Feeds:
პოსტები
კომენტარები

მორიგ საბედისწერო სამშაბათს, შალვა რამიშვილმა “სიმართლის დროში” მსახიობ მიშა მესხს “უხერხული” კითხვა დაუსვა: “გიფიქრია თუ არა მარინა სალუქვაძესთან სექსზე?”

ამ დროს, ტელევიზიისგან, “რეიტინგისგან”, “თბილისელებისგან” და ქართული  პრესის სხვა ფლაგმანებისგან მივიწყებული მარინა სალუქვაძე სავარძელში მოწყენილი იჯდა, მუხლებზე შალის პლედი ჰქონდა გადაფარებული, ქვეშ კი  “გრელკა” ამოედო და ძვლებს ითბობდა.  ის-ის იყო ჩათვლიმა და ცხვირიდან სათვალე ჩამოუვარდა, რომ უცებ საკუთარი სახელი  მეტად შეურაცხმყოფელ კონტექსტში გაიგონა.

…და უცებ მის არსებაში გაიღვიძა  “ქართვლის დედამ”, დეიდამ, მამიდამ, ბიცოლამ, ბიცოლას დამ. მოკლედ, შეზანზარდა და გაიბზარა მისი ქართულ-ქალური ღირსება.  დილამდე იბზარებოდა, დილას კი გაუტყდა და დარეკა “იმედში”.

შეურყვნელი ტაბუამხსნელი მობუზული ტუჩებით ითხოვდა ბოდიშს.  უკომპრომისოდ დაიჟინა ტაბუს დადება მასთან დაკავშირებულ ეროტიულ ფიქრებზე. არადა, რა იცოდა ტაბუამძრობმა, რომ ის გაცილებით ბევრ მამაკაცში აღძრავდა ვნებიან ფიქრებს.

ახლა მარტო მიშა მესხს კი არა, საქართველოს ნომერ მეორე ქართველ მაჩოს(პირველი მარიო ჩიმაროა), ანუ მე მომინდა მარინა სალუქვაძესთან სექსი, შენ არა?

Update: ბლოგის მკითხველთა დაჟინებული თხოვნით ვაქვეყნებ მარინა სალუქვაძის ფოტს :)

დღეს რედაქტორმა ნიუსი მანახა და მითხრა, ამის შესახებ მოკლე სტატია დაწერეო. აი ნიუსიც:

“ნატოს წევრებმა საქართველო ალიანსში უნდა გააწევრიანონ, რათა რუსეთმა დაინახოს, რომ სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმის გამო მას საფასურის გადახდა მოუწევს”, – აღნიშნული განცხადება ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანეთის წარმომადგენელმა ჯორჯ ბრუსმა რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ნიუსი სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.

პირველი რაც გავაკეთე, ეს პირველწყაროს მოძიება იყო. გადავქექე რადიო “თავისუფლების” ქართული საიტი-ვერაფერი ვნახე. გადავქექე რუსული-იქაც არ იყო მსგავსი ინტერვიუ. მერე, “თავისუფლების” ცენტრალური საიტიც ვნახე-უშედეგოდ.

ჯორჯ ბრიუსი “დავგუგლე” ჯერ ინგლისურად, მერე რუსულად-მსგავსი ინფორმაცია არცცერთ ენაზე არ ამოაგდო. რუსულად ამოაგდო მხოლოდ www.apsny.ge.  აღმოჩნდა, რომ ამ ინტერვიუს შესახებ მხოლოდ ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა იციან.  ”პირველმა არხმა” სიუჟეტიც მოამზადა ჯორჯ ბრიუსის განცხადების შესახებ.  ბოლოს დავრეკე მარინა ვაშაყმაძესთან-რადიო “თვისუფლების” ქართული რედაქციის უფროსთან .

“ამ ინტერვიუს შესახებ არაფერი მსმენია”-მიპასუხა მან.

გამოდის, რომ ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინტერვიუს შინაარსი, ინტერვიუს ავტორად კი რადიო “თვისუფლება” დაასახელეს.  ”თავისუფლებამ” კი ინტერვიუს შესახებ ჩემგან გაიგო. მაგარია, არა?  ყველაზე სასაცილო მაინც “პირველი არხია”. რას იზამ, ტყუილია, მაგრამ სასიამოვნო ხომ არის. მთავარიც ეგაა.

მთავარი კინაღამ დამავიწყდა. დიადი გუგლის წყალობით აღმოვაჩინე, რომ ბრიტანეთის წარმომადგენელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრიუს ჯორჯია, და არა ჯორჯ ბრიუსი :)

ეს წუთია მოვრჩი ანდრეი ნეკრასოვისა და ოლგა კონსკაიას ფილმის ყურებას.   რა თქმა უნდა,  ყველა ის ემოცია,  რასაც აგვისტოს ომის დღეებში ვგრძნობდი, ხელმეორედ განვიცადე.  ძალიან მძიმე ადამიანური ისტორიები, კადრები – ყველაფერი რთული საყურებელია. ამ ფილმში არის შედარებით ნაკლებად ემოციური  მომენტი: რუსები  გადიან გორიდან, იქ კი ძალიან ბევრი ჟურნალისტია. რუსი გენერალი ჟურნალისტებს ეუბნება:

-ისეთ ადგილას დაგაყენებთ, რომ ყველაფერი დაინახოთ და ერთმანეთს ხელი არ შეუშალოთ. კოლოსნის გასვლას გადაიღებთ,  მერე ვთხოვ, რომ კოლონა გაჩერდეს, დასახლებული პუნქტისკენ გადახვალთ და მოძრაობაში გადაიღებთ.  ამით დავამთავრებთ. ეს ხომ ხელსაყრელი იქნება თქვენთვის?

-როგორ არა!

-გთხოვთ, ნუ გვეჩხუბებით და ყველაფერი კარგად იქნება. – ასრულებს ჟურნალისტებთან საუბარს გენერალი

ამბავი, რომელიც ბლოგზე ჯერ არ მომიყოლია

5 წლის მანძილზე პირველად, რამდენიმე ბიძაშვილი აბაშაში, სოფ. წყემში დასასვენებლად ერთად ჩავედით. ეს 2008 წლის 4 აგვისტოს მოხდა. სახლი, სადაც მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ, დაკეტილი იყო. კარგად ვერთობოდით. გაგვიმართლა და მეზობლად მცხოვრები სხვა ბიძაშვილებიც ჩამოვიდნენ.    ტელევიზორი არ გვქონდა. შესაბამისად, აზრზე არ ვიყავით რა ხდებოდა.  7 აგვისტოს ერთი ბიძაშვილი(სერგო მელია) ბაზაზე გამოიძახეს. ვაზიანის მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა. რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ ძლივს ვიპოვეთ. ახლა მუხათგვერდზე, ძმათა სასაფლაოზეა. 8 აგვისტოს დილით, ცხინვალში დაღუპულა.  ”ენ-ტე-ვე”-ზე  გასულ სიუჟეტში იცნო დედამისმა.

უკვე რვა აგვისტოს მივხვდით, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო. თბილისისკენ ტრანსპორტი არ მოძრაობსო-ამბავი მოგვიტანეს. არც გვიცდია წამოსვლა. სენაკი და ფოთი რომ დაიბომბა, უკვე მართლა შევშინდით. ბომბები ლამის ეზოში ცვიოდა. ჩვენი სოფელი სენაკთან ძალიან ახლოსაა.

რიცხვი ზუსტად არ მახსოვს, მეგობრის მანქანით თბილისში წამოვედით. გორში რუსები ჯერ არ იყვნენ შემოსული. ჩამოვედით თბილისში და იმ დღესვე გორიც გაივსო რუსებით.  ამ დროს ჩემები(დედა-მამა, და-ძმა და ა.შ.) ქუთაისში იყვნენ. მიზეზი, რის გამოც ქუთაისში ვერ დავრჩი, ასთმა იყო. გზა რომ ჩაიკეტა და უკვე დასავლეთიდანაც შემოვიდნენ რუსები, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს საკუათარი ტყავის გადასარჩენად თბილისში გამოვიქეცი, ჩემები კი “უპატრონოდ” დავტოვე. რამდენჯერმე ვცადე ქუთისში წასვლა, მაგრამ უშედეგოდ. ტრანსპორტი არ მოძრაობდა. გადავწყვიტე მატარებლით წავსულიყავი, მაგრამ ატყდა ისტერიკები-გორში რუსები არიან, რა იცი რას უზამენ მატარებელსო. ჩავრჩი თბილისში. 23 აგვისტოს დილაუთენია ინტერპრესნიუსზე ვნახე, რომ დღეს გზა 4 საათზე გაიხსნებაო.  ბიძაჩემს ვანახე ინფორმაცია.  დავარწმუნე, რომ გზა დილით იხსნებოდა და უცებ გამოვედი სახლიდან. თან, ძლიერი არგუმენტი მქონდა: 23 აგვისტო მამაჩემის დაბადების დღეა.

დიდუბეში მძღოლებმა რა თქმა უნდა იცოდნენ, რომ გზა ჯერ არ იხსნებოდა და არც აპირებდნენ დასავლეთისკენ გამგზავრებას. რამდენიმე მიკროავტობუსი მიდიოდა, ისიც წალკა-ბათუმი-ქუთისის მარშრუტით, რაც დაახლოებით 10 საათიან მგზავრობასა და 45 ლარს მოითხოვდა. როგორც იქნა ვიპოვე თავნება მძღოლი, ერთი ცარიელი ადგილი და შევახტი ქუთისის “მარშუტკას”.  თბილისის გასასვლელი ჩაკეტილი დაგვხვდა. რამდენიმე წუთში ყველა გასასვლელს ასობით მანქანა მიაწყდა. კილომეტრიანი რიგები დადგა. რამდენიმე საათი მზეზე ვიდექით, ხან აქეთ დავდიოდი, ხან-იქით. ხალხს ვათვალიერებდი, სურათებს ვიღებდი. მოკლედ, დრო გამყავდა.

რამდენიმე საათის შემდეგ ვიღაცამ დაიყვირა, გზა გაიხსნაო და ყველა თავის მანქანაში შეცვივდა. ჩვენი მიკროავტობუსი ერთ-ერთი პირველი იდგა რიგში. სწრაფად მივდიოდით და წინ ერთი მანქანაც კი არ იყო, არც მიმავალი და არც მომავალი. იყო სიხარულის ყიჟინა, ფანჯრიდან ცხვირსახოცების ფრიალი და ა.შ.  გზად ამოყირავებული ტანკები და დამწვარი სამხედრო მანქანებიც ვნახე. იმ დროს ძალიან გავბრაზდი ყველა მოზეიმე ადამიანზე. ხმა არ გამიცია არავისთვის არადა, გასაუბრების მცდელობები ბლომად იყო.  თითქმის ყველა კითხვა უპასუხოდ დავტოვე. ხალხმა ვითომ თავისუფლება იგრძნო, სამ საათში უკვე ქუთისში იქნებოდნენ, უხაროდათ. არადა, იმ დროს ყველაზე ნაკლებად რასაც ვგრძნობდი, ეს თავისუფლების შეგრძნება და სიხარული იყო.

თურმე, იმ წუთებში ვიღაც რუსი გენერალი ღიმილით კითხულობდა: ეს ხომ ხელსაყრელი იქნება თქვენთვის?

ასეთ დროს ძნელია იყო ტოლერანტული, კაცთმოყვარე… რა ვიცი, ახლაც კი საშინლად ვარ დათრგუნული.

1. თბილისის გასასვლელი, ზაჰესი

ჟურნალისტის ანაზღაურება-ეს ის თემაა, რაზეც არავინ საუბრობს. თვით ყველაზეno-money-2 თამამი და სკანდალური ჟურნალისტებიც ერიდებიან ამას. ზოგისთვის ამ საკითხზე საუბარი არაეთიკურია, ზოგს კი კონტრაქტი უკრძალავს. ჩემი  მეგობრები დღესდრეობით სხვადასხვა ქართულ მედიაორგანიზაციაში მუშაობენ და მეტ-ნაკლებად ვიცი, სად რამდენი ანაზღაურებაა.  ყველაზე ცუდ დღეში მაესტროსა და ჟურნალ-გაზეთების ჟურნალისტები არიან(რა თქმა უნდა, რედაქტორებისა და პროდიუსერების გამოკლებით).  გადასარევი მდგომარეობა არც “დიდ ტელევიზიებშია”. მაგალითად, “რუსთვი 2-ის” დილის ეთერის ერთ-ერთ წამყვანს ერთი თვის მუშაობის სანაცვლოდ მხოლოდ 80(ოთხმოცი) ლარი მისცეს. სასაცილოა, არა? სამარცხვინო რომ არ იყოს!

პირადად მე სექტემბერში მუშაობა რომ დავიწყე, ორი სამსახური მქონდა და ახლაც ასეა.  ანაზღაურება ორივეგან გამომუშავებითაა. უკვე ნოემბერია და ჯერ ჩემი ჟურნალისტური საქმიანობისთვის ერთი თეთრიც კი არ ამიღია. მეც ნელ-ნელა გული მიცრუვდება სამსახურზე. დღითიდღე იქ მისასვლელად თავს ძალას ვატან.  ვიცი, რომ ჩემი ჰონორარი ჩემს სახელზე სადღაც მითიურ ანგრიშზე გროვდება, მაგრამ ეგ დიდი ვერაფერი ნუგეშია.  თავიდან იქ სიარული მიხაროდა. იმ იმედით, რომ თვის ბოლოს ჰონორარი ცოტა ბლომად დაგროვდებოდა, სტატიებს ყოველდღე ვწერდი. რამდენიმე თვის შემდეგ კი თანდათან უმოტივაციო ჟურნალისტად ვიქეცი. სწორედ ამიტომ მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ საკუთარი პროექტი წამოვიწყოთ, რაღა სხვისთვის ვიმუშავოთ ენთუზიაზმზე?  იმის იმედი მაინც გვექნება, რომ ჩვენი საქმიანობით ოდესღაც მაინც მივიღებთ შემოსავალს .

დიდხანს ვფიქრობდი ეს პოსტი დამეწერა თუ არა. მითუმეტეს ვიცი, ამ ბლოგს რედაქციაშიც კითხულობენ და აბსოლუტურად რეალურია, რომ ეს ჩემმა რედაქტორებმაც წაიკითხონ.  ძალიანაც კარგი! დასაკარგი დიდი არაფერია. NoMoneyსჯობს პრობლემებს ყველამ გაუსწოროს თვალი და შესაბამისი დასკვნებიც გამოიტანონ.

P.S. სექტემბერში, ჩემმა ნაცნობმა პატარა საკონდიტრო მაღაზია გახსნა, რომლის ამუშავება 3 ათას ლარამდე დაუჯდა. დღეს კი სუფთა მოგება 800 ლარი რჩება. მოგება  თვიდან თვემდე იზრდება და მალე ათასებზეც ავა, მაღაზიაც ფართოვდება.  რამდენიმე დღის წინ მითხრა, იანვარში მეორე მაღაზიის გახსნას ვაპირებ და სანდო ადამიანი მჭირდებაო. მოკლედ, თანამშრომლობას მთავაზობს.  ეს ჩემთვის ჟურნალისტობაზე უარის თქმას ნიშნავს, რაც კატეგორიულად არ მინდა, მაგრამ ეს ენთუზიაზმიც რომ არ შემრჩა? :D :D :D

ამ პოსტში გამოთქმული პრეტენზიები მეორე სამსახურს არ ეხება, იქ თითქმის არაფერი გამიკეთებია :) .

აზერბაიჯანის პირველი ინსტანციის სასამართლომ ორ ბლოგერს,  რომლებიც ასევე ახლაგზარდული მოძრაობის აქტივისტებიც არიან,  განაჩენი გამოუტანა. ადნან globalvoicesonline.org.wp-content.uploads.2009.10.emin_adnan_posterჰაჯიზადეს 2 წლით, ხოლო ემინ აბდულაევს(იგივე მილი) 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა ხულიგნობისთვის მიუსაჯა.

მიუხედავად ოფიციალური ბრალდებისა, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ისინი თავს პოლიტიკურ პატიმრებად თვლიან.  ადნან ჰაჯიზადემ და ემინ მილმა ინტერნეტ სივრცეში ცნობილები მას შემდეგ გახდნენ, რაც სოციალურ ქსელებსა და ბლოგებზე აქტიურად დაიწყეს აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკა.

ადნან ჰაჯიზადე 26 წლისაა და ის ახალგაზრდული მოძრაობა OL –ის დამფუძნებელია. ემინ მილმა კი აზებაიჯანში შექმნა Alumni Network და ინტერნეტ ტელევია.

ახალგაზრდების დაპატიმრებას მეორე დღესვე გამოეხმაურნენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები. მათ უარყოფითი შეფასება მისცეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ქმედებებს და ის ადამიანის უფლებების უხეშად დარრვევაში დაადანაშაულეს. აღსანიშავია, რომ ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2008 წელს გამოაქვეყნა პრესის თავისუფლების ანგარიში, სადაც 173 ქვეყანას შორის აზერბაიჯანს 150-ე ადგილი უკავია.

ბლოგერებს 2009 წლის 9 ივლისს ბაქოს ერთ-ერთ კაფეში ორი სპორტული აღნაგობის კაცი დაესხა თავს. თვითმხილველების თქმით, მათ ახალგაზრდებს ცემა დაუწყეს, თან უყვიროდნენ “რატომ აკრიტიკებთ მთავრობას?”

თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, პოლიციამ კი ადნან ჰაჯიზადე და ემინ მილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა. ადვოკატების თქმით, პოლიციამ დროული სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინა ნაცემ აქტივისტებს, რითაც მათი უფლება კიდევ ერთხელ დაირღვა. დარღვევებით წარიმართა მათი სასამართლო პროცესი. მისი არაერთხელ გადადების მიზეზად კი დაზარალებულის გამოუცხადებლობა დასახელდა. 10 ნოემბერს, გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ სასამართლო პროცესი შუადღის ნაცვლად, დილის 10:30 წუთზე გაიმართებოდა. შესაბამისად, სასამართლოს შენობის წინ ბრალდებულთა მხოლოდ რამდენიმე მეგობარმა აქტივისტმა შეძლო პროტესტის გამოხატვა. მათთვის პოლიციას ხელი არ შეუძლია.

n125889860557_7365განაჩენის გამოცხადებისთანავე ბლოგერებმა დარბაზში მყოფ მეგობრებს სოციალურ ქსელებში მათი მხარდამჭერი კამპანიის აგორებისაკენ მოუწოდეს. რამდენიმე წუთში ფეისბუქსა და ტვიტერზე ელვის სისწრაფით გავრცელდა დაპატიმრებული ბლოგერების მხარდამჭერი განცხადებები. გარდა ამისა, მხარდამჭერებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაიწყეს საპროტესტო აქციების ორგანიზება. მათ შორის აღმოჩნდნენ ფეისბუქის ქართველი მომხმარებლები. ისინი უახლოეს დღეებში საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს წინ საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ ადნან ჰაჯიზადე და ემინ მილი ინტერნეტ სივრცეში ხელისუფლებას მოურიდებლად აკრიტიკებდნენ. მათი ერთ-ერთი ბოლო ვიდეო ნამუშევარი მთავრობის სატირულ კრიტიკას მიეძღვნა. ვიდეოში ხელისუფლების წარმომადგენელს ვირის ფორმაში გადაცმული ადამიანი ანსახიერებს. დაპატიმრებული ბლოგერების მხარდამჭერი აქციები მათი დაპატიმრებიდან მეორე დღესვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო. საპროტესტო აქციები გაიმართა ჰააგაში, ლონდონში, ბრიუსელში, ვაშინგტონსა და სხვა დიდ ქალაქებში. აქტივისტები აზერბაიჯანის ხელისუფლებისაგან სიტყვის თავისუფლების დაცვას მოითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.

არზუ გეიბულაევა, აზერბაიჯანელი ბლოგერი : “ვერდიქტი, რომელიც გვერდს უვლის საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციათა პროტესტს, ცხადს ხდის, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს იმის კეთებას, რაც თავად სურს.”

მსჯავრდებულთა ადვოკატის, ელტონ გულიევის თქმით, ბლოგერების განაჩენის შესახებ გადაწყვეტილება ხელისუფლებამ სასამართლომდე მიიღო კაბინეტში. ამით აზერბაიჯანის მთავრობამ სხვა ახალგაზრდებს აჩვენა, რომ გააქტიურების შემთხვევაში ისინიც იგივე ბედს გაიზიარებენ.

ბლოგერებისთვის განაჩენის გამოტანას იმწამსვე გამოეხმაურა “მსოფლიო ბლოგინგის ფორუმი”, რომელიც რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 9-12 ნოემბერს ჩატარდა. ფორუმის მონაწილეებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს. მათ დაგმეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ქმედება და მხარდაჭერა გამოუცხადეს დაპატიმრებულებს.

მსოფლიო ბლოგინგის ფორუმს ბუქარესტში ორი ქართველი ბლოგერიც ესწრებოდა. გიორგი ჯახაია, იგივე “სუხუმი” ფორუმზე მონაწილის სტატუსით იმყოფებოდა, დოდი ხარხელი(www.dodka.ge) კი მიწვეული სტუმარი იყო.

გიორგი ჯახაიამ ფორუმზე საკუათარ გამოცდილებაზე ისაუბრა, თუ როგორ გახდა ის რუსული კიბერ შეტევის მსხვერპლი. 2007 წელს, აგვისტოს ომის დროს, ის სოციალურ ქსელებსა და ბლოგებზე ავრცელებდა ინფორმაციას, რაც რუსების გაღიზიანებას იწვევდა. შესაბამისად, რუსმა ჰაკერებმა მისი ბლოგი და სოციალური ქსელების ანგარიშები არაერთხელ დაბლოკეს.764767CE-7F79-4F19-B0C7-F9BFE4DF4EDC_w393_s

აღსანიშანავია, რომ საქართველოში ჯერჯერობით ბლოგერებს სიტყვის თავისუფლების მხრივ სერიოზული პრობლემები აქამდე ჯერ არ ჰქონიათ.  მიუხედავად ამისა, რამდენიმე კვირის წინ იუტუბის რამდენიმე მომხმარებელს მცირე პრობლემები მაინც შეექმნათ. გასულ თვეში ვიდეოპორტალზე გავრცელდა პატრიარქის გაშარჟებული ვიდეოები, რასაც საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. დაიწყო გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეოების გავრცელებაში ბრალდებული ორი ახალგაზრდა დაკითხა და ნივთმტკიცების სახით მათ კომპიუტერები და ფოტოაპარატები ჩამოართვა, აგრეთვე გაჩხრიკეს მათი სახოვრებელი სახლები.

პრესის თავისუფლების ანგარიშში საქართველო აზერბაიჯანს უსწრებს. ჩვენი ქვეყანა 173 სახელმწიფოს შორის 120-ე ადგილზე იმყოფება, რაც 2007 წელთან შედარებით უარესი მაჩვენებელია. საქართველო ამ წელს ამავე ანგარიშში 66-ე ადგილზე იმყოფებოდა.

სტატია გამოქვეყნდა “რეზონანსში”, 13/10/2009

ვიდეო, რომლის გამოც ბლოგერებს პატიმრობა მიუსაჯეს

ალბათ უკვე იცით, რომ “რუსთავი 2-ზე” დაბრუნდა გადაცემა “ვის უნდა 20 ათასი”. დაბრუნდა, თუმცა, წარუმატებლად. ეს ჩემი პირადი visunda20000pw3შეფასებაა და არანაირ სტატისტიკას არ ეყრდნობა. ჩემს გარშემო ამ გადაცემას თითქმის არავინ უყურებს. როგორც მითხრეს, წამყვანსაც დაუწუწუნებია სადღაც, ჩვენთან თამაშის სურვილი ხალხს არ აქვსო.

მონაწილეები თამაშობენ საქველმოქმედო მიზნით-ნებისმიერი მოგებული თანხა წინასწარ შერჩეულ გაჭირვებულ ადამიანს(ან ოჯახს) გადაეცემა. არ ვდავობ, რომ ქველომოქმედება კარგია და აუცილებელიც კი, გაჭირვებულთ დახმარებას არაფერი სჯობს, მაგრამ….

გადაცემის წარუმატებლობის მიზეზის ძებნას დიდი კვლევა-ძიება არ სჭირდება. როცა გასართობ გადაცემას უცვლი მიზანს, თამაშის მთავარ გმირს უკარგავ მოტივაციას, მაშინ არ უნდა გქონდეს პრეტენზია, რომ გადაცემას ჰქონდეს მაღალი რეიტინგი და მონაწილეებიც თავპირისმტვრევით იბრძოდნენ გადაცემაში მოსახვედრად.

ბოლო დროს ქველმოქმედება სატელევიზიო გადაცემებში გარკვეულ მოდად დამკვიდრდა. არადა ამ ყველაფრის უკან სიყალბეს უფრო ვხედავ, ვიდრე ქველმოქმედების რეალურ სურვილს.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ,  სახელი მაინც შეეცვალათ და დაერქმიათ “ვის უნდა გახდეს ქველმოქმედი?”

ბოლოს და ბოლოს მეც ავყევი ქართულ ბლოგოსფეროს მოდებულ ტეგ თამაშს.  პირველ შემთხვევაში თავი დავიძვრინე და არაფერი დამიწერია. ახლა კი გადავწყვიტე განტვირთვისთვის მეც ჩავერთო ამ გასართობში.  იმედია, ძია ჯორჯი არამასონური პოსტების წერის გამო არ გამiბრაზდება.

ტეგთამაშში ზურამ  ჩამითრია.

მიყვარს – ოჯახის წევრების გარდა ჯერჯერობით არავინ. შეგიძლიათ იბრძოლოთ ჩემს გულში არსებული ცარიელი სივრცის შესავსებად.

ვოცნებობ – ევროპაში სწავლაზე, მოგზაურობასა და სამსახურზე, სადაც მაქსიმალურად შევძლებ დახარჯვას.

ვფიქრობ – მომავლის გეგმებზე, შორეულ პერსპექტივებზე.

კმაყოფილი ვარ – იმით, რომ მყავს ოჯახი და ჩემთვის საყვარელი ყველა ადამიანი ჯანმრთელი და ცოცხალია.

მძულს – თითქმის არავინ და არაფერი.

ვნანობ – ბევრს არაფერს.

მენატრება – ამწუთას საკუთარი ოჯახი, რამდენიმე თვეა ისინი არ მინახავს.

მსურს – პროფესიული წინსვლა და წარმატებული კარიერის გაკეთება.

მაღიზიანებს – უზრდელი ადამიანები.

ვგრძნობ – რომ, საქართველო ტრაკშია :) .

მეშინია – უბედური შემთხვევების და ღორის გრიპის.

ვიცი – ბევრი არაფერი

არ ვიცი – გვეშველება თუ არა ოდესმე.

შემიძლია –  ქალის დაორსულება :)

არ შემიძლია – კაცის დაორსულება :)

ვმეგობრობ – ძალიან ბევრ განსხვავებულ ადამიანთან,  ფუნდამენტალისტი მართლმადიდებლებით დაწყებული, იეჰოვას მოწმეებით დამთავრებული.

ვაპატიებ – ყველაფერს, შენ წარმოიდგინე ღალატსაც კი :)

ვტირი – არ მახსენდება.

ვიცინი – თითქმის ყოველთვის, გასვენებებზეც კი.

ვეძებ – მეორე სიყვარულს

ღირსი ვარ – ვიპოვო მეორე სიყვარული :)

ვკარგავ – მოთმინებას ძალიან სწრაფად, თუმცა, ეს მალევე გადამივლის ხოლმე.

მშურს – პოლიგლოტების.

ვემალები – ჯერჯერობით არავის.

ვემტერები – მმკ-ს და აგრესიულ ადამიანებს :) .

მაინტერესებს – სად მთავრდება სიცოცხლე და იწყება სამოთხე  :)

არ მაინტერესებს – როდის დადგება ქვეყნის აღსასრული.

მახსოვს – ზეპირად ჩემი პასპორტის ნომერი, სანამ მჭირდებოდა სტუდბილეთის რვანიშნა ციფრიც მახსოვდა :)

მრცხვენია – უნივერსიტეტში ჩადენილი ერთი საქციელის გამო

უარვყოფ –  რომ არსებობს ერთადერთი სიყვარული. უბრალოდ, ზოგს არ უმართლებს და მხოლოდ ერთადერთი ეწვევა.(ეს პასუხი ზურასგან დავაკოპირე, ვეთანხმები : ) )

ავადმყოფობ – რაც თბილისში დავსახლდი, თითქმის არასდროს. მანამდე ნახევარი ბავშვობა საავადმყოფოში გავატარე.

ვმალავ – ასაკს :P

ვინახავ –  ფულს ლეიბის ქვეშ.

მწამს – რომ სამყაროს აღსასრული არასდროს დადგება.

მიკვირს – ადამიანების, რომლებიც არმაგედონისა და მასონების შიშით ათენებენ-აღამებენ.

მიხარია – როცა ხელფასს მაძლევენ. ჰო, ჯერ ეს სიხარული არ განმიცდია :)

ვჭორაობ –  ძალიან ბევრს :) .

ვდარდობ – ეჰ, შვილო, სადარდებელის მეტი რაღაა!

ვამაყობ – მშობლებით

ვაკეთებ – ძალიან ბევრ საქმეს

ვეფერები – ღიპს :)

მსიამოვნებს – ღიპის ფერება :)

მესიზმრება – ყოველ ღამე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქები. უკვე შემოვლილი მაქვს ბარსელონა და რიო. წუხელ რამდენიმე საათი მაიამიშიც “ვიგულავე”  :)

ვეწევი – ცხოვრების ჭაპანს სიგარეტს ნაცვლად.

მწყინს – როცა მეუხეშებიან, მაგრამ წყენა ძალიან მალე მავიწყდება.

ვხარჯავ – ენერგიას თავდაუზოგავად. ზოგჯერ უაზროდაც (ესეც ზურასგან დავაკოპირე, ვიზიარებ).

ვღალატობ – არასდროს არ ვღალატობ პრინციპებს.

ვკამათობ – ყველასთან ყველაფერზე.

ვუხეშობ – როცა მეუხეშებიან

ვუსმენ – და ვუყურებ იუტუბს. ტელევიზორი ჩემთვის უკვე მოკვდა.

ვყოყმანო –  თითქმის არასდროს.

ვკითხულობ – ამწუთას ვკითხულობ რომენ როლანის “რამა კრიშნას ცხოვრება”

ვამზადებ – უგემრიელეს ბადრიჯანს ნიგვზითა და მაიონეზით :P

ვუყურებ – და ვუსმენ იუტუბს.

ვკლავ – ჯერ არავინ მომიკლავს

ვაფუჭებ – ჰაერს ლობიოს ჭამის შემდგომ :)

ვცხოვრობ – ბიძასთან, ბიცოლასთან და ბიძაშვილებთნ ერთად.

ვცემ – პატივს განსხვავებულ აზრს.

ვყვირი – თითქმის არასდროს.

ვმღერი – მხოლოდ აბაზანაში, ისიც წყლის ხმაურის ფონზე, არავინ რომ არ გაიგოს.

ვასრულებ – ამ უსაშველოდ გრძელი პოსტის წერას

დავდივარ – საზ. ტრანსპორტით.

ვმკურნალობ – ჯერჯერობით არაფერს

ვერიდები – ისეთ თემებზე საუბარს, რომლის არსიც არასწორად ესმით(ისევ ვაკოპირებ ზურას პასუხს).

ვთამაშობ – FarmVille–ს ფეისბუქზე(კვლავ კოპირება). მე და ზურა დიადი  მეზობლები ვართ FarmVille-ში. 2 დღის წინ ქულების რაოდენობით გადამისწრო, არადა აქამდე სულ მე ვუსწრებდი :)

ვიტყუები – იშვიათად, იმ დროსაც სახეზე მაწერია ყველაფერი და აზრი არ აქვს :)

ვეთაყვანები – მონიკა ბელუჩის, ჯესიკა ალბას და ზოგადად ქალის ძუძუებს. ძუძუღოველი ვარ!

ვგიჟდები – იხილე ზედა პასუხი.

ვაგროვებ – სტატიებს, იმის იმედით, რომ საბოლოოდ ჰონორარს ცოტა ბლომად ავიღებ.

ვიხდი – ტანსაცმელს სწრაფად როცა მარტო ვარ, ნელ-ნელა და სექსუალურად როცა მარტო არ ვარ :P.

ვეჭვიანობ – არასდროს

ვკაიფობ – სულ, მარიხუანისა და ალკოჰოლის გარეშეც.

ვიზიდავ – მსოფლიოს ყველაზე ვნებიან ქალბატონებს, დროზე უნდა მოვრჩე ამ პოსტის წერას.  პასუხი უნდა გავუგზავნო ჯესიკას, ერთი საათის წინ მომწერა და რომ არ ვუპასუხო, დამენ…ევა.

ვილამაზებ – ამაზე გოგომ უნდა უპასუხოს :P. (ისევ დავტოვებ ზურას პასუხს)

აზრზე არ ვარ ვინ დავტაგო, ვისაც თამაშში ჩაბმის სურვილი გაქვთ, თავად დაიტაგეთ თავი :)

RAKURSI.GE

ძალიან მალე მე და ჩემი მეგობრები ცოტა არ იყოს ამბიციურ პროექტის დაწყებას ვაპირებთ, უფრო სწორად-გაგრძელბას.  ჯერ კიდევ მაშინ, asროცა სტუდენტები ვიყავით, სასწავლო კურსის ფარგლებში გამოვუშვით საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი “რაკურსი”, სულ სამი ნომერი.  აქედან მხოლოდ მესამე ჰგავდა ჟურნალს. ძალიან ბევრი შეცდომა და ხარვეზი ახლდა ამ გამოცემას. ეს ბუნებრივია, ჩვენ ვსწავლობდით.  სულ ბოლოს დიზაინიც “დავამუღამეთ”, შინაარსიც და ფუნქციების განაწილებაც. სწორედ ამ დროს შეწყდა ეს პროექტი.

პირველი ნომერი ზედმეტი პომპეზურობით აღვნიშნეთ. ბევრი სტუმარი დავპატიჟეთ, ყველა მედიასაშუალება ავაწრიალეთ, “პირველმა არხმა” და “რუსთავი 2-მა” გააშუქა ეს ამბავი. გავაკეთეთ ბლოგი.  ძალიან მცირე დროში უსაზღვროდ ბევრი ვიზიტორი გვყავდა.

რაც მთავარია, შეიქმნა თანამოაზრეების გუნდი. საქმესაც შეხმატკბილებულად ვაკეთებდით. მე მთავარი რედაქტორი გახლდით :) .

ახლა კი გადავწყვიტეთ, რომ “რაკურსზე” მუშაობა ხელახლა დავიწყოთ ძველი გამოცდილებითა და ახალი შემართებით. რადგან ონლაინ მედიაში მუშაობის გამოცდილება ასე თუ ისე ყველას გვაქვს, ვაკეთებთ ინტერნეტ ჟურნალს  RAKURSI.GE

ამჟამად გაგვაჩნია მხოლოდ ჩვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები, პერსონალური კომპიუტერები, მონდომება და დიდი ენთუზიაზმი.  ჯერჯერობით მეტი არც არაფერი გვჭირდება.

პირადად მე ჩემი შესაძლებლობები და ენთუზიაზმი მირჩევნია ჩემს პროექტზე დავხარჯო, ვიდრე რომელიმე მედიასაშუალების უპერსპექტივო ვებგვერდის ძალით განვითარებაზე.

ჩვენი ერთ-ერთი მიზანია სამომავლოდ მოვიპოვოთ სრულყოფილი ვებგვერდის შესაქმნელი გრანტი. გასულ თვეებში ბევრმა ქართულმა მედიასაშუალებამ მიიღო გრანტი ვებგვერდის განსავითარებლად, მაგრამ შედეგი ჯერ არ სჩანს. ჩვენ კი ვაპირებთ ჯერ შედეგი ვაჩვენოთ და მერე “მოვითხოვოთ”  დაფინანსება.

უახლოეს დღეებში უკვე ვიწყებთ მუშაობას და ძალიან კარგ სიურპრიზს მოვუმზადებთ ქართველ ინტერნეტმომხმარებელს.

ჯერჯერობით ჩვენს გუნდში ირიცხებიან: მე, ნატა ძველიშვილი, ირინა ალიაშვილი, ზურა ბალანჩივაძე, თემო ხვედელიძე.

ეს სია კიდევ გაიზრდება.

ჩვენი ვებგვერდის შინაარსზე, ტემატიკასა და სხვა დეტალებზე, მომავალში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. კომენტარებში ვპასუხობ ნებისმიერ კითხვას, ვიღებ ნებისმიერ რჩევას, მოსაზრებას და ა.შ. :)

აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ “რაკურსის” პირველი ნომრის პრეზენტაციის შესახებ

P.S. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შემომთვაზოთ საინტერესო სამსახური.  ნებისმიერ წინადადებას სიამოვნებით განვიხილავ :D :D :D

“რაკურსის” მესამე ნომრის პირველი გვერდი

2009-11-03_215112

GEORGIA-PROTEST/

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს  კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის შეურაცხმყოფელი და უხამსი ვიდეორგოლების დამზადებისა და ინტერნეტით გავრცელების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარი გამოძიება დაიწყო.
გამოძიებამ დაადგინა, ორი   პირი, რომლებმაც   ვიდეორგოლების დამზადებასა და  განთავსებაში მიიღეს მონაწილეობა. გამოძიება არ ასახელებს ამ პირების ვინაობას. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ერთი მათგანი თბილისის საშუალო სკოლის მოსწავლეა, მეორე კი სტუდენტი.  ამოღებულია ფაქტობრივი მტკიცებულებები-ვიდეოფაილები და კომპიუტერები.  ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი  გარემოებების დასადგენად დაიკითხა თეა თუთბერიძეც.  ამ ეტაპზე გამოძიება სხვა დეტალებს არ ახმაურებს.
ინფორმაციის წყარო

ამ ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ ძნელია შეინარჩუნო სიმშვიდე , ძნელია პატივისცემა იგრძნო იმ ადამიანის მიმართ, ვის ღირსებასაც ძალის გამოყენებით იცავს პოლიცია, ძნელია არ დადგე იმის გვერდით, ვის უპირველეს უფლებას-სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არღვევენ. ამ ყველაფერის შემხედვარეს ძნელია არ გაგიჩნდეს კითხვები:

  • რა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს ახალგაზრდებმა?
  • რატომ არის კლიპების(თუნდაც შეურაცხმყოფელი) დამზადება დანაშაული?
  • როგორ უნდა აგონ ამ ადამიანებმა ამ “დანაშაულზე” პასუხი?
  • როგორ ქვეყანას ვაშენებთ?
  • ჩვენს ქვეყანაში საერო კანონი უნდა ბატონობდეს თუ საეკლესიო?
  • ვის რაში სჭირდება პოლიციის ძალით დაცული ღირსება?

ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ეს პოსტი ჩემი პოპულისტური მიზნებითაა ნაკარნახები, ვთხოვ, სანამ დასკვნებს გამოიტანთ, ჯერ ამ კითხვებზე გამეცით პასუხი. მერე კი მზად ვარ თავდახრილმა და დარცხვენილმა მოვისმინო თქვენი შეფასებები. ბოდიშის მოხდისაც კი არ შემრცხვება.

ქალი-არქიფო სეთური

ქალი-ქალღმერთი

ქალი-ღვთაება

ქალი-თვალისჩინი

ქალი-ანგელოზი

ქალი-ვარსკვლავი

ქალი-ტანში ჟურუანტელის მომგვრელი

ქალი-მუხამბაზების მუზა

ქალი-სიკეთის სამთესველოს ფუძემდებელი

ქალი-დირექტორი

ქალი-არქიფო სეთური

წავიდა ვიდიუ! :D

Older Posts »