
- “ბრწყინვალე დეტროიტის უბადრუკკი მეტამორფოზი-როგორ გავერანდა ამერიკის საავტომობილო დედაქალაქი?” სტატია ეხება იმას, თუ როგორ იქცევა და ნადგურდება ამერიკა.
შენიშვნა: აბა ერთი მითხარით, აშშ-ს დაქცევა რა მოსატანია, როცა რუსეთი სადაცაა სამოთხედ იქცეს. რუსეთი უფრო თუ გამდიდრადა, მისი სიკეთეები ჩვენც ხომ გადმოგვეფრქვევა თვზე?(როგორც შარშან). მაშ, რატომ ჯავრობთ ოკეანისგაღმა რომელიღაც “კვაზი” სახელმწიფოს გაჩანაგებას? Just relax!
- “კონტინენტური რევოლუცია, ანუ ლათინოამერიკული ცარცის წრე!” სტატიას თან ერთვის ფოტო წარწერით: “მეამბოხე სამეული – ევო მორალესი, დანიელ ორტეგა და უგო ჩავესი”. ავტორი წინასწარმეტყველებს, რომ სულ მალე ამერიკის კონტინენტზე “ახალი დემოკრატიები” აღმოცენდება და აშშ-ს ტირანიას მალე მოეღება ბოლო.
შენიშვნა: ამას ჰქვია, ნიკარაგუას შურმა მოგკლასო.
- “შიმშილის ჟამიანობა ამერიკაში”. სტატიაში საუბარია 30-იანი წლების დეპრესიაზე და იმაზე, რომ აშშ-ში მოვლენები იგივე სცენარით ვითარდება
შენიშვნა: აშშ-ში მცხოვრებნო, იქნებ მითხრათ, მართლა დაერხა ამ ქვეყანას თუ რა ხდება?
- “ვორონცოვისდროინდელი თბილისი” – მონატრება, მონატრება და მონატრება….
- “კრემლში დაბარებულ ციმბირის პაპას თმა-წვერი ქართველმა დალაქმა შეუსწორა” – ისევ მონატრება….
შენიშვნა: იფ, იფ, რა დრო იყო? აბა ახლა ვინ მიგასუნინებს სანტა კლაუსამდე? მის ნასკსაც კი არ გაგარეცხინებენ ძალიანაც რომ გინდოდეს. ტფუი…
სულ ეს იყო, მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩა საკითხავი: თქვენ ჯანმრთელად ხართ ბატონებო?
დანარჩენი ბლოგის “გამოლიბერალებული” მკითხველისთვის მიმინდვია.







არ წავიკითხავ ამ პოსტს!
)
ისევე, როგორც ჯაბა ხუბუას ამონთხეულ სტატიებზე ვთქვი უარი ბოლო პერიოდში.
მივხვდი, რომ ზედმეტად ძვირფასია ჩემი ყოველი ნეირონი მსგავს წარმონაქმნებზე დასახარჯად :chups:
Rocko,
შენ გეტყობა, იმუნიტეტი გამოიმუშავე ასეთ სისულელეებზე. ვეცდები მოგბაძო
რუბრიკა: სოდომი და გომორა
მოკლედ, თაზო, დიდი მადლობა, რომ ასე ყურადღებით აკვირდები ქართული პრესის მარგალიტებს. სამწუხაროდ, გრუზინისგან განსხვავებით დრო არ მაქვს, რომ პასუხი გავცე, თუმცა მაგას კი კარგად მოუცლია ქართული გეი ცხოვრებაში გასარკვევად. მეზნება დრო და აუცილებლად გავცემ პასუხს. მაგას ეტყობა ფულს გეების შევიწროვებაში და დევნაში უხდიან, მე კი საბედნიეროდ უფრო კარგ საქმეს ვაკეთებ და ჩემს ბლოგზე პოსტის დასადებადაც ვერ ვიცლი. ბევრს ვერაფერს დავწერ. არ მეცოდება მაგ გაზეთის სტატიის ავტორი მხეიძე. უბრალოდ ყ**ა და ყ** რატომ უნდა მეცოდებოდეს. წავიდეს და პუტინს შეუძვრეს ტრ**ში და აულოკოს ყვ****ი. მასეთები არიან სწორედ სამშობლოს და საქართველოს მოღალატენი. პუტინს რომ საკუთარ ცოლ–შვილს აჩუქებს, ოღონდ კი თავისი გაისწოროს. ფუ მაგისი…
მდააა… აქ უკვე ცოტა რთულადაა სიტუაცია. სხვა საქმეა, როდესაც ვინმე მომძლავრებული ჰომოსექსუალური ტენდენციების გამო საკუთარ წუხილს გამოთქვამს, მაგრამ აქ რაც უწერია ეს უკვე აშკარა მოწოდებაა ძალადობისაკენ და შესაბამისად ეს მიუღებელია.
დანარჩენ ნაწილებში კი მე პირადად დუგინის მეტნაკლებად უნიჭო მოწაფის აზრები ამოვიკითხე, რომელიც ევრაზიულობის რუსული ბატონობით შეზავებულ იდეას ეთაყვანება და ყოველგვარი დასავლურზე სიმწრით აკანკალებს. სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ აგვისტოს ომის შემდგომ ასეთები ძალიან მომრავლდნენ. თუმცა ეს თავისთავად დანაშაული სულაც არ არის.
და გიგი თევზაძე, რომ ნაცმოს იდეოლოგია და ამის გამო მათ ჩასვრილ საქმეებს ხშირად უტიფრად ამართლებს, ამაში ნამდვილად ვეთანხმები
polkovnik “ნაცმო”–ს რომ რამის თავი ჰქონდეს, ასეთი გაზეთის მესვეურებს და ასეთი სტატიების ავტორებს დიდი ხნით თავს უკრავდა ციხეში, მაგრამ როგორც ეტყობა ამის არც შესაძლებლობა აქვთ და არც სურვილი….
vai, ra kargia holandiashi rom mivdivar saswavleblad…..
ara amdeni bogma rom akvs adamians gulshi rogor cxovrobs? ar vici ra vtkva, imedia eg gazeti male gakotrdeba da finansuri policia gadasaxadebis gadauxdelobis gamo mainc daichers gazetis mflobels torem shuglis gagvivebistvis ara mgonia vinmem uchivlos
უნდა უჩივლოს სახალხო დამცველმა, ყველგან რო დაძვრება, სადაც არ ეკითხებიან და პოლიტიკურ განცხადებებს რომ აკეთებს, ადგეს და უჩივლოს, მეტი რა საქმე აქვს, რისთვის იღებს ბიუჯეტიდან ფულს, მიტინგებზე რომ ირბინოს და ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმაროს?
ga da she ndnen….
ise albat am gazetshi mushaobis aucilebeli piroba tetri biletis qonaa, aba me ver carmomidgenia normalur adamians saerto rogor unda gauelvos tavshi nebismierma aq moyvanilmaertma citatam maic
შეიძლება დიდ ყურადღებად არც ღირს ეს გაზეთი, საერთოდ მისი არსებობა ახლა გავიგე, ასეთი ფორმებით ცდილობენ ეტყობა აუდიტორიის მოპოვებას. მაგრამ ფაქტია, რომ სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადიან ძალადობისკენ მოწოდებებით და რაც არ უნდა იყოს პრესაა. რით არ მობეზრდათ მართლა ამდენი სისულელეების ჯღაბნა, ნუთუ მართლა ჰგონიათ, რომ დროის მანქანის უკან შემობრუნება შეიძლება, როცა საქართველო დიადი სსრკ–ის “განუყოფელი” ნაწილი იყო. ისე, ცნობისთვის მინდა გითხრათ, რომ ავტორები ამ გაზეთსი გამოქვეყნებული სტატიების საკმაოდ კარგად და საფუძვლიანად ეცნობიან გეი ბლოგებს, ჩვენს სტატიებს თავიანთ ენაზე თარგმნიან, სადაც გეის მამათმავალი ჰქვია (სსრკ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით) და სე შემდეგ. უბრალოდ მაინტერესებს, ასე გეი სურათებით აჭრელებულ ბლოგებს რომ ათვალიერებენ, ეს სტატიის დასაწერად სჭირებათ ნამდვილად, თუ მოცლილობის ჟამს ონანიზმით დასაკავებლად…
რამდენიმე დღის წინ ტრენინგზე ვიყავი, სადაც ერთი მამრი ჟურნალისტი აღშფოთებული საუბრობდა, რა ამაზრზენია კაცების სექსის ყურება. მეთქი – სად და რატომ უყურებთ ბატონო კაცების სექსს და ტელევიზორშიო. იმდენი რა ვუთხარი…
რედაქციას უკვე მივწერე წერილი ჩემი პოსტების შესახებ. მოთმინებით ველი მათ გამოხმაურებას.
ნან – ნეტა სად ნახა ტელევიზორში კაცების სექსი, რა ბედნიერი ყოფილა ეგ საცოდავი, ჩემი ტელევიზორი კი მარტო გაჩეჩილაძეს აჩვენებს 24 საათი. მაგ მამრ ჟურნალისტს, ვისაც კაცების სექსის ყურება ეზიზღება და მაინც უყურებს, ეტყობა სატელიტები აქვს დაყენებული და გეი არხებზე კოდების მოხსნაში ფულს იხდის, თორემ ისე კაცების სექსი კი არა შავ ქვას აჩვენებენ მაგას.
ლატენტური ჰომოსექსუალიზმის თვალსაჩინო მაგალითი.
ეჭვი მაქვს ბატონო მხეიძე თვითონაა ”მეტრაკე!”
თაზო, რაღაც არა მგონია მაგ რედაქციისაგან წესიერ პასუხს ეღირსო, ან იგნორირებას გაუკეთებენ შენს ბლოგს, როგორც უკეთებენ ძალიან ბევრ პრობლემას, ან მომდევნო ნომერში გამოგაჭენებენ, როგორც “სოდომისა და გომორას” გადმონაშთს და “პიდარასტების” მამა-წინამძღოლს. მე მსგავსი “გურჯებისა და მურთაზებისგან” უკეთესს არაფერს ველი. სიბნელე და უმეცრება
mdaaa, rom vuCivloT ise sainteresoa su sxvebisken ro viSverT xels rato ar uCiviano, movgrovdeT xuTi-eqvsi ,,pidarasti” da vuCivloT sasamarTloSi
batoni mxeidzia statia, rbilad rom vtqvat, dzalian gamagizianebli da ukve yelshi amosuli patetikaa.. rogorc chans avtori “sxva rusetis” dziebashia da tavisive tavs umtkicebs aseti ketili, ertmorwmune da modzme rusetis arsebobas (tanac argumentebsac ver ishveliebs yochagad
)
P.S. ara, gurji da qartveli kide sheidzleba gaigo ramenairad, mara “gruzini” ukve nametani iyo ra :p
ადრე ერთ “ცისფერს” გავეხუმრე, ვერ ეღირსებით ჰომოსექსუალების აღლუმს რუსთაველზე მეთქი და მხრები აიჩეჩა და ისე მიპასუხა: “აღლუმი რად გვინდა მთელი ქალაქი ჩვენიაო”
ასე რომ, ზოგჯერ ტყუილად წუწუნებენ
“სუმოუთქმელად” დაველოდები ამ გაზეთის შემდეგ ნომერს, სადაც სავარაუდოდ თაზოს ვიხილავთ რუბრიკაში “სოდომი და გომორა”
“ra minda gkiTxoT?”
es e.w “cisferi revoluciis” “mosamzadebeli samuSaoebi” mimdinareobs, Tu raime Ggrants iRebT romelime fondidan geebis dacvisTvis?
Tu fuls “CaliCobT”, maSin sxva saqmea.
rac mets iSovnT, SegargoT, magram Tu marTla geebze “zrunavT”, maSin erT anegdots mogiyvebiT, romelic e.w. “qartuli gvar-saxelis cisferebs” “Txlad daaxasiaTebs”:
erTi nacnobi eubneba meores:
___ biWo, gaige, Turme is Cveni saerTo nacnobi gei yofila,
___ mersedes 600-ka yavs?
___ ara, ra mersedesi,
___ vila Tu aqvs nicaSi?
___ ra vila, gagiJdi?
___ samodelo biznesTan Tu aqvs rame Sexeba?
___ ris samodelo biznesi, xom ar gadairie,
___ aba eg gei ki ara pidarasti yofila.
hoooda pidarastebo, axla momismineT:
1. visac hgonia, rom geia (es eamayeba) da ara pidarasti, ixilos zemoT moyvanili anegdoti!
2. Tqven pidarastebi xarT!
3. pidarastebad darCebiT mudam!
4. vinc Tqven gicavT, isinic pidarastebi arian!
5. visac hgonia, rom “adamianebis uflebebis deklaracias” varRvev, cdeba, radganac “adamianis uflebaTa deklaraciaSi” pidarastebze araferi ar weria. iq mxolod adamianebzea saubari.
6. mets arafers ar getyviT, radganac pidarastebs meti ra unda vuTxra? (es punqti imaTac exebaT, vinc pidarastebs “icavs”).
erTi rCevasac getyviT (ara imitom, rom Tqvenze guli Semtkiva, piriqiT), droze ipoveT raime iseTi adgili, sadac TqvenTvis iqnebiT da normaluri adamianebis kuTvnil Jangbads ar daxarjavT.
[...] იცის, რომ წინა ორ პოსტში(ანტიპრესაI და ანტიპრესა II) სრულ იდიოტიზმში ვამხილე ერთი გაზეთი, [...]
Ggabri – ადამიანმა რომ შეხედოს, ჭკვიანურად აზროვნებ, ქართულიც გეხერხება, მაგრამ რატომღაც კომპიუტერი ნიკოლოზის დროინდელი გაქვს ეტყობა (მერსედეს 600) და მიტომ უნიკოდში ვერ ბეჭდავ ტექსტს. ეგ ანეგდოტი პაპაჩემის დროინდელია და ახლა მაგით ვერავის გააკვირვებ, სხვა რამეებია მოდაში. „ცისფერ რევოლუციას“ რაც შეეხება, რა მაინტერესებს იცი, ამ კონტრრევოლუციას რატომ გეშინიათ ყოველგვარი რევოლუციების, ქალიშვილობის დაკარგვის გეშინიათ თუ იმის, რომ ბევრ თქვენგანს საკუთარი ჭეშმარიტი პიროვნების გახსნის ეშინია, რადგან თავისუფლად მოსიარულე გეების დანახვისას თვითონაც მოუნდება და თავს ვეღარ შეიკავებს. ისე, ცნობისთვის, ვისაც არ უნდა კაცთან სექსი, იმას ვერავინ ძალით ვერ მოანდომებს.
დაფინანსებას რაც შეეხება, თქვენი განათლებისა და მსოფლმხედველობის (კონტრას ვგულისხმობ) დონე იქიდანაც ჩანს, რომ გაგებაში არ ხართ რა არის ბლოგი. შენ თუ იცი, ვინმეს სადმე ბლოგის გაკეთებაში საქართველოში ფულს თუ უხდიან, იქნებ მასწავლო და 20 ბლოგს გავაკეთებ (დღეში), სულ ფერად ფერადებს და ლამაზებს, თან ისეთ რამეებს დავწერ ბლოგზე, რაც შენს გულს გაეხარდება. ხო და სანამ ბლოგებში ფულს არავინ იხდის, მეც და ბევრი სხვაც იმას დაწერს, რაც მის გულს გაეხარდება და რამდენიც გაეხარდება. შენი რჩევები კი ბოღმით სავსე ადამიანის ნაბოდვარია. სწორედ რომ პუტინივით, რომელიც მისივე დედის თქმით, კასპის ვენახებში ათრიეს და ამის გამო მან ბომბებით დაგვაჯილდოვა. კაროჩე, აგერ არის რუსეთი ჩრიდოლოეთით და წადით პუტინს ერთ ადგილზე შეუძვერით, და ტვინს ნუ ბურღავთ, თუ თქვენი ტვინი ამ ანეგდოტის იქით ვერ ქაჩავს.
გგაბრი,
თუ ვინც ხარ, იცი რა მაინტერესებს აი ადამიანებს რომ ახსენებ იქ “რაღაც ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში” თუ “კონსტიტუციაში”, ქალები თუ შედიან მათ რიცხვში და კიდევ როგორც გეებისა და პიდარასტების კლასიფიკაცია არსებობს ქალების კლასიფიკაციასაც ხომ არ მოახდენდით? ამით ფასდაუდებელ წვლილს შეიტანდი 21 საუკუნის ანომალიურ აზროვნებათა ენციკლოპედიაში. აი ის რომ ცოლი სამზარეულოში უნდა იყოს და ქმარი სხვა ქალებთან ერთობოდეს და ასე შემდეგ. რა ვიცი თქვენ უკეთ გეცოდინებათ. მოგვიჩინე ჩვენი ადგილი ერთხელ და სამუდამოდ
კდემამოსილი ქართველი ქალი
გიხაროდეთ, გაზეთის მორიგ ნომერში ერთ-ერთი სასულიერო პირის მიერ ქვეყნის მოღალატეებად, გარყვნილებად და ეშმაკისეულებად ვართ შერაცხულები. ჯოჯოხეთის ვიზა ჩარტყმული გვაქვს ყველას. ნუ, კონკრეტულად ამ ბლოგზე და მის მკითხველზე საუბარი არ არის, მაგრამ მღვდელი ეხმიანება ჰომოფობიურ პუბლიკაციას და ყველას, ვინც “დასავლურ ღირებულებებსაა ამოფარებული”, სატანის მოციქულებს გვიწოდებს.
აუფ, სატანის მოციქულები საკუთარ გარემოში მოიკითხონ. მე კი არ დავრბივარ უახლესი ჯიპით და უახლესი მობილური მე კი არ მიკავია ხელში, ზუსტად მაგათ აქვთ ეს ყველაფერი და გადაბრალებას თავი დაანებონ. ტოჟე მნე სვიატოში რა. იმენნა ტვინის ბურღვაა. გული მერევა უკვე…
თაზო, დადე ეგ სტატიაც რა
აი სასულიერო პირის დვიჟენიები!
გვეშველება ნეტავ ოდესმე რამეეე??? მთლიან ერს ვგულისხმობ
au es reebi cavikitxe! shokshi chavvardi, martla. sashineli homophobia da sexism. ra vtkva ar vici. rogorc chans, arc ise kaia, rom gazetebs ar vkitxulob da televizros ar vuyureb – churshi vzivar, ra xdeba ar vici. turme ra sastiki sibnele, sizulvili da marazmi yofila es kveyana. guli mereva, martla.
uih deda..
kai exla cota ufro mshvidad – rogor sheizleba ‘follow this blog’ vkna? ver vipove eg option.
“ილია ჭავჭავაძის სახელობის” და არა ილია ჭავჭავაძის – თაზო, ამ შემთხვევაში, მგონი, ცდები:))
ამ უნივერსიტეტს არ აქვს – “სახელობა” ანუ პირდაპირ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტია:)
latenturi homoseqsualizmi chirs am jurnalists da mgoni am Ggabrisac
tazo dade ra sasuliero pasuxic, gavigot gmerti ras fiqrobs chvenze amati azrit
))
მცირე შენიშვნა ავტორს: “ილია ჭავჭავაძის სახელობის” და არა ილია ჭავჭავაძის. – am universitets martla ase kvia – ilia chavchavadzis da ara ilia chavchavadzis saxelobis. yvela interviushi yvelas amas usworebs gigi tevzadze. ase rom, rogorc jurnalists girchevdit, gadaamowmot faktebi da ar daemsgavsot im jurnalistebs visac akritikebt.
შეგიძლიათ ნახოთ ამ უნივერსიტეტის ვებგვერდი. იქ წერია “ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი”.
http://www.iliauni.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=430&parent_sec=430