თავდაპირველად ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. მომხსენებლები “ინკლუზივიდან” საუბრობდნენ ჰომოფობიაზე საქართველოში, სახელმწიფო პოლიტიკაზე ჰომოსექსუალთა მიმართ, ჰომოფობიაზე მედიაში და ა.შ. გაიხსენეს ”რუსთავი 2-თან” დაკავშირებული გეი პარადის ამბავი, გია ჭანტურიას ჰომოფობიური გამონათქვამები(არშემდგარი დისკუსია “ცხელ შოკოლადში”). აქ ისიც გავიგე, რომ თურმე, საქართველოს ყველა ანტიჰომოფობიურ და ანტიდისკრიმინაციულ ხელშეკრულებაზე მოუწერია ხელი. პრაქტიკულად კი, საქმე წინ არ წასულა.
მომხსენებლებმა გაიხსენეს პოლიტიკოსთა მიერ სხვადახვა დროს ნათქვამი სიტყვები: “არც აფხაზეთსა და არც სამხრეთ ოსეთს არ მოუნდება ჩვენთან თანაცხოვრება, თუ იქ გეი პარადებს გავუმართავთ”. ასეთები ბევრი იყო.
პატა საბელაშვილმა ახსენა, რომ მნიშვნელოვან სახელმწიფო სამსახურში გეებს არ ამუშავებენ, თუნდაც საზღვრის დაცვაში. უცებ, აქ გაისმა პირველი რეპლიკა: “შენ შენი ღირსება ვერ დაგიცვია და საზღვარს დაიცავ?”
ამის შემდეგ კი დაიწყო!
ჯერ ფიქოლოგმა(ბატონმა ნოდარმა) დაიწყო მეცნიერული დასკვნების გამოტანა. რამდენიმე მათგანის ჩანიშვნა მოვასწარი:
1. ნებისმიერ შიშს, მათ შორის ჰომოფობიას, გააჩნია ლეგიტიმური საფუძველი. ეს არის შიში ეროვნული იდენტობის დაკარგვის, ბუნების კანონის წინაარმდეგ წასვლის, ისტორიული ტრადიციის მდგრადობის დაკარგვის და ა.შ.
2. სქესობრივი კავშირი დაკავშირებულია აგრესიულობასთან, განსაკუთრებით მამაკაცური სექსი.
3. ჰომოსექსუალს განსაკუთრებით ახასიათებთ აგრესია. მან სექსისთვის უნდა შეაცდინოს ისევ მამაკაცი, ძალა იხმაროს მასზე.
აი, თურმე რისი ეშინიათ ბატონ ნოდარსა და მართლმადიდებელ მშობლებს. თქვე ცუღლუტებო, თქვენა!
4. ციხეში ჰომოსექსუალური კავშირი დასასჯელად გამოიყენება. უნდა გვეშინოდეს ციხის გარეთაც.
ე.ი. თუ რამე დააშავეთ, ქუჩაში წამოგეწევა რომელიმე გეი და ისეთ რამეს გიზამს, დანაშაულის ჩადენა მეორედ არც მოგინდება. ძრწოდეთ!
ამის შემდეგ მონასტერი აირია.
უცებ ერთი ისტორიკოსი წამოხტა და თქვა: როგორ შეიძლება ტანკში, გაგანია ომის დროს ერთმანეთის გვერდით გეი და ჰეტერო მამაკაცი ისხდეს? მტრის შეტევაზე იფიქროს თუ იმაზე, ახლა ამ გეიმ არ მაცდუნოსო?
ბიძაჩემო, ტანკისტი თუ ვარ და თან გაგანია ომში, კაბინაში შიშველი ანჯელინა ჯოლიც რომ მეჯდეს, ჩემში არანაირ სექს ემოციას არ გამოიწვევს. სტრესი აქვეითებს ლიბიდოს, მითუმეტეს ყუმბარების ხმა. თუ სუპერსექსუალურ მამაკაცებს გულისხმობთ, ომშიც რომ არ კარგავენ სექსის სურვილს, მაშინ მათთვის ტანკის ლულებიც პოტენციურ მსხვერპლს წარმოადგენს. ასე, რომ თქვენი შიში უსაფუძვლოა.
ვიღაცამ დროული კითხვა დააწია ბატონ ისტორიკოსს: -თქვენთან სამსახურში ქალები არიან ბატონო?
სექსუალური ძალადობა დანაშაულია როგორც მამაკაცის, ისე ქალისა და ბავშვის მიმართ – ასეთი პასუხი გასცეს, მაგრამ ვინ გაიგონა?
ერთმა ბიჭმა, დავით გაბუნიად რომ გაეცნო ხალხს, იკითხა, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი რატომ არაფერს ამბობს ძალადობაზე ოჯახში, ძალადობაზე ბავშვების მიმართ და ა.შ. კიდევ თქვა, რატომ არ არის ძალადობა ჰელოუინის დარბევა და რატომ ეძახით სექსუალურ ძალადობას ორი მამაკაცის ხელიხელჩაკიდებულ სეირნობასო. მთელი დარბაზი შემობრუნდა. უცებ წვერებიანმა მშობელმა ჩემს ზურგს უკან და დავით გაბუნიას გვერდით მდგომს უთხრა, შე ჰელოუინის ჭინკაო(თუ რაღაც მსგავსი). უცებ კი გავიფიქრე, თავზე თვით სატანა დამსდგომია-მეთქი. შიშით მოვიხედე და დავინახე საშუალო სიმაღლის ბიჭი არა-გაუთოვებული ჯინსით, არა-ნანეტით, არა-წვერებით და არა-შავი “საროჩკით”.
დაიწყო ერთმანეთის ლანძღვა.
დავითი და მისი მეგობარი გასასვლელისკენ გაემართნენ. ერთადერთი ეგ მოაძახა ”მშობლებს”: ბავშვიც მყავს, ცოლიც, შენზე მეტი მართლმადიდებელიც ვარ, მაგრამ ეკლესიაში შენნაირი ხალხის გამო არ შევდივარო.
მერე იყო “მშობლების” რეპლიკები:
თქვენ და თქვენი დასავლელი მამები სპეციალურად აქცევთ ქვეყანას!
ერს რყვნით!
მართლმადიდებლობას ებრძვით!
აწყობთ უზნეო თავყრილობებს!
ქართულ ტრადიციებს ანადგურებთ!
ნინო ბექიშვილის ორიენტაცია რომ გაარკვიეს უთხრეს: შენ არამარტო ჰეტეროსექსუალი, უზრდელი ჰეტეროსექსუალი ყოფილხარ! – აი, წლის ფრაზა! სიცილით თუ არ მოვკვდებოდი არ მეგონა. მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, არ გაეგრძელებინათ ამ უმსგავსობასა და უზნეო დისკუსიაში მონაწილეობა, მათ დარბაზი მაინც არ დატოვეს. ბოლოს მაინც მოუწიათ. დიდი ხნის შემდეგ პოლიციაც მოვიდა საქმის გასარკვევად. მოვიდნენ, ალბათ ამბავსაც მოისმენდნენ და მშვიდად წავიდოდნენ. მერე რა!
ჰო, მართლა, ”მართლმადიდებელმა მშობლებმა” თაროებზე შემოწყობილი ლიტერატურა გაზიდეს. სავარაუდო მოხმარების მიზანი: დიდი, ანისატანური, ანტი ჰომოსექსუალური და ანტი უზრდელ ჰეტეროსექსუალური კოცონის დანთება.
დღეს დიდი დღე იყო, დიდი! დიდი და ბნელი!




ფსიქოლოგი სახელად ნოდარი ვიცი ერთი – ნოდარ სარჯველაძე
მაგრამ ისეთი რამეები დაწერე არ მინდა ის კაცი იყოს ნოდარ სარჯველაძე, რადგან მას პატივს ვცემ
დისკუსია კიდე არ გამიკვირდა
რომ არ სცემეს ის ბიჭი ეგ უფრო მიკვირს :ჵ სადღაც დავწერე კიდეც, მართმადიდებულ კავშირში ხალხი არის ზომბირებული, და იგივე ხალხი აკნინებს მართმადიდებლობას.
ეგ მართმადიდებელ მშობელთა კავშირი რო ატრაკებს გასაგებია მაგრამ მთავარი თემა ყველას დაავიწყდა, იმ სირი დეისაძის წიგნი თუ რაგაც სირობა, ეგეც დაწეროს არავინ არ უშლის, დიი საზოგადო მოგვაცეები იყვნენ პიდერები, მთვარი ეგაა რო უნივერსიტეტში უკეტებენ ამ წიგნს პრეზენტაციას და რა დამსახურების გამო არავინ არ იცის, ვინც პრეზენტაცია მოუწყო იმასაც დედამისზე უდგებოდა.
პ.ს პიდერ დეისაძეს შენი თავისუფლება იქ მთავრდება სადაც სხვისი იწყება, ტუ გინდა დორიან გრეყ იყავი და ტუ გინდა რასპუტინი მაგას არ აქ მნიშვნელობა
სხვათაშორის სხვამაც თქვა ფეისბუქში, ნოდარ სარჯველაძეაო. უფრო დავაზუსტებ და დავწერ მის გვარსაც.
მართმადიდებელ მშობელთა კავშირზე ერთი შეხედულება ჩამომიყალიბდა…….. არიან “ბრმად მორწმუნენი”, რაც ხდება აპრიორი ყველა მათ მიერ განხორციელებული “ეროვნული დიდი საქმეეებისა”……დაწყებული ცნობილი ჭიაკოკონებით, მიუხედავად იმისა არის თუ არა “ჭიაკოკონობა” და დამთავრებული “ურცხვი დარბევებით” თუ ანტი მართმადიდებლური ფილმების ბლოკირების მცდელობით…….
უკაცრავად, წინა პოსტსჰი “ანტი მარტმადიდებლური ფილმები ბრჭყალებში” იგულისხმეტ….. ვინაიდან არ ვიზიარებ ამ კავშირის შეხედულებებს ფილმებთან დაკავშირებით….და არა მარტო…..
უზრდელი ჰეტეროსექსუალი ძაან მომეწონა! ოსკარი მაგის ავტორს!
ან ნობელის პრემია!
ჰმ, რატომ აქვთ ასეთი აგრესია მართლა ვერ ვხვდები. უხეშად ერევიან სხვა ადამიანის ცხოვრებაში. მე მინდა ბისექსუალი ვიქნები, მინდა უზრდელი ჰეტეროსექსუალი(ლოლ), ვისი რა საქმეა. რატომ ფიქრობენ რომ თუ ამ საკითხს წინ არავინ წამოსწევს, არავინ არ ისაუბრებს, პრობლემაც(თუ ამას პრობლემა ჰქვია), აღარ იარსებებს. რა, არ იყვნენ ადრე საქართველოში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები თუ რა? ასეთი აგრესია კი არც ქრისტიანულია და არც არანაირი მორალის ჩარჩოებში არ ჯდება. დაანებონ ამ ადამიანებს თავი ერთხელ და სამუდამოდ. ის კი, ვიღაც განსხვავებული ადამიანების უფლებების დაცვას რომ ცდილობს, სავსებით მისაღებია ჩემი აზრით. მესმის, შეიძლება ძნელი წარმოსადგენია უფროსი თაობისათვის 2 მამაკაცის სექსუალური ურთიერთობა, მაგრამ ელემენტარული შეგნებაა ის, რომ სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა და ჭკუის სწავლება, უბრალოდ დაუშვებელია. შენ კი დიდი მადლობა თაზო, ამ თემების ასე აქტიურად და ობიექტურად გაშუქებისათვის:)
ძალიან საინტერესო და სასაცილო პოსტია
რა ბნელი წარმოდგენებია ჰომოსექსუალიზმზე და საერთოდ სექსზე.
“უზრდელი ჰეტეროსექსუალი” ხომ საერთოდ
თაზო შენის ნებართვით წავიღებ ისევ შენს პოსტს ჩემთან შესაბამისი მითითებით და ლინკით.
No Problem!
ნოდარ სარჯველაძე იყო უთუოდ. ჩვენ ოპონირებისთვის მივმართეთ ნიკა ლალიაშვილს და ზაზა გაბუნიას (ამ უკანასკნელმა 2007 წელს კანცელარიის პიკეტირება მოახდინა ვითომ დაგეგმილი გეი პრაიდის წინააღმდეგ). მათ კი ჩვენდა გასაკვირად ბატონი ნოდარი გამოგვიგზავნეს, როგორც ქრისტიან დემოკრატიული ინსტიტუტის (ლოლ) ხელმძღვანელი. დისკუსიის ორგანიზატორმა გაგვიმხილა, რომ როდესაც ნოდარმა გაიგო, რომ თქვენი ოპონირება მოუწევდა თავიდან ყოყმანი დაიწყო – აუფ მაგათთან ერთად არ დავჯდებიო.
როდესაც კრიმინალური პოლიცია საქმის დეტალებს ნაშუაღამევამდე არკვევდა ნაცნობმა დაგვირეკა და მოგვიკითხა ხო მშვიდობააო. ჩვენ ვიკითხეთ საიდან გაიგო ამის შესახებ. საპატრიარქოში ვიყავი და რაზბორკაში მივიღე მონაწილეობა – დიდი ზარ ზეიმით აღნიშნავდნენ დისკუსიის ჩაშლასო.
მოკლედ არ უნდა თქმა რომ საპატრიარქო მათ ყველა ქმედებას მართავს. ასე რომ არ იყოს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს განცხადების გაკეთება და ერთხელ მაინც იმის დაფიქსირება, რომ საპატრიარქო მმკ-ს ემიჯნება. ასეთი რამ არ მომხდარა აქამდე.
რაც ყველაზე დასანანია საქართველოს მთავრობა ხელს აწერს ანტიჰომოფობიურ დეკლარაციებს და ამავდროულად 25 მილიონ ლარს პირდაპირ დაფინანსებას აძლევს ეკლესიას, რომელიც ანგარიშვალდებულიც კი არ არის ამ თანხებზე და სავარაუდოდ სწორედ ჩემი გადახდილი გადასახადით საზრდოობენ ის პირები, რომელიც საჯარო დისკურში ჩემი პრობლემის განხილვისას ხელს მიშლის.
რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყოს დისკუსიის თემა იმას ეხებოდა რატომ გამოდის ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლა პირადი სივრციდან საჯაროში.
თაზოს დიდი მადლობა დასწრებისა და გაშუქებისათვის.
გაუგებარია, საერთოდ რატომ უნდა იყოს ისეთი პირადი საკითხი, როგორც სექსუალური ორიენტაცია, საჯარო განხილვის საგანი.
საბოლოო ჯამში ეს გამოდის ამერიკული culture wars-ების პროვინციული იმიტაცია. ორივე მხრიდან
”ლიბერალებიც” და ”კონსერვატორებიც” ძალიან პროვინციული გვყავს.
დათო
”გაუგებარია, საერთოდ რატომ უნდა იყოს ისეთი პირადი საკითხი, როგორც სექსუალური ორიენტაცია, საჯარო განხილვის საგანი. საბოლოო ჯამში ეს გამოდის ამერიკული culture wars-ების პროვინციული იმიტაცია. ორივე მხრიდან
”ლიბერალებიც” და ”კონსერვატორებიც” ძალიან პროვინციული გვყავს.”
დისკუსიის საგანი ჰომოფობია იყო და არა ჰომოსექსუალობა.
ადამიანები ტერმინოლოგიაში ვერ ერკვევიან, მოვლენებში არსში ვერ ეკრვევიან, და ამიტომაც შემდეგ ასეთ კომენტარებს აკეთებენ, სადაც პროპაგანდას და უფლების დაცვას ერთმანეთში ურევენ.
არ მესმის, რატომ ეძახის ზოგიერთი ადამიანი პროპაგანდას საკუთარი უფლებების დაცვისკენ მიმართულ ქმედებებს. ასე გამოდის, რომ ნებისმიერი უფლების დაცვა პროპაგანდაა? რით განსხვავდება ჩემი უფლების დაცვა სხვისი უფლების დაცვისგან? ადამიანები დახარისხებულნი არიან პირველი და დანარჩენი კატეგორის ადამიანებად თუ რაშია საქმე ვერ გავიგე…
სადმე ვინმეს გაუგია, რომ განსხვავებული ორიენტაციის რომელიმე ადამიანი ხმამაღლა ყვიროდეს, გინდა თუ არა მთელი მსოფლიო განხსვავებული (?!) ორიენტაციის უნდა იყოსო? აბა რატომ მაიძულებენ მე ვიყო მაშინ “მათნაირი”, როგორიც ფიზიკურად ვერ ვიქნები… განმკურნავენ? ვინ მისცა ამის უფლება? რა იციან საერთოდ იმის შესახებ, რაზეც ლაპარაკობენ? ეშინიათ რომ ჰომოსეასუალობა გადამდებია? რომელ მათგანს გადასდებია და ამის გამო პრობლემები შექმნია? მოკლედ, უმეცარნი ცდილობენ ყველა სხვაც მათსავით ფიქრობდეს, ან სულაც უბრალოდ ამას იმიტომ აკეთებენ, რომ გავლენა მოიპოვონ. გავლენა კი ფულია. გამოდის რომ მერკანტილური მიზნებით, რელიგიურ თემას ამოფარებულნი ცდილობენ ცხოვრება დამიმახინჯონ? მაპატიეთ, უხეშობისთვის, მაგრამ ვერ მივართვი. ახლა 15–ე საუკუნე არ არის და თუ ღმერთის სახელით მოლაპარაკეებს ღმერთის არ ეშინიათ, სხვა საშუალებებიც მოიძებნება, რომ მათ თავიანთი ადგილი მიუჩინონ. სამწუხაროა, რომ ჯერ–ჯერობით ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუები ამაზე არ ზრუნავენ, მაგრამ ნებირმიერ ადამიანს, ვინ სხვის ცხოვრებაში ცხვირს ჰყოფს და სხვა ადამიანების მიმართ ძალადობისკენ მოუწოდებს, კანონი უნდა სჯიდეს. ოფიციალურად შესაძლოა კანონი ამას მოითხოვს კიდეც, მაგრამ სანამ პრეცედენტი არ დაფიქსირდება, იმ დრომდე არ მოისვენებენ გაჯეჯილებული უმეცარნი, ვისაც ზემოთთქმულის არ იყოს, ჩემი ჯიბიდან აფინანსებს სახელმწიფო იმისთვის, რომ მე მეორეხარისხოვანი ადამიანი მიწოდოს…
ndaaa, memgonia, rom homophobia, iseve rogorc kvela sxva phobia, avadmkopi sazogadoebis simptomia. chveni sazogadoeba ki, ai, zaan avad aris. aseti diskusiebi rac ufro xshirad gaimarteba mit ufro efekturi ikneba reabilitacia. ase rom, mosalocad gvakvs sakme, gamojansagebis gzas vadgavart!
rodis mivxvdebit rom kargad vart? roca sazogadoebas dakopen ara vigacistebad an ragacistebad, umciresobad da umravlesobad, aramed individebad. an sulac ar ikneba dakopa. rac mtavaria, ar ikneba phobia! mara, xoxoxo ra shorsaa eg ambavi…
chemis nebartvit, radgan ar mikvars citirebebi, vigac madlianis gamonatkvams gavixseneb (avtori ar maxsovs): arc ert mtavrobas ara akvs ufleba, ukarnaxos tavis mokalakeebs vin da rodis unda ukvardet. saechvoa mxolod is xalxi, visac arc aravin ar ukvart.
xo, amastan davamatebdi, rom scored gagebis, tanagrznobis, shemcknareblobis da akedan gamomdinare sikvarulis (scored is, rasac chveni martlmadidebluri religia qadagebs da kvela sxvac) nakleboba icvevs kvelanair phobias. tavad gansajet…
თუ სხვის ტრუსიკში და სულში ხელების ფათურს არ მოეშვება ეს ხალხი და საკუთარ ტრუსიკს და სულს არ მიხედავს, მალე ვიხილავთ ინკვიზიციას 21 საუკუნეში, სისასტიკით შუასაუკუნეებისას რომ გაუსწერებს (თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვით სავარაუდოდ).
მეშინია
საშინელებაა ყოველგვარი დისკრიმინაცია
ნუ გამოფენთ ამ ტრუსიკებს და საცვლებს და გენიტეალებს ეს ჰომოსექსუალები და ჰეტეროსექსუალები და უფრო ნაკლები გაღიზიანება იქნება,
კულტურაა ასამაღლებელი კულტურაა
ბაბილონელო სად ნახე ჩემი ტრუსიკი???? დავკარგე და თუ შენ მომპარე, იცოდე გიჩივლებ!
ყველას თავისი ტრუსიკი აცვია და მაინც ძვრებიან, საქმეც მაგაშია.
და ვინც გამოფენს იმას უნდა კიდეც რომ ჩაძვრნენ, ასე რომ, მისი გააზრებული არჩევანია.
მე ტრუსიკი იმიტომ დავწერე რომ ის არის საცვალი, რომელიც არის ტანსაცმლის შიგნით და უნდა იყოს დაცული ‘გარეშე’ ძალებისგან. ხოდა, ამიტომ არავისი საქმეა ვის რა ეცმევა შიგნით (მამენტ არც გარეთ მაგრამ მაინც).
თქვენი არ ვიცი, საერთოდ ავღნიშნავ;
ინტერნეტ სივრცე გავსებულია პორნოგრაფიით.
სწორედ ეს არის მიზეზი რომ ხალხს ექმნება დამახინჯებული წარმოდგენა ჰომოსექსუალებზე ამ პორნოგრაფიის შემხედვარე.
პორნოს გრაფოს- კი გეცოდინებათ რას ნიშნავს-
ბინძური, დამახინჯებული აღწერა აქტის და გენიტალიების,
პორნოგრაფიად ითვლება ის გამოსახულება სადაც მოსჩანს სწორედ მამაკაცის გენიტალიები ცალკე ან ქალთან აქტის დროს.
სხვათა შორის ამ პორნოგრაფიის უდიდეს ნაწილს ჰეტეროსექსუალი მამაკაცები ავრცელებენ და ფულს უხდიან კიდევ ამაში ეგსჰიბიციონიზმით შებყრობილებს.
განსხვავება უნდა იყოს ხელოვნებას, ეროტიკას და პორნოგრაფიას შორის, პირადსა და საჯაროს შორის.
ინტიმში , სიყვარულში სადაც მესამეა გარეული ან მაყურებელი-
ის უკვე გადადის ცუდ რამეში,
და ხშირად , რატომღაც ამის მაყურებებლები შეძრწუნებული ჰეტეროებიც არიან, ზოგ კაცს კიდევ უფრო უნდება გაშიშვლება მაგალითად
ლესბოსელი ქალების და მათი ცუდი მხრიდან წარმოჩენა, ყველანაირი ვულგარული , ყალბი ფოტო შეიძლება გადაიღონ და მერე მიაწერონ რომ ესენი ვარდისფერები ან ცისფერები არიან.
გადმოცემის ფორმა უფრო კულტურული რომ იყოს,
ცოტა უკეთესი წარმოდგენა შეექმნებოად ხალხს ასეთ ადამიანებზე.
და ამის ვიდეო ჩანაწერი არ მოიპოვება? საინტერესო საყურებელი იქნებოდა.
tazoo, shen marto diiidi jurnalisti ki ara, didi redaqtoric xar!!!
bnelebi
მეც დავესწარი იმ გახილვას ფონდში და ერთი რამ ძალიან სასარგებლოდ მომეჩვენა. გარდა საინტერესო თეორიული მსჯელობისა, ჩვენ ყველამ ნათლად დავინახეთ რა არის ჰომოფია. ჰომოფობიის გამოვლინებაზე მხოლოდ დამსწრეები კი არ გვიყვებოდნენ, ჩვენ ყველამ ჩვენი თვალით ვნახეთ რა მძიმე დაავადებებია ეს ფობიები
)
martmadidebel mshobelta kavshiris mier diskusiis darbeva vtvli rom isev diskusiis popularizacias tu moxmardeba. sxvagvarad SeuZlebelia am tabuirebul saxelmtsifoshi tundac homofobiaze Tavisuflad msjeloba. marTmadidebel mSobelTa kavSiri ki yvelasaTvis komikur, radikalur dajgufebad iTvleba, amitom mat mier dapirispirebuli Temebi sazogadoebaSi keTilganwyobas iwvevs, da xels uwyobs diskusiis saxiT CvenTvis samarcxvino fobiebis saboolood aRmovxvra!
თითქმის წელიწადია, რაც ბლოგების სისტემებში აქტიურად ვმოძრაობ. ერთი სასიამოვნო დასკვნა გამოვიტანე ამ პერიოდში, რომ ბლოგერების უმეტესობა საკმაოდ ლიბერალური, განათლებული და ტოლერანტული ადამიანიები არიან (გამონაკლისებიც არსებობენ, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არ არის). ხო და რა მაინტერესებს, ყველა ბლოგერი ერთი აზროვნების ხალხი როგორ შეიყარა, და რატომ არ ჩანან ბლოგებში ის ჰომოფობები, რომლებიც საზოგადოებაში ასეთ ზეწოლას ახდენენ უმცირესობებზე? თან მიხარია, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობაა ბლოგერების, რომლებსაც ალბათ საჭირო ადგილზე საჭირო სიტყვა ეთქმით, და იმის იმედი მაინც მექნება, რომ ბლოგერები მაინც გაგებით მიუდგებიან იმას, რომ ყველა სხვადასხვაგვარი ადამიანი მაინც ყველა თანასწორია და ყველას ერთნაირი უფლებები აქვს. რაც შეეხება პოსტებში შიგადაშიგ გამოჩენილ “განსხვავებული” აზრის მქონე ადამიანები იმდენად მშიშრები არიან, რომ საკუთარი პიროვნების გამხელასაც კი ერიდებიან? ნუთუ ეშინიათ, რომ ანტიჰომოფობები მათ რამე ცუდს გაუკეთებენ? ჩემი აზრით მათი ასეთი საქციელი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ თვითონაც მშვენივრად იციან, რომ მათი “აზრები” არასწორია, მაგრამ მაინც თავისი სურთ გაიტანონ.
ამასწინათ მქონდა ბედნიერება ერთი “კაი ბიჭი” გამეცნო, რომელმაც შემდგომში გამომიცხადა (თან თემას არანარად ესდაგებოდა განცხადება) – მე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი ვარ და პრეტანზია ხომ არა გაქვს ძმაოო . ჩემო გაოგნებული სახის მიუხედავად, არ გაჩერებულა და ისიც მომახალა: აბა რა, ვინ დაიცავს ჩვენს შვილებს გარყვნილობისგან თუ არა ღმერთიო … დიდსულოვნად დავეთანხმე …
შენ არამარტო ჰეტეროსექსუალი, უზრდელი ჰეტეროსექსუალი ყოფილხარ!
ბაბილონელი
. შესაბამისად მე გამოვდივარ საჯარო სივრცეში და იქ ვებრძვი ჰომოფობიას იმიტომ, რომ ჩემი იდენტობის ნიადაგზე შევიწროვება ხდება სწორედ საჯარო სივრცეში.
ალბათ არ წაიკითხე დისკუსიის სათაური – ”ჰომოფობია, პირადიდან საჯარო სივრცემდე”.
ამ თემის შერჩევის მიზეზი სწორედ ის იყო, რაზეც შენ საუბრობდი. ყველაფერი იწყება ასე: იყავით თქვენთვის, ნუ დაგვენახებით და არავი დაგიშლით ცხოვრებას. ჯერ ერთი, რომ ჩემი იდენტობა ჩემი საცვალი არ არის. მეორე, ჩემი იდენტობა იგივდება ჩემ საცვლად და ხდება სწორედ ამ იდენტობის დევნა საჯარო სივრცეში და არა საცვლისა ჩემ ლოგინში (მანდ კაკ რაზ რომ პრეტენზიები ნაკლებია ხოლმე
მემგონი გასაგები უნდა იყოს ეს…
[...] ერთ-ერთი პოსტი დაბეჭდა. სწორედ ის, ბიოლის ფონდში მომხდარ შეხლა-შემოხლას რომ ეხებოდა. [...]
ხალხო, რატომ გგონიათ და გინდათ რომ ყველამ პატივი გცეთ და ასე ადვილად აღსაქმელი გახდეს ჩვენი ორიენტაცია. ჩემი აზრით საერთოდ არ არის საჭირო იმის აფიშირება მე კაცთან ვწევარ თუ ქალთან. ეს არავის საქმე არაა. არც მე მინდა სხვას თავს მოვახვიო და არც სხვამ მინდა მომახვიოს. ვისთანაც რა გვინდა ის ვაკეთოთ, მაგრამ არაა აფიშირება საჭირო.
ლაშა შენ ვინმე რამეს გაძალებს? ვინმემ გითხრა რომ აფიშირება მოახდინეო? რატომ ურევ ერთმანეთში უფლებების დაცვას და აფიშირებას? ან თუკი ვინმეს რამის აფიშირება უნდა, რომელი კანონი კრძალავს?
mgonia rom martlmadidebel mshobelta kavshiri martlmadideblobis diskreditacias axdens
samwuxaroa
ბაბისა, გეთანხმები.
აფიშირება? ხშირად ორიენტაციის ნიადაგზე შეურაცხყოფას ადამიანს მისთვის უცნობი ადამიანები აყენებენ. მისი ორიენტაცია გარკვეული ნიშნებით და წინასწარგანწყობით დგინდება და ხშირად არა საკუთრივ ამ ადამიანის ნებასურვილით. ისინი კი ვინც ღია ჰომოსექსუალებს იცნობენ უფრო ნაკლებად სავარაუდოა მათ ღიად მიაყენონ შეურაცხყოფა. მიღებას და ტაშისკვრას არავინ ითხოვს. ცოტაოდენი რესპექტი და დანარჩენი ვისაც როგორ სურს. ქამინგაუთი კი ამ შემთხვაში თითქოს პასუხია – ჰო, აი ვარ, მერე?
პაატა საბელაშვილი
დიახ .
უფრო მეტი სწორი ინფორმაცია უნდა იყოს ყველა ასეთი პრობლემური საკითხის შესახებ.
ინფორმაცია კი პორნოგრაფია არ არის, ის ნებისმიერი ორიენტაციის ნორმალური ადამიანისთვის სიბინძურეა,სიმახინჯე, იქ იწყება დაცემა სადაც სირცხვილის გრძნობა ატროფირდება.
აფიშირებას სახალხოდ გაშიშვლებას და ნუდიზმს არ ნიშნავს არა? ამის გამო ჩნდება უფრო აგრესია.
თორემ აფიშირება საჭიროა, უნდა ქონდეს ყველას უფლება და საშუალება აღიაროს თავისუფლად თავისი მსოფლმხედველობა ,ორიენტაცია მრწამსი თუ ნებისმიერი შეხედულება და ამის გამო არ უნდა იდევნებოდეს, პირიქით, მათ უფრო ხშირად სჭირდებათ დახმარება .
რატომ ვუმალავთ ადამიანებს იმას, რაც ზევით ამ ღმერთმა ისედაც იცის?
შეუძლებელია დამალვა და თქმა რომ არა ეს არ არსებობს.
თქვენ სწორად მიგაჩნიათ საკუთარი მეუღლეების ან შეყვარებულების პირადი ინტიმური , გაშიშვლებული სურათების გამოქვეყნება ?
ამით ფასი ედება თუ უფასურდება ყველაფერი?
Babiloneli საიდან მოიტანე ახლა ეგ სისულელე? შენ თუ მაგაზე ფიქრობ, შეგიძლია ეგ გააკეთო, პირადად მე არ დაგიშლი, მაგრამ ახლა რაც თქვი, ასეთი უაზრობა არსად არ გამიგია, არავისგან და პირველად მესმის შენგან. ნუ მაფიქრებინებ “მელას რაზ ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო”… ისედაც მთელ საზოგადოებას რაც ესიზმრება, მერე სხვებზე ახდენს პროეცირებას და თავისი პრობლემების სხვისთვის გადაბრალებას. ცოტა ხომ არ ჯობია დავფიქრდეთ, რაზე ვლაპარაკობთ?
Alexander
რას მეუბნები
პორნოგრაფია რას ნიშნავს მასწავლი?
მე წინააღმდეგი ვარ რომ პორნო ვრცელდებოდეს ასე თავისუფლად როგორც დღეს არის.
ეროტიული ხელოვნება კი მაგრამ არა პორნო!
ამას კარგი არაფერი მოაქვს, დეგრადაციაა !
ჰომოსექსუალობა თავისთავად კი არ არის დეგრადაცია .
რატომ ამ პრობლემაზე არავინ საუბრობს?
თუ არ მეთანხმებით მაშინ ამიხსენით გეთაყვა
რა არის კარგი იმაში რომ საკუთარი თუ სხვისი დედების, მამების, შვილების, ძმების დების ახლობლების გაშიშვლებული გამოსახულებების გამოქვეყნებაში და მათ თვალიერებაში ??
da hetero pornografiac xoa rato ar idevnebian heteroebi? mitumetes ,,uzrdeli heteroebi?” lol
ბაბილონელი, ძალიან დიდი ბოდიში გეთაყვა, მაგრამ შენ ღრმად შიგ გაქვს და უაზრო დემაგოგიას ეწევი. შენი ახლობლების და ოჯახის წევრების შიშველი ფოტოები თუ გინდა სადაც გინდა გამოაქვეყნე და ვინც მაგას არ აკეთებს ტყუილად ნუ აბრალებ. ნუ წაიე ტვინი ბლიად რა. არ მოტყნა ტვინი…… ეს ვინაა
თაზო- თამაზ
მგონი ეხლა უკვე ნათლად ხედავ ვინ რითი აზროვნებს …
კომენტარს არ გავუკეთებ წინა პოსტებს- იგნორ-
კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ყველანაირი პორნოგრაფიის
ჰეტერო იქნება თუ მეტერო თუ
წინააღმდეგი ვარ!
თაზო- თამაზ
მგონი ეხლა უკვე ნათლად ხედავ ვინ რითი აზროვნებს …
კომენტარს არ გავუკეთებ წინა პოსტებს- იგნორ-
კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ყველანაირი პორნოგრაფიის
ჰეტერო იქნება თუ მეტერო თუ ვერბალური-
სასტიკი წინააღმდეგი ვარ
საწყალი ბაბილონელი, დაგვიჩაგრეს… უშველეთ რამე… დაჩაგრული კი არა დემაგოგი და ინტრიგანი ხარ და ცდილობ არეულობის შეტანას იქ, სადაც საჭირო არ არის. თუ ასეთი სამართლიანი ხარ და ჭესმარიტებისთვის იბრძვი, კეთილი ინებე, საკუთარი პიროვნება დააფიქსირე და მერე ასწავლე ხალხს ჭკუა. და შეეშვი დემაგოგიას. ტოჟე მნე პორნოგრაფიის წინააღმდეგია, იბრძოლე მერე პორნოგრაფიის წინააღმდეგ, აქ სადმე ხედავ პორნოგრაფიას? ვინმე ლაპარაკობს პორნოგრაფიაზე შენს გარდა? ამიტომაც ვთქვი მელას რაც ესიზმრებოდაო. რა გინდა ამ შენი ბოლო კომენტარით – რომ შენ წმინდანი ხარ, რადგან “პორნოს ებრძვი” და ყველა ვინც შენი ოპონენტია, სატანაა, იმიტომ რომ პორნოს ავრცელებს? გეყოფა უსაგნო ლაყბობა!
ჰაჰაჰ, თავიდან ბოლომდე ჩავყევი ბლოგს, ჯერ ჰომოფობები რატომ არ არიან ბლოგებშიო, შემდეგ ერთი გამოჩნდა და დედას ვაგინებთ
არა, არა, არავინ იფიქროს რომ ბაბილონელს ვეთანხმები, იმიტომ რომ სულ სხვა რაღაცას წერს, ჩვენ კიდევ სულ სხვა რაღაცაზე ვკამათობთ, მაგარამ მგონი ჯობია არ ვაგინოთ. ასე, იდეალისტურ-პაციფისტურად. მესმის, როდესაც უხეშად გეხებიან, გინდა უხეშად მოიგერიო, მაგრამ ეს ისე უშნოდ ჩანს…
მე ვიცი რომ ჯერ-ჯერობით მხოლოდ ჩემს ირგვლივ ცივრცეს თუ შევცვლი, უფრო მეტს ვერ გავქჩავ. ხოდა იმ დღეს ჩემი ქმრის მეგობრები მოვიწვიეთ და “milk” ვაჩვენეთ. ჩვენი გაუტყდათ თუ ფილმმა იმოქმედა, ძალიან ცივილური დისკუსია მოჰყვა ამას ყველაფერს. ხოდა 3 ბიჭის ფობიების მორყევა თუ შევძელი, მიხარია.
ჩვენ ალბათ მაინც ვერასდროს ჩავწვდებით ამ პრობლემას ბოლომდე, იმიტომ რომ ეს ჩვენი ტკივილი არ არის. ამიტომ ვთხოვ, ნუ იგინები-მეთქი.
მაგრამ, მე მაინც მტკივა. ბოლოს და ბოლოს, ხვალ იქნებ მეც რაიმე მარგინალად გამომაცხადონ. რა ვიცი რატომ.
ლიკა, ყოჩაღ, თუკი ამდენი მოგიხერხებია. გეთნხმები, რომ შესაძლოა ზედმეტიც მომივიდა, მაგრამ მეც ადამიანი ვარ, მეც ნასვამი ვიყავი და მეც მაქვს რექაცია იმაზე, როცა ვიღაც სიტყვების უაზრო რახარუხით ცდილობს თავისი ვითომ და “აზრის” გატანას. გამეხარდებოდა პირიქით, რომ ბევრი ისეთი ადამიანი შემოდიოდეს ბლოგებზე, ვინც მისნაირად ფიქრობს, წაიკითხავს და დაინახავს მაინც, რომ მარგინალები გეები კი არ არიან, არამედ ისეთები, ვინც 21–ე საუკუნეშიც კი შუასაუკუნეობრივად აზროვნებს, ან უნდა მოგვაჩვენოს, რომ ვითომ ასე აზროვნებს. უბრალოდ ფაქტია, რომ დემაგოგიური “ლოგიკით” ცდილობენ თვალის ახვევას და თეთრზე შავის თქმას და პირიქით. მე არ ვარ მარგინალი, და არც ვიქნები, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ჩვეულებრივად ვცხოვრობ და ბევრ უსაქმურზე საინტერესო ცხოვრებითაც, მაგრამ როცა ცდილობენ ჩემი პირადი ცხვრების მიმართულებებით მანიპულირებას, რაღაც მერკანტილური მიზნებისთვის ამ თემის გამოყენებას და თან სხვა ადამიანების დარწმუნებას, რომ კეთილ საქმეს სჩადიან, მაპატიეთ, მაგრამ მეც მაქვს ჩემი აზრის გამოხატვის საშუალება და იმის უფლება, რომ ასეთ ადამიანებს თავისი გზისკენ მივუთითო. ეს არის და ეს.
შენ კი მართლა კარგი საქმე გაგიკეთებია, თუკი ამდენი ადამიანი ერთდროულად შეძელი, რომ “აკრძალულ” თემაზე დისკუსიაში აგელაპარაკებინა. იმედი მაქვს, რომ შენნაირი ადამიანების რაოდენობა თანდათანობით გაიზრდება და ეს მარტო გეებს კი არა, არამდე მთელ საზოგადოებას დაეხმარება გახდნენ ტოლერანტულები (ეს სიტყვა ა რმიყვარს, სხვისი მოსათმენი არაფერი მჭირს), ადამიანურები და გამგებიანები.
აი ამიტომ არ მაქვს facebook და მსგავსი რაღაცეები. ვიცი რომ თუ შევალ, ვეღარ გამოვალ. ახლაც, 3 საათია აქ ვზივარ, იმის მაგივრად რომ სამაგისტრო ვწერო. თან მიხარია რომ მპასუხობენ
იცი, ალექსანდრე, ალბათ ცუდია რომ ჩემნაირი ადამინების გამოჩენა გვიხარია. რატომ უნდა იყოს ეს გასაკვირი. ანდა ის რომ 5 კაცი შევიკრიბეთ და კარგ ფილმს ვუყურეთ. ზუსტად ასე ვუყურებთ იგივე “სასტავი” სხვა ფილმებსაც. რატომ უნდა შეიძლებოდეს ხუთი თავით უარესი slumdog millionare-ის (ჩემი სუბიექტური აზრია) ერთად ნახვა უპრობლემოდ, და რატომ არის milk–ის ნახვა პატარა გმირობის ტოლფასი?
არადა არის. ეჰ. ხანდახან მგონია რომ პიქტოგრამების დონეზე მყოფ ადამინებს ვცდილობ გავაგებინო რომ ფაუსტი სატანისტური მოძღვრება არ არის და არც ჰარი პოტერია კაცობრიობის მტერი. თუმცა, მათ ასოების გარჩევა არ იციან ჯერ და როგორ მოვთხოვო, შავი პუდელის ნუ გეშინიათ-მეთქი.
როგორ აცახცახეთ “ქართული კულტურის დაკარგვა” და მსგავსი მირაჟები… იქნებ იმიტომ რომ აღარ არსებობს ეს კულტურა და საბჭოთა დროს შექმნილ მითებს ვეჭიდებით და ვამოდერნებთ? ისტორიას ჩაუღრმავდნენ და მიხვდნენ რომ მათი ვითომ ტრადიციები ბოლო 70 წელია რაც დაიბადა. და საერთოდ, მათზე და ჩვენზე განათლებულ ადამინებს ვერ გაუგიათ რა ჯანდაბაა ეს კულტურა ( ხო, და სხვათაშორის, რა არის ეროტიკა და პორნიგრაფია, ვიღაც ვიღაცეების გასაგებად) და რატომ, რატომ გვგონია რომ ყველაფერი ვიცით და სხვებს ვასწავლით ჭკუას?
არისტოტელემ დაასკვნა რომ თავის ქალაქში ყველაზე ჭკვიანია. იცით როგორ? ქალაქის ფილოსოფოსები შეკრიბა და სხვადსხვა საკითხებზე აზრი ჰკითხა. ყველა იჩემებდა,ვიცი ამის შესახებ ყველაფერიო. ხოდა არისტოტელემ მე გამოვსულვარ ყველაზე ჭკვიანი, რადგან ვიცი რომ არაფერი ვიცი, იმათმა კი ესეც არ იციანო.
მე რა. ზუსტად ისევე მინდა “Hotel Rwanda” ნახოს ყველამ, როგორც”Boys Don’t Cry”. ფილმი ფილმია, კარგი ფილმი კარგი ფილმია, ადამიანი ადამიანია, მშიშარა ადამიანი მშიშარა ადამიანია ( გაიხსენეთ ბულგაკოვი), ხოლო მე კი…მე ალბათ არშმდგარი ნეიროფსიქოლოგი გახლავართ…იმიტომ რომ არ ვწერ ამ ოხერ სამაგისტრო ნაწერს. ამას ვწერ.
მე ჩემს აზრს გამოვთქვამ ზოგადად , ვინც ყველაზე აგრესიულად რეაგირებს მას აქვს პრობლემა.
რელიგია არაფერ შუაში არ არის, საერთოდ არა ვარ რელიგიური.
პორნოგრაფია გარყვნილებაა, ვინც ამას ავრცელებს და მოიხმარს
ფსიქიურად ავადმყოფია და გარყვნილი.
უფრო კონკრეტულად კი აგერ
alexander – ის ნიკს რომ დააკლიკოთ , გადახვალთ მის ბლოგზე,
სადაც შესანიშნავად გადმოქართულებული სტატიებია,
მაგრამ ამასთან ერთად მრავლადაა პორნოგრაფიული ფოტოები, რაც ხელს უშლის ჰომოფობიის შემცირებას!
თუ ზოგადად ადამიანი მოითხოვს მისი პირადი ცხოვრება იყოს ხელშეუხებელი და დაცული, ამაში სრულიად მართალია,
მაგრამ იმისთვის რომ ეს მოხდეს მან თავისი პირადი , ინტიმური არ უნდა გამოფინოს საქვეყნოდ ასეთი ფორმით.
წინააღმდეგ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია სირცხვილზე .
მე არაერთ კულტურულ , ზრდილობიან,განათლებულ ჰომოსექსუალთან ვმეგობრობ და საინტერესო ურთიერთ გაგება გვაქვს, დავხმარებივარ მათ საზოგადოებაში ინტეგრაციაში,
ყველა სხვადასხვანაირია, მაგრამ ყველა ქცევას თავისი სახელი ერქმევა
lika barabadze
კარგად რომ გადაგეკითხა ჩემი წინა პოსტი
გაიგებდი რომ
იქ გამიჯნულია რა სხვაობაა ამ ცნებებს შორის და რა კავშიშია ამ თემასთან.
ჩვენს ასაკში დიდი სხვაობაა ალბათ
თქვენ რასაც წერთ , ის არის ხელოვნება,
მხატვრული ფილმები, ფერწერა, მხატვრობა-
ხელოვნების ეროტიულობა და
ეროტიკის ხელოვნება სხვა რამეა-
და ჰარდ ქოარ პორნო სულ სხვა რამე!
თუ ხელოვნების რანგში აყვანილი ნებისმიერი საგანი, მოვლენა, სხეული, ობიექტი – უკვე შედევრია და ის შეიძლება ვრცელდებოდეს ფართოდ, მისასალმებელია.
p.s “Boys Don’t Cry” Hilary Swank ით კარგი ფილმია კი
Babiloneli
იცით, ჩემთვის პორნოგრაფია არ წარმოადგენს პრობლემას. ჩემთვის პრობლემა შეიძლება იყოს:
1. ბავშვთა პორნო
2. უცენზურო პორნო, რომელიც შეიძლება ბავშვმა ნახოს
ხოლო ზრდასრული ადამიანი თავის სექსუალურ არჩევანში თავისუფალია, თუკი ამ არჩევნით სხვას არ აზარალებს.
ბევრი კამათი მომისმენია ამ თემაზე. თქვენ ალბათ არ თვლით რომ ბერტოლუჩი პრონოგრაფიაა, მაგრამ ბევრი განმარტების მიხედვით, არის, მაგალითად ” მეოცნებენი”-ში მამაკაცის სასქესო ორგანოს ახლო ხედით გადაღების გამო. პირადად მე არ მიყვარს დაუფარავი სექსი ფილმში, თუ ეს სიუჯეტის ან ფილმის სხვა მხარისათვის არ არის აუცილებელი, რადგან ბევრი რეჯისორი ამ სცენებს უბრალოდ ინტერესის გაზრდის მიზნით იყენებს. მიუხედავად ამისა, არსებობენ ადამინები, რომელებსაც ეს აღაგზნებთ და მე არ მინდა მათი განსჯა. არც იმ ადამინების, რომლებიც პორნოს უყურებენ და ამით ერთობიან. არს იმათი, ვინც რაიმე სურათებს აქვეყნებს. ეს ხომ ჩემი საქმე არაა.
თავიდან თქვენს კამათს ვერ მიგიხვდით, რადგან ვის, სად და რატომ ჰქონდა პორნო გამოფენილი, არ ვიცოდი და არც გითქვამთ. ახლა უფრო გასაგებია რატომ შემოიტანეთ ეს თემა.
არ ვიცი რატომ არის ეს საკითხები ასეთი საკამათო, მარტო საქართველოში კი არა, ვინმეს გგონია რომ პურიტანულ ამერიკაში ამაზე არ დაობენ? მე მგონია რომ ცოტათი უფრო ადვილად უნდა ვუყუროთ ყველაფერს და რაც მთავარია სხვას არ ვასწავლოთ ჭკუა. ეს მეც შემეხება და ალბათ მეც მაქვს ეს ნაკლი–ნოტაციები ვიკითხო. ადრე სულ ვკმათობდი. რაც დრო გადის, ვცდილობ წყნარად ვილაპაკო სხვადასხვა საკითხებზე და მიკვირს რომ სხვები ამას არ აკეთებენ. თუმცა, შეიძლება ეს საკითხები მე არ მტკივა და იმიტომ.
შეიძლებოდა თქვენი და ალექსანდრეს ოპონირება ასეთი ემოციური არ ყოფილიყო, არა?თანაც ამდენი ხალხი უყურებს ამ მიმოწერას. ეს შენიშვნა მხოლოდ თქვენ არ გეხებათ, რა თქმა უნდა. თუმცა, მე არ ვიცი, აქ ხომ მხოლოდ ნაწერები ჩანს და არა ადამიის მდგომარეობა.
დიდი მადლობა რომ თქვენც და თქვენი ოპონენტიც მპასუხობს. ძალიან ვისიამოვნე ამ დიალოგით.
lika barabadze – რაც შეეხება slumdog millionare–ს, ამ ფილმს მეგობრების წრეში ვუყურეთ ჩემი ინიციატივით, რომელთა უმრავლესობა გეები არიან, და მინდა გითხრათ, რომ ჩვენებით ფრიად კმაყოფილი დავრჩი, რადგან ემოციებს საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა ამის დეტალურად განხილვას არ ვაპირებ.
რაც შეეხება ჩემს ბოლგ, ბაბილონელო, მადლობა რეკლამისთვის, მე არავისთვის მომიწოდებია ჩემს ბლოგზე შმოსვლისკენ, და უღრმესი მადლობა უფასო რეკლამისთვის. რაც შეეხება არის თუ არა ზედ პორნოგრაფია, ვფიქრობ რომ არანაირი პორნოგრაფია არ არის და უმეტესობა ეროტიკაა, თუკი სადმე 1–2 პორნო სურათს წააწყდი, ესე იგი კარგად გიძებნია და მაში მე არ ვარ დამნაშავე, მე რომ მომინდეს ვერ ვიპოვი სად არის შეჩურთული. ასაკობრივ შეზღუდვას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ პორნო არ არის, მე მაინც “შავით თეთრზე” მიწერია, რომ ვინც არ არის 18 წლის, ჩემს ბლოგზე არაფერი ესაქმება, დანარჩენი კ მშობლების მოვალეობაა. ტექნიკური საშუალებები არსებობს, რომ მშობლებმა შვილებს ინტერნეტში აუკრძალონ ეროტიკა. შესაძლოა რომ გაღიზიანებს ის იწვევს, რომ ეს გეი ეროტიკაა, პარდონ მაგრამ ეს ჩემი პრობლემა არ არის. მე ჩემი საქმე მაქვს და ყველას ოჯახში ზედამხედველად ვერ დავუჯდები.
გარდა ამისა, ამ თემაში რომ აქრიურობ, გააკეთე ბლოგი და ებრძოლე ნამდვილ საზიზღარ პორნოგრაფიას, რომელიც სავსეა ქართუყლ ინტერნეტ სივრცეში, რომელსაც უმეტესობას არასრულწლოვნები ქმნიან (საიტებს) და მომხმარებლებიც არასრულწლოვნები არიან. თუ რამის წინააღმდეგ გიბდა ბრძოლა, იბრძოლე.
რაც შეეხება გეებთან სენს მეგობრობას, ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო. ზღაპრების დიდი ხანია არ მჯერა და საქმით კი ჩანს, რომ ტოლერანტურლობის (კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს სიტყვა არ მიყვარს) არაფერი გეტყობა.
ჩემი აგრესია კი კომენტარებზე გამოწვეული იყო იმით, რომ თითქოს გეები თანახმანი არიან შენი სიტყვებიდან გამომდინარე, რომ ოჯახის წევრების პორნო გაავცელონ. ამაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე ოპონირებისთვის და ჩემი ბრალი არ არის, რომ ასეთი რეაქცია მქონდა. ამიტომ ჯობია ჯერ დაფიქრდე და მერე დაწერო და არა ისე, რომ რაც მოგადგება, რადგანაც ბეჭდვა გეხერხება, ყველას აჩვენო შენი განსწავლულობა. ვსიო.
Dashokili var rasac qvia da zlivs avdeqi sicilisgan uproswored amitanes da damdes da momasulierebeli gavxdi.
)))))) saertod erxelda samudamod unda ganisazgvros eklesiasa da saxelmwifos shoris uriertoba anu eklesia rogorc shu saukuneebshi yvelaperze azrs gamotqvavs da rac ubedureba isaa ro am azris mere xalxi ise moqmedebs rogorc eklesias unda anu masa Zombirebulia. (anu zaan daylevebuli). hahaha:))
)))))))) mara yvelam kargat icis ro mizezi SHISIA da GESHINODET HOMOSEXUALEBI VIPYROBT SAMYAROSSS hahahahaahahaha
))))))))))))))))))
Mara samwuxarod sasacilo ki ara satiralia rac sazogadoebas wirs xalxi avadaa da ver acnobierebs realobas da zaan didi probelmebi aqvs agqmis nu uprinipshi realobas tu ver acnobiereb agqmac ver gaqvs ra
Meore 25 milioni lari ro gadauricxa saxelmwifom sapatriarqos visi pulebia anu xalxi amastanerdad homosexualebi vuxdit puls mag dawesebulebas anu sapatriarqos da madlobis magivrad gvebrzvian. Da saertod ra komenari unda gavaketo ver vxdebii xalxi azrze araris ras laparakos terminebshi ver erkvevian ragaceebs bodaven rasac qvia Tankisti homoseuxxali da heterosexuali da msgavsiii ragac marazmebi bunebis kanonebis ganadgurebaaa mteli romi da saberzneti BI da Homo iyo da me mgonia shesanishnavad cxovroben da mravldebian
დავით შენი ჭირიმე, ცოტა რბილად (ისე შენ რას გასწავლი, ზოგჯერ ნერვები მეც მღალატობს), რბილად თქო იმიტომ ვამბობ, რომ შეიძლება ვინმემ შენი ნათქვამი სრულიად პირდაპირ გაიგოს, ანუ ისე როგორც დაწერე… სამწუხაროა, მაგრამ სრული სიმართლეა, რომ საზოგადოების გარკვეულ დიდ ნაწილს მართლა სრული დაყკევება სჭრის. ჩემი აზრით სწორედ ესაა მიზეზი რომ უკვე 20 წელია ვერ გამოვდივართ მარაზმიდან. ვინმეს ალბათ ჰგონია, რომ ბერნიერად ცხოვრობს. არ ვიცი, როგორ შეიძლება ბედნიერი იყო დაყლევებულთა შორის… მე ასეთი ბედნიერება არ გამომივა და არც მაწყობს… და კიდევ გეები ვართ სამკურნალო? ვაჰ, ღმერთო…
“უზრდელი ჰეტეროსექსუალი” გენიალურია
ვაიმე, იმ დღეს წავაწყდი ვიღაც მღვდლის ნაწერს, თუ რატომ არ უნდა ეცვათ ქალებს შარვალი. იცით რატომ? ციტირებას ვახდენ:”ადამინი მოაზროვნე, მეტყველი ადმიანია. იგი თავად უნდა ხვდებოდეს რატომ არ უნდა ეცვათ ქალებს შარვალი”. ვახახახახა. გამოდის რომ მე არ ვარ არც მოაზროვნე და არც მეტყველი, იმიტომ რომ ვერ მივხდი.
რა ტვინი წაიღეს ამ ფსედო- ბრძენებმა, ნებისმიერ საკითხზე იდიოტობებს რომ იძახიან!
უი , და თურმე, მოდა რომ უკუღმა წაიკითხო, გამოვა “ადომ” რაც რუსულად ჯოჯოხეთის ნიშნავსო. ესე ეწერა.
მაგის მერე გიკვირთ რომ ჰომოფობიაა. აგერ თურმე ყველანი “ად”-ში ვცხოვრობთ და ვერ გაგვიგია. მმკ კი არა, მრევლიანი მღვდლები რეებს ბოდავენ.
ადრე მინდოდა ეკლესიაში ინტეგრირება, მაგრამ არა რა, ასეთ ეკლესიაში მე ვერ შევალ. ან თუ შევალ გამომაგდებენ, შარვლიანა. და ალბათ სახლში მომივარდებიან და ოსკარ უალდის წიგნებს დამიწვავენ. და ქმართან სექს ამიკრძალავენ. იმიტომ რომ ბავშვს არ ვაჩენ ჯერ
მააააგარი სიბნელეა :/
mdaaa… yvelaferi gaunaTleblobis bralia da imis agnishvna, rom me var da chems elementarul ADAMIANUR uflebebs vicav, ar nishnavs homosexsualizmis propagandas!!!
mec viyavi am shexvedraze da tavi martla dzalian sheurawyopilad vigrdzeni ise gvlandzges da gvagines… magram ras vizamt albad asetebic sachiroebi arian… yovelshemtxvevashi me aravis gansjas ar vapireb… yvelas tavisi cxovreba aqvs da rogorme gvapatiet magram utqvenod (martmadidebel mshobelta kavshiris) gareshe mivxedavt… me arc lesbi var da arc… magram me yvelani miyvarxart da tkven gverdze migulet… chven arcs ise bevrni vart rom ertmaneti vlandzgot da a.sh… yvelas gagimarjot.. yvelani chemebi xart:)
magari diskusia shemdgara biolis fondshi
ninia martalia da getanxmebi ufleba aqvs aketos yvelas is rac surs amas ver avukrdzalavt veravis…rac sheexeba pornos….gaachnia pornoss es aris ubraloood simaxinje da sxva rom araferi adamianis fsiqikaze moqmedebs( magaliti: rodesac erti kvira ar shevcham sachmels da shen dadgebi chem win da cham kuchi avadmyofdeba gamoyofs iseti raodenobit kuchis wvens rom shesadzloa gaskdes igivea pornooo…..rodesac adamiani uyurebs da ver kmayofildebaaa tvit dakmayofileba xdeba rac moqmeddebs nervul sistemazee)..imas ar vambobo rom angelozi var da ase shemdeg …arc vambobo rom sibilweaaa ubralod simaovnebs adamians yureba es misi nebaa ubralod ar fiqroben shemdeg movlenebze
ra shuashua sibnele, visac rogor sheuzlia ise cdilobs tavistvis zvirfali ideebis dacvas, esaa da es.
ise me exla gavige gay parade rom yopila tbilisshi, netav daswreba rogori iyo, martla mainteresebs. ragac ar mgonia chvens homoseksualebs sazogadoebis wnexistvis gaezlot da kuchashi gamosuliyvnen, mgonia sahsihsia eg ambavi:))
ise amjamad holandiashi vimyopebi da akauri sazogadoeba( ara martlmadidebel mshobelta kavshiri) agelvebulia imit, rom axali priekto shedis skolebshi, romelic itvaliswinebs bavshvebistvis sex tolerantulibis swavlebas da ganvitarebas….egeb ucnaurlia es mgelvereba holandiashi, magram asea…marto sakartveloshi ar aris anti homoseksualuri dinebebi.
piradad me mimachnia ro sxvis cxovrebashi charevis upleba aravis ar aakvs.yvela adamiani individia da misi uplebebi gaachnia.chven tu realuri demokratia gvinda mashin sruli demokratiistvis unda vibrdzolot.rogorc natkvamia naxevrad orsuli ar arsebobs an aris orsulad an ara.ase ro demokratia an aris an ar aris.unda viyot tolerantebi.adamianma yvelaperi sheidzleba gaaketos cxovrebashi mtavaria gvtis siyvaruli sheedzlos da sakutari tavis tinashe iyos martali.gabriel garsia markesis sityvebs moviyvan rom adamians zevidan kvevit im shemtxvevashi unda uyuro tu mas tamodgomashi exmarebi.ase ro shevexidot ertmanets da nu davyopt adamianebs kargebat da cudebat chven verasdros ver viknebit sazoi erteuli kargisa da cudis gansazgvrashi.
[...] [...]
ვაიმე
გავტერდი
ცხოვრებაში პირველად მაქვს ის მომენტი, აი, რომ ამბობენ, არ ვიცი რა ვთქვაო..
არადა რატომ გამიკვირდა, ეგეც არ ვიცი, მარა სახტად დავრჩი
განსაკუთრებით მომეწონა პაატა საბელაშვილის მიმართ რეპლიკა :”შენ შენი ღირსება ვერ დაგიცვია და საზღვარს დაიცავ?” რას აღარ გაიგებ. სექსი თუ საწინააღმდეგო სqესათან გაქვს ეგ ღირსებას გიზრდის და თუ იგივე სექსთან ღირსება გეკარგება.
რაც შეეხება ისტორიკოსის შეძრწუნებას “როგორ შეიძლება ტანკში, გაგანია ომის დროს ერთმანეთის გვერდით გეი და ჰეტერო მამაკაცი ისხდეს? მტრის შეტევაზე იფიქროს თუ იმაზე, ახლა ამ გეიმ არ მაცდუნოსო?” კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ ამ ხალხს გეი რომ ესმით გონება ავტომატურად სექს ტალღებზე ერთვებათ და მერე გეი ხალხს ეძახიან გარყვნილს. ჯანსაღ გონებაში ასეთი აზრი შეიძლება საერთოდ გაჩნდეს?
[...] ყველას გვახსოვს შარშან ბიოლის ფონდში გამართული შეხვედრა, რომელიც დაპირისპირებით დამთავრდა [...]
cadi tqveni deda da dis tyania dedac sheveci ahaa.tqven mogityan dedis sakuile ferdebi tve kle kac qalebo, tkveni dedebis lifebshi chavajvi. visac pidarastebi gevasebat mogitkantgamzrdeli dedis rzeebi. puh tkveni ojaxebs sheveci.
mogityant adamianis uflebebi tkve mutlis ukacravad (klis) mwovelebo.