ჩემი ბლოგი რაც უფრო პოპულარული(ხოხ!
) ხდება, პასუხისმგებლობაც პირდაპირპროპორციულად იზრდება. ამან ცოტა არ იყოს დამაბნია.
-რატომ?
-იმიტომ, რომ ყველა ვიზიტორმა იცის, ის სტუმრობს ჟურნალისტის ბლოგს. ადამიანებს ამის გამო განსხვავებული მოლოდინები უჩნდებათ ჩემი პოსტების მიმართ. მაგ: წინა პოსტს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ამ ბლოგზე, ისე თბილისის ფორუმზე. ხალხი წერდა, რომ ჟურნალისტი ასე არ უნდა წერდეს, რომ აქუბარდიას ღირსეული მემკვიდრე გამოუჩნდა ჩემი სახით, მე ვარ უპასუხისმგებლო და მიკერძოებული ჟურნალისტი, ვამახინჯებ ფაქტებს, ჩემეულ ინტერპრეტაციას ვაძლევ და ა.შ.
ბლოგერობა რომ დავიწყე, აქ მხოლოდ გაზეთში გამოქვეყნებულ მიუკერძოებელ(ბალანსის, ეთიკის და სხვა პროფესიული ნიუანსების გათვალისწინებით) სტატიებს ვწერდი. შესაბამისად, ამ ბლოგის არსებობის შესახებ, მხოლოდ მე და ჩემმა ორმა მეგობარმა ვიცოდით. ჟურნალისტური სტატიების წერამ არ გაამართლა. სხვა ბლოგების უკეთ გაცნობის შემდეგ მივხვდი, ბლოგს როგორი წერის სტილი წაადგებოდა: უფრო მსუბუქი, პირადი ემოციებით და სუბიექტური დამოკიდებულებით გაჯერებული. ბლოგი ავტორის სუბიექტური მოსაზრებების გამო არის ღირებული და არა – კონკრეტული, მშრალი ფაქტების გამო.
მიუხედავად ამისა, მკითხველთა ნაწილი ჟურნალისტად უფრო აღმიქვამს, ვიდრე ბლოგერად. თან, სულ ვაცხადებ:
-ეს ჟურნალისტის ბლოგია!
-რა მოეთხოვება ჟურნალისტს?
- მეტი პროფესიონალიზმი, არამიკერძოებული დამოკიდებულება პიროვნებებისა და ფაქტების მიმართ, ეთიკისა და ბალანსის დაცვა, გადაუმოწმებელი ინფორმაციის არგავრცელება და ა.შ.
ამ კრიტერიუმებით ბლოგერს ვერ შეაფასებ. მე აქ ბლოგერი ვარ. რაც შეეხება ჩემს პროფესიას: იმედი მაქვს, ჩემს ჟურნალისტურ შესაძლებლობებს სამომავლოდ გამოვავლენ რომელიმე მედიაორგანიზაციაში. მკითხველმა ამის შემდეგ განსაჯოს, მართლა ვარ თუ არა “ალიასა” და აქუბარდიას ღირსეული მემკვიდრე.
ისე, მართლა მაინტერესებს, რას ელის ამ ბლოგის მკითხველი ჩემგან – ჟურნალისტურ თუ “ბლოგერულ” პროდუქტს?
და კიდევ, ჟურნალისტი ვარ-მეთქი იმიტომ ვიძახი, რომ მოვიზიდო ჩემი პოტენციური დამქირავებელი(რომელიმე მედიაორგანიზაცია
), ეს ჩემი ერთგვარი მარკეტინგული გათვლაა. -განა ეს ცუდია?
მითუმეტეს, ჩვენთან ბლოგს შემოსავალი არ მოაქვს და ამაზე ფიქრი ფანტასტიკის სფეროს უფრო განეკუთვნება.
პატარ -პატარა გამონათებები:
- 6 ივნისს მივდივარ ტყვიავში, საიდანაც მოვამზადებ რეპორტაჟს. მოვიფიქრე რამდენიმე თემა. ადგილზე ჩასვლის მერე გადავხედავ, რომელი თემის დამუშავება იქნება ყველაზე უფრო რეალური და საინტერესო.
- როგორც იცით, “ცხელი შოკოლადში” არის რუბრიკა “სპეც პროექტი”. ამ რუბრიკაში, შემდეგ ნომერში წარმოდგენილნი იქნებიან ბლოგერები. შეარჩიეს რამდენიმე ბლოგერი. ერთ-ერთი ვარ მე, მეორე-სვითი და კიდევ ვიღაცები. დღეს ვიყავი მათ რედაქციაში. ცოტა ხანს ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ ფოტოებსაც ამ დღეებში გადაგვიღებენ. ბლოგერობა თანდათან უფრო საინტერესო ფაზაში გადადის
- საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ვაბარებ GIPA-ში სამაგისტრო პროგრამაზე “მედია და კომუნიკაციის მენეჯმენტი”.
- როგორც იქნა, ჩემი ხელით პირველად დაკაბადონებული ჟურნალი წავიდა სტამბაში. სულომოთქმელად ველი “რაკურსის” მეორე ნომერს.




ბლოგერები VS ჟურნალისტები ბოლოდროინდელი სამყაროს კიდევ ერთი ‘თავსატეხია, ასე ვთქვათ :დ
ჟურნალისტები ცხვირს უბზუებენ ბლოგერებს.
მაგრამ ბლოგერები, ალბათ სწორედ იმის ხარჯზე, რომ საკუთარ დამოკიდებულებას დებენ ყოველ ნაწერში და არა მშრალ ლაილაილაი-ს, უფრო კითხვადები და პოპულარულები არიან და მეტ და მეტ გავლენას იკრებენ.
არ ტეხავს, რომ ჟურნალისტი აზროვნებდეს, არა :დ
არაფერია ცუდი რაც მიზნის მიღწევაში დაგეხმარება!
გარდა ამისა მშვენიერი ისაა რომ ხარ ჟურნალისტი და პროფესიონალურ დონეზე შეგიძლია სტატიების წერა
me mgoni kak raz sheni emociuroba gvizidavs. blogi ici ras gavs? adre shuki rom kreboda, megobrebi telefonit vukavshirdebodit ertmanets da raze agar vlaparakobdit, sxva sakme mainc ar iko da.
vasha “cxel shokolads”! sxvatashoris, am jurnalis avtorebidan kvelaze metad ana kordzaia-samadashvili mikvars da misi statiebi avsebulia emociit. es sulac ar aris cudi. ubralod mas sxva ragacis pretenzia ara akvs. pirvelive cinadadebidan xvdebi rom emociuri da piradi cerili ikneba. ai tundac am nomershi iko “cerili ucxo kalakidan”. cerili araferze. emociaa da morcha. magram, ra kargad ikitxeba!
es rogorc tarantinos filmebia. shedevria?albat ara, klasikuri gagebit. magaria? ki. imitom rom arc ibralebs ginda tu ara kinos margaliti varo. axla avigot da vinchis kodis ekranizacia. shedevria? ara. magaria? ara. ratom? tavidanve iset pretenzias acxadebs, shedevri varo, mere sul eli rom ikneba da rom ar aris gitkdeba. aserom, kvelam tavisi pretenzia rom sheasrulos, ufro gagvixardeboda kvelas. ak ki, sadac lela kakulilia arsebobs, da vitomcda 98 clis chanacerebs akveknebs, naxet rogor axdao, sxvebisgan raga gamikvirdeba.
gamonatebebi momewona, tazo, Zalian mixaria, rom gadawyvite GIPA, imedia seqtembridan isev jgufelebi viqnebit

meorec, zalian, zalian, zalian magari weris stili gaqvs! uamravi wers tavisuflad da gonebamaxvilurad, magram shen style gaqvs ukve ra!
sxvam tu ara, me, natam, jabam, sopim da shenma jgufelebma kargad vicit rogori redaqtori xar da rogori jurnalisti!
so, go on, man
თაზო, მე უფრო ბლოგერად აღგიქვამ, ისევე როგორც საკუთარ თავს. ამიტომ ვისურვებდი, ჟურნალიზმის საკითხების გარდა, სხვა თემებზეც წერო, პირადულზეც შეიძლება.
ისე, კი ვინც ეგ გითხრა, აქუბარდია-ალია-ზე და რამე – simply sucks, ჩათვალე, რომ მაინც მოგებული გყავს აუდიტორია, იმდენმა წაგიკითხა უკვე. მოკლედ, არ ვიცი, კარგი ბლოგი გაქვს, საინტერესო და ყველაფერი, შენ იცი შენი საქმის!
მაშ, ჯიპა, ბრუტუ?
წარმატებები!!!
გმადლობთ ყველას!!!
[...] ოცნებობდა თურმე, მერე თაზოსკენ შევიხედე – ჟურნალისტობასა და [...]
აუ თაზო აი იდეალური ბლოგი გაქვს!!! <3
თაზო, ჩემი აზრით, შენ ბლოგერი უფრო ხარ. იმიტომ, რომ ისე გულახდილი სუბიექტურობით და სახალისოდ წერ პოსტებს, რო რავი… მე მომწონს. არ ვიცი რა მჭირს, მაგრამ ია ანთაზესაც ვაპატიე უკვე ის, რომ საკუთარ აზრებს და შეხედულებებს წერს: ანუ აქტიური ჟურნალისტიდან გადადის ჟურნალისტ-ექსპერტში. პირადად მე, შენი ასეთი საქმიანობის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ.
:)
მთავარია, სიმართლეს არ ასცდე!
მეც ჯიპაში ვაბარებ. რა მაგარია! იმედია, იმ ერთ ციცქნა კორპუსში მაინც დავმეგობრდებით как слкдует
P.S. და კიდე, ჰო, ბიჭო, გავიგე ბლოგზე ხინკალი მიდის მაგრადო და არ შევამოწმოთ ერთი?
:):)
:up:
ძალიან ბევრი ჯურნალისტი არ ჯერდება თავის ჟურნალისტურ საქმიანობას და სუბიექტური აზრების მეტად გამოსახატავად ბლოგს აწარმოებს. თომცა ბლოგერობა ყოველთვის და ყველა შემთხვევაში ჯურნალისტობისთან ახლოსაა. ზოგიერთ ჟურნალში ბლოგის სტილის ჩანაწერების გამოქვეყნება უყვართ ‘reader digest” მაგალითად და სხვა ბევრი. ზოგ ჟურნალში სუბიექტური აზრებით გაჯერებულ სტატიას არ გამოგიქვეყნებენ.
ჩემთვის ბლოგერი და ახალბედა ჟურნალისტი ხარ. და ბლოგის წარმოება აუცილებლად დაგეხმარება შენი პროფესიონალურობის ამაღლებაში.
წარმატებებს გისურვებ!
ს.შ. ეხლა შევხედე, ბლოგზე გიწერია რომ ბლოგია, ასე რომ ხალხისთვის გასაგები უნდა იყოს რომ აქ უფრო მეტად ბლოგერი ხარ!
შენი ფრილანდიაა
ბლოგი ესაა მედია!
დაჟ მედიაზე უფრო მეტი! ცალკე განზომილება, მეზუთე ხელისუფლება
დიაღ!!!
გამეცინა აქუბარდიას ხსენებაზე. რა სისულელეა. წერე, როგორც წერ, ან უკეთ : )
ბლოგერი თავისუფლებასთან ასოცირდება, პროფესიით ჟურნალისტის (და აქ მთავარია, რომ კარგის) ბლოგი – ეს ორმაგად საინტერესოა.
თუ გააკეთებ სიუჟეტს, მაგალითად ტელევიზიაში, იქ შენი პირადი მოსაზრებები და სიუჟეტის აღქმისთვის მაყურებლისთვის მიმართულების მიცემა, მე მაგალითად, არ მომეწონება. აქ კი, აუცილებელიც კია, დაწერო შენზე. რადგან მკითხველი გაცილებით ახლოს გრძნობს თავს ბლოგის ავტორთან, აინტერესებს არა ოფიციალური პერსონა, არამედ ადამიანი, რომლის პროფესიაც (ამ შემთხვევაში) ჟურნალისტია.
მოკლედ, წარმატებები : )
მე არ დავაყენებდი ასე საკითხს – ჟურნალისტი ვს ბლოგერი.
მოდი შენ ამაზე იკაიფე და მერე დაწერე, რა მდგომარეობაა საქართველოში ამის მხრივ. ოღონდ მხოლოდ შენს აზრებს ნუ დააფრქვევ, თუმცა ისიც მოიხსენიე, როგორ დაგადგნენ თავზე, როცა კომპიუტერს თამასობდი…
http://www.myvideo.ge/?video_id=302238
ვგონებ გენიალურია როდესაც ჯურნალისტს აქვს ბლოგი
დაკიდევ უფრო გენიალურია როცა ბლოგერი არის ჟურნალისტი
ერთი მეორეს ხელს არ უშლის კი არადა საუკეთესო შეთავსებაა ჩემი აზრით ასე რომ ტაკ ძერჟაწ, რაც მთავარია სენ შეგიძლია დაწერო ორ სტილში – მშრალად და შენებურად, ასე რომ ბურთიც შენია და მოედანიც
პ.ს ჯიპაში არ გირჩევ ჩაბარებას, თუმცა რავიც იქნება მე ინტრიგანი ვარ და სხვას მოსწონს მაგრამ ეგ ხარისხი არსებულ ღირებულბას არ იმსახურებს!!
მეც ვფიქრობ, რომ ჟურნალისტობა არ გამორიცხავს ბლოგერობას და პირიქით.. ბლოგზე წწერ იმას, რაც გინდა.
რა სჯობს, როცა შენს აზრს ად სუბიექტურ შეხედულებებსაც წერ ფაქტებთან ერთად. როცა დოდკა გვყავდა ინტერვიუზე უნუში, მაშინ თქვა –” ბლოგის პოზიტივი ის არის, რომ არ არის საჭირო, რედაქტორს ეხვეწო – დაგიბეჭდოს ესა თუ ის სტატია, ნუ თავისუფალი ხარ რა” – ეს არის ბლოგის გემო..
კიდევ, ისიც თქვა, რომ ბლოგი ორმხრივია… შეიძლება ჟურნალსა თუ გაზეთში დაბეჭდილზეც შეექმნას იგივე აზრის მკითხველს, უბრალოდ შენ ვერ გაიგებ და ბლოგს რომ აქვს ორმხრივი ურთიერთობის საშუალება, აღწევს შენამდე მკითხველის აზრი..
ისე გააგრძელე, როგორც წერ.. მთავარია თვისუფალი წერა და აზროვნება.. ჟურნალისტი სწორედ ამით ფასობს და ჟურნალისტი არ უნდა ჯდებოდეს რაღაც ჩარჩოებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბლოგზეა საუბარი..
ისე, რუბრიკები როგორ გააკეთე?:–)))
ვერაფრით ვერ გადავიტანე პოსტები კატეგორიებში, ერთში მაქვს თავმოყრილი:–))0
ქართული ჟურნალისტიკისთვის ბლოგის ცნება ისეთივე უცხოა, როგორც ოფინიონ რაითინგის. ვინ თქვა რომ ჟურნალისტი მხოლოდ ფაქტების “გაშუქებით” ან “დაფიქსირებით” (ამ ორი სიტყვის მნიშვნელობაც ვერ გამიგია) უნდა შემოიფარგლებოდეს? ეს არის რაღაც პრეისტორიული ჟურნალისტიკა
ჯერ კიდევ 60იანებში არსებობდა ჰანტერ ტომპსონი და გონზო-ჟურნალისტიკა, როცა წერდი პოლიტიკურ მიმოხილვას, სადაც ნარატორი სიუჟეტს ბარში ან ბორდელში ავითარებდა
და ასეთ სვეტებს ბეჭდავდა ტაიმსიც და ასეთ სვეტებს აკეთებდნენ ბუკოვსკის და ნორმან მეილერის მსგავსი გენიოსები.
რატომ ეშინიათ ქართველ ჟურნალისტებს საკუთარი აზრის გამოხატვის? მით უმეტეს თუ ამას აკეთებენ ს ა კ უ თ ა რ ბლოგზე და არა რომელიმე კომერციული მედიასაშუალებების ეთერში, სადაც ეს აზრი ადმინისტრაციისთვის არაა ხელსაყრელი (თორემ პუბლიკა უნდა მიესალმებოდეს)
რით ვეღარ დამთავრდა დებილი “გოგუცუნების” ბოგინი ჟურნალისტიკაში. ისეთი სტერილური სახეები და ნულოვანი კომპეტენცია აქვთ, რომ ხანდახან ფიქრობ – სახლშიც არ აქვთ პირადი მოსაზრება ძალიან პრაგმატულ საკითხებზე და იქაც რომელიმე ოჯახის წევრის პოზიციის “დაფიქსირებით ” (კიდევ ერთი ქართული ჟურნალისტიკის სიმახინჯე “დაფიქსირება”) შემოიფარგლებიან.