ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სამყარო ისეთი არ არის როგორც ჩვენ გვგონია ან გვინდა რომ იყოს. არა, არა, ნუ დაფრთხები, რაღაც არაამქვეყნიური და ფილოსოფიური პოსტის წერას არ ვაპირებ. უბრალოდ ჯერ კიდევ ტრენინგზე მიღებული შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ.
2-3 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციამ “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში”, ევროკავშირის დაფინანსებით სტუდენტი ჟურნალისტებისთვის ტრენინგი ჩაატარა თემაზე: “მედია და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები”. ამ ორი დღის მანძილზე საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მივიღე, რაც სავსებით საკმარისია, რომ კიდევ რამდენიმე დღე დაგრუზულმა ვიარო.
ტრენინგს უძღვებოდა ერთი გამოცდილი ფსიქიატრი და ერთიც ფსიქოლოგი. მიღებული ინფორმაცია ძირითადად ეხებოდა შემდეგ საკითხებს:
1. ფსიქიკური აშლილობა, 2. ადამიანების უფლებები და ფსიქიკური ჯანმრთელობა(კანონმდებლობის გაცნობა), 3. პაციენტებთან ქცევის წესები, 3. სტიგმა-მიზეზები, შედეგები და პრევენცია, 4. სუიციდის რაობა, ტიპები და ა.შ. პრევენცია, გამომწვევი მიზეზები და სხვ. 5. ძალადობა ბავშვებში, ბავშვთა მიმართ(მოკლედ, ყველანაირი კუთხით), 6. ფსიქიატრიული ტერმინოლოგიის განმარტებები
და რაც ყველაზე მთავარია: ბევრი, ძალიან ბევრი რეალური ფაქტი! ტრენერები დაუღალავად გვიყვებოდნენ თავიანთი პროფესიული პრაქტიკის შესახებ. მაგ: პედოფილიურ შემთხვევებზე, ძალადობის კონკრეტულ ფაქტებზე, შიზოფრენიით დაავადებულებზე და ა.ს.
ყველა ზემოჩამოთვლილი საკითხზე საუბრის ბოლოს გვეუბნებოდნენ, როგორ უნდა გაშუქდეს ესა თუ ის საკითხი, როგორ უნდა იმოქმედონ ჟურნალისტებმა და ა.შ. ეს უკანასკნელი ნაწილი ჩემთვის(ასევე დამსწრეთა უმრავლესობისთვის) სიახლე არ ყოფილა. ჟურნალისტიკის ზოგადი პრინციპები: წყაროს დაზუსტება და გადამოწმება, კონფიდენციალურობის დაცვა, სანდოობა, ეთიკის ნორმების დაცვა და ა.შ.
ასევე განვიხილეთ “ცუდი” სიუჟეტები. ტრენერებს ვუთხარი, რომ ნათია მიქიაშვილი სხვა თემატიკის სიუჟეტებსაც ეგრე “გიჟურად” და ცუდად აკეთებდა-მეთქი. გაეღიმათ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო და ზედმეტად არც თქვენ “დაგსტრესოთ”, გთავაზობთ ტრენინგის შედეგად მირებულს სარგებელს. მაშ ასე, ტრენინგის შედეგად მივიღე:
2. სასარგებლო და ამასთანავე უზარმაზარი ინფორმაცია ყველა ზემოჩამოთვლილ საკითხზე
3. სხვადასხვა საჭირო დოკუმენტი და სახალხო დამცველის ოფისის მიერ გამოცემული წიგნები ადამიანთა უფლებებზე, ორტომეული
4. ბევრი არასაჭირო ინფორმაცია, რომელიც ისედაც ვიცოდი
5. სტრესი და დეპრესიული განწყობა, რომელიც უკვე მესამე დღეა გრძელდება.
ამ უკანასკნელის მიზეზი კი, პირველ რიგში იყო ბევრი ნეგატიური ინფორმაცია. მაგ. თუ როგორ გააუპატიურა მამამ შვილი, როგორ მოჭრეს ვიღაცას ყური, როგორ აწამეს და ა.შ. ტრენინგის კულმინაცია სლაიდშოუ იყო. ნაწამები ბავშვების ფოტოები(მათი ჭრილობები მაკრო ხედით) უმძიმესი მუსიკის თანხლებით(ეს მაინც საიდან მოთხარეს?) . თან ჩაბნელებულ დარბაზში ეს ზედიზედ სამჯერ გაიმეორეს. ბევრმა ბოლომდე ვერ უყურა. მე კიდევ ისტერიული სიცილი ამიტყდა, არადა ახლა “შუა ქალაქზე” სხვები რომ იხევიან სიცილით, პირველი შემთხვევაა, რომ არ მეცინება.
დარბაზი რომ განათდა, ტრენერმა იკითხა:
-თუ მიხვდით, რატომ განახეთ სამჯერ ეს ვიდეო?
-რა ვიცი დეიდა, ალბათ ბორტი ხარ!-გავიფიქრე გულში.
-იმიტომ, რომ ჟურნალისტები იგივე სიმძიმის კადრებს დღეში ასჯერ იმეორებთ და ხალხს სტრესავთ!-იყო განმარტება.
-ე.ი. ნათია მიქიაშვილის გამო ჩვენზე იყარეთ ჯავრი!-გულმა ვერ მოუთმინა ერთ სტუდენტს.
უკეთესი შურისძიება წარმოუდგენელია!
განსაკუთრებით დამამახსოვრდა ფსიქიატრის ერთი ნათქვამი: “ფსიქიკური აშლილობა ერთხელ მაინც გამოუცდია ნებისმიერ თქვენგანს! სტრესი დეპრესიას იწვევს, დეპრესია კი ფსიქიკური აშლილობაა . თუ დროზე არ მივხედეთ ამ პრობლემას, შეიძლება შიზოფრენიაში გადაიზარდოს”
სრული ბედნიერებისთვის ეგ მაკლდა. დეპრესიულ განწყობაზე უკვე ვარ, ბლომადაც დამგრუზეს. სადღაც გულის სიღრმეში იმედი მაქვს, რომ ტრენერის პაციენტი არ გავხდები. არადა თქვა, ეს შეიძლება ყველას დაემართოსო. ნეტა რას გვერჩოდა?
აბა მე რა ვიცი!





თაზო, ცოტას “დაგსტრესავ” რა
იმას “სერ-თ-იფიკატი” რატომ აწერია?
სერ-ტ-იფიკატი არ უნდა იყოს წესით?? თუ, მე არ ვიცი, სწორი ფორმა როგორია? არადა, ტრენინგები როგორ მიყვარს, ჩემს ეგოს სრულ რეალიზაციას ვუკეთებ ხოლმე :ლოლ:
სოფი, დავეჭვდი სიმართლე გითხრა და დავიწყე ძებნა. ზოგან სერ-თ-იფიკატი წერია, ზოგან კიდევ სე-ტ-იფიკატი. საბოლოოდ მართლწერის ლექსიკონში ჩავიხედე და სწორი ფორმაა სერ-თ-იფიკატი. ა, ნახე http://bpg.sytes.net/lex/LangUtils/words_list.asp?vsearchlike=%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98
ა, ოქეი… იმიტომ, რომ მეც არ ვიცი, აქამდე მეგონა, რომ სერ-ტ-იფიკატი იყო სწორი ფორმა.
ამ ტრენინგმა გამახსენა კინოდოკუმენტალისტიკის სემინარი, სადაც ლექტორმა გვაჩვენა ჩაგელიშვილის ფილმი სიკვდილით დასჯაზე და იქ იყო ამბები, ზოგი ოხრავდა, ზოგი – ღმერთს უხმობდა და მე კინაღამ იქვე “განვაცხე” სული, იმიტომ, რომ მარაზმი იყო ფილმიც, აუდიტორიაც და სილაბუსიც, სადაც ეწერა, რომ ეს ფილმი ჩვენ კინოდოკუმენტალისტიკის სიღრმეებში ჩაგვახედებდა.
ვინ უძღვებოდა ტრეინინგს? სახელებიც დაწერე რა ფლიზ.
სერტიფიკატი საერთაშორისო სიტყვააა, საერთაშორისო სიტყვებში თ გვაქვს ყველგან სადაც შესატყვისია ,,th” ხოლო ტ როდესაც გვაქვს ,, t”
:):)
ასე რომ სერტიფიკატი და არა სერთიფიკატი
alex, thank you!!!
მეც ასე ვიცოდი და დავეჭვდი. იმდენი სერ-ტ-იფიკატი მაქვს და გული გამისკდა :ლოლ: შეცდომით როგორ დამიწერა ყველამ-მეთქი.
თაზო, სტრესი არ აგცდა
თაზო ნაზი შამანაურზე რატო არ მოყევი? ის ქალები თავიანთ აზრს დიდი ენთუზიაზმით რომ გვახვევდნენ თავს და თან მომეჩვენა, რომ რაღაცას მალავდნენ, მე მასე მომეჩვენა
) აბა ვინ გეტყვის ფსიქიატრიულ კლინიკაში ძალას ვხმარობთო.
ასე, მეგონა მთელ ყიფშიძეს მივანგრევ–მოვანგრევდი
არადა რა ტყუილად მეგონა : )))))
–
–
–
–
–
–
დაააა ბოლოს ისეთი დაგრუზული გამოვედი იქიდან, რომ სლაიდშოუს შემდეგ კომენტარის გაკეთებამ და ”დაცლამ” არ მიშველა
me psiqiatrobas vapireb da albat mec momiwevs msgavsi stresis gavla.mainteresebs psiqiatria.tqven rezidentebi xart?mec minda msgavs treningebze daswreba rogor unda movxvde treningebze?