“არ არსებობს პიროვნება, რომელიც გაერევა მასაში, იქ საკუთარ “მეს” შეინარჩუნებს და არ გახდება ბრბოს ერთფეროვანი ნაწილი.”
ეს ფრაზა ერთ-ერთ ფორუმზე ამოვიკითხე. ცოტა ხნის წინ მასის ფსიქოლოგიაზე ვეძებდი მასალებს და წავაწყდი. სულ მაინტერესებდა ფსიქოლოგია(კონკრეტულად კი, მასის ფსიქოლოგია). ეს ალბათ ბავშვობიდან გამოყოლილი ინტერესია, რომელიც ლეონიძის “ნატვრის ხის” სწავლის შემდეგ დამრჩა. რატომღაც არ დავკმაყოფილდი ბრბოს ფსიქოლოგიის იმდროინდელი განმარტებით და “ნატვრის ხის” გარჩევით. დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ახლაც მაქვს. რაც იმ დროს ქართულის გაკვეთილზე “დამაკლდა” ახლა ვინაზღაურებ
. (გამოცდილებაც ბევრს ნიშნავს(თურმე
)
შესავალი რომ არ განმიგრძელდეს, გადავალ პირდაპირ საქმეზე.
2007 წლის 2 ნოემბერი იყო. ჩვეულებრივად დილის 10:20 წუთზე მივედი უნივერსიტეში, მედიამენეჯმენტის ლექცია მქონდა. ამასთანავე, ვიცოდი, რომ იმ დღეს პარლამენტთან ოპოზიციის აქცია იყო დანიშნული 2 საათზე. აქციების მიმართ ყოველთვის სკეპტიკური დამოკიდებულება მქონდა და სერიოზულად არც ეს აქცია აღვიქვი. დაცინვით და ირონიულადაც კი ვუყურებდი ამ ფაქტს.
მეექვსე კორპუსის წინ ვიდექი რამდენიმე მეგობართან ერთად. ორი-სამი სტუდენტი გამოვარდა შენობიდან და სწრაფად მოგვაძახეს: “აქციაზე არ მდიხართ?”-რა თქმა უნდა ირონიული მზერა გავაყოლე შესაბამისი კომენტარებით.
2 წუთიც არ გასულა, რომ სტუდენტების ჯგუფი უცებ მოაწყდა თსუ-ს პირველ კორპუსს ყვირილით, ტრანსფარანტებით და ა.შ. საშინელი ხმაური იყო. რამდენმე წამში რა მომივიდა არ ვიცი, შინაგანად ავენთე, ავღელდი და სწრაფად შევერიე მათ ჯგუფს. ამის შემდეგ ჩემს თავს არ ვგავდი. ამოვვარდი ისევ მეექვსე კორპუსში, სხვებს უკვე მე ვუყვიროდი წამოდით-მეთქი. ზოგიერთები ავიყოლიე. მენეჯმენტი ვიღას ახსოვდა.
წინა რიგში ჩავდეგით. გირგვლიანის დიდი პლაკატი ეკავათ სტუდენტებს, ხელი ჩვენც მოვკიდეთ და ყვირილ-ყვირილით წავედით რუსთაველისკენ.
წინ ჯაბა ჯიშკარიანი მიგვიძღვოდა, რა თქმა უნდა მეგაფონით ყვიროდა და ჩვენც ვიმეორებდით.
ფილარმონიასთან სწრაფად შეევვარდი საკანცელარიო მაღაზიაში. დიდი თეთრი ქაღალდი და
მარკერი ვიყიდე და იქვე დავიწყე პლაკატის გაკეთება. ბევრი არ მიფიქრია. ჩვენი ჯგუფის სახელით ლოზუნგიც დავწერე: “ჟურნალისტებს არ გვეშინია”. პირველ ჯერზე შემეშალა და მეორე ცდაზე გამომივიდა. რა თქმა უნდა გამყიდველები მამხნევებდნენ “თქვენი იმედი გვაქვსო”. (მეც სამყაროს მხსნელი მეგონა თავი
მეტრო რუსთაველთან დავეწიეთ მომიტინგეებს(თან კურსელი გოგოც მახლდა). იქ უკვე საკუთარი პლაკატით გავიჩითე. ცოტა ხანი გავჩერდით და დრო რომ მოვიდა, დავიძარით პარლამენტისკენ. რა თქმა უნდა ჯიშკარიანის ფრაზების ყვირილით. გზაზე თვალცრემლიანი ხალხი გვეხვეოდა, გვკოცნიდა, გვლოცავდა-თქვენი იმედი გვაქვსო(ისევ….).
როგორც იქნა შევუერთდით მომიტინგეებს. ჩემი პლაკატი ზემოთ ავწიე და სამახსოვრო სურათებიც გადავიღეთ.
როგორც კი ჩვენი ნაკადი ხალხს შეერია და წყნარ გარემოში აღმოვჩნდი, საგიჟეთიც დამთავრდა და რეალობის შეგრძნებაც დამიბრუნდა. საკუთარ თავს შევეკითხე:
“რა მინდა დღეს აქციაზე?”
მოტივი პირველი: ვაპროტესტებს გირგვლიანის და რობაქიძის მკვლელობას.
მოტივი მეორე: ვიცავ სიტყვის თავისუფლებას.
მოტივი მესამე: არ მეშინია(?)
მოტივი მეოთხე: არ ვიცი….(მგონი ყველაზე რეალური პასუხი ეს იყო)
აქციის დაწყებიდან ნახევარ საათში ვიღაცამ ტრიბუნიდან დაიყვირა: “მიშა წადი, წადი!”
ხალხმა ბანი მისცა
მივხვდი, რომ ჩემი ადგილი იქ არ იყო. ჩემი მეგობრებიც მიხვდენენ ამას და სასწრაფოდ გადავწყვიტეთ აქციიდან წამოსვლა. გზაზე ერთმანეთს ვანუგეშებდით, რომ ჩვენ მხოლოდ პროტეესტი გამოვხატეთ, რომ არ გვეშინია, რომ სხვებზე მეტად შეგნებულები ვართ და რომ პარლამენტის წინ ბრბო დგას. ჩვენ კი, ბრბოს ნაწილი არ ვართ , რადგან არ ვყვირით “მიშა წადი!”.
ასე დამშვიდებულები წავედით სახლებში.
თურმე სად ხარ…..
ბრბოს ნაწილი კი არ ვიყავით, ბრბოს წინ მივუძღოდით აღგზნებულები, აჟიტირებულები, ხმის ჩახლეჩამდე ვყვიროდით…
“აფექტის” საათ ნახევარი სწრაფად გავიდა. იმ მომენტში ვინმეს რომ ეთქვა პარლამენტში შევიჭრათო , ალბათ ამაზეც წავიდოდით. მერე რა, რომ აქციის სულისკვეთებას მანამდე არ ვიზიარებდი. იმ მომენტში ზომბირებული ბრბოს ნაწილი ვყავი. (რთულია ამის აღიარება, მაგრამ სიმართლეა რა…)
ისევ გადმოვაკოპირებ ციტატას ფორუმიდან:
“ხალხის ბრბოდ რომ აქციო, აუცილებელია ლიდერი და სულერთია ვინ, თუკი ის მასების ბრბოდ გადაქცევის ხერხებს ფლობს. მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში, არ არსებობს პიროვნება, რომელიც გაერევა მასაში და იქ პიროვნულ მომენტებს შეინარჩუნებს და არ გახდება ბრბოს ერთფეროვანი ნაწილი. თუკი ლიდერი იმეორებს თითქმის აბსურდულ ფრაზებს, რომლებსაც რაღაც მომენტში აზრიც არ აქვს, ანუ ლოგიკის ნაცვლად აქცენტი არის ლოზუნგზე და ლოზუნგის გამეორებაზე. ე.წ. სკანდირება(დამარცვლა) არის მასიური ჰიპნოზის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი, ლოზუნგს + სკანდირება + ერთგვაროვანი ფრაზების გამეორება ლიდერის მიერ და ხელების მოძრაობა, ასევე ერთგვაროვანი და რიტმული, ანუ ასეთი ერთგვაროვანი რიტმიკის დაცვა იწვევს მარტივ რამეს, ბრბო უკვე ბრბოა და ჰიპნოზიც ამ ერთგვაროვანი რიტმიკით ხელში გაქვს(ლოზუნგი(ლიდერისგან პერიოდულად, ან ლიდერებისგან გამეორებული), სკანდირება, ხელების მოძრაობა) აი ეს რიტმიკა ბრბოზე საბოლოოდ აძლევს ლიდერს გამარჯვებას და აი ეგეთ ხალხს პარლამენტში შეიყვან კი არა, თუ მოგინდება მტკვარში გადაახტუნებ. აი ეს სამი ძირითადი ელემენტი სამივე იყო 2003-ში, ანუ ერთფეროვანი რიტმიკა. აი ეგაა ჰიპნოზის ფუძე.”
ალბათ გიჩნდება მარტივი კითხვა: “რა უნდა ქნას ადამიანმა ბრბოდ რომ არ გადაიქცეს?”
პასუხიც მარტივია: “ტვინით საღ ან გამოცდილ ადამიანებს ყოფნით იმდენი ჭკუა, რომ არსად და არასდროს გახდნენ ბრბოს ნაწილი. “
იმედია, ეს მეორედ არ განმეორდება.
არც უნდა გამეორდეს….
2007 წლის 2 ნოემბერს კი, ალბათ ახალგაზრდულ გამოუცდელობას დავაბრალებ :).




ძალიან მომეწონა ეს პოსტი, თაზო. მართლა სწავლობ წერას კი არა, ბევრ უკვე გადამწერლებულ ჟურნალიტს ჯობიხარ.
ბრბოს ფსიქოლოგია ნასწავლი მაქვს მე… მაგრამ გგონია, ეგ რამეს შველის? :ლოლ: მიუხედავად იმისა, რომ არცერთ აქციას არ “შევრეულვარ”, აი, 17 სექტემბერს წავედი “ცოცხალ ჯაჭვზე”; რა თქმა უნდა, ხელი არ ჩამიკიდია, უბრალოდ ფოტოებს ვიღებდი. ბრბოს ნაწილი არ გავმხდარვარ, მაგრამ ის ვიგრძენი, როგორი ადვილია მასის მართვა, თუ მენეჯმენტში ერკვევი (შენ კიდევ ლექცია გააცდინე
). სამაგიეროდ მე მომიწყვია აქცია, ისრაელის მხარდასაჭერი, და ზუსტად ვიცი, რა არის მთავარი

კარგად რომ დაფიქრდეს ადამიანი, გასაკვირი ამაში არაფერია, ბრბო რომ არ იყოს, იმ ადამიანებს, ვინც ინდივიდუალურია, ხომ ვერ გამოვარჩევდით? ეს იგივეა, ბულგაკოვი რომ წერს, რა იქნებოდა თქვენი სიკეთე, ბოროტების გარეშეო. კანონზომიერებაა რა! რაც ვიზრდები, ამას ვხვდები უფრო და უფრო.
სამშვიდობო პროტესტი ძალიანაც კარგია, ევროპასა და განვითარებულ ქვეყნებში ხშირად გამოდიან. განსაკუთრებით ახალგაზრდები, იმ დღეს ერთი საინტერესო სტატია წავიკითხე ამერიკელი ქალის, რომელიც ადრე ფემინისტი იყო და აქციებს აწყობდა, ახლა კიდევ ორთოდოქსია და იერუსალიმში ცხოვრობს. ასე რომ, მაგაზე არ იდარდო, კარგი გააკეთეთ, რომ წახვედით სტუდენტები და თქვენი აზრი გამოხატეთ.
dzalian kargia! tan mosawonia is, rom rac ganicade, rogor situaciashic agmochndi, imaze gulgiad laparakob da obieqtur analizsac uketeb. znelia!
yochag!
@სოფი გოლდენ – ძალიან საინტერესო სანახავი იქნებოდი 17 (!) სექტემბერს ცოცხალ ჯაჭვში… გამიგია ერთი საათით გვიან მიხვიდე, ჰა-ჰა საათნახევრით, მაგრამ მთელი ორკვირანახევრით დაგვიანება რაღაც ნამეტანი ქართულია…
იყო ისე ვინმე?
ყვავო, შენ რა არ გაგიგია კლავიატურაზე შეცდომით ზედმეტი ასოს დაწერა რომ შეიძლება?
გუსტავ ლებონს აქვს საინტერესოდ განხილული მასათა ფსიქოლოგიის საკითხი თავის ნაშრომში იმავე სათაურით “მასათა ფსიქოლოგია”.
2 ნოემბრის აქციაზე კი მინდოდა თქვენთან ერთად წამოსვლა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო არ წამოვედი,კონკრეტულად რატომ, აღარ მახსოვს. აქციაზე რომ ვყოფილიყავი,ალბათ, მეც ზუსტად იგივენაირად მოვიქცეოდი და იგივე ბედი მეწეოდა, რაც შენ, თაზო
თაზო, სად ხარ??? მარტო ლეი აუთის შეცვლა არ კმარა
პოსტები, პოსტები ჩქარა!
orshabatidan aqtiurad vubrundbi blogs!!!! 1 kviraa rac kompi saxlshi ar maqvs da sxvagan ki mezareba cera. chveul formahi male chavdgebi. gmadlob, rom mgulshematkivrob!!!
))
gamarjobat…axla vnaxe es saiti da gavige tqveni arsebobis shesaxeb…dzalian saintereso masalebi,mosazrebebia…batono tazo bevr rameshi getanxmebit,tumca aris ragaceebi sadac chemi mosazreba maqvs…xalxi brboa,amitom qarizmuli nichit dajildovebuli unda ikos lideri,rom brbo carmatebit martos…tumca nurc is dagvavickdeba rom xalxi brdzenia…amis cheshmaritebas mashin mivxvdebit,roca gavixsenebt tu visi gorisani vart…adamianebis fsiqikashi koveltvis arsebobda is uxilavi amocana,rasac sakutari tavis shecnoba hqvia… tazo piradad msurs tqventan shexvedra,tu cinaagmdegi ar iqnebit…..