ახალი ბლოგი
დეკემბერი 28, 2008 by თაზო
ვინც იცით და არ იცით, ყველას გეტყვით, რომ ჩემი ბლოგი Jurnalisti.net ადრე ucoz სისტემაში იყო განთავსებული. მართალი გითხრათ, ცოტა არ იყოს მოუხერხებელი იყო ჩემთვის იქ პოსტების განთავსება. ერთი და იგივე სტატიის გამოქვეყნება ორ–სამჯერ მჭირდებოდა. მოკლედ, არაპრაქტიკული იყო და თან ზედმეტად გადატვირთული. აქეთ სტატიებიო, იქით ფორუმი, ფაილების კატალოგი და ა.შ. მომინდა ყველაფერი ერთად მქონოდა. შესაბამისად, 5 კურდღლის მადევარს დავემსგავსე. საბოლოოდ გამოვიდა დომხალი. ფორუმზე არავინ წერდა, ფაილებს არავინ იწერდა და სტატიებსაც მხოლოდ კურსელები კითხულობდნენ, ისიც ხათრით. გამოფხიზლებაში მშვენიერი ადამიანი დმეხმარა–გამოცდილი ბლოგერი დოდკა. რამდენიმე პროფესიული რჩევაც მომცა, რისთვისაც დიდი მადლობა მას. დოდკას რჩევის შემდეგ, გადავწყვიტე ვორდპრესი ავითვისო და ჩემი ბლოგის აუდიტორიაც გავაფართოვო. ძველი ბლოგიდან რამდენიმე საინტერესო სტატიას აქ გადმოვიტან . იმედი მაქვს, განახლებული ბლოგი გაცილებით საინტერესო იქნება თქვენთვის.
Posted in TOP ნიუსი, ბლოგი, ინტერნეტი | Tagged ახალი, ბლოგი | 1 კომენტარი
დატოვეთ გამოხმაურება
ძალიან კარგი რამე მოგიფიქრებია, თაზო, მშვენიერი ბლოგია, უფრო საკაიფო–მოტივირებული. მომდევნო(თუ ამასწინა) პოსტი მომეწონა, რაღაც “რას გვეტყვი მამაოს” პონტში:D დაარეკლამეო შვილო, რომ პასუხობს mamagmerti. წარმატებებს გისურვებ. ბლოგები ისე მიყვარს!!!!! როგორც ჩემი მარჯვენა(და მარცხენაც) ხელი.