რამდენიმედღიანი ტაიმაუტის შემდეგ, გთავაზობთ კიდევ ერთ ფოტორეპორტაჟს რუსთაველის გამზირიდან. ძირითადი აქცენტი სურათების გადაღებისას გავაკეთე საკნის წარწერებზე. წყევლა, კრულვა, დამშვიდობება, გინება, პოლიტიკური ლოზუნგები, ლექსები, ნახატები, ნაწყვეტები ლიტ.ნაწარმოებებიდან და კიდევ ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ საკნის კედლებზე. მოკლედ, შეგიძლიათ თავად ნახოთ.
საკნების ქალაქის შესასვლელში ომის ფოტოგალერეაა მოწყობილი, რომელსაც დამთვალიერებლები ნამდვილად არ აკლია.
“Misha did it!”-აბა რა, გვფარავდეს პუწინის მადლი!
გასაყიდი ნაგავი…
იყიდება, მაგრამ მყიდველი მაინც არ სჩანს, კრიზისია, კრიზისი!
ოჰოოოო, პროტესტს გურული ფირალებიც შეუერთდნენ. დაგვერხა ძამა!
გურულმა ქალბატონმა ამიხსნა, რომ “ფუღუ” გურული დიალექტის სიტყვაა და თხუნელას ნიშნავს.
გურულებს არც მეგრელები ჩამორჩნენ: “მიშა, შენ აგიფეთქდა გაზის ბალონი მუნდის ტერიტორიაზე”. “მუნდი” არის მეგრული სიტყვა და ნიშნავს “ტრაკს”
იმერელს ენაკვიმატობაში მეგრელი და გურული აჯობებს?
ცინცკილა “გიჟების ექიმი” ყოფილა წყალტუბოში.
“მომავლის ლიბერალები”
მეისპე-მეთქი!
სამშობლო ოჯაღია ჩვენი-ოჯაღი წმინდა რამაა!!!
ილიამ ასე დაგვიბარა, მეფე, მეფე არ დაგავიწყდეთო!!! აფსუს, ხელწერაც რა თავადური აქვთ!
პაპარაცობის მცდელობა
ასე თავისუფლად შუა რუსთაველზე გითამაშიათ ოდესმე?
სამახსოვრო ფოტო
ეს ქალბატონები მე და ჩემს კოლეგებს ნამცხვრითა და შოკოლადით გაგვიმასპინძლდნენ. ისინი დიდი მონდომებით ცდილობენ გააქარწყლონ გავრცელებული ხმები თავიანთი აგრესულობის შესახებ ჟურნალისტების მიმართ.
მოთაფლული ჟურნალისტები
ჭაობი თავისუფლებაზე(ან თავისუფლების ჭაობი)
ესეც შორი ხედით
მე უკვე აღარ მინდა, რომ რუსთაველის გამზირიდან კიდევ დამჭირდეს ფოტორეპორტაჟების გაკეთება. თქვენ?


























ღმერთო რა მარაზმია!
თუ ესენი მოვლენ ხელისუფლებაში მერე 2 წელი რუსთაველის მოედნის გალამაზებას მოუნდება და მერე იტყვიან ხედავთ რამდენი გააკეთა ჩვენმა მთავრობამო!
მდააააა.
როდის მოეღება ბოლო მაგ სირობას?
ფუ, გული მერევა ამ ყველაფერზე უკვე
გზები გადაკეტილია, ხალხი სამსახურებში ვერ დადის და მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცას დალევის პონტისთვის კარვების გაშლა მოუნდა, უფრო კომფორტულად დათრობისთვის
მარაზმ ბლიად…
მე ტელევიზიასთან გავიარე ამას წინათ, იქაც არავინ არ იყო… ისხდნენ ვიღაცეები ნაგავში და სვამადნენ
აი ყოველთვის მჯეროდა, რომ გზების გადაკეტვაში, ქუჩების დანაგვიანებაში და სიბნელის გამოხატვაში გამოიხატებოდა პატრიოტობა
მარაზმ ბლიად
arc me
უკუმენტაროდ
:):)
ძალიან კარგია, დავაშეარებ ამ ლინკს ახლა.
პ.ს.: რა ამბავი ხალხია რუსთაველზე! გადამდგარია მიშა ფაქტიურად!
:В
are you kidding me…
rogor davidjero rom es xalxi yketesebi arian…..
rodemde sheidzleba mxolod sitkvit vikvirot ra patriotebi vart qartvelebi. IT’S TIME TO GET UP AND WORK PEOPLE…..
arasdros ar megona rom mishas gavamartlebdi. margam am syratebma chemi pirveli shimshiloba da demonstratsiebi gamaxsena 1989 tsels da namdvilad ar moveledo rom iqidan aq movxvdebodit. dzalian shors var rustavelis moednidan magram gyli koveltvis manda aris da aset marazmobas ar movelodi….
აი პირველი ფოტოს კომენტარი მომეწონა იმიტომ რომ ეს ხალხი ან დადებილდა ან დაბრმავდა მტერსაც ვეღრ არჩევენ იობანივროტ რუსეთს ფრთებს ასხავენ უკვე შიში შეიქმს სიყვარულსაო თუ რაღაც ეგეთია რა
მაგარი ეგოისტური განცხადებაა, მაგრამ მე მსიამოვნებს გადაკეტილი რუსთაველი. ოღონდ კიდევ ცოტა ხანს, რა. კიდევ მინდა დავტკბე ამ სიტუაციებით, რომ მერე კარგად მოვიგონო.
მიშა დიდ ითს რომ იძახიან, თავად ვითომ არ ამზადებდნენ ხალხს ახალ ომში გასამგზავრებლად, რომელსაც ‘აუცილებლად მოიგებენ’, აბა, იმისთანა სტრატეგიებს ხაზავენ თურმე საკნებში …
და კიდე ახალ ვიდეორგოლებს … ვი იყო ის გოგო, სიმღერაში მათრახით და სამხედრო ფორმით აფხაზეთი რომ მოიგო? ჰო მაგის ოპოზიციურ ვერსიაზე მუშაობენ თურმე
პაწა ცვლილებებით, ყველაფერს მოვაგვარებთო.
იმერლების კომენტარებზე მოვკვდი სიცილით
მეფის საკანმა დამამძიმა ნამეტნავათ. ასე გაგვიჭირდა, მეფეს ჯიხური მაინც რომ ვერ ჩავუდგით?
მდააა…გასაგებია, რომ გამაღიზიანებელია ეს ყველაფერი, მაგრამ მოდი ერთი ინტერვიუები მოგვაწოდე, რომლებსაც მიუკერძოებლად ჩაატარებ, შეეცადე გაუგო ხალხს, რომ კარგი ინტერვიუ გამოვიდეს და ისე მერე რა თქმა უნდა კომენტარები შეგვეძლება გავაკეთოთ, ანდაც უკომენტაროთ დავტოვოთ… ძაან მაინტერესებს რას ამბობენ, როგორ მსჯელობენ და რას მოელიან.
http://lib.ge/body_text.php?6021
პოლიტიკური მართლმადიდებლობა არის პოლიტიკის რესაკრალიზაცია და იმავდროულად რელიგიის პოლიტიზაცია. იგი მოითხოვს, რომ პოლიტიკა დამოკიდებული იყოს რელიგიაზე და ეფუძნებოდეს მის ღირებულებებს, ხოლო რელიგია – აქტიურად მონაწილეობდეს პოლიტიკაში და განსაზღვრავდეს მას. ზოგადად რელიგიის პოლიტიზაცია წარმოადგენს ქვეყნის წარუმატებელი მოდერნიზაციის, მასშტაბური ეკონომიკური კრიზისის, დემოკრატიისა და ეროვნული იდენტურობის კრიზისის კანონზომიერ შედეგს. ხშირ შემთხვევაში სასულიერო პირებთან ერთად რელიგიის პოლიტიზაციის ინიციატორად საერო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც გვევლინება. როგორც წესი, ამ ადამიანებს არა აქვთ თეოლოგიური განათლება და ამიტომაც თავისებურად ახდენენ რელიგიური დოქტრინის ინტერპრეტაციას: მსოფლიოს განიხილავენ, როგორც “ჩვენიანების” და “უცხოების” ბრძოლის ველს. მოცემული რელიგიის მრავალი გულწრფელი მიმდევარი და იერარქიც კი, ადვილად შეიძლება “უცხოთა” რიგებში აღმოჩნდნენ, თუ არ გაიზიარებენ “რელიგიური იდეოლოგიის” პრინციპებს.
პოლიტიკური მართლმადიდებლობის წარმომადგენლები მონარქისტები არიან, ამასთან მონარქიას განიხილავენ იმ “იდეალური” ფორმით, როგორითაც ის არსებობდა ადრეულ შუასაუკუნეებში. შესაბამისად ისინი ეწინააღმდეგებიან დემოკრატიას, ლიბერალიზმს, ადამიანის უფლებებს და უპირველეს ყოვლისა სინდისის თავისუფლებას. მონარქიული წყობილება მათთვის აგრეთვე მართლმადიდებლურ-ეროვნულ დიქტატურას წარმოადგენს.
პოლიტიკური მართლმადიდებლობის მნიშვნელოვან იდეაა დასავლეთთან დაპირისპირება, რომელიც საკრალური ისტორიის მამოძრაველბად ითვლება და ანტიქრისტესთან ბრძოლის ხილულ მაგალითად აღიქმება. საოცარია, მაგრამ ათეისტურ საბჭოთა კავშირსაც საკრალური მნიშვნელობა ენიჭება, ხოლო მისი დაშლა კი დიდ ბოროტებად ითვლება. ამით პოლიტიკურ მართლმადიდებლობას ეკლესიურ მენტალიტეტში შემოაქვს საბჭოთა წარსულთან ადაპტაცია.
ფუნდამენტალისტების აზრით მართლმადიდებლობის პოლიტიზირება, მართლმადიდებლური სახელმწიფოებრიობა სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს, რადგან მართლმადიდებლობის საზოგადოებრივი განზომილება, თვით ეკლესიურობის იდეა მოითხოვს ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტრუქტურის შექმნას…
პოლიტიკურ მართლმადიდებლობას სამი ძირითადი იმპერატივი აქვს :
1. ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე მართლმადიდებლობის გავლენის გავრცელება და განმტკიცება; მართლმადიდებლობის გადაქცევა შიდაპოლიტიკური პროცესის მნიშვნელოვან სუბიექტად – შესაბამისად პოლიტიკური მართლმადიდებლობის ბრძოლა ხელისუფლებისათვის.
2. პოლიტიკური მართლმადიდებლობის გახდომა სახელმწიფოს პოლიტიკად, ანუ მართლმადიდებლური სახელმწიფოს გადაქცევა კონსოლიდირებულ პოლიტიკურ სუბიექტად.
3. პოლიტიკური მართლმადიდებლობის მეტაპოლიტიკური მიზნების განხორციელება.
–
შეუძლია კი თავისი მიზნის მიღწევა ქართულ პოლიტიკურ მართლმადიდებლობას? სანამ ამ კითხვაზე ვუპასუხებდეთ გავიხსენოთ შუასაუკუნეების ერთი ალქიმიური ტრაქტატის სათაური: “შეუძლია კი ქიმერას, ცარიელ სივრცეში მოზუზუნესა, შთანთქას მეორადი ინტენციები?”.გულწრფელად ვპასუხობთ: შეუძლია, ყველაფერი შეუძლია ჩვენს მართლმადიდებლურ-ეროვნულ-პოლიტიკურ ქიმერას.
რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო, არც ოპოზიცია უქნია ღმერთს და არც ხელისუფლება! ( მე პირადად ჩემს მეგობრებთან ერთად გავდივარ აქციაზე, მაგრამ მე არა ოპოზიცის მხარდასაჭერად არამედ ხალხის, სამცუხაროდ იმ ხალხის, რომელმაც არც კი იცის რა უნდა)! ორივე ერთი ნაგავია, და ორივე ქართული “საზოგადოების სახეა” ერის სახე, აბა რა გგონიათ ისინი უცხოპლანეტელები არიან!? საერთოდ რომ იცოდეთ წყლის ზედაპირზე ყოველთვის ნაგავი ამოტივტივდება ხოლმე…
პროტესტის ფორმა მისაღებია, ეს ჯდება საერთაშორისო სამართლის და კონსტიტუციის ჩარჩოებში!. მაგრამ მე ის მაღელვებს იქ მყოფი ადამიანები ისევ საკუტარი თავის– უ ფ ლ ე ბ ი ს თ ვ ი ს კი არა ისევ ერთი მცირე გუნდის ამბიციისთვის და მათი კეთილდღეობისთვის დგას! სამწუხაროდ, ეს ასეა, ხალხმა ვერ ისწავლა პირველ ყოვლისა საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლა და სხვისი უფლებების ვალდებულებად აღიარება. აქციები სასიამოვნო არ არის, ეს ყოველთვის დისკომფორტის მომტანია, ასეა ყველგან, მაგრამ ეს სიბინძურე ხალხის ბრალიცაა და დასუფთავების სამსახურის? სად არის ქალაქის მერია, აუცილებელი ხომ არაა სპეცრაზმელებმა დაასუფტავონ, ? დარბევის მიზნით? მოკლეთ ქვეყანა კი არა საგიჟეთია, ნამდვილი საგიჟეთი! უპასუხისმგებლი, უმეცარი და უვიცი ადამიანებით სავსეეე! და ახლა რუსებს აბრალეთ ყველა ჩვენი უბედურება, ჩვენ ვართ მიზეზი ყოველგვარი უბედურების! ძაღლის თავი აქ მარხია, სხვაგან რას ეძებთ! ჩვენ ვერ გაგვიტანია ერთმანეთი, მეორე ადამიანის პატივისცემა და სიყვარული დავკარგეთ. გურამ დოჩანაშვილმა თქვა; დედამიწა სიყვარულის ძალით ტრიალებსო” ჩვენ კი ამ გრძნობისგან დაშრეტილები, ერთიდა იგივე ბნელ გვირაბში ვტრიალებთ! სამად და ოთხად გავგლიჯეთ უკვე საქართველო, აბსტრაქტულ ბერლინის კედლებს და რკინის ფარდებს ვქმნით, უფრო მყარს და საშიშს ვიდრე გერმანიის ექს–ბერლინის კედელია! რომელიც თურმე ნუ იტყვი შევარდნაძემ, ჰელმუდ კოლმა და გორბაჩოვმა დაანგრია! ეს ხომ სასაცილოა ასეთი რკინის ადამიანები ბერლინის კედლებს პირიქით აშენებენ, ბერლინის გაუცხოვების კედლებს კი სექსი, სიყვარული და როკ ‘ნ როლი ანგრევს:–)!!!
ხათუნა შიუკაშვილი
p.s ახლა “მეფე” მეოთხე “ფასეულობა” სრული სიბნელე! ღმერთო ჩემო! “სადაა “თანასწორობის იდეა” ათასწლეულები იბრძოდნენ ამ იდეის დამკვიდრებისთვის ადამიანები, ათასი რევოლუცია, ლიტერატურაში თუ პოლიტიკაში ამ იდეის მიღწევას ემსახურებოდა, თვით იჰგლისის კრომველის რევოლუცია, საფრანგეთის რევოლუცია, მაშინ დაიმსხვრა კაცის–მეფის ღვტაებრივი წარმოშობის მითი და დაიბადა ტანასწორობის იდეა და ახლა საქართველოში ბნელები ისევ მეფეზე, პრინცზე, და “ღვთივკურთხეულ” მარადიულობის განცდის გრძნობით შეპყრობილ უფლისწულს ელოდებიან. გოდოს მოლოდინის რეჟიმი ჩაირთო!
THE MUMY RETURNED;
– ანუ „პროექტი ბაგრატიონი“!
********************************************
თუ დაგამშვიდებს,
შენი და ჩემი “ბნელი ოთახი“
– ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო,
მეც
მ ა შ ი ნ ე ბ ს…
რადგან ყველა ცრუ,
ყრუ თუ „პატრიოტი“,
წარსული მითების
ფ ე რ ე ბ ი თ…
ხელების, თვალების უაზრო
ც ე ც ე ბ ი თ…
ეძებენ უკვდავ “გოდოს”,
როგორც თავშესაქცევს,
მუდმივ თავშესაფარს,
როგორც
ს ი მ შ ვ ი დ ე ს ს . . .
პირფერობისათვის,
ფარისევლობისათვის,
მორჩილებისათვის,
კმაყოფილებისათვის,
შეთქმულებისათვის,
უასახურობის შენიღბვისათვის,
– ბრიყვები,
ამკვიდრებენ სიბნელეს
გ ა მ ხ ე ც ე ბ ი თ…
The mumy returned!
The darkness returned!
გამოქვაბულიდან
ვყვირივარ ძარღვებით –
სადაა სინათლე!?
კმარა ეს სიმშვიდე!!!…
სუნთქვა აღარ გვყოფნის,
არც სივრცე –
ს ი გ ა ნ ე,
ილიას, ვაჟას და აკაკის
უ გ ა ნ ე ს !..
გვამები ცეკვავენ,
მუმია დაბრუნეს,
გვირგვინით უმეცრების!
სიბნელე დაბრუნდა –ამაყი უმეცრებით!
სახე უმეცრების, უსახურობაა…
მტკივა და მაშინებს,
შენი და ჩემი „ბნელი ოთახი“
– ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო . . .
ბოლოდან მესამე ფოტოს მინაწერი მომეწონა – თავისუფლების ჭაობი.